სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უარი "ურღვევ ძმობას“: რუსეთის გარდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია აღარავის სჭირდება - პუტინს ОДКБ-ც ეშლება?
უარი "ურღვევ ძმობას“: რუსეთის გარდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია აღარავის სჭირდება - პუტინს ОДКБ-ც ეშლება?

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნან­გრე­ვებ­ზე შექ­მნი­ლი კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია ამ­ჟა­მად უნი­კა­ლურ ასო­ცი­ა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს. ქვე­ყა­ნა, რომ­ლის დე­და­ქა­ლაქ­შიც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი ბლო­კის შექ­მნის შე­სა­ხებ და­ი­დო, აღარ არის მისი წევ­რი. ექ­ვსი მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნი­დან ორი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ომ­შია ჩარ­თუ­ლი სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან, ორი კი ​​მუდ­მი­ვად ებ­რძვის ერ­თმა­ნეთს.

  • რა ვი­ცით ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე და აქვს თუ არა მას პერ­სპექ­ტი­ვე­ბი?

უკა­ნას­კნე­ლად, კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია 9 ოქ­ტომ­ბერს ახ­სე­ნეს, რო­დე­საც ყირ­გი­ზეთს არ სურ­და მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის წვრთნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. სა­მე­თა­უ­რო-საშ­ტა­ბო წვრთნე­ბი სა­ხელ­წო­დე­ბით "ურ­ღვე­ვი ძმო­ბა - 2022" ისიკ-კუ­ლის რე­გი­ონ­ში 10-14 ოქ­ტომ­ბერს უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა მი­ზე­ზის და­სა­ხე­ლე­ბის გა­რე­შე გა­უქ­მდა. რო­დე­საც მე­ო­რე დღეს, ამ ამ­ბით ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ და პუ­ტი­ნის პრესმდი­ვანს კი­თხვით მი­მარ­თეს - იყო თუ არა უთან­ხმო­ე­ბა რუ­სეთ­სა და ყირ­გი­ზეთს შო­რის, დი­მიტ­რი პეს­კო­ვის პა­სუ­ხი იყო მოკ­ლე და კონ­კრე­ტუ­ლი - "არა“.

კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში შე­დი­ან - რუ­სე­თი, სომ­ხე­თი, ბე­ლა­რუ­სი, ყა­ზა­ხე­თი, ყირ­გი­ზე­თი და ტა­ჯი­კე­თი, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სულ უფრო ცოტა წევ­რს სჯე­რა მისი ძა­ლე­ბის, ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ. მა­გა­ლი­თად, სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს სომ­ხეთ­მა უარი თქვა ყა­ზა­ხეთ­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წვრთნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე.

  • "ია­რა­ღი, რო­მე­ლიც არ ის­ვრის"

სექ­ტემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში, ერე­ვან­ში გა­ი­მარ­თა მი­ტინ­გი სომ­ხე­თის კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი­დან გას­ვლი­სა და ახალ მო­კავ­ში­რე­ებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბის მო­თხოვ­ნით. მი­ზე­ზი კი, 12-13 სექ­ტემ­ბრის ღა­მეს, სომ­ხე­თის მო­თხოვ­ნა­ზე, აზერ­ბა­ი­ჯან­თან შე­ტა­კე­ბის ზო­ნა­ში სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის გაგ­ზავ­ნის შე­სა­ხებ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პა­სი­უ­რი რე­აქ­ცია იყო.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მხა­რი და­უ­ჭი­რეს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, ალენ სი­მო­ნი­ან­მა და უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­მა არ­მენ გრი­გო­ნი­ან­მა. სი­მო­ნი­ა­ნის თქმით, კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია ჰგავს ია­რაღს, რო­მე­ლიც არ ის­ვრის. "ჩვენ ძა­ლი­ან უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი ვართ, რად­გან არ გაგ­ვი­მარ­თლდა ის მო­ლო­დი­ნე­ბი, რაც გვქონ­და“,- გა­ნა­ცხა­და სი­მო­ნი­ან­მა სომ­ხე­თის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტე­ლე­ვი­ზი­ის ეთერ­ში.

პრო­ტეს­ტი და­ემ­თხვა ერე­ვან­ში აშშ-ის კონ­გრე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის სპი­კე­რის, ნენ­სი პე­ლო­სის ვი­ზიტს და მე­ო­რე დღეს, 19 სექ­ტემ­ბერს, ცნო­ბი­ლი გახ­და ნიუ-იორკში აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის, ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის სამმხრი­ვი შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ.

