უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის ოლქში, ლიმანის მახლობლად მდებარე იამპილში შევიდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიდეო, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების აღნიშნულ დასახლებულ პუნქტში შესვლას ადასტურებს, სოციალურ ქსელებში თავად სამხედროებმა გაავრცელეს.
ადმინისტრაციული შენობის ფონზე უკრაინელი მებრძოლი აცხადებს: "იამპილი ჩვენია."