სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვერდზე ფიცარი ეგდო, გახედა და მითხრა, სცენისთვის ეს საკმარისი არ არისო?!" - რას ჰყვება ნანუკა ჟორჟოლიანი ცისკარიშვილსა და ხაბეიშვილზე: მისი თქმით ენმ-მ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია არ დააფინანსა
"გვერდზე ფიცარი ეგდო, გახედა და მითხრა, სცენისთვის ეს საკმარისი არ არისო?!" - რას ჰყვება ნანუკა ჟორჟოლიანი ცისკარიშვილსა და ხაბეიშვილზე: მისი თქმით ენმ-მ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია არ დააფინანსა

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ამ­ბობს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი "და­ი­კარ­გა" როცა საქ­მე სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ებს ეხე­ბო­და. ჟორ­ჟო­ლი­ან­მა ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე პირ­და­პირ ეთერ­ში ჩარ­თვი­სას ისა­უბ­რა.

ჟორ­ჟო­ლი­ან­მა ამ კონ­ტექ­სტში კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც და­ა­სა­ხე­ლა. ტე­ლე­წამ­ყვა­ნის თქმით, პარ­ტია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ახლა "დაღ­ლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან" შედ­გე­ბა.

  • ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი:

- სულ მქონ­და მცდე­ლო­ბა, რომ თქვენ­თან ამ თე­მებ­ზე მე­სა­უბ­რა, მაგ­რამ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ახლა არ იყო ამის დრო. მეც შე­პყრო­ბი­ლი ვი­ყა­ვი, რომ კო­ბა­ხი­ძე არ გა­ვა­ბედ­ნი­ე­რო-თქო, მაგ­რამ იქ კარ­გად იცი­ან, რა ხდე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში", მხო­ლოდ მხარ­დამ­ჭე­რებ­მა არ იცი­ან რა ხდე­ბა. მი­შას ცი­ხე­ში ყოფ­ნის ოც­და­მე­ა­თე დღე იყო და აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და, რომ დაგ­ვე­წყო სა­მო­ქა­ლა­ქო ჩარ­თუ­ლო­ბა, რად­გან მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უკვე სა­ეჭ­ვო იყო. ვფიქ­რობ­დით იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას, რომ­ლე­ბიც გულ­წრფე­ლად ითხოვ­დნენ მის გა­დაყ­ვა­ნას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

დავ­გეგ­მეთ, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და თუ ცი­ხეს­თან აქ­ცი­ა­ზე ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბის პო­ზი­ცია გაჟ­ღერ­დე­ბო­და. ჩა­მოვ­წე­რეთ სია, რო­მელ­შიც 60-მდე ადა­მი­ა­ნი იყო და არა­ვის უარი არ უთ­ქვამს, მი­შას ოპო­ნენ­ტებ­საც კი. ჩვე­ნი მხრი­დან ამ ხალ­ხის მო­ბი­ლი­ზე­ბა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ ლო­ჯის­ტი­კუ­რად ამი­სი უზ­რუნ­ვე­ლო­ფა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა პარ­ტი­ას. მათ სცე­ნა უნდა და­ედ­გათ და თბი­ლის­ში სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბი დაგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა, რომ ადა­მი­ა­ნებს ვი­საც ცი­ხეს­თან უნ­დო­და მოს­ვლა (ეს შეძ­ლე­ბო­დათ).

რო­დე­საც ვი­კი­თხე, ვინ იყო ასე­თი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც უნდა დავ­კონ­ტაქ­ტე­ბო­დი ამ თე­მა­ზე. მი­თხრეს, რომ პარ­ტი­ი­დან არის ერთი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ამ დე­ტა­ლებ­ზე უნდა დავ­ლა­პა­რა­კე­ბო­დი. ეს ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა მი­შას შექ­მნი­ლი ტიპი და მი­თხრეს, რომ მას აბა­რია პარ­ტი­ის თან­ხა და გან­სა­ზღრავს ხარ­ჯვით ნა­წილს. მი­ვე­დი და ვუ­თხა­რი, რა­საც ვა­პი­რებ­დი და რომ სცე­ნა იყო სა­ჭი­რო. ეს შეხ­ვედ­რა რუს­თა­ვის ცი­ხეს­თან მოხ­და.

ჯერ ისე­თი აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და, დათ­ვლი­ლი რა­ტომ არ მო­მი­ტა­ნეო. ამ დროს მი­შას შიმ­ში­ლის 34-ე დღეა. გვერ­დზე ფი­ცა­რი ეგდო, გა­ხე­და და მი­თხრა, ეს საკ­მა­რი­სი არ არი­სო?! მოკ­ლედ, იმას იქ რა ვუ­პა­სუ­ხე არ ვი­ტყვი. ჯერ მი­თხრა, რომ პა­რა­ლე­ლუ­რი აქ­ცია გვაქ­ვსო , ახლა იქ მე­ო­რე ფრონ­ტი გვაქ­ვსო... მივ­ხვდი, რომ არა­ვინ გა­ა­კე­თებ­და იმას, რა­საც მე ვი­თხოვ­დი.

და­ვა­სა­ხე­ლებ ამ ადა­მი­ანს, ეს იყო პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი. შემ­დეგ მი­თხრა, რომ პარ­ტი­ა­ში და­ვი­ლა­პა­რა­კებ­თო. იქვე იყო მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მი­შას ნამ­დვი­ლი მხარ­დამ­ჭე­რია და იმ ღა­მეს დი­ლის ხუთ სა­ათ­ზე მომ­წე­რა, რომ სიკ­ვდი­ლი მირ­ჩევ­ნია ამას რომ გწერ და უა­რია და­ფი­ნან­სე­ბა­ზეო.

შემ­დეგ მე პეტ­რეს ვუ­თხა­რი, რომ ამას მი­შას მივ­წერ­დი. ნიკა გვა­რა­მი­ამ უთხრა ჩემ­ზე, რომ ეს მი­შას მი­წერს და რად გინ­და­თო. პეტ­რემ, მი­წე­როს რა, მი­შამ არ იცის ჩვე­ნი ბი­უ­ჯე­ტი და ორ ფრონტზე ბრძო­ლა გვაქ­ვსო. რუს­თა­ვის ცი­ხეს­თან მა­ნამ­დე მი­თხრა, რომ რუს­თა­ვის ციხე ჩვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტი არ არი­სო. ეს ყველ­გან მოვ­ყე­ვი. ნიკა მე­ლია თუ ამ ამ­ბავს არ და­ა­დას­ტუ­რებს და მათ შო­რის ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი, ყვე­ლამ იცის ეს შიგ­ნით. უბ­რა­ლოდ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ამის დრო არ იყო და კო­ბა­ხი­ძე იხე­ი­რებ­და. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კა­ტას­ტრო­ფით უკვე ხე­ი­რობს.

ერთ-ერთ აქ­ტი­ვო­ბა­ზე მი­შამ მომ­წე­რა, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ჩა­მერ­თო, ისი­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არ იყ­ვნენ. ასე­ვე მი­თხრა, რომ პარ­ტი­ი­დან და­უ­კავ­შირ­დი ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­სო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე ვიცი ხა­ბეს დღე­საც აქვს ურ­თი­ერ­თო­ბა მი­შას­თან, უნდა ვთქვა, რომ ორი შეხ­ვედ­რის მერე ხაბე დავ­კარ­გე. ვოთ­საპ­ში ჩატი გვქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი, ჩატ­ში ვწერ­დი, ხაბე, აბა რას იზამ. რა­ზეც სამ დღე­ში ერთხელ გვპა­სუ­ხობ­და. შემ­დეგ გა­ვარ­კვიე, რომ ხა­ბეს გა­უ­კე­თე­ბია სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, სა­ი­და­ნაც ებ­რძო­და ბი­ძი­ნას. ეს არის რისი მო­ყო­ლაც მინ­დო­და. შე­ვე­ტა­კე ასეთ ფაქტს - ქო­ცებს უფრო უნ­დო­დათ, რომ მიშა აქ­ტუ­ა­ლუ­რი არ ყო­ფი­ლი­ყო თუ ამათ.

ათას მი­ზეზს ამ­ბობ­დნენ, ელ­ჩე­ბი გაგ­ვიბ­რაზ­დე­ბი­ან, და­სავ­ლე­თი ამას სწო­რად ვერ გა­ი­გებს, მი­ლი­ო­ნი მი­ზე­ზი ჰქონ­დათ, რა­ტომ არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო მი­შას ირ­გვლივ აქ­ტი­ვო­ბა.

არ მა­ინ­ტე­რე­სებს რას ფიქ­რო­ბენ ჩემ­ზე გინ­და "არ­ტი­ლე­რია“ მე­ძა­ხონ და გინ­და "აუთ­რი­ჩი...“ ნიკა მე­ლი­ას და მე მა­შინ გვქონ­და უმ­ძი­მე­სი ურ­თი­ერ­თო­ბა, სამ დღე­ში ერთხელ ვჩხუ­ბობ­დით. ერ­თია, როცა პარ­ტი­ას არ აქვს ფი­ნან­სე­ბი, მაგ­რამ მე­ო­რეა ის, რომ მე მის მი­მართ მქონ­და ადა­მი­ა­ნუ­რი პრე­ტენ­ზია, რომ ჩემი გა­და­სა­ხე­დი­დან მან არ იბ­რძო­ლა მი­შას­თვის. მაგ­რამ ესე­ნი მე­ლი­ას იმის­თვის კი არ ებ­რძვი­ან, რომ მი­შას­თვის არ იბ­რძო­ლა, არა, კი­დევ იმა­ზე ფიქ­რო­ბენ, შიდა ძალ­თა გა­და­ნა­წი­ლე­ბა რო­გორ მოხ­დე­ბა.

არ გე­გო­ნოთ, რომ სცე­ნის მო­წყო­ბის­თვის დიდ თან­ხა­ზე იყო სა­უ­ბა­რი, სა­დღაც 15-20 ათა­სი ლარი... ბო­ლოს ოთხი მე­გო­ბა­რი გა­ვერ­თი­ან­დით და ეს თან­ხა ჩვენ დავ­დეთ, მათ შო­რის ერთ-ერთი იყო თემო ჯა­ნა­შია. კი­დევ ორს ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ მათი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე და მად­ლო­ბა ჩემ შვილს, მა­რი­ამს რომ ლო­ჯის­ტი­კა გა­და­ი­ბა­რა, პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლის მა­გივ­რად გა­და­ბი­რა. ეს აქ­ცი­ე­ბი მა­ინც ჩა­ვა­ტა­რეთ.

მათ პო­ლი­ტი­კის კე­თე­ბა ჰგო­ნი­ათ, რომ სტუ­დი­ებ­ში დას­ხდე­ბი­ან და იტყვი­ან, რომ ბი­ძი­ნა ცუ­დია და მი­შას არ უშ­ვებს. მოკ­ლედ, რომ იცო­დეთ, ძა­ლი­ან მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ იმის­თვის, რომ შე­ექ­მნათ ილუ­ზია მიშა არა­ვის ადარ­დებს. ვი­ღა­ცე­ბი, რომ იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი მი­შას თე­მის ამო­სა­ქო­ქად, უცებ ეს ხალ­ხი ქრე­ბო­და. ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე, ცნო­ბი­ლე­ბის გა­მოს­ვლებს რომ ვამ­ზა­დებ­დით, მახ­სოვს რომ ვახო ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლი ადგა, გა­ვი­გეთ, ამ ლა­პა­რაკს მოვ­რჩეთ და ხვა­ლი­დან სად მივ­დი­ვართ, რომ მი­შას ჯან­მრთე­ლო­ბის ამ­ბავ­ზე მო­თხოვ­ნე­ბი გა­ვაჟ­ღე­რო­თო, მე­ო­რე დღი­დან გვეც­ლე­ბო­და ეს ხალ­ხი.

მე ვიცი, რომ მე და ხა­ბეს ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბი უნდა გვე­კე­თე­ბი­ნა მი­შას­თვის, აქ­ტი­უ­რო­ბა ამ მხრივ უნდა ყო­ფი­ლი­ყო და მე ხაბე ვე­ღარ ვი­პო­ვე. მი­შას­თვის სა­ჭი­რო რაც იყო და ეფექ­ტუ­რი, რომ არ ჩამ­კვდა­რი­ყო ეს თემა, არ გა­ა­კე­თა, მე ეს გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, რომ ახლა ამის დრო არ არის, სულ ამ შე­ძა­ხი­ლე­ბით ვი­ყა­ვი. პარ­ტია შედ­გე­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში დაღ­ლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან. თუ ამის დრო არ არის, ჩვენ ვე­რა­სო­დეს მო­ვი­გებთ ამ ომს. დღე­ი­დან ძა­ლი­ან კარ­გად ვიგ­რძნობ თავს ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ მოვ­ყე­ვი.

თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, გა­უ­მარ­ჯოს მის ერ­თგულ მებ­რძო­ლებს", - ამ­ბობს ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
1

არც ნაცი ვარ, არც არცერთი მაგათთაგანის მხარდამჭერი, აი, სტატია წავიკითხე და - რა სცენას აწყობდნენ 20 000 ლარიანს, პარკეტი უნდა დაეგო სცენაზე ნანუკას?

გია
4

მაიმუნი ქლი. რა მიშა. რაღა დროს მიშაა. არასერიოზული საქონელი ვის რად უნდა გატახსირებული ულაყი?

 

ავტორი:

"გვერდზე ფიცარი ეგდო, გახედა და მითხრა, სცენისთვის ეს საკმარისი არ არისო?!" - რას ჰყვება ნანუკა ჟორჟოლიანი ცისკარიშვილსა და ხაბეიშვილზე: მისი თქმით ენმ-მ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია არ დააფინანსა

"გვერდზე ფიცარი ეგდო, გახედა და მითხრა, სცენისთვის ეს საკმარისი არ არისო?!" - რას ჰყვება ნანუკა ჟორჟოლიანი ცისკარიშვილსა და ხაბეიშვილზე: მისი თქმით ენმ-მ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია არ დააფინანსა

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი წარმომადგენელი "დაიკარგა" როცა საქმე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს ეხებოდა. ჟორჟოლიანმა ამის შესახებ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე პირდაპირ ეთერში ჩართვისას ისაუბრა.

ჟორჟოლიანმა ამ კონტექსტში კონკრეტული ადამიანებიც დაასახელა. ტელეწამყვანის თქმით, პარტია "ნაციონალური მოძრაობა" ახლა "დაღლილი ადამიანებისგან" შედგება.

  • ნანუკა ჟორჟოლიანი:

- სულ მქონდა მცდელობა, რომ თქვენთან ამ თემებზე მესაუბრა, მაგრამ მეუბნებოდნენ, რომ ახლა არ იყო ამის დრო. მეც შეპყრობილი ვიყავი, რომ კობახიძე არ გავაბედნიერო-თქო, მაგრამ იქ კარგად იციან, რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში", მხოლოდ მხარდამჭერებმა არ იციან რა ხდება. მიშას ციხეში ყოფნის ოცდამეათე დღე იყო და აუცილებელი გახდა, რომ დაგვეწყო სამოქალაქო ჩართულობა, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე საეჭვო იყო. ვფიქრობდით იმ ადამიანების მობილიზებას, რომლებიც გულწრფელად ითხოვდნენ მის გადაყვანას საავადმყოფოში.

