სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თსუ-ის ყოფილმა ბუღალტერმა 165 000 ლარი მიითვისა - რა ინფორმაცია ხდება ცნობილი დანაშაულის შესახებ?
თსუ-ის ყოფილმა ბუღალტერმა 165 000 ლარი მიითვისა - რა ინფორმაცია ხდება ცნობილი დანაშაულის შესახებ?

დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყო­ფილ ბუ­ღალ­ტერს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

რო­გორც მის­მა ად­ვო­კატ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა, ბრალ­დე­ბულს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში უკვე შეხ­ვდა, თუმ­ცა საქ­მის დე­ტა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტარს ვერ გა­ა­კე­თებს.

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კან­ცლე­რის, ლაშა სა­ღი­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მათი ყო­ფი­ლი ბუ­ღალ­ტრის მიერ თან­ხე­ბის უკა­ნო­ნო მით­ვი­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თავ­და­პირ­ველ ეტაპ­ზე ეჭვი მდგო­მა­რე­ობ­და იმა­ში, ხომ არ მოხ­და გა­და­რი­ცხვებ­ში ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზი, რად­გან თა­ვად და­კა­ვე­ბუ­ლი ბუ­ღალ­ტე­რიც ამ­ბობ­და, რომ ტექ­ნი­კუ­რად შე­ე­შა­ლა გა­და­რი­ცხვა.

“თა­ვად ფაქ­ტი 2021 წლის დე­კემ­ბერს მოხ­და. ჩვენს მიერ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­დაც­დო­მის გა­მოვ­ლე­ნა და თავ­და­პირ­ველ ეტაპ­ზე ეჭვი მდგო­მა­რე­ობ­და შემ­დეგ­ში, რომ ხომ არ მოხ­და ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზი გა­და­რი­ცხვებ­ში, რად­გან თა­ვად ეს ადა­მი­ა­ნიც ამას ამ­ბობ­და, რომ რე­ა­ლუ­რად ტექ­ნი­კუ­რად შე­ე­შა­ლა გა­და­რი­ცხვა. თავ­და­პირ­ველ ეტაპ­ზე არ იყო 165 000 ლარ­ზე სა­უ­ბა­რი, და­ახ­ლო­ე­ბით 37 000 ლა­რის დარ­ღვე­ვა იყო აღ­მო­ჩე­ნი­ლი, თუმ­ცა ეტა­პობ­რი­ვად, რო­დე­საც თსუ-ს შიდა აუ­დი­ტი ჩა­ერ­თო, ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­და ბოლო წლე­ბის მა­სა­ლე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა და აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს თან­ხა სა­ბო­ლოო ჯამ­ში, 165 000 ლარს შე­ად­გენს”, - გა­ნა­ცხა­და კან­ცლერ­მა.

რო­გორც სა­ღი­ნა­ძემ აღ­ნიშ­ნა, პრო­კუ­რა­ტუ­რას მარ­ტის თვე­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლე­ბი უნი­ვერ­სი­ტეტ­მა გა­და­უგ­ზავ­ნა.

“ზუს­ტი დრო არ მახ­სოვს, თუმ­ცა ეს ქალ­ბა­ტო­ნი 10 წელ­ზე მეტი რო­გორც მი­ნი­მუმ, მუ­შა­ობ­და თსუ-ში” - აღ­ნიშ­ნა კან­ცლერ­მა.

  • სა­ღი­ნა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ბუ­ღალ­ტერ­თან და­ნა­შა­უ­ლებ­რივ კავ­შირ­ში მყო­ფი პირი, რო­მე­ლიც ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლია, თსუ-ს თა­ნამ­შრო­მე­ლი არ ყო­ფი­ლა და “უბ­რა­ლოდ მის ან­გა­რიშ­ზე ხდე­ბო­და თან­ხის ჩა­რი­ცხვა”.

“რე­ა­ლუ­რად გა­მო­ძი­ე­ბა უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია, ჩვენ ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან თით­ქმის მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვთა­ნამ­შრომ­ლობთ, მა­სა­ლე­ბი ჩვე­ნი მხრი­დან მაქ­სი­მა­ლუ­რად იყო მი­წო­დე­ბუ­ლი. ამ მა­სა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. მო­მა­ვალ­შიც თუ რა­ი­მე სა­ჭი­რო­ე­ბა გახ­და, რა თქმა უნდა, ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ”, - დას­ძი­ნა კან­ცლერ­მა.

კი­თხვა­ზე, მოხ­და თუ არა სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის მიერ უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის, გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძის გა­მო­კი­თხვა, სა­ღი­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ რექ­ტო­რის გა­მო­კი­თხვა “სა­ერ­თოდ არა­რე­ლე­ვან­ტუ­რია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ სა­ფი­ნან­სო სა­კი­თხებ­ში, მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, რექ­ტო­რის ფუნ­ქცი­ე­ბი გა­მიჯ­ნუ­ლია და ის ამა­ში არ ერე­ვა”.

თსუ-ს კან­ცლე­რის თქმით, გა­მო­ძი­ე­ბამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ბუ­ღალ­ტრო აღ­რი­ცხვის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი და სა­ფი­ნან­სო დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი გა­მო­კი­თხა.

