პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ამ სახლს 20 წელი შიშველი ხელებით ვაშენებდი... ქვა-ღორღი იყო, თუ აგური და ხის მორები, ჩემი ველოსიპედით მოვზიდე" - ვინ არის ფოთის სანაპიროზე მდგარი "იდუმალი სახლის" პატრონი
"ამ სახლს 20 წელი შიშველი ხელებით ვაშენებდი... ქვა-ღორღი იყო, თუ აგური და ხის მორები, ჩემი ველოსიპედით მოვზიდე" - ვინ არის ფოთის სანაპიროზე მდგარი "იდუმალი სახლის" პატრონი

ფოთ­ში, ზღვის სა­ნა­პი­როს­თან ახ­ლოს, ერთ-ერთ ძა­ლი­ან ლა­მაზ ქუ­ჩა­ზე ერ­თობ უჩ­ვე­უ­ლო სახ­ლი დგას. თეთ­რი ქვით აშე­ნე­ბულ სახ­ლს, ფან­ჯრე­ბი და სა­ხუ­რა­ვი უჩ­ვე­უ­ლო და არას­ტან­დარ­ტუ­ლი აქვს, თუმ­ცა ჟურ­ნა­ლი "გზა" ამ შე­ნო­ბით და მისი მე­პატ­რო­ნის ვი­ნა­ო­ბით მხო­ლოდ ამ მი­ზე­ზით ნამ­დვი­ლად არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა. სახ­ლში შეს­ვლის­თა­ნა­ვე სა­ოც­რე­ბის მხილ­ვე­ლი ხდე­ბით. ქვის ჭერი, ზღვის ნი­ჟა­რე­ბის­გან შექ­მნი­ლი ფარ­დე­ბი, ზღვის მა­რი­ლი­ა­ნი წყლის­გან გაპ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ხის ტო­ტე­ბით, ქვე­ბით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ავე­ჯი და უამ­რა­ვი იდუ­მა­ლი, ხელ­ნა­კე­თი ნივ­თი - ეს ყვე­ლა­ფე­რი ბო­რის პა­პას­კუ­ამ სხვე­ბის და­უხ­მა­რებ­ლად, სა­კუ­თა­რი ხე­ლით აა­შე­ნა, გა­მო­ძერ­წა, შექ­მნა... უჩ­ვე­უ­ლო სახ­ლის უჩ­ვე­უ­ლო ეზოს, ასე­ვე უჩ­ვე­უ­ლო ჭიშ­კა­რი ამ­შვე­ნებს. უფრო ვრცლად იდუ­მალ სახ­ლსა და მის მე­პატ­რო­ნე­ზე ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

ბო­რის პა­პას­კუა:

- ამ სახ­ლს 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით ვა­შე­ნებ­დი. ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტომ გა­ვა­კე­თე; ქვა-ღორ­ღი იყო, სილა-ცე­მენ­ტი, აგუ­რი თუ ხის მო­რე­ბი ან ტო­ტე­ბი, ჩემი ვე­ლო­სი­პე­დით მოვ­ზი­დე, და­ვა­მუ­შა­ვე...

- ასე­თი სახ­ლის აშე­ნე­ბის ინ­სპი­რა­ცია რა გახ­და?

- ზღვი­დან გა­მო­რი­ყუ­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ნივ­თე­ბი. ბავ­შვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, სულ ზღვა­ზე ვი­ყა­ვი. ზღვის კაცი ვარ, ზღვა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ყო­ველ­თვის ჩვე­ვად მქონ­და ზღვი­დან რა­ი­მეს, ძი­რი­თა­დად კი კენ­ჭე­ბის წა­მო­ღე­ბა. ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარ­და რა­ღა­ცე­ბის აწყო­ბა, გა­მო­ძერ­წვა... აფხა­ზეთ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. ქვე­მო ბარ­ღებ­ში ვცხოვ­რობ­დი, არის ასე­თი ზღვის­პი­რა სო­ფე­ლი გალ­ში.

აფხა­ზე­თის ომი რომ დამ­თავ­რდა, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, მეც და­მე­ტო­ვე­ბი­ნა სახლ-კარი. ზღვას ვერ შე­ვე­ლიე, შორს ვერ წა­ვე­დი, ფოთ­ში ჩა­მო­ვე­დი და რუ­სის­გან ძვე­ლი, თით­ქმის დან­გრე­უ­ლი, ცალ ფეხ­ზე მდგა­რი სახ­ლი ვი­ყი­დე. კედ­ლე­ბი თა­ვი­დან ამო­ვა­შე­ნე, მო­ვა­პირ­კე­თე და გა­ვა­ლა­მა­ზე.