დავგეგმეთ, რომ კარგი იქნებოდა თუ ციხესთან აქციაზე ცნობილი სახეების პოზიცია გაჟღერდებოდა. ჩამოვწერეთ სია, რომელშიც 60-მდე ადამიანი იყო და არავის უარი არ უთქვამს, მიშას ოპონენტებსაც კი. ჩვენი მხრიდან ამ ხალხის მობილიზება უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ლოჯისტიკურად ამისი უზრუნველოფა უნდა გაეკეთებინა პარტიას. მათ სცენა უნდა დაედგათ და თბილისში სამარშრუტო ტაქსები დაგვეყენებინა, რომ ადამიანებს ვისაც ციხესთან უნდოდა მოსვლა (ეს შეძლებოდათ).

როდესაც ვიკითხე, ვინ იყო ასეთი ადამიანი, ვისაც უნდა დავკონტაქტებოდი ამ თემაზე. მითხრეს, რომ პარტიიდან არის ერთი ადამიანი, ვისაც ამ დეტალებზე უნდა დავლაპარაკებოდი. ეს ადამიანი აღმოჩნდა მიშას შექმნილი ტიპი და მითხრეს, რომ მას აბარია პარტიის თანხა და განსაზღრავს ხარჯვით ნაწილს. მივედი და ვუთხარი, რასაც ვაპირებდი და რომ სცენა იყო საჭირო. ეს შეხვედრა რუსთავის ციხესთან მოხდა.

ჯერ ისეთი აგრესიული გახდა, დათვლილი რატომ არ მომიტანეო. ამ დროს მიშას შიმშილის 34-ე დღეა. გვერდზე ფიცარი ეგდო, გახედა და მითხრა, ეს საკმარისი არ არისო?! მოკლედ, იმას იქ რა ვუპასუხე არ ვიტყვი. ჯერ მითხრა, რომ პარალელური აქცია გვაქვსო , ახლა იქ მეორე ფრონტი გვაქვსო... მივხვდი, რომ არავინ გააკეთებდა იმას, რასაც მე ვითხოვდი.

დავასახელებ ამ ადამიანს, ეს იყო პეტრე ცისკარიშვილი. შემდეგ მითხრა, რომ პარტიაში დავილაპარაკებთო. იქვე იყო მეორე ადამიანი, რომელიც მიშას ნამდვილი მხარდამჭერია და იმ ღამეს დილის ხუთ საათზე მომწერა, რომ სიკვდილი მირჩევნია ამას რომ გწერ და უარია დაფინანსებაზეო.

შემდეგ მე პეტრეს ვუთხარი, რომ ამას მიშას მივწერდი. ნიკა გვარამიამ უთხრა ჩემზე, რომ ეს მიშას მიწერს და რად გინდათო. პეტრემ, მიწეროს რა, მიშამ არ იცის ჩვენი ბიუჯეტი და ორ ფრონტზე ბრძოლა გვაქვსო. რუსთავის ციხესთან მანამდე მითხრა, რომ რუსთავის ციხე ჩვენი პრიორიტეტი არ არისო. ეს ყველგან მოვყევი. ნიკა მელია თუ ამ ამბავს არ დაადასტურებს და მათ შორის ლევან ხაბეიშვილი, ყველამ იცის ეს შიგნით. უბრალოდ მეუბნებოდნენ, რომ ამის დრო არ იყო და კობახიძე იხეირებდა. "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" კატასტროფით უკვე ხეირობს.

ერთ-ერთ აქტივობაზე მიშამ მომწერა, რომ კონკრეტული ადამიანები ჩამერთო, ისინი პოლიტიკოსები არ იყვნენ. ასევე მითხრა, რომ პარტიიდან დაუკავშირდი ლევან ხაბეიშვილსო. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიცი ხაბეს დღესაც აქვს ურთიერთობა მიშასთან, უნდა ვთქვა, რომ ორი შეხვედრის მერე ხაბე დავკარგე. ვოთსაპში ჩატი გვქონდა გაკეთებული, ჩატში ვწერდი, ხაბე, აბა რას იზამ. რაზეც სამ დღეში ერთხელ გვპასუხობდა. შემდეგ გავარკვიე, რომ ხაბეს გაუკეთებია საგამოძიებო ორგანიზაცია, საიდანაც ებრძოდა ბიძინას. ეს არის რისი მოყოლაც მინდოდა. შევეტაკე ასეთ ფაქტს - ქოცებს უფრო უნდოდათ, რომ მიშა აქტუალური არ ყოფილიყო თუ ამათ.

