საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პროკურატურაში გვითხრეს, რომ სოსო გოგაშვილს ჩვენება ბოლომდე არ მიუცია..." - რა განაცხადა აფგან მუხთარლიმ საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ?
"პროკურატურაში გვითხრეს, რომ სოსო გოგაშვილს ჩვენება ბოლომდე არ მიუცია..." - რა განაცხადა აფგან მუხთარლიმ საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ?

პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გვი­თხრეს, რომ სოსო გო­გაშ­ვილს ჩვე­ნე­ბა ბო­ლომ­დე არ მი­უ­ცია და ამი­ტომ არ შეგ­ვიძ­ლია ჩვე­ნე­ბის ოქ­მის ნახ­ვა. მე ვფიქ­რობ, რომ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის პო­ლი­ტი­კუ­რი,- ამის შე­სა­ხებ აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა, აფგან მუხ­თარ­ლიმ პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ის სა­კუ­თა­რი გა­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი საქ­მის მა­სა­ლებს გა­საც­ნო­ბად იმ­ყო­ფე­ბო­და.

მუხ­თარ­ლის გან­ცხა­დე­ბით, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ნამ­დე აპი­რებს დარ­ჩე­ნას სა­ნამ საქ­მეს ბო­ლომ­დე არ მი­იყ­ვანს.

“მე ვფიქ­რობ, რომ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის პო­ლი­ტი­კუ­რი. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბრძა­ნე­ბა შე­ას­რუ­ლა. ჩვენ ვა­პი­რებთ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­სა­ჩივ­რე­ბას, შემ­დეგ კი ევრო სა­სა­მარ­თლო­ში. მე ვფიქ­რობ, რომ აქ უნდა ვი­ცხოვ­რო, პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბამ­დე.

პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გვი­თხრეს, რომ სოსო გო­გაშ­ვილს ჩვე­ნე­ბა ბო­ლომ­დე არ მი­უ­ცია და ამი­ტომ არ შეგ­ვიძ­ლია ჩვე­ნე­ბის ოქ­მის ნახ­ვა. ეს არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. ვფიქ­რობ რომ ეს არ არის სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა , ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა”,- გა­ნა­ცხა­და მუხ­თარლ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, სუს-ის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, სოსო გო­გაშ­ვი­ლი სა­პა­ტიმ­რო­დან გავ­რცე­ლე­ბულ წე­რილ­ში წერ­და, რომ ჟურ­ნა­ლისტ აფგან მუხ­თარ­ლის გა­ტა­ცე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბა იყო, რო­მე­ლიც „სუს-ის ზონ­დერებ­მა“ შე­ას­რუ­ლეს და ოპე­რა­ტი­ულ ტექ­ნი­კურ­მა დე­პარ­ტა­მენ­ტმა (ოტო) წა­შა­ლა.

ცნო­ბის­თვის, ცნო­ბის­თვის, აფგან მუხ­თარ­ლი თბი­ლის­ში 2017 წლის 29 მა­ისს გა­უ­ჩი­ნარ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­მოჩ­ნდა, რომ ის აზერ­ბა­ი­ჯან­ში იმ­ყო­ფე­ბა. მას ბრა­ლი სამი მუხ­ლით - აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თის, კონ­ტრა­ბან­დის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის მუხ­ლე­ბით ჰქონ­და წა­ყე­ნე­ბუ­ლი. 2018 წლის 12 იან­ვარს აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ აფგან მუხ­თარ­ლის 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა, თუმ­ცა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ცი­ხი­დან ერთი წლის წინ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. დარ­ჩე­ნი­ლი წლე­ბი მას პი­რო­ბი­თად ჩა­ეთ­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თენგო
0

აზერბაიჯანში ქართველებს თავისი სახელი და გვარის ტარება რომ ეკრძალებათ ქართულ სკოლებს რომ ხურავენ ეკლესიების აშენების უფლენას რომ არ აძლევენ დროებით სარგებლობისთვის გადაცემულ მიწებს რომ არ აბრუნებენ ეს ყველაფერი თუ არ იცის ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლმა ბატონმა მ უ ხ თ ა რ ლ ი მ ა უ ხ ს ე ნ ი თ

ვაი უი
0

ეს კაცი თავის სამშობლოში რატომ არ ბრუნდება? იქ ყველა პრობლემა მოაგვარა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"პროკურატურაში გვითხრეს, რომ სოსო გოგაშვილს ჩვენება ბოლომდე არ მიუცია..." - რა განაცხადა აფგან მუხთარლიმ საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ?

"პროკურატურაში გვითხრეს, რომ სოსო გოგაშვილს ჩვენება ბოლომდე არ მიუცია..." - რა განაცხადა აფგან მუხთარლიმ საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ?

პროკურატურაში გვითხრეს, რომ სოსო გოგაშვილს ჩვენება ბოლომდე არ მიუცია და ამიტომ არ შეგვიძლია ჩვენების ოქმის ნახვა. მე ვფიქრობ, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის პოლიტიკური,- ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ის საკუთარი გატაცების შესახებ არსებული საქმის მასალებს გასაცნობად იმყოფებოდა.

მუხთარლის განცხადებით, ის საქართველოში მანამდე აპირებს დარჩენას სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანს.

“მე ვფიქრობ, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის პოლიტიკური. პროკურატურამ ხელისუფლების ბრძანება შეასრულა. ჩვენ ვაპირებთ გენერალურ პროკურატურაში გასაჩივრებას, შემდეგ კი ევრო სასამართლოში. მე ვფიქრობ, რომ აქ უნდა ვიცხოვრო, პროცესის დასრულებამდე.

პროკურატურაში გვითხრეს, რომ სოსო გოგაშვილს ჩვენება ბოლომდე არ მიუცია და ამიტომ არ შეგვიძლია ჩვენების ოქმის ნახვა. ეს არასწორი გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ რომ ეს არ არის სამართლებრივი გადაწყვეტილება , ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება”,- განაცხადა მუხთარლმა.

ინფორმაციისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საპატიმროდან გავრცელებულ წერილში წერდა, რომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცება ბიძინა ივანიშვილის დავალება იყო, რომელიც „სუს-ის ზონდერებმა“ შეასრულეს და ოპერატიულ ტექნიკურმა დეპარტამენტმა (ოტო) წაშალა.

ცნობისთვის, ცნობისთვის, აფგან მუხთარლი თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. მას ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული. 2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა აზერბაიჯანის ციხიდან ერთი წლის წინ გაათავისუფლეს. დარჩენილი წლები მას პირობითად ჩაეთვალა.