Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ვინ ააფეთქა "ჩრდილოეთის ნაკადი"? - ევროპა იძიებს გაზსადენზე მეგადივერსიას, რომელშიც რუსეთის მონაწილეობას არ გამორიცხავენ: რას აცხადებენ კრემლში?
ვინ ააფეთქა "ჩრდილოეთის ნაკადი"? - ევროპა იძიებს გაზსადენზე მეგადივერსიას, რომელშიც რუსეთის მონაწილეობას არ გამორიცხავენ: რას აცხადებენ კრემლში?

ევ­რო­პამ და­ი­წყო რუ­სე­თის მთა­ვა­რი მა­გის­ტრა­ლუ­რი გაზ­სა­დე­ნის სამ ხაზ­ზე მომ­ხდა­რი დი­ვერ­სი­ის გა­მო­ძი­ე­ბა. სა­ზღვაო ფლო­ტი პატ­რუ­ლი­რებს რუ­სუ­ლი გა­ზით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ბალ­ტი­ის ზღვა­ში, არ­მია და პო­ლი­ცია აძ­ლი­ე­რე­ბენ ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის ობი­ექ­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას. პო­ლი­ტი­კო­სე­ბი კი ჰპირ­დე­ბი­ან უმ­კაც­რეს პა­სუხს ევ­რო­კავ­ში­რის ენერ­გე­ტი­კულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე უპ­რე­ცე­დენ­ტო თავ­დას­ხმა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ პი­რებს.

ვინ აა­ფეთ­ქა Nord Stream-ის სამი ხაზი ერ­თდრო­უ­ლად და­ნი­ი­სა და შვე­დე­თის სა­ნა­პი­რო­ებ­თან, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ალ­ბათ ვერ გა­ვარ­კვევთ. ევ­რო­პე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან, რომ ეს დი­ვერ­სი­აა, მაგ­რამ უახ­ლო­ეს კვი­რა­ში აფეთ­ქე­ბის ად­გილ­თან მი­ახ­ლო­ე­ბაც კი არ გა­მო­ვა.

გაზი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მი­ლე­ბი­დან ჯერ კი­დევ დიდი ძა­ლით გა­მო­დის 80-მეტ­რი­ა­ნი სიღ­რმი­დან წყლის ზე­და­პი­რის­კენ და ბუშ­ტუ­კე­ბი კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი რა­დი­უ­სის ფარ­თობ­ზე ჩანს.

გაზ­სა­დე­ნი გა­თი­შუ­ლია, მაგ­რამ მას­ში კი­დევ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გა­ზია დაგ­რო­ვი­ლი, რომ­ლის და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რია აორ­თქლე­ბუ­ლი. რო­გორც და­ნი­ი­სა და შვე­დე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, გა­ჟონ­ვის ინ­ტენ­სი­ვო­ბა შა­ბათ-კვი­რამ­დე არ შემ­ცირ­დე­ბა.

გერ­მა­ნუ­ლი და და­ნი­უ­რი გე­მე­ბი პატ­რუ­ლი­რე­ბენ აფეთ­ქე­ბის არე­ა­ლის სი­ახ­ლო­ვეს, ხო­მალ­დე­ბის მი­მოს­ვლის­თვის ეს რა­ი­ო­ნი და­ხუ­რუ­ლია.

კრემ­ლმა პა­რას­კევს მო­იწ­ვია გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო და უარ­ყო ბრალ­დე­ბე­ბი ავა­რი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ, რო­გორც "სუ­ლე­ლუ­რი და აბ­სურ­დუ­ლი".

"ჩვენ ამით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი ვართ? არა და არა! ჩვენ დავ­კარ­გეთ გა­ზის მი­წო­დე­ბის მარ­შრუ­ტე­ბი ევ­რო­პის­კენ", - გა­ნუ­ცხა­და სპი­კერ­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა რუ­სულ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ებს.

