Faceამბები

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
თვის კითხვადი სტატიები
პუტინი "განკითხვის იარაღის" გამოყენებას აპირებს? - რა ინფორმაციას ავრცელებს მედია რუსულ ბირთვულ წყალქვეშა ხომალდზე, რომლის გამოყენებასაც შესაძლოა, "ბირთვული ცუნამი" მოჰყვეს
პუტინი "განკითხვის იარაღის" გამოყენებას აპირებს? - რა ინფორმაციას ავრცელებს მედია რუსულ ბირთვულ წყალქვეშა ხომალდზე, რომლის გამოყენებასაც შესაძლოა, "ბირთვული ცუნამი" მოჰყვეს

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მიერ ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბა და ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის შე­საძ­ლო გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ მი­ნიშ­ნე­ბა, სულ უფრო ამ­ძაფ­რებს მსოფ­ლი­ო­ში "უა­რე­სის მო­ლო­დინს." და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა არ შე­იძ­ლე­ბა.

გარ­და ამი­სა, რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში ყო­ველ დღე კარ­გავს პო­ზი­ცი­ებს, რა­საც მოს­კოვ­ში ვერ ეგუ­ე­ბი­ან, ამ ფონ­ზე კი და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით სულ უფრო მეტი სტა­ტია ჩნდე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ "პუ­ტი­ნი მზა­დაა ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი" გა­მო­ი­ყე­ნოს.

"ჩრდი­ლო ატ­ლან­ტი­კურ ალი­ან­სში ში­შო­ბენ, რომ რუ­სე­თი შე­საძ­ლოა, ემ­ზა­დე­ბო­დეს, გა­მოს­ცა­დოს პო­სე­ი­დო­ნის ბირ­თვუ­ლი ტორ­პე­დო, რო­მელ­საც ხში­რად "გან­კი­თხვის ია­რაღს“ უწო­დე­ბენ", - ამის შე­სა­ხებ იტა­ლი­უ­რი გა­მო­ცე­მა La Repubblica წერს.

  • (ცნო­ბის­თვის, "პო­სე­ი­დო­ნი", რო­მე­ლიც ადრე ცნო­ბი­ლი იყო კო­დუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბით Status-6, არის ბირ­თვუ­ლი უპი­ლო­ტო წყალ­ქვე­შა მან­ქა­ნა, რო­მელ­ზეც ბირ­თვუ­ლი ქო­ბი­ნე­ბის გან­თავ­სე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. "პო­სე­ი­დო­ნი" ერთ-ერ­თია იმ ექ­ვსი­დან, რო­მელ­საც 2018 წელს პუ­ტინ­მა "სტრა­ტე­გი­უ­ლი ია­რა­ღი" უწო­და).

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნატო-ს წევ­რი ქვეყ­ნე­ბის სარ­დლებ­მა ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ი­ღეს ცნო­ბე­ბი ბირ­თვუ­ლი წყალ­ქვე­შა ნა­ვის, "ბელ­გო­რო­დის“ გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ. ეს არის წყალ­ქვე­შა ნავი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია "პო­სე­ი­დო­ნის" ტორ­პე­დოს ტა­რე­ბა, რაც აჩენს ეჭვს, რომ შე­საძ­ლოა, კრემ­ლის ძა­ლე­ბი მის გა­მო­ყე­ნე­ბას აპი­რებ­დნენ.

ბირ­თვუ­ლი წყალ­ქვე­შა ნავი BS-329 Belgorod 184 მეტ­რის სიგ­რძი­საა. აღ­ნიშ­ნუ­ლი წყალ­ქვე­შა ნა­ვის ოპე­რი­რე­ბის სიღ­რმე ისე­თია, რომ შე­საძ­ლოა, მისი გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ და­სავ­ლურ­მა დაზ­ვერ­ვამ თა­ნამ­გზავ­რი­დან ინ­ფორ­მა­ცია ვერ მი­ი­ღოს, რაც და­მა­ტე­ბით შეშ­ფო­თე­ბის მი­ზე­ზია.

