პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გადასაღები მოედანი კოსმოსში? - ტომ კრუზი შეიძლება პირველი მსახიობი აღმოჩნდეს, რომელიც რეალურად კოსმოსში გადაღებულ ფილმში ითამაშებს
გადასაღები მოედანი კოსმოსში? - ტომ კრუზი შეიძლება პირველი მსახიობი აღმოჩნდეს, რომელიც რეალურად კოსმოსში გადაღებულ ფილმში ითამაშებს

ბევ­რი ფიქ­რობ­და, რომ Top Gun: Maverick-ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი როლი, ტომ კრუ­ზის უდი­დე­სი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­უ­ლი ტრი­უმ­ფი იყო, თუმ­ცა ბლო­კბას­ტე­რე­ბის ვარ­სკვლავს კი­დევ ერთი გი­ჟუ­რი იდეა მო­უ­ვი­და. 60 წლის ჰო­ლი­ვუ­დის ვე­ტე­რა­ნი ახა­ლი ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად რე­ჟი­სორ დუ­გ­ლას ლი­მენს შე­უ­ერ­თდა, რო­მე­ლიც, არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი, კოს­მოს­ში უნდა გა­და­ი­ღონ. ფილ­მის იდეა ჯერ კი­დევ 2020 წელს გაჩ­ნდა, მაგ­რამ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო მას­ზე მუ­შა­ო­ბა შე­ფერ­ხდა. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ფილ­მის გა­და­ღე­ბის იდეა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ცხად­და, ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია, თუ რო­დის­თვი­საა მისი კი­ნო­თე­ატ­რე­ბის ეკ­რან­ზე გა­მოს­ვლა და­გეგ­მი­ლი.

ფილ­მს Universal Filmed Entertainment Group და­ა­ფი­ნან­სებს, ხოლო კოს­მოს­ში გაფ­რე­ნა და გა­და­ღე­ბე­ბი NASA-სა და SpaceX-ის დახ­მა­რე­ბით მოხ­დე­ბა. "ჩვე­ნი გეგ­მაა რა­კე­ტის კოს­მო­სურ სად­გუ­რამ­დე გაფ­რე­ნა და შემ­დეგ იქ გა­და­ღე­ბე­ბის და­წყე­ბა“,- ამ­ბობს Universal Filmed Entertainment Group -ის დი­რექ­ტო­რი, დონა ლან­გლი. ის ასე­ვე ამ­ხელს, რომ ძი­რი­თად ნა­წილს დე­და­მი­წა­ზე გა­და­ი­ღე­ბენ და ფილ­მი კულ­მი­ნა­ცი­ას მა­შინ მი­აღ­წევს, როცა მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი კა­ცობ­რი­ო­ბის და­სახ­მა­რებ­ლად კოს­მოს­ში გაფ­რინ­დე­ბა.

თუ მარ­თლაც მო­ხერ­ხდა კრუ­ზი­სა და ლი­მე­ნის იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ტომი პირ­ვე­ლი მსა­ხი­ო­ბი გახ­დე­ბა, რო­მე­ლიც კოს­მოს­ში გა­და­ღე­ბულ ფილმში ითა­მა­შებს. თა­ვად ამ­გვა­რი ფილ­მის გა­და­ღე­ბაც უპ­რე­ცე­დენ­ტოა და ყვე­ლა მო­ე­ლის გა­და­ღე­ბე­ბის და­წყე­ბას.

ტომ კრუ­ზის ყვე­ლა­ზე სა­ში­ში და ექ­სტრე­მა­ლუ­რი ტრი­უ­კი: Mission: Impossible-ის გა­და­ღე­ბე­ბი­სას ის ვერ­ტმფრენს დამ­ხმა­რე თო­კე­ბის გა­რე­შე ჩა­მო­ე­კი­და.

ტომ კრუზს, მისი გრძელ­ვა­დი­ა­ნი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მრა­ვა­ლი ურ­თუ­ლე­სი ილე­თი შე­უს­რუ­ლე­ბია გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე, თუმ­ცა კოს­მოს­ში გა­და­ღე­ბე­ბის სურ­ვი­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის მა­ინც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. ახ­ლა­ხან, მსა­ხი­ობს "კა­ნის ფილ­მე­ბის ფეს­ტი­ვალ­ზე“ ჟურ­ნა­ლის­ტმა ჰკი­თხა, - თუ რა­ტომ არ­ჩევს, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე თა­ვად შე­ას­რუ­ლოს ილე­თე­ბი, რა­ზეც ტომ­მა უპა­სუ­ხა: "ჯინ კე­ლის­თვის არა­ვის უკი­თხავს, რა­ტომ ცეკ­ვა­ვო...“ (ჯინ კელი - ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი მო­ცეკ­ვა­ვე, მსა­ხი­ო­ბი, ქო­რე­ოგ­რა­ფი და რე­ჟი­სო­რი.)

წყა­რო:nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gio
1

რუსეთმა დაასწრო. უკვე გადაიღეს ფილმი. იულია პერესილდი გაფრინდა კოსმოსში

ანზორი
0

აბა ვერტმფრენი ...

ავტორი:

გადასაღები მოედანი კოსმოსში? - ტომ კრუზი შეიძლება პირველი მსახიობი აღმოჩნდეს, რომელიც რეალურად კოსმოსში გადაღებულ ფილმში ითამაშებს

გადასაღები მოედანი კოსმოსში? - ტომ კრუზი შეიძლება პირველი მსახიობი აღმოჩნდეს, რომელიც რეალურად კოსმოსში გადაღებულ ფილმში ითამაშებს

ბევრი ფიქრობდა, რომ Top Gun: Maverick-ში შესრულებული როლი, ტომ კრუზის უდიდესი კინემატოგრაფიული ტრიუმფი იყო, თუმცა ბლოკბასტერების ვარსკვლავს კიდევ ერთი გიჟური იდეა მოუვიდა. 60 წლის ჰოლივუდის ვეტერანი ახალი ფილმის გადასაღებად რეჟისორ დუგლას ლიმენს შეუერთდა, რომელიც, არც მეტი არც ნაკლები, კოსმოსში უნდა გადაიღონ. ფილმის იდეა ჯერ კიდევ 2020 წელს გაჩნდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო მასზე მუშაობა შეფერხდა. იმის მიუხედავად, რომ ფილმის გადაღების იდეა ოფიციალურად გაცხადდა, ჯერ კიდევ უცნობია, თუ როდისთვისაა მისი კინოთეატრების ეკრანზე გამოსვლა დაგეგმილი.

ფილმს Universal Filmed Entertainment Group დააფინანსებს, ხოლო კოსმოსში გაფრენა და გადაღებები NASA-სა და SpaceX-ის დახმარებით მოხდება. "ჩვენი გეგმაა რაკეტის კოსმოსურ სადგურამდე გაფრენა და შემდეგ იქ გადაღებების დაწყება“,- ამბობს Universal Filmed Entertainment Group -ის დირექტორი, დონა ლანგლი. ის ასევე ამხელს, რომ ძირითად ნაწილს დედამიწაზე გადაიღებენ და ფილმი კულმინაციას მაშინ მიაღწევს, როცა მთავარი პერსონაჟი კაცობრიობის დასახმარებლად კოსმოსში გაფრინდება.

თუ მართლაც მოხერხდა კრუზისა და ლიმენის იდეების განხორციელება, ტომი პირველი მსახიობი გახდება, რომელიც კოსმოსში გადაღებულ ფილმში ითამაშებს. თავად ამგვარი ფილმის გადაღებაც უპრეცედენტოა და ყველა მოელის გადაღებების დაწყებას.

ტომ კრუზის ყველაზე საშიში და ექსტრემალური ტრიუკი: Mission: Impossible-ის გადაღებებისას ის ვერტმფრენს დამხმარე თოკების გარეშე ჩამოეკიდა.

ტომ კრუზს, მისი გრძელვადიანი კარიერის განმავლობაში მრავალი ურთულესი ილეთი შეუსრულებია გადასაღებ მოედანზე, თუმცა კოსმოსში გადაღებების სურვილი მაყურებლისთვის მაინც მოულოდნელი იყო. ახლახან, მსახიობს "კანის ფილმების ფესტივალზე“ ჟურნალისტმა ჰკითხა, - თუ რატომ არჩევს, გადასაღებ მოედანზე თავად შეასრულოს ილეთები, რაზეც ტომმა უპასუხა: "ჯინ კელისთვის არავის უკითხავს, რატომ ცეკვავო...“ (ჯინ კელი - ცნობილი ამერიკელი მოცეკვავე, მსახიობი, ქორეოგრაფი და რეჟისორი.)

წყარო:nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

.