ათას მიზეზს ამბობდნენ, ელჩები გაგვიბრაზდებიან, დასავლეთი ამას სწორად ვერ გაიგებს, მილიონი მიზეზი ჰქონდათ, რატომ არ უნდა ყოფილიყო მიშას ირგვლივ აქტივობა.

არ მაინტერესებს რას ფიქრობენ ჩემზე გინდა "არტილერია“ მეძახონ და გინდა "აუთრიჩი...“ ნიკა მელიას და მე მაშინ გვქონდა უმძიმესი ურთიერთობა, სამ დღეში ერთხელ ვჩხუბობდით. ერთია, როცა პარტიას არ აქვს ფინანსები, მაგრამ მეორეა ის, რომ მე მის მიმართ მქონდა ადამიანური პრეტენზია, რომ ჩემი გადასახედიდან მან არ იბრძოლა მიშასთვის. მაგრამ ესენი მელიას იმისთვის კი არ ებრძვიან, რომ მიშასთვის არ იბრძოლა, არა, კიდევ იმაზე ფიქრობენ, შიდა ძალთა გადანაწილება როგორ მოხდება.

არ გეგონოთ, რომ სცენის მოწყობისთვის დიდ თანხაზე იყო საუბარი, სადღაც 15-20 ათასი ლარი... ბოლოს ოთხი მეგობარი გავერთიანდით და ეს თანხა ჩვენ დავდეთ, მათ შორის ერთ-ერთი იყო თემო ჯანაშია. კიდევ ორს ვერ დავასახელებ მათი ნებართვის გარეშე და მადლობა ჩემ შვილს, მარიამს რომ ლოჯისტიკა გადაიბარა, პეტრე ცისკარიშვილის მაგივრად გადაბირა. ეს აქციები მაინც ჩავატარეთ.

მათ პოლიტიკის კეთება ჰგონიათ, რომ სტუდიებში დასხდებიან და იტყვიან, რომ ბიძინა ცუდია და მიშას არ უშვებს. მოკლედ, რომ იცოდეთ, ძალიან მოტივირებულები იყვნენ იმისთვის, რომ შეექმნათ ილუზია მიშა არავის ადარდებს. ვიღაცები, რომ იყვნენ ჩართულები მიშას თემის ამოსაქოქად, უცებ ეს ხალხი ქრებოდა. ერთ-ერთ შეხვედრაზე, ცნობილების გამოსვლებს რომ ვამზადებდით, მახსოვს რომ ვახო ბაბუნაშვილი ადგა, გავიგეთ, ამ ლაპარაკს მოვრჩეთ და ხვალიდან სად მივდივართ, რომ მიშას ჯანმრთელობის ამბავზე მოთხოვნები გავაჟღეროთო, მეორე დღიდან გვეცლებოდა ეს ხალხი.

მე ვიცი, რომ მე და ხაბეს ქუჩის აქციები უნდა გვეკეთებინა მიშასთვის, აქტიურობა ამ მხრივ უნდა ყოფილიყო და მე ხაბე ვეღარ ვიპოვე. მიშასთვის საჭირო რაც იყო და ეფექტური, რომ არ ჩამკვდარიყო ეს თემა, არ გააკეთა, მე ეს გამოცდილება მაქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ახლა ამის დრო არ არის, სულ ამ შეძახილებით ვიყავი. პარტია შედგება სინამდვილეში დაღლილი ადამიანებისგან. თუ ამის დრო არ არის, ჩვენ ვერასოდეს მოვიგებთ ამ ომს. დღეიდან ძალიან კარგად ვიგრძნობ თავს ეს ყველაფერი რომ მოვყევი.

თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს, გაუმარჯოს მის ერთგულ მებრძოლებს", - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.