საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ექიმები საღამოობით ტაქსაობენ... მაქსიმუმ 5 კაცს აქვს 1 000 ლარი, დანარჩენებს 100-500 ლარამდე" - ოლიმპიური ნაკრების ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი
"ჩემი ექიმები საღამოობით ტაქსაობენ... მაქსიმუმ 5 კაცს აქვს 1 000 ლარი, დანარჩენებს 100-500 ლარამდე" - ოლიმპიური ნაკრების ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენტს, ზუ­რაბ კა­ხაბ­რიშ­ვილს, დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სპორ­ტის კო­მი­ტეტ­ში მო­უს­მი­ნეს.

ზუ­რაბ კა­ხაბ­რიშ­ვი­ლის მოხ­სე­ნე­ბა ბავ­შვთა და მა­ღა­ლი მიღ­წე­ვე­ბის სპორ­ტსმენ­თა პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას შე­ე­ხო. ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი, ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას მიზ­ნობ­რივ პროგ­რა­მად აქ­ცევს.

ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა ექიმ­მა დე­პუ­ტა­ტებს მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­ტა­რე­ბულ და და­გეგ­მილ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე, რე­გი­ო­ნებ­ში სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე.

  • მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოლიმ­პი­ურ გუნდში 72 ექი­მი გვყავს და მათი უმე­ტე­სო­ბა 100-დან 300 ლა­რამ­დე ხელ­ფასს იღებს.

"ჩემი ექი­მე­ბი სა­ღა­მო­ო­ბით ტაქ­სა­ო­ბენ... პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბით, მაქ­სი­მუმ 5 კაცს აქვს 1 000 ლარი, და­ნარ­ჩე­ნებს 100-500 ლა­რამ­დე. მა­შინ ჩვენ ცალ­კე ვიქ­ნე­ბით და რა გიჯ­დე­ბათ თქვე­ნი ექი­მე­ბი, იმ სტან­დარ­ტებს დავ­სვამთ, თუ არა­და მო­ძებ­ნეთ მა­შინ სხვა ექი­მე­ბი.

აგერ სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაც არის. რას ჭა­მენ (სპორ­ტსმე­ნე­ბი), მშობ­ლებს აქვთ კი თან­ხა? არ შე­იძ­ლე­ბა ასე, წყალ­ზე არი­ან. ათა­სი და­ა­ვა­დე­ბაა შემ­დეგ, რო­მელ­საც ბავ­შვი მა­ლავს, რომ შეკ­რე­ბა­ზე წა­ვი­დეს. აქ, თქვენ ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი ხართ და თქვენც გა­გივ­ლი­ათ ეს ყვე­ლა­ფე­რი", - გა­ნა­ცხა­და კა­ხაბ­რიშ­ვილ­მა.

ნა­ხეთ ვი­დეო:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
0

ჩაუჯდები ტაქსში და ძვირს გადაგახდებინებს, ის ექიმი.მიდი და გაამტყუნე.

მთიული
1

ესე იმიტომ ხდება რომ ერთ უსაქმურ ჩინოვნიკს (რომელიც გამძვრალია თანამდებობაზე 5000 ლარი და ჯიპი ემსახურება ) და დაბლა რანგებზე 500 ლარიანი ხელფასზე მეტი არ აქვთ. რამდენი ააქვთ ოლიმპიურ კომიტეტში ჩინოვნიკებს ხელფასები გამოაქვეყნეთ და ნახავთ, ან ფედერაციებში ხელმძღვანელებს, პლიუს ჩალიჩობენ კანადაში და ამერიკაში წასაყვან სპორცმენების მაგივრად 20 000 დოლარიანი კლიენტი მიჰყავთ, სადა ხარ წულუკიანო? გააკონტროლე ფინანსები...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ჩემი ექიმები საღამოობით ტაქსაობენ... მაქსიმუმ 5 კაცს აქვს 1 000 ლარი, დანარჩენებს 100-500 ლარამდე" - ოლიმპიური ნაკრების ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი

"ჩემი ექიმები საღამოობით ტაქსაობენ... მაქსიმუმ 5 კაცს აქვს 1 000 ლარი, დანარჩენებს 100-500 ლარამდე" - ოლიმპიური ნაკრების ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტს, ზურაბ კახაბრიშვილს, დღეს, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტში მოუსმინეს.

ზურაბ კახაბრიშვილის მოხსენება ბავშვთა და მაღალი მიღწევების სპორტსმენთა პირველადი სამედიცინო შემოწმების აუცილებლობას შეეხო. ასოციაციის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტი, ამ ინიციატივას მიზნობრივ პროგრამად აქცევს.

ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია ასოციაციის მიერ, ამ მიმართულებით ჩატარებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე, რეგიონებში სპორტული მედიცინის მიმართულების გაძლიერებასა და კვალიფიციური კადრების მომზადებაზე.

  • მისივე ინფორმაციით, ოლიმპიურ გუნდში 72 ექიმი გვყავს და მათი უმეტესობა 100-დან 300 ლარამდე ხელფასს იღებს.

"ჩემი ექიმები საღამოობით ტაქსაობენ... პირდაპირ გეუბნებით, მაქსიმუმ 5 კაცს აქვს 1 000 ლარი, დანარჩენებს 100-500 ლარამდე. მაშინ ჩვენ ცალკე ვიქნებით და რა გიჯდებათ თქვენი ექიმები, იმ სტანდარტებს დავსვამთ, თუ არადა მოძებნეთ მაშინ სხვა ექიმები.

აგერ სოციალური პრობლემაც არის. რას ჭამენ (სპორტსმენები), მშობლებს აქვთ კი თანხა? არ შეიძლება ასე, წყალზე არიან. ათასი დაავადებაა შემდეგ, რომელსაც ბავშვი მალავს, რომ შეკრებაზე წავიდეს. აქ, თქვენ ოლიმპიური ჩემპიონები ხართ და თქვენც გაგივლიათ ეს ყველაფერი", - განაცხადა კახაბრიშვილმა.

ნახეთ ვიდეო: