სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს მხოლოდ დასაწყისია... თუკი რაღაცას ფეთქებადსაშიშს აშენებ, ადრე თუ გვიან, ის აფეთქდება" - დავით არახამია ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე
"ეს მხოლოდ დასაწყისია... თუკი რაღაცას ფეთქებადსაშიშს აშენებ, ადრე თუ გვიან, ის აფეთქდება" - დავით არახამია ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე

რუ­სუ­ლი უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბე­ბი იწყებს ნგრე­ვას და ცე­ცხლში გახ­ვე­ვას. მი­ზე­ზი მარ­ტი­ვია: თუკი რა­ღა­ცას ფეთ­ქე­ბადსა­შიშს აშე­ნებ, ადრე თუ გვი­ან, ის აფეთ­ქდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის რა­დას ფრაქ­ცია „ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ თავ­მჯდო­მა­რე, და­ვით არა­ხა­მია „ტე­ლეგ­რამ­ში“ წერს, რი­თაც ის ყი­რი­მის ხიდ­ზე დღეს დი­ლით მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

„ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია. სა­ი­მე­დო მშე­ნებ­ლო­ბა არ არის ის, რი­თაც რუ­სე­თი გან­სა­კუთ­რე­ბით ცნო­ბი­ლია“, - აცხა­დებს არა­ხა­მია.

შე­გახ­სე­ნებთ, დღეს დი­ლით ყი­რი­მის ხიდ­ზე სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლი აფეთ­ქდა, რის შე­დე­გა­დაც საწ­ვა­ვის ავ­ზე­ბი აალ­და და ხიდ­ზე ძლი­ე­რი ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. ხი­დის ნა­წი­ლი ჩა­მო­ი­შა­ლა და წყალ­ში ჩა­ვარ­და.

ყი­რი­მის, ანუ ქერ­ჩის ხიდი ორი პა­რა­ლე­ლუ­რი ნა­წი­ლის­გან, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო და სარ­კი­ნიგ­ზო ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა და ის რუ­სეთს ოკუ­პი­რე­ბულ ყი­რიმ­თან აკავ­ში­რებს. ხიდი რუ­სეთ­მა ყი­რი­მის ანექ­სი­ის შემ­დეგ აა­შე­ნა. ხი­დის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ნა­წი­ლი, რომ­ლის სიგ­რძე და­ახ­ლო­ე­ბით 19 კმ-ია, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა 2018 წელს გახ­სნა, სარ­კი­ნიგ­ზო ხიდი კი ორი წლის შემ­დეგ გა­იხ­სნა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეს ვის დაეკარგა
0

სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებუკა 😅

Qeto
8

მაშ!

ავტორი:

"ეს მხოლოდ დასაწყისია... თუკი რაღაცას ფეთქებადსაშიშს აშენებ, ადრე თუ გვიან, ის აფეთქდება" - დავით არახამია ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე

"ეს მხოლოდ დასაწყისია... თუკი რაღაცას ფეთქებადსაშიშს აშენებ, ადრე თუ გვიან, ის აფეთქდება" - დავით არახამია ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე

რუსული უკანონო მშენებლობები იწყებს ნგრევას და ცეცხლში გახვევას. მიზეზი მარტივია: თუკი რაღაცას ფეთქებადსაშიშს აშენებ, ადრე თუ გვიან, ის აფეთქდება, - ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია „ტელეგრამში“ წერს, რითაც ის ყირიმის ხიდზე დღეს დილით მომხდარ აფეთქებას ეხმაურება.

„ეს მხოლოდ დასაწყისია. საიმედო მშენებლობა არ არის ის, რითაც რუსეთი განსაკუთრებით ცნობილია“, - აცხადებს არახამია.

შეგახსენებთ, დღეს დილით ყირიმის ხიდზე სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც საწვავის ავზები აალდა და ხიდზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ხიდის ნაწილი ჩამოიშალა და წყალში ჩავარდა.

ყირიმის, ანუ ქერჩის ხიდი ორი პარალელური ნაწილისგან, საავტომობილო და სარკინიგზო ნაწილისგან შედგება და ის რუსეთს ოკუპირებულ ყირიმთან აკავშირებს. ხიდი რუსეთმა ყირიმის ანექსიის შემდეგ ააშენა. ხიდის საავტომობილო ნაწილი, რომლის სიგრძე დაახლოებით 19 კმ-ია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2018 წელს გახსნა, სარკინიგზო ხიდი კი ორი წლის შემდეგ გაიხსნა.