  • "რუ­სე­თი აღარ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გან­ლა­გე­ბა­ში“

პო­ლი­ტო­ლო­გი ანა­ტო­ლი ნეს­მი­ა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ რუ­სე­თი აპი­რებს ამი­ერ­კავ­კა­სია და ცენ­ტრა­ლუ­რი აზია და­ტო­ვოს, რად­გან ის აღარ ხსნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ ტვირთს, ორ რე­გი­ონ­ში ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ბა­ლან­სი კი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იც­ვლე­ბა. ”ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მოგ­ვა­გო­ნებს სსრკ-ის დაშ­ლამ­დე არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას,- აცხა­დებს ის, - მა­ში­ნაც და­ი­წყო საბ­ჭო­თა გავ­ლე­ნის ზო­ნის და­ყო­ფა და კრემ­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, თით­ქოს არა­ფე­რი ხდე­ბო­და“.

  • რო­გორ და რა­ტომ შე­იქ­მნა კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია?

1992 წლის 15 მა­ისს, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის­თა­ნა­ვე, ექ­ვსმა პოსტსაბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კამ - სომ­ხეთ­მა, ყა­ზა­ხეთ­მა, ყირ­გი­ზეთ­მა, რუ­სეთ­მა, ტა­ჯი­კეთ­მა და უზ­ბე­კეთ­მა ხელი მო­ა­წე­რეს კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ტაშ­კენ­ტში. მომ­დევ­ნო წელს შე­თან­ხმე­ბას აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, სა­ქარ­თვე­ლო და ბე­ლა­რუ­სი შე­უ­ერ­თდნენ.

სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი ბლო­კის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა იმ ქვეყ­ნე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რომ­ლე­ბიც ბოლო დრომ­დე იყ­ვნენ ერ­თი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო ერ­თი­ა­ნი ჯა­რით, ბუ­ნებ­რივ მო­თხოვ­ნი­ლე­ბას ჰგავ­და, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია იმ დე­ზინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სე­ბის კომ­პენ­სა­ცი­ის­თვის, რო­მე­ლიც იმ­პულსს იღებ­და.

  • წვრთნე­ბი

თავ­და­პირ­ვე­ლად, კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია შე­იქ­მნა, რო­გორც ნატო-ს შე­საძ­ლო ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, მაგ­რამ არა მისი ანა­ლო­გი - მა­ში­ნაც უკვე აშ­კა­რა იყო მრა­ვა­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში დაგ­როვ­და, ხოლო დაშ­ლის შემ­დეგ უფრო გამ­წვავ­და.

უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სრულ­ფა­სო­ვა­ნი სამ­ხედ­რო ასო­ცი­ა­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ხელს უშ­ლი­და მისი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი და­ვე­ბი და ალი­ან­სის უძ­ლი­ე­რე­სი წევ­რის - რუ­სე­თის სურ­ვი­ლი, გა­ე­ფარ­თო­ე­ბი­ნა თა­ვი­სი გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბი, მათ შო­რის სამ­ხედ­რო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით.

ხუთი წლის შემ­დეგ უზ­ბე­კეთ­მა, სა­ქარ­თვე­ლომ და აზერ­ბა­ი­ჯან­მა და­ტო­ვეს ორ­გა­ნი­ზა­ცია, თუმ­ცა უზ­ბე­კე­თი 2006 წელს დაბ­რუნ­და, მაგ­რამ 2012 წელს გა­და­ი­ფიქ­რა და კვლავ და­ტო­ვა. ამ დრო­ის­თვის კი მის წევ­რე­ბად რჩე­ბი­ან: სომ­ხე­თი, ბე­ლა­რუ­სი, ყა­ზა­ხე­თი, ყირ­გი­ზე­თი, რუ­სე­თი და ტა­ჯი­კე­თი.

  • მოს­კო­ვის "გუ­ლუხ­ვო­ბის­თვის" უნდა გა­და­ი­ხა­დოთ

დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი ხში­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რო­გორც ამორ­ფულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას. მთე­ლი თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მან მხო­ლოდ ერთხელ გა­მო­ი­ყე­ნა სამ­ხედ­რო კონ­ტინ­გენ­ტი - 2022 წლის იან­ვარ­ში მან სამ­შვი­დო­ბო­ე­ბი გაგ­ზავ­ნა ყა­ზა­ხეთ­ში, სა­დაც და­ი­წყო მა­სობ­რი­ვი პრო­ტეს­ტი, რო­მე­ლიც მა­ლე­ვე არე­უ­ლო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და.

”კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ჯა­რე­ბი ყა­ზა­ხე­თის ქა­ლა­ქებ­ში გახ­და რუ­სე­თის სრულ­ფა­სო­ვა­ნი გავ­ლე­ნი­სა და კონ­ტრო­ლის სიმ­ბო­ლუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ნურ-სულ­თა­ნის პო­ლი­ტი­კურ რე­ჟიმ­ზე”, - გა­ნა­ცხა­და ერი­კა მა­რატ­მა, ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვის პრო­ფე­სორ­მა.

მე­ზო­ბელ­მა ყირ­გი­ზეთ­მა სამ­ჯერ მი­მარ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას დახ­მა­რე­ბის­თვის - 1999 წელს, ბატ­კე­ნის მოვ­ლე­ნე­ბის დროს, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში შე­იჭრ­ნენ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ის­ლა­მის­ტე­ბი ავ­ღა­ნე­თი­დან და ტა­ჯი­კე­თი­დან; 2010 წელს, რო­დე­საც ოშსა და ბატ­კენ­ში და­ი­წყო სის­ხლი­ა­ნი ეთ­ნი­კუ­რი კონ­ფლიქ­ტი ყირ­გი­ზებ­სა და უზ­ბე­კებს შო­რის და 2021 წელს ტა­ჯი­კე­თი-ყირ­გი­ზე­თის სა­ზღვარ­ზე მო­რი­გი, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით მკაც­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის დროს. დახ­მა­რე­ბა­ზე მო­თხოვ­ნა მათ სა­მი­ვე­ჯერ უარ­ყვეს.

სჭირ­დე­ბა თუ არა ყირ­გი­ზეთს კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია? - ყირ­გი­ზი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბი სულ უფრო ხში­რად უს­ვა­მენ სა­კუ­თარ თავს ამ კი­თხვას.

ბევ­რი ექ­სპერ­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ ის რუ­სე­თის­თვის სამ­ხედ­რო გავ­ლე­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ია­რა­ღად იქცა და წევ­რებს შე­ახ­სე­ნებს, რომ მოს­კო­ვის "კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა“ ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სწო­რად უნდა შე­ფას­დეს, მა­გა­ლი­თის­თვის კი ხში­რად მოჰ­ყავთ სი­ტუ­ა­ცია ბე­ლა­რუს­ში, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნელი ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო, რო­მელ­საც კრემ­ლი და­ეხ­მა­რა 2020 წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ნა­ში, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ყვე­ლა სურ­ვილს ას­რუ­ლებს.

ლუ­კა­შენ­კოს გარ­და, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის არ­ცერ­თმა ლი­დერ­მა არ და­უ­ჭი­რა მხა­რი რუ­სე­თის შეჭ­რას უკ­რა­ი­ნა­ში და ეს იწ­ვევს ომის რუსი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის აღ­შფო­თე­ბას - ისი­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას უწო­დე­ბენ ეკ­რანს, რომ­ლის ქვე­შაც მო­კავ­ში­რე­ე­ბი "რუ­სე­თის მტრებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ".

უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმის შემ­დეგ რუ­სე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­პუ­ტა­ცია ისე­თია, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი თა­ვად გა­მოთ­ქვა­მენ რუ­სეთ­თან დის­ტან­ცი­რე­ბის სურ­ვილს. მაგ­რამ შეძ­ლებს თუ არა თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ახა­ლი მო­კავ­ში­რის პოვ­ნას, მთა­ვა­რი კი­თხვაც სწო­რედ ამა­ში მდგო­მა­რე­ობს.

  • ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი
მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nunu
15

ნატო ხომ ძალიან ეხმარება თავის წევრებს იმათ იღებს სადაც არც ომია და არც ტერიტორიებია დაბყრობილი ანუ იცილებს თავიდან დანარჩენებს

Marvel
16

ოდეკაბე კიარა,რუსეთი იშლება რა გემართებათ,ცოტა მოითმინეთ,ყირიმს დაიბრუნებს უკრაინა და კიდევ იმ მიწებს რომელიც უკვე გაიფორმა რუსეთმა სამუდამოდ...სლავა უკრაინი ჰეროემ სლავა...:))))

რამდენი იმედგაცრუება გელოდებათ დასავლურ პროპაგანდაზე აწყობილ ხალხს :)))

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

უარი "ურღვევ ძმობას“: რუსეთის გარდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია აღარავის სჭირდება - პუტინს ОДКБ-ც ეშლება?

უარი "ურღვევ ძმობას“: რუსეთის გარდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია აღარავის სჭირდება - პუტინს ОДКБ-ც ეშლება?

საბჭოთა კავშირის ნანგრევებზე შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ამჟამად უნიკალურ ასოციაციას წარმოადგენს. ქვეყანა, რომლის დედაქალაქშიც ხელშეკრულება სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის შექმნის შესახებ დაიდო, აღარ არის მისი წევრი. ექვსი მონაწილე ქვეყნიდან ორი, ფაქტობრივად, ომშია ჩართული სხვა სახელმწიფოებთან, ორი კი ​​მუდმივად ებრძვის ერთმანეთს.

  • რა ვიცით ამ ორგანიზაციაზე და აქვს თუ არა მას პერსპექტივები?

უკანასკნელად, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია 9 ოქტომბერს ახსენეს, როდესაც ყირგიზეთს არ სურდა მის ტერიტორიაზე ამ ორგანიზაციის სამშვიდობო ძალების წვრთნების ჩატარება. სამეთაურო-საშტაბო წვრთნები სახელწოდებით "ურღვევი ძმობა - 2022" ისიკ-კულის რეგიონში 10-14 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მიზეზის დასახელების გარეშე გაუქმდა. როდესაც მეორე დღეს, ამ ამბით ჟურნალისტები დაინტერესდნენ და პუტინის პრესმდივანს კითხვით მიმართეს - იყო თუ არა უთანხმოება რუსეთსა და ყირგიზეთს შორის, დიმიტრი პესკოვის პასუხი იყო მოკლე და კონკრეტული - "არა“.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში შედიან - რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, მაგრამ, როგორც ჩანს, ორგანიზაციის სულ უფრო ცოტა წევრს სჯერა მისი ძალების, ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობის შესახებ. მაგალითად, სექტემბრის ბოლოს სომხეთმა უარი თქვა ყაზახეთში ორგანიზაციის წვრთნებში მონაწილეობაზე.

  • "იარაღი, რომელიც არ ისვრის"

სექტემბრის შუა რიცხვებში, ერევანში გაიმართა მიტინგი სომხეთის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებიდან გასვლისა და ახალ მოკავშირეებთან მოლაპარაკებების დაწყების მოთხოვნით. მიზეზი კი, 12-13 სექტემბრის ღამეს, სომხეთის მოთხოვნაზე, აზერბაიჯანთან შეტაკების ზონაში სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნის შესახებ ორგანიზაციის პასიური რეაქცია იყო.

აქციის მონაწილეებს მხარი დაუჭირეს პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა და უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგონიანმა. სიმონიანის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ჰგავს იარაღს, რომელიც არ ისვრის. "ჩვენ ძალიან უკმაყოფილოები ვართ, რადგან არ გაგვიმართლდა ის მოლოდინები, რაც გვქონდა“,- განაცხადა სიმონიანმა სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში.

პროტესტი დაემთხვა ერევანში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტს და მეორე დღეს, 19 სექტემბერს, ცნობილი გახდა ნიუ-იორკში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სამმხრივი შეხვედრის შესახებ.

  • "რუსეთი აღარ არის გათვალისწინებული განლაგებაში“

პოლიტოლოგი ანატოლი ნესმიანი მიიჩნევს, რომ რუსეთი აპირებს ამიერკავკასია და ცენტრალური აზია დატოვოს, რადგან ის აღარ ხსნის საგარეო პოლიტიკურ ტვირთს, ორ რეგიონში ურთიერთობების ბალანსი კი მნიშვნელოვნად იცვლება. ”ეს ყველაფერი ძალიან მოგვაგონებს სსრკ-ის დაშლამდე არსებულ ვითარებას,- აცხადებს ის, - მაშინაც დაიწყო საბჭოთა გავლენის ზონის დაყოფა და კრემლი იძულებული გახდა ეჩვენებინა, თითქოს არაფერი ხდებოდა“.

  • როგორ და რატომ შეიქმნა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია?

1992 წლის 15 მაისს, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, ექვსმა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკამ - სომხეთმა, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა, რუსეთმა, ტაჯიკეთმა და უზბეკეთმა ხელი მოაწერეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებას ტაშკენტში. მომდევნო წელს შეთანხმებას აზერბაიჯანი, საქართველო და ბელარუსი შეუერთდნენ.

სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის ჩამოყალიბება იმ ქვეყნების ტერიტორიაზე, რომლებიც ბოლო დრომდე იყვნენ ერთიანი სახელმწიფო ერთიანი ჯარით, ბუნებრივ მოთხოვნილებას ჰგავდა, რომელიც შექმნილია იმ დეზინტეგრაციის პროცესების კომპენსაციისთვის, რომელიც იმპულსს იღებდა.

  • წვრთნები

თავდაპირველად, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია შეიქმნა, როგორც ნატო-ს შესაძლო ალტერნატივა, მაგრამ არა მისი ანალოგი - მაშინაც უკვე აშკარა იყო მრავალი წინააღმდეგობა, რომელიც საბჭოთა პერიოდში დაგროვდა, ხოლო დაშლის შემდეგ უფრო გამწვავდა.

უპირველეს ყოვლისა, სრულფასოვანი სამხედრო ასოციაციის ჩამოყალიბებას ხელს უშლიდა მისი მონაწილეების მოუგვარებელი ტერიტორიული დავები და ალიანსის უძლიერესი წევრის - რუსეთის სურვილი, გაეფართოებინა თავისი გავლენის სფეროები, მათ შორის სამხედრო საშუალებებით.

ხუთი წლის შემდეგ უზბეკეთმა, საქართველომ და აზერბაიჯანმა დატოვეს ორგანიზაცია, თუმცა უზბეკეთი 2006 წელს დაბრუნდა, მაგრამ 2012 წელს გადაიფიქრა და კვლავ დატოვა. ამ დროისთვის კი მის წევრებად რჩებიან: სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი.

  • მოსკოვის "გულუხვობისთვის" უნდა გადაიხადოთ

დამკვირვებლები ხშირად მოიხსენიებენ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, როგორც ამორფულ ორგანიზაციას. მთელი თავისი არსებობის განმავლობაში მან მხოლოდ ერთხელ გამოიყენა სამხედრო კონტინგენტი - 2022 წლის იანვარში მან სამშვიდობოები გაგზავნა ყაზახეთში, სადაც დაიწყო მასობრივი პროტესტი, რომელიც მალევე არეულობაში გადაიზარდა.

”კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ჯარები ყაზახეთის ქალაქებში გახდა რუსეთის სრულფასოვანი გავლენისა და კონტროლის სიმბოლური მაჩვენებელი ნურ-სულთანის პოლიტიკურ რეჟიმზე”, - განაცხადა ერიკა მარატმა, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ეროვნული თავდაცვის პროფესორმა.

მეზობელმა ყირგიზეთმა სამჯერ მიმართა ორგანიზაციას დახმარებისთვის - 1999 წელს, ბატკენის მოვლენების დროს, როდესაც ქვეყანაში შეიჭრნენ შეიარაღებული ისლამისტები ავღანეთიდან და ტაჯიკეთიდან; 2010 წელს, როდესაც ოშსა და ბატკენში დაიწყო სისხლიანი ეთნიკური კონფლიქტი ყირგიზებსა და უზბეკებს შორის და 2021 წელს ტაჯიკეთი-ყირგიზეთის საზღვარზე მორიგი, მაგრამ განსაკუთრებით მკაცრი შეიარაღებული კონფლიქტის დროს. დახმარებაზე მოთხოვნა მათ სამივეჯერ უარყვეს.

სჭირდება თუ არა ყირგიზეთს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია? - ყირგიზი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები სულ უფრო ხშირად უსვამენ საკუთარ თავს ამ კითხვას.

ბევრი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ის რუსეთისთვის სამხედრო გავლენის შენარჩუნების იარაღად იქცა და წევრებს შეახსენებს, რომ მოსკოვის "კეთილშობილება“ ამ სიტუაციაში სწორად უნდა შეფასდეს, მაგალითისთვის კი ხშირად მოჰყავთ სიტუაცია ბელარუსში, რომლის ხელმძღვანელი ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელსაც კრემლი დაეხმარა 2020 წელს ხელისუფლებაში დარჩენაში, ვლადიმერ პუტინის ყველა სურვილს ასრულებს.

ლუკაშენკოს გარდა, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების არცერთმა ლიდერმა არ დაუჭირა მხარი რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ეს იწვევს ომის რუსი მხარდამჭერების აღშფოთებას - ისინი ორგანიზაციას უწოდებენ ეკრანს, რომლის ქვეშაც მოკავშირეები "რუსეთის მტრებთან თანამშრომლობენ".

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ რუსეთის საერთაშორისო რეპუტაცია ისეთია, ორგანიზაციის წევრები თავად გამოთქვამენ რუსეთთან დისტანცირების სურვილს. მაგრამ შეძლებს თუ არა თითოეული მათგანი ახალი მოკავშირის პოვნას, მთავარი კითხვაც სწორედ ამაში მდგომარეობს.

  • ავტორი: ეკა დარჩიაშვილი