მან გა­იხ­სე­ნა, რომ ამე­რი­კა, რო­გორც ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის წამ­ყვა­ნი ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ო­ში, სარ­გებ­ლობს ევ­რო­პულ ბა­ზარ­ზე რუ­სუ­ლი მი­წო­დე­ბის შემ­ცი­რე­ბით და გა­ზის ფა­სე­ბის ზრდით.

ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა "ჩრდი­ლო­ეთ ნა­კა­დის“ მილ­სა­დე­ნებ­ზე მომ­ხდა­რი გა­ჟონ­ვის ად­გი­ლის მახ­ლობ­ლად ორ­შა­ბათს და სამ­შა­ბათს რუ­სე­თის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ფლო­ტის გე­მე­ბი და­ა­ფიქ­სი­რეს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN და­სავ­ლე­თის დაზ­ვერ­ვის ორ წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის წყა­რო­ე­ბის გან­მარ­ტე­ბით, გა­ურ­კვე­ვე­ლია, ჰქონ­დათ თუ არა რა­ი­მე კავ­ში­რი გე­მებს წყალ­ქვეშ აფეთ­ქე­ბებ­თან, რო­მელ­მაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მილ­სა­დე­ნე­ბი­დან გა­ზის გა­ჟონ­ვა გა­მო­იწ­ვია, მაგ­რამ ეს არის ერთ-ერთი მრა­ვა­ლი ფაქ­ტო­რი­დან, რო­მელ­საც გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი შე­ის­წავ­ლი­ან.

დაზ­ვერ­ვის ერთ-ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლის გან­ცხა­დე­ბით, ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან ახ­ლოს გა­სულ კვი­რას რუ­სუ­ლი წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბიც შე­ნიშ­ნეს. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას და­ნი­ელ­მა სამ­ხედ­რო მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სუ­ლი გე­მე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად მოძ­რა­ო­ბენ რე­გი­ონ­ში და ხაზი გა­უს­ვა, რომ გე­მე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა სუ­ლაც არ მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ და­ზი­ა­ნე­ბა რუ­სე­თის გა­მოწ­ვე­უ­ლია.

შე­გახ­სე­ნებთ, "ჩრდი­ლო­ე­თის ნა­კა­დი 1“-სა და "ჩრდი­ლო­ე­თის ნა­კა­დი 2“-ის მილ­სა­დე­ნე­ბი­დან ბალ­ტი­ის ზღვა­ში, და­ნი­ი­სა და შვე­დე­თის ტე­რი­ტო­რი­ულ წყლებ­ში გა­ზის გა­ჟონ­ვა მოხ­და. მომ­ხდარს ორი­ვე ქვე­ყა­ნა იძი­ებს. აშშ-ის, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნატო-ს ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ინ­ცი­დენ­ტის მი­ზე­ზი დი­ვერ­სი­უ­ლი აქ­ტია.

მკითხველის კომენტარები / 63 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gurami
3

ქოცტროლებო, რა გეშველებათ როცა სეთური არ გადაგიხდით?

გიორგი
3

ბრბო რომ აზროვნებდეს დასვამდა შეკითხვას - რა საჭიროა აფეთქება როცა გაზდი და ვინტილიც შენს მხარესაა ?

ავტორი:

ვინ ააფეთქა "ჩრდილოეთის ნაკადი"? - ევროპა იძიებს გაზსადენზე მეგადივერსიას, რომელშიც რუსეთის მონაწილეობას არ გამორიცხავენ: რას აცხადებენ კრემლში?

ვინ ააფეთქა "ჩრდილოეთის ნაკადი"? - ევროპა იძიებს გაზსადენზე მეგადივერსიას, რომელშიც რუსეთის მონაწილეობას არ გამორიცხავენ: რას აცხადებენ კრემლში?