რო­გორც La Repubblica წერს, მთა­ვა­რი გან­სხვა­ვე­ბა "ბელ­გო­როდსა“ და სხვა რუ­სულ ბირ­თვულ წყალ­ქვე­შა ნა­ვებს შო­რის ისაა, რომ მას "პო­სე­ი­დო­ნის" ბირ­თვუ­ლი აპა­რა­ტის ტა­რე­ბა შე­უძ­ლია. სა­ნა­პი­როს მახ­ლობ­ლად მისი აფეთ­ქე­ბით კი "ბირ­თვუ­ლი ცუ­ნა­მის" გა­მოწ­ვე­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ის შექ­მნი­ლია სა­ნა­პი­რო ქა­ლა­ქე­ბის დატ­ბორ­ვი­სა და დას­ხი­ვე­ბის მიზ­ნით.

და­ბინ­ძუ­რე­ბულ ტალ­ღას შე­უძ­ლია გა­ა­ნად­გუ­როს ისე­თი ზო­მის ქა­ლა­ქე­ბი რო­გო­რე­ბი­ცაა ნიუ-იორ­კი, ან ლოს ან­ჯე­ლე­სი. ექ­სპერ­ტე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ იგი­ვე ეფექ­ტის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია კონ­ტი­ნენ­ტთა­შო­რი­სი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი­თაც.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იტა­ლი­ურ გა­მო­ცე­მა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი და თავ­დაც­ვის უწყე­ბა გა­მო­ეხ­მა­უ­რა, სა­დაც ცნო­ბას "მა­ნი­პუ­ლა­ცი­უ­რი" უწო­დეს. ამის შე­სა­ხებ pravda.com.ua წერს.

ამას­თან, ბირ­თვულ საფრ­თხე­ებ­ზე წერს გა­მო­ცე­მა The Times-ი. "ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ პუ­ტი­ნი ემ­ზა­დე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში კონ­ფლიქ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეს­კა­ლა­ცი­ის­თვის.

ის აპი­რებს, აჩ­ვე­ნოს მზად­ყოფ­ნა და გა­მო­ი­ყე­ნოს მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რა­ღი, გა­მოს­ცა­დოს ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრებ­თან. ნატო-მ სა­ვა­რა­უ­დოდ, უკვე გა­აფრ­თხი­ლა წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი.

კრემ­ლი აფიქ­სი­რებს მზად­ყოფ­ნას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეს­კა­ლა­ცი­ის­თვის, რად­გან რუ­სე­თი კარ­გავს ად­გილს ბრძო­ლის ველ­ზე", - წერს The Times.

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
**
2

ყველამ საკუთარ მამიდას მიხედეთ ჭკუის კოლოფებო

კარლიტო
55

ეს ოოლიტიკაა და მეტი არაფერი 🆘 შეერთებულმა შტატებმა იაპონიაზე ხიროსიმასა და ნაგასაკაზე ოტომური ბომბები პირველ რიგში რუსეთის დაშუნების მიზნით დაადემონსტრირა კუნთები 🆘ეხლაც იგივეა უბრალოთ რუსეთი ცდილობს ჰქონდეს მიზეზი (რუსეთის სუვენირულ ტერიტორიაზე შეჭრა,დაბომბვა,ცოცხალი და მშვიდობიანი მოსახლეობის დანაკარგი 🤨)...და ჩაუგდებს ისე რომ ამ მიზეზს დააკოპირებს როგორც მაშინდელი ხიროსიმა ნაგასაკის...ჩემი მოსაზრებაა და მაგის მერე მთლიანად უკრაინას ოკუპაციას გაუკეთებს (სავარაუდოთ)..და თუ სხვებმაც გაუშვეს ჩათვალე რომ ჩვენ ყველა უბრალო ფენის ხალხი შიმშილით ან არც მინდა ვახსენო...ნუ სიკვდილია და მეტი არაფერი 🆘

ავტორი:

პუტინი "განკითხვის იარაღის" გამოყენებას აპირებს? - რა ინფორმაციას ავრცელებს მედია რუსულ ბირთვულ წყალქვეშა ხომალდზე, რომლის გამოყენებასაც შესაძლოა, "ბირთვული ცუნამი" მოჰყვეს

პუტინი "განკითხვის იარაღის" გამოყენებას აპირებს? - რა ინფორმაციას ავრცელებს მედია რუსულ ბირთვულ წყალქვეშა ხომალდზე, რომლის გამოყენებასაც შესაძლოა, "ბირთვული ცუნამი" მოჰყვეს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება და ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ მინიშნება, სულ უფრო ამძაფრებს მსოფლიოში "უარესის მოლოდინს." დასავლური ქვეყნების ლიდერები ამბობენ, რომ პუტინის განცხადების უგულებელყოფა არ შეიძლება.