- აფხა­ზეთ­ში თქვე­ნი სახ­ლის შე­სა­ხებ რა იცით?

- ახლა იქა­უ­რო­ბა ნან­გრე­ვე­ბა­დაა ქცე­უ­ლი, სახ­ლი კი - მი­წას­თან გას­წო­რე­ბუ­ლი. არა­და, ერთ დროს ისე­თი ლა­მა­ზი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით ზღვის სა­ნა­პი­რო... ხში­რად მახ­სენ­დე­ბა სა­კუ­თა­რი თავი, ზღვის ნა­პირ­ზე ფე­რად კენ­ჭებს რომ ვაგ­რო­ვებ­დი და მერე ათას­გვარ ნივ­თებს ვამ­ზა­დებ­დი... ჩემს წარ­მო­სახ­ვა­ში ამ სუ­რათს რომ ვხე­დავ, ცრემ­ლე­ბი მომ­დის. ზღვა ჩემი მა­საზ­რდო­ე­ბე­ლი იყო და არის. მის­თვის სევ­დის გა­ზი­ა­რე­ბაც შე­მიძ­ლია და სი­ხა­რუ­ლი­საც. ფოთ­შიც იმი­ტომ ვი­ყი­დე სახ­ლი, რომ ზღვას­თან ახ­ლოს ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. დღე არ გავა, ზღვის სა­ნა­პი­რო ზოლი ვე­ლო­სი­პე­დით რომ არ გა­ვი­ა­რო. ვაკ­ვირ­დე­ბი, რა ხდე­ბა სა­ნა­პი­რო­ზე, ზღვამ რა გა­მო­რი­ყა ან უკან რა წა­ი­ღო, ღე­ლავს თუ მშვი­დია, სუფ­თაა თუ ამ­ღვრე­უ­ლი. მისი სიმ­შვი­დეც ინ­სპი­რა­ცი­ას მაძ­ლევს და მღელ­ვა­რე­ბაც. მას­თან კავ­ში­რი ძა­ლას და სი­ცო­ცხლის აზრს მაძ­ლევს. ვე­ლო­სი­პე­დი ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი ტრან­სპორ­ტია, მან­ქა­ნით კი სწრა­ფად ჩა­იქ­რო­ლებ, ჩა­ივ­ლი და შენ­ში არა­ფე­რი რჩე­ბა, ვე­რა­ფერ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას ვერ ას­წრებ.

- ხე­ლო­ვა­ნი ხართ?

- დიახ, მხატ­ვარ-მო­ქან­და­კე ვარ, ოღონდ - უდიპ­ლო­მო.

- უდიპ­ლო­მოდ რო­გორ დარ­ჩით?

- უკ­რა­ი­ნა­ში, კი­ევ­ში ვსწავ­ლობ­დი. ზღვის­გან, ჩემი სახ­ლის­გან შორს ვე­ღარ გავ­ჩერ­დი... რომ ჩა­მო­ვე­დი, უკვე ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა იყო და­წყე­ბუ­ლი და მეც ამ ამ­ბებ­ში ჩა­ვერ­თე. თა­ვი­სე­ბუ­რი ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი. ვფიქ­რობ­დი, რომ დიპ­ლო­მი აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ იყო...

- ახლა სად მუ­შა­ობთ?

- არ­სად, უდიპ­ლო­მოდ არ­სად მა­მუ­შა­ვეს, არც სკო­ლა­ში, ბავ­შვებ­თან არ მი­მიშ­ვეს, მაგ­რამ მე­გობ­რებ­მა გა­მო­ფე­ნა კი გა­მა­კე­თე­ბი­ნეს. სა­ვარ­ძლე­ბი, ტახ­ტი, ნი­ჟა­რე­ბის­გან გა­კე­თე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი გა­ვი­ტა­ნეთ, კოლ­ხუ­რი კულ­ტუ­რის ნი­მუ­შე­ბიც მქონ­და... ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე, რა­საც ჩემი წარ­მო­სახ­ვით ძველ კოლ­ხეთ­ში იყე­ნებ­დნენ. სა­ბო­ლო­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ექ­სპო­ზი­ცია გა­მო­ვი­და, „მე­დე­ას მზე­რა“ და­ვარ­ქვით.

- თქვენს სახ­ლში ბევ­რი მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი ქან­და­კე­ბა შევ­ნიშ­ნე.

- მიყ­ვარს მი­ნი­ა­ტი­უ­რულ ქან­და­კე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბა. პერ­სო­ნა­ჟე­ბი ხში­რად ჩემი ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან: მამა, დედა, მე­გობ­რე­ბი, გუძა...

