სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელისუფლებიდან დამაბნეველი გზავნილი მოდის მათთან კავშირის შესახებ, რომლებიც საქართველოსა და აშშ-ს პარტნიორობას ძირს უთხრიან" - დეგნანი
"ხელისუფლებიდან დამაბნეველი გზავნილი მოდის მათთან კავშირის შესახებ, რომლებიც საქართველოსა და აშშ-ს პარტნიორობას ძირს უთხრიან" - დეგნანი

არ მსურს სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებ­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა, ვფიქ­რობ, ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ძა­ლი­ან კარ­გად შე­უძ­ლია იმის და­ნახ­ვა, რა ხდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩმა კელი დეგ­ნან­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა შე­კი­თხვას მოძ­რა­ო­ბა „ხალ­ხის ძა­ლის“ გა­ფარ­თო­ე­ბას­თან და ასე­ვე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ისი­ნი ითა­ნამ­შრომ­ლე­ბენ მათ­თან.

„ჩვენ აღ­ვნიშ­ნეთ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან და­მაბ­ნე­ვე­ლი გზავ­ნი­ლი მო­დის მათ­თან კავ­ში­რის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­სა და აშშ-ს პარტნი­ო­რო­ბას ძირს უთხრი­ან და მე­ო­რე მხრივ კი გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­გან და სხვა პი­რე­ბის­გან აშშ-სა და სა­ქარ­თვე­ლო­სა და სხვა სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებს შო­რის პარტნი­ო­რო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ“, - აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

მისი თქმით, ბევ­რი დე­ზინ­ფორ­მა­ცია და შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია ვრცელ­დე­ბა, თუმ­ცა სი­მარ­თლე არის ის, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი 30 წე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

„ყო­ველ­თვის მსურს ფაქ­ტე­ბით ვი­სა­უბ­რო, რად­გან ბევ­რი დე­ზინ­ფორ­მა­ცია და შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია არ­სე­ბობს და ფაქ­ტი ის არის, რომ 30 წე­ლია აშშ ერ­თგუ­ლია, და­ეხ­მა­როს სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში, მისი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რა­ში, აშშ ეხ­მა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნა­ში. 30 წე­ლია აშშ ეხ­მა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ში ისე რომ, ქარ­თველ ხალ­ხს ჰქონ­დეს რწმე­ნა, რომ ეს ქვე­ყა­ნა უფრო ძლი­ე­რი, ჯან­სა­ღი დე­მოკ­რა­ტი­ის­კენ მი­ე­მარ­თე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lia s
0

თან მწვანე ბარათი გინდა ხოო??))))

,????
1

რა ხალხი ვართ ქართველები, თვითონ ამერიკების ელჩი დავაბნიეთ, დაბნეულს რა ესაქმება პოლიტიკებში

ავტორი:

"ხელისუფლებიდან დამაბნეველი გზავნილი მოდის მათთან კავშირის შესახებ, რომლებიც საქართველოსა და აშშ-ს პარტნიორობას ძირს უთხრიან" - დეგნანი

"ხელისუფლებიდან დამაბნეველი გზავნილი მოდის მათთან კავშირის შესახებ, რომლებიც საქართველოსა და აშშ-ს პარტნიორობას ძირს უთხრიან" - დეგნანი

არ მსურს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე კომენტარის გაკეთება, ვფიქრობ, ქართველ საზოგადოებას ძალიან კარგად შეუძლია იმის დანახვა, რა ხდება, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას მოძრაობა „ხალხის ძალის“ გაფართოებასთან და ასევე "ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ისინი ითანამშრომლებენ მათთან.

„ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ხელისუფლებიდან დამაბნეველი გზავნილი მოდის მათთან კავშირის შესახებ, რომლებიც საქართველოსა და აშშ-ს პარტნიორობას ძირს უთხრიან და მეორე მხრივ კი განცხადებები საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან და სხვა პირებისგან აშშ-სა და საქართველოსა და სხვა სტრატეგიულ პარტნიორებს შორის პარტნიორობის მნიშვნელობის შესახებ“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ბევრი დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორია ვრცელდება, თუმცა სიმართლე არის ის, რომ შეერთებული შტატები 30 წელია საქართველოს განვითარებაში ეხმარება.

„ყოველთვის მსურს ფაქტებით ვისაუბრო, რადგან ბევრი დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორია არსებობს და ფაქტი ის არის, რომ 30 წელია აშშ ერთგულია, დაეხმაროს საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებაში, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში, აშშ ეხმარება საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, სამუშაო ადგილების შექმნაში. 30 წელია აშშ ეხმარება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში ისე რომ, ქართველ ხალხს ჰქონდეს რწმენა, რომ ეს ქვეყანა უფრო ძლიერი, ჯანსაღი დემოკრატიისკენ მიემართება“, - აღნიშნა ელჩმა.