გარდა ამისა, რუსეთი უკრაინაში ყოველ დღე კარგავს პოზიციებს, რასაც მოსკოვში ვერ ეგუებიან, ამ ფონზე კი დასავლურ მედიაში დაზვერვის სამსახურების წარმომადგენელთა ინფორმაციებზე დაყრდნობით სულ უფრო მეტი სტატია ჩნდება იმის შესახებ, რომ "პუტინი მზადაა ბირთვული იარაღი" გამოიყენოს.

"ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში შიშობენ, რომ რუსეთი შესაძლოა, ემზადებოდეს, გამოსცადოს პოსეიდონის ბირთვული ტორპედო, რომელსაც ხშირად "განკითხვის იარაღს“ უწოდებენ", - ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Repubblica წერს.

  • (ცნობისთვის, "პოსეიდონი", რომელიც ადრე ცნობილი იყო კოდური სახელწოდებით Status-6, არის ბირთვული უპილოტო წყალქვეშა მანქანა, რომელზეც ბირთვული ქობინების განთავსებაა შესაძლებელი. "პოსეიდონი" ერთ-ერთია იმ ექვსიდან, რომელსაც 2018 წელს პუტინმა "სტრატეგიული იარაღი" უწოდა).

გამოცემის ინფორმაციით, ნატო-ს წევრი ქვეყნების სარდლებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიიღეს ცნობები ბირთვული წყალქვეშა ნავის, "ბელგოროდის“ გადაადგილების შესახებ. ეს არის წყალქვეშა ნავი, რომელსაც შეუძლია "პოსეიდონის" ტორპედოს ტარება, რაც აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, კრემლის ძალები მის გამოყენებას აპირებდნენ.

ბირთვული წყალქვეშა ნავი BS-329 Belgorod 184 მეტრის სიგრძისაა. აღნიშნული წყალქვეშა ნავის ოპერირების სიღრმე ისეთია, რომ შესაძლოა, მისი გადაადგილების შესახებ დასავლურმა დაზვერვამ თანამგზავრიდან ინფორმაცია ვერ მიიღოს, რაც დამატებით შეშფოთების მიზეზია.

როგორც La Repubblica წერს, მთავარი განსხვავება "ბელგოროდსა“ და სხვა რუსულ ბირთვულ წყალქვეშა ნავებს შორის ისაა, რომ მას "პოსეიდონის" ბირთვული აპარატის ტარება შეუძლია. სანაპიროს მახლობლად მისი აფეთქებით კი "ბირთვული ცუნამის" გამოწვევაა შესაძლებელი. ის შექმნილია სანაპირო ქალაქების დატბორვისა და დასხივების მიზნით.

დაბინძურებულ ტალღას შეუძლია გაანადგუროს ისეთი ზომის ქალაქები როგორებიცაა ნიუ-იორკი, ან ლოს ანჯელესი. ექსპერტები განმარტავენ, რომ იგივე ეფექტის მიღწევა შესაძლებელია კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებითაც.

  • აღსანიშნავია, რომ იტალიურ გამოცემაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და თავდაცვის უწყება გამოეხმაურა, სადაც ცნობას "მანიპულაციური" უწოდეს. ამის შესახებ pravda.com.ua წერს.

ამასთან, ბირთვულ საფრთხეებზე წერს გამოცემა The Times-ი. "ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პუტინი ემზადება უკრაინაში კონფლიქტის მნიშვნელოვანი ესკალაციისთვის.

ის აპირებს, აჩვენოს მზადყოფნა და გამოიყენოს მასობრივი განადგურების იარაღი, გამოსცადოს ბირთვული იარაღი უკრაინის საზღვრებთან. ნატო-მ სავარაუდოდ, უკვე გააფრთხილა წევრი სახელმწიფოები.

კრემლი აფიქსირებს მზადყოფნას მნიშვნელოვანი ესკალაციისთვის, რადგან რუსეთი კარგავს ადგილს ბრძოლის ველზე", - წერს The Times.