- აფხა­ზე­თის და­კარ­გვით გა­მოწ­ვე­ულ სევ­დას დღემ­დე ატა­რებთ?

- ვერ გავ­თა­ვი­სუფ­ლდი ამ ტკი­ვი­ლის­გან. ჩემი მშობ­ლე­ბის საფ­ლა­ვე­ბი იქ არის, ჩემი ბავ­შვო­ბა და ყმაწ­ვი­ლო­ბა - ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი წლე­ბი იქ მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. მე­უღ­ლეც სო­ხუ­მე­ლი მყავ­და. ბოლო დღემ­დე არ დაგ­ვი­ტო­ვე­ბია სახ­ლი.

- იბ­რძო­დით?

- არა, ია­რა­ღი ხელ­ში ვერ ავი­ღე... საკ­ვე­ბი დამ­ქონ­და მო­ხუ­ცე­ბის­თვის და ვი­საც რო­გორ სჭირ­დე­ბო­და, ისე ვეხ­მა­რე­ბო­დი. ცოლ-შვი­ლი გუ­რი­ა­ში ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე ნა­თე­სა­ვებ­თან, მე მშობ­ლებ­თან ერ­თად დავ­რჩი და რაც შე­მეძ­ლო, იმას ვა­კე­თებ­დი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელზა
2

ყოჩაღ ბაბუ იხარე მაგ შენი ოფლით ნაშენებ და ნაშრომ სახლში დიდ ხანს . ჯამრთელობა არ მოგაკლოს დიდმა ღმერთმა .ასეთი ნაშრომი სილამაზისთვის.

ანა
3

ვაუ❤️❤️

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ამ სახლს 20 წელი შიშველი ხელებით ვაშენებდი... ქვა-ღორღი იყო, თუ აგური და ხის მორები, ჩემი ველოსიპედით მოვზიდე" - ვინ არის ფოთის სანაპიროზე მდგარი "იდუმალი სახლის" პატრონი

"ამ სახლს 20 წელი შიშველი ხელებით ვაშენებდი... ქვა-ღორღი იყო, თუ აგური და ხის მორები, ჩემი ველოსიპედით მოვზიდე" - ვინ არის ფოთის სანაპიროზე მდგარი "იდუმალი სახლის" პატრონი

ფოთში, ზღვის სანაპიროსთან ახლოს, ერთ-ერთ ძალიან ლამაზ ქუჩაზე ერთობ უჩვეულო სახლი დგას. თეთრი ქვით აშენებულ სახლს, ფანჯრები და სახურავი უჩვეულო და არასტანდარტული აქვს, თუმცა ჟურნალი "გზა" ამ შენობით და მისი მეპატრონის ვინაობით მხოლოდ ამ მიზეზით ნამდვილად არ დაინტერესებულა. სახლში შესვლისთანავე საოცრების მხილველი ხდებით. ქვის ჭერი, ზღვის ნიჟარებისგან შექმნილი ფარდები, ზღვის მარილიანი წყლისგან გაპრიალებული ხის ტოტებით, ქვებით დამზადებული ავეჯი და უამრავი იდუმალი, ხელნაკეთი ნივთი - ეს ყველაფერი ბორის პაპასკუამ სხვების დაუხმარებლად, საკუთარი ხელით ააშენა, გამოძერწა, შექმნა... უჩვეულო სახლის უჩვეულო ეზოს, ასევე უჩვეულო ჭიშკარი ამშვენებს. უფრო ვრცლად იდუმალ სახლსა და მის მეპატრონეზე ინტერვიუდან შეიტყობთ.

ბორის პაპასკუა:

- ამ სახლს 20 წლის განმავლობაში, შიშველი ხელებით ვაშენებდი. ყველაფერი მარტომ გავაკეთე; ქვა-ღორღი იყო, სილა-ცემენტი, აგური თუ ხის მორები ან ტოტები, ჩემი ველოსიპედით მოვზიდე, დავამუშავე...

- ასეთი სახლის აშენების ინსპირაცია რა გახდა?

- ზღვიდან გამორიყული საინტერესო ნივთები. ბავშვობიდან მოყოლებული, სულ ზღვაზე ვიყავი. ზღვის კაცი ვარ, ზღვაზე შეყვარებული. ყოველთვის ჩვევად მქონდა ზღვიდან რაიმეს, ძირითადად კი კენჭების წამოღება. ბავშვობიდან მიყვარდა რაღაცების აწყობა, გამოძერწვა... აფხაზეთში დავიბადე და გავიზარდე. ქვემო ბარღებში ვცხოვრობდი, არის ასეთი ზღვისპირა სოფელი გალში.