“სამ­წუ­ხა­როა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში და­ფიქ­სირ­და. ალ­ბათ, ბევ­რის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ასე­თი ტი­პის დარ­ღვე­ვე­ბი ზუს­ტად ამ სქე­მით აღ­მო­ჩე­ნი­ლია სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, თუმ­ცა ეს სქე­მა ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში გა­შიფ­რუ­ლია”, - დას­ძი­ნა სა­ღი­ნა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბი­სა და კრე­დი­ტის უკა­ნო­ნოდ მი­ღე­ბის ფაქ­ტზე, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბუ­ღალ­ტე­რი და მას­თან და­ნა­შა­უ­ლებ­რივ კავ­შირ­ში მყო­ფი პირი და­ა­კა­ვა.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, საქ­მე­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დად­გინ­და, რომ თსუ-ის ყო­ფილ­მა ბუ­ღალ­ტერ­მა, ამ პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ან­გა­რი­ში­დან მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე გა­და­რი­ცხა და მი­ით­ვი­სა დიდი ოდე­ნო­ბით - 165 000 ლარი.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფიზიკოსი
1

ხუთიოდე წლის წინ ვეტერან პროფესორებს 70 ლარი რექტორატის "პენსია" მოგვიხსნეს- გვიჭირსო . . . 

ძაან უცნაური ხალხი ხართ.
1

ბუღალტერმა მიითვისა?! ძაან გამაცინეთ ხო იცი 

ავტორი:

თსუ-ის ყოფილმა ბუღალტერმა 165 000 ლარი მიითვისა - რა ინფორმაცია ხდება ცნობილი დანაშაულის შესახებ?

თსუ-ის ყოფილმა ბუღალტერმა 165 000 ლარი მიითვისა - რა ინფორმაცია ხდება ცნობილი დანაშაულის შესახებ?

დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით დაკავებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ ბუღალტერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც მისმა ადვოკატმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, ბრალდებულს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე შეხვდა, თუმცა საქმის დეტალებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერის, ლაშა საღინაძის განცხადებით, მათი ყოფილი ბუღალტრის მიერ თანხების უკანონო მითვისებასთან დაკავშირებით, თავდაპირველ ეტაპზე ეჭვი მდგომარეობდა იმაში, ხომ არ მოხდა გადარიცხვებში ტექნიკური ხარვეზი, რადგან თავად დაკავებული ბუღალტერიც ამბობდა, რომ ტექნიკურად შეეშალა გადარიცხვა.

“თავად ფაქტი 2021 წლის დეკემბერს მოხდა. ჩვენს მიერ აღნიშნული გადაცდომის გამოვლენა და თავდაპირველ ეტაპზე ეჭვი მდგომარეობდა შემდეგში, რომ ხომ არ მოხდა ტექნიკური ხარვეზი გადარიცხვებში, რადგან თავად ეს ადამიანიც ამას ამბობდა, რომ რეალურად ტექნიკურად შეეშალა გადარიცხვა. თავდაპირველ ეტაპზე არ იყო 165 000 ლარზე საუბარი, დაახლოებით 37 000 ლარის დარღვევა იყო აღმოჩენილი, თუმცა ეტაპობრივად, როდესაც თსუ-ს შიდა აუდიტი ჩაერთო, ამ პერიოდის განმავლობაში მოხდა ბოლო წლების მასალების გამოკვლევა და აღმოჩნდა, რომ ეს თანხა საბოლოო ჯამში, 165 000 ლარს შეადგენს”, - განაცხადა კანცლერმა.

როგორც საღინაძემ აღნიშნა, პროკურატურას მარტის თვეში აღნიშნული მასალები უნივერსიტეტმა გადაუგზავნა.

“ზუსტი დრო არ მახსოვს, თუმცა ეს ქალბატონი 10 წელზე მეტი როგორც მინიმუმ, მუშაობდა თსუ-ში” - აღნიშნა კანცლერმა.

  • საღინაძის განმარტებით, ბუღალტერთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირი, რომელიც ასევე დაკავებულია, თსუ-ს თანამშრომელი არ ყოფილა და “უბრალოდ მის ანგარიშზე ხდებოდა თანხის ჩარიცხვა”.

“რეალურად გამოძიება უკვე დასრულებულია, ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში პროკურატურასთან თითქმის მთელი წლის განმავლობაში ვთანამშრომლობთ, მასალები ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად იყო მიწოდებული. ამ მასალების საფუძველზე მოხდა ეს ყველაფერი. მომავალშიც თუ რაიმე საჭიროება გახდა, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებთ”, - დასძინა კანცლერმა.

კითხვაზე, მოხდა თუ არა საგამოძიებო უწყების მიერ უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის გამოკითხვა, საღინაძემ განაცხადა, რომ რექტორის გამოკითხვა “საერთოდ არარელევანტურია ამ მიმართულებით, გამომდინარე იქედან, რომ საფინანსო საკითხებში, მოქმედი კანონმდებლობით, რექტორის ფუნქციები გამიჯნულია და ის ამაში არ ერევა”.

თსუ-ს კანცლერის თქმით, გამოძიებამ უნივერსიტეტის საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების ხელმძღვანელი და საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გამოკითხა.

“სამწუხაროა, რომ აღნიშნული ფაქტი ჩვენ შემთხვევაში დაფიქსირდა. ალბათ, ბევრისთვის ცნობილია, რომ ასეთი ტიპის დარღვევები ზუსტად ამ სქემით აღმოჩენილია სხვადასხვა სახელმწიფო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, თუმცა ეს სქემა ყველა შემთხვევაში გაშიფრულია”, - დასძინა საღინაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბუღალტერი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირი დააკავა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თსუ-ის ყოფილმა ბუღალტერმა, ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, უნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით - 165 000 ლარი.