მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თარიღი, რომელიც ქართული ღვინისა და კულტურის მოყვარულებს არ უნდა გამორჩეთ
თარიღი, რომელიც ქართული ღვინისა და კულტურის მოყვარულებს არ უნდა გამორჩეთ

ყა­ვის, ჩაის, ლუ­დი­სა თუ სხვა სას­მე­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ღვი­ნის წარ­მო­შო­ბა­ზე უამ­რა­ვი ლე­გენ­დაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, წი­თე­ლი ღვი­ნის ის­ტო­რი­ას იგი­ვე ასა­კი აქვს, რო­გორც თეთრ ღვი­ნოს, მაგ­რამ ამის შე­სა­ხებ ზუს­ტი ცნო­ბე­ბი არ არ­სე­ბობს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, მეღ­ვი­ნე­ო­ბის გა­ჩე­ნა ამი­ერ­კავ­კა­სი­ას უკავ­შირ­დე­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხე­თის მი­წებ­ზე მეღ­ვი­ნე­ო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა ჯერ კი­დევ 4000 წლის წინ იყო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო ვა­ზის წარ­მო­შო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი კერა და კულ­ტუ­რუ­ლი მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის აღი­ა­რე­ბუ­ლი სამ­შობ­ლო იყო.

ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ათას­წლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე ქმნის მეღ­ვი­ნე­ო­ბის სა­კუ­თარ კულ­ტუ­რას, ავი­თა­რებს რო­გორც სუფ­რის (კა­ხუ­რი, იმე­რუ­ლი, რაჭა-ლე­ჩხუ­მუ­რი და სხვ.) ასე­ვე ბუ­ნებ­რი­ვად ტკბი­ლი, ცქრი­ა­ლა და სა­დე­სერ­ტო ღვი­ნო­ე­ბის მომ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ურ მე­თო­დებს.

სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნის მა­ღა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­სა და მრა­ვა­ლი სა­ხე­ო­ბის ღვი­ნო, თით­ქმის მთელს მსოფ­ლი­ო­შია ცნო­ბი­ლი და დიდი რე­პუ­ტა­ცი­ი­თაც სარ­გებ­ლობს.

ღვი­ნის მი­მართ ხალ­ხის ინ­ტე­რე­სი და სიყ­ვა­რუ­ლი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა. ამ სასმლი­სა და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი­სათ­ვის, თბი­ლის­ში (სი­ო­ნის ქუჩა, შარ­დე­ნი) წელს უკვე მე­ო­თხედ იმარ­თე­ბა ტრა­დი­ცი­ად ქცე­უ­ლი „ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2022“. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის თქმით, პან­დე­მი­ის გამო, ორ­წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, კი­დევ უფრო მეტ სტუ­მარ­სა და ამაღ­ლე­ბულ გან­წყო­ბას ელო­დე­ბი­ან.

„ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი“ უკვე ტრა­დი­ცი­აა, რო­მე­ლიც ღვი­ნო­ბის­თვე­ში არა­ერთ ად­გი­ლობ­რივ ღვი­ნის მოყ­ვა­რულ­სა და ტუ­რისტს ერთ სივ­რცე­ში მას­პინ­ძლობს, ჩუქ­ნის მათ და­დე­ბით ემო­ცი­ებ­სა და აც­ნობს ქარ­თულ ნა­წარმს. 8 ოქ­ტომ­ბერს მე­ი­დან­ზე მო­სულ სტუმ­რებს ნამ­დვილ ზე­იმს ვპირ­დე­ბით. ეს იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რის, კვე­ბის კულ­ტუ­რი­სა და ქარ­თვე­ლი მე­წარ­მე­ე­ბის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პრე­ზენ­ტა­ცია,“ - აღ­ნიშ­ნავს მა­რი­ამ აბ­დუ­შე­ლიშ­ვი­ლი, ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი.

ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ნა­ხა­ვად, გა­და­დით ბმულ­ზე.

მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს მის­წე­რონ „ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე: ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი • Georgian Wine Festival ან დარ­ე­კონ ნო­მერ­ზე: +995 598 782 842

R

ტატო
0

ისე დიდის ამბით რომ ავღნიშნვავტ ამ ფესტივალებს რომ მოგინდეს ღვინის ყიდვა ქორწილისთვის ან ქელხისთვის ვერც იშოვი ნორმალურ ღვინოს (ბოტლის ძალინ ძვირია)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

თარიღი, რომელიც ქართული ღვინისა და კულტურის მოყვარულებს არ უნდა გამორჩეთ

თარიღი, რომელიც ქართული ღვინისა და კულტურის მოყვარულებს არ უნდა გამორჩეთ

ყავის, ჩაის, ლუდისა თუ სხვა სასმელებისგან განსხვავებით, ღვინის წარმოშობაზე უამრავი ლეგენდაა გავრცელებული. სავარაუდოდ, წითელი ღვინის ისტორიას იგივე ასაკი აქვს, როგორც თეთრ ღვინოს, მაგრამ ამის შესახებ ზუსტი ცნობები არ არსებობს.

გავრცელებული ვერსიით, მეღვინეობის გაჩენა ამიერკავკასიას უკავშირდება. თანამედროვე საქართველოსა და სომხეთის მიწებზე მეღვინეობის ხელოვნება ჯერ კიდევ 4000 წლის წინ იყო განვითარებული. უძველესი დროიდან საქართველო ვაზის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი კერა და კულტურული მევენახეობის აღიარებული სამშობლო იყო.

ქართველი ხალხი ათასწლეულების მანძილზე ქმნის მეღვინეობის საკუთარ კულტურას, ავითარებს როგორც სუფრის (კახური, იმერული, რაჭა-ლეჩხუმური და სხვ.) ასევე ბუნებრივად ტკბილი, ცქრიალა და სადესერტო ღვინოების მომზადების ტექნოლოგიურ მეთოდებს.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მაღალი ღირებულებისა და მრავალი სახეობის ღვინო, თითქმის მთელს მსოფლიოშია ცნობილი და დიდი რეპუტაციითაც სარგებლობს.

ღვინის მიმართ ხალხის ინტერესი და სიყვარული საუკუნეების მანძილზე არ განელებულა. ამ სასმლისა და ქართული კულტურის მოყვარულებისათვის, თბილისში (სიონის ქუჩა, შარდენი) წელს უკვე მეოთხედ იმართება ტრადიციად ქცეული „ქართული ღვინის ფესტივალი 2022“. ორგანიზატორების თქმით, პანდემიის გამო, ორწლიანი პაუზის შემდეგ, კიდევ უფრო მეტ სტუმარსა და ამაღლებულ განწყობას ელოდებიან.

„ქართული ღვინის ფესტივალი“ უკვე ტრადიციაა, რომელიც ღვინობისთვეში არაერთ ადგილობრივ ღვინის მოყვარულსა და ტურისტს ერთ სივრცეში მასპინძლობს, ჩუქნის მათ დადებით ემოციებსა და აცნობს ქართულ ნაწარმს. 8 ოქტომბერს მეიდანზე მოსულ სტუმრებს ნამდვილ ზეიმს ვპირდებით. ეს იქნება ქართული ფოლკლორის, კვების კულტურისა და ქართველი მეწარმეების არაჩვეულებრივი პრეზენტაცია,“ - აღნიშნავს მარიამ აბდუშელიშვილი, ფესტივალის ორგანიზატორი.

ღონისძიების სანახავად, გადადით ბმულზე.

მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ ორგანიზატორებს მისწერონ „ფეისბუქ“ გვერდზე: ქართული ღვინის ფესტივალი • Georgian Wine Festival ან დარეკონ ნომერზე: +995 598 782 842

R