აფხაზეთის ომი რომ დამთავრდა, იძულებული გავხდი, მეც დამეტოვებინა სახლ-კარი. ზღვას ვერ შეველიე, შორს ვერ წავედი, ფოთში ჩამოვედი და რუსისგან ძველი, თითქმის დანგრეული, ცალ ფეხზე მდგარი სახლი ვიყიდე. კედლები თავიდან ამოვაშენე, მოვაპირკეთე და გავალამაზე.

- აფხაზეთში თქვენი სახლის შესახებ რა იცით?

- ახლა იქაურობა ნანგრევებადაა ქცეული, სახლი კი - მიწასთან გასწორებული. არადა, ერთ დროს ისეთი ლამაზი იყო, განსაკუთრებით ზღვის სანაპირო... ხშირად მახსენდება საკუთარი თავი, ზღვის ნაპირზე ფერად კენჭებს რომ ვაგროვებდი და მერე ათასგვარ ნივთებს ვამზადებდი... ჩემს წარმოსახვაში ამ სურათს რომ ვხედავ, ცრემლები მომდის. ზღვა ჩემი მასაზრდოებელი იყო და არის. მისთვის სევდის გაზიარებაც შემიძლია და სიხარულისაც. ფოთშიც იმიტომ ვიყიდე სახლი, რომ ზღვასთან ახლოს ვყოფილიყავი. დღე არ გავა, ზღვის სანაპირო ზოლი ველოსიპედით რომ არ გავიარო. ვაკვირდები, რა ხდება სანაპიროზე, ზღვამ რა გამორიყა ან უკან რა წაიღო, ღელავს თუ მშვიდია, სუფთაა თუ ამღვრეული. მისი სიმშვიდეც ინსპირაციას მაძლევს და მღელვარებაც. მასთან კავშირი ძალას და სიცოცხლის აზრს მაძლევს. ველოსიპედი ჩემთვის ყველაზე მოსახერხებელი ტრანსპორტია, მანქანით კი სწრაფად ჩაიქროლებ, ჩაივლი და შენში არაფერი რჩება, ვერაფერზე დაკვირვებას ვერ ასწრებ.

- ხელოვანი ხართ?

- დიახ, მხატვარ-მოქანდაკე ვარ, ოღონდ - უდიპლომო.

- უდიპლომოდ როგორ დარჩით?

- უკრაინაში, კიევში ვსწავლობდი. ზღვისგან, ჩემი სახლისგან შორს ვეღარ გავჩერდი... რომ ჩამოვედი, უკვე ეროვნული მოძრაობა იყო დაწყებული და მეც ამ ამბებში ჩავერთე. თავისებური ახალგაზრდა ვიყავი. ვფიქრობდი, რომ დიპლომი აუცილებელი არ იყო...

- ახლა სად მუშაობთ?

- არსად, უდიპლომოდ არსად მამუშავეს, არც სკოლაში, ბავშვებთან არ მიმიშვეს, მაგრამ მეგობრებმა გამოფენა კი გამაკეთებინეს. სავარძლები, ტახტი, ნიჟარებისგან გაკეთებული ნივთები გავიტანეთ, კოლხური კულტურის ნიმუშებიც მქონდა... ყველაფერი გავაკეთე, რასაც ჩემი წარმოსახვით ძველ კოლხეთში იყენებდნენ. საბოლოოდ საინტერესო ექსპოზიცია გამოვიდა, „მედეას მზერა“ დავარქვით.

- თქვენს სახლში ბევრი მინიატიურული ქანდაკება შევნიშნე.

- მიყვარს მინიატიურულ ქანდაკებებზე მუშაობა. პერსონაჟები ხშირად ჩემი ახლობელი ადამიანები არიან: მამა, დედა, მეგობრები, გუძა...

- აფხაზეთის დაკარგვით გამოწვეულ სევდას დღემდე ატარებთ?

- ვერ გავთავისუფლდი ამ ტკივილისგან. ჩემი მშობლების საფლავები იქ არის, ჩემი ბავშვობა და ყმაწვილობა - ყველაზე ლამაზი წლები იქ მაქვს გატარებული. მეუღლეც სოხუმელი მყავდა. ბოლო დღემდე არ დაგვიტოვებია სახლი.

- იბრძოდით?

- არა, იარაღი ხელში ვერ ავიღე... საკვები დამქონდა მოხუცებისთვის და ვისაც როგორ სჭირდებოდა, ისე ვეხმარებოდი. ცოლ-შვილი გურიაში ჩამოვიყვანე ნათესავებთან, მე მშობლებთან ერთად დავრჩი და რაც შემეძლო, იმას ვაკეთებდი...წაიკითხეთ სრულად