ევროპამ დაიწყო რუსეთის მთავარი მაგისტრალური გაზსადენის სამ ხაზზე მომხდარი დივერსიის გამოძიება. საზღვაო ფლოტი პატრულირებს რუსული გაზით გაჯერებული ბალტიის ზღვაში, არმია და პოლიცია აძლიერებენ ნავთობისა და გაზის ობიექტების უსაფრთხოებას. პოლიტიკოსები კი ჰპირდებიან უმკაცრეს პასუხს ევროკავშირის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უპრეცედენტო თავდასხმაზე პასუხისმგებელ პირებს.

ვინ ააფეთქა Nord Stream-ის სამი ხაზი ერთდროულად დანიისა და შვედეთის სანაპიროებთან, უახლოეს დღეებში ალბათ ვერ გავარკვევთ. ევროპელები ამბობენ, რომ დარწმუნებულნი არიან, რომ ეს დივერსიაა, მაგრამ უახლოეს კვირაში აფეთქების ადგილთან მიახლოებაც კი არ გამოვა.

გაზი დაზიანებული მილებიდან ჯერ კიდევ დიდი ძალით გამოდის 80-მეტრიანი სიღრმიდან წყლის ზედაპირისკენ და ბუშტუკები კილომეტრიანი რადიუსის ფართობზე ჩანს.

გაზსადენი გათიშულია, მაგრამ მასში კიდევ დიდი რაოდენობით გაზია დაგროვილი, რომლის დაახლოებით ნახევარია აორთქლებული. როგორც დანიისა და შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, გაჟონვის ინტენსივობა შაბათ-კვირამდე არ შემცირდება.

გერმანული და დანიური გემები პატრულირებენ აფეთქების არეალის სიახლოვეს, ხომალდების მიმოსვლისთვის ეს რაიონი დახურულია.

კრემლმა პარასკევს მოიწვია გაეროს უშიშროების საბჭო და უარყო ბრალდებები ავარიაში მონაწილეობის შესახებ, როგორც "სულელური და აბსურდული".

"ჩვენ ამით დაინტერესებულები ვართ? არა და არა! ჩვენ დავკარგეთ გაზის მიწოდების მარშრუტები ევროპისკენ", - განუცხადა სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ საინფორმაციო სააგენტოებს.

მან გაიხსენა, რომ ამერიკა, როგორც ნავთობისა და გაზის წამყვანი ქვეყანა მსოფლიოში, სარგებლობს ევროპულ ბაზარზე რუსული მიწოდების შემცირებით და გაზის ფასების ზრდით.

ევროპის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებმა "ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენებზე მომხდარი გაჟონვის ადგილის მახლობლად ორშაბათს და სამშაბათს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები დააფიქსირეს, - ინფორმაციას CNN დასავლეთის დაზვერვის ორ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის წყაროების განმარტებით, გაურკვეველია, ჰქონდათ თუ არა რაიმე კავშირი გემებს წყალქვეშ აფეთქებებთან, რომელმაც, სავარაუდოდ, მილსადენებიდან გაზის გაჟონვა გამოიწვია, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მრავალი ფაქტორიდან, რომელსაც გამომძიებლები შეისწავლიან.

დაზვერვის ერთ-ერთი წარმომადგენელის განცხადებით, ამ ტერიტორიებთან ახლოს გასულ კვირას რუსული წყალქვეშა ნავებიც შენიშნეს. აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას დანიელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ რუსული გემები რეგულარულად მოძრაობენ რეგიონში და ხაზი გაუსვა, რომ გემების დაფიქსირება სულაც არ მიუთითებს იმაზე, რომ დაზიანება რუსეთის გამოწვეულია.

შეგახსენებთ, "ჩრდილოეთის ნაკადი 1“-სა და "ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენებიდან ბალტიის ზღვაში, დანიისა და შვედეთის ტერიტორიულ წყლებში გაზის გაჟონვა მოხდა. მომხდარს ორივე ქვეყანა იძიებს. აშშ-ის, ევროკავშირისა და ნატო-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ინციდენტის მიზეზი დივერსიული აქტია.