მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"განსაკუთრებით მტკივნეული იყო კომენტარები, სადაც ჩემს ყოფილ მეუღლეს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ" - თაკო ტაბატაძე ჰყვება, როგორ გახდა კიბერბულინგის მსხვერპლი
"განსაკუთრებით მტკივნეული იყო კომენტარები, სადაც ჩემს ყოფილ მეუღლეს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ" - თაკო ტაბატაძე ჰყვება, როგორ გახდა კიბერბულინგის მსხვერპლი

თით­ქმის ერთი წე­ლია რაც მსა­ხი­ო­ბი თაკო ტა­ბა­ტა­ძე ინ­ტერ­ნეტ­ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლია. ყვე­ლა­ფე­რი კი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ხმა­მაღ­ლა თქვა, რომ მე­უღ­ლეს და­შორ­და. ამ დღის შემ­დეგ ოთხი შვი­ლის დე­დის მი­მართ მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის ზღვა წა­მო­ვი­და. ქალს პო­პუ­ლა­რულ ქმარ­თან და­შო­რე­ბა არ აპა­ტი­ეს.

"შენი სიკ­ვდი­ლის უფ­ლე­ბა რომ მქონ­დეს, ბე­ბი­ის­ტო­ლა ქალი ვარ და ალ­ბათ, მოგ­კლავ­დი", „დროა ბა­წარ­ში უყ­რი­დე თავს“ - ეს კო­მენ­ტა­რე­ბი მსა­ხი­ო­ბის­თვის ლა­მის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბად იქცა. netgazet-თან სა­უ­ბარ­ში მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, რომ მის ოჯახ­ში ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რია იმ ხალ­ხის გარ­და, რომ­ლე­ბიც და­შო­რე­ბის გამო აკ­რი­ტი­კე­ბენ.

თაკო ტა­ბა­ტა­ძე:

- 3 წლის წინ განვქორ­წინ­დით მე და ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე. არ გვინ­დო­და ამ თე­მის გახ­მა­უ­რე­ბა ბავ­შვე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ვი­ცო­დით, ამას რა მოჰ­ყვე­ბო­და, ამი­ტომ ვე­ცა­დეთ ჩუ­მად, მშვი­დად მოგ­ვეგ­ვა­რე­ბი­ნა ეს ყვე­ლა­ფე­რი.

მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე თვის წინ, რო­გორც მახ­სოვს, თე­ბერ­ვალ­ში, გავ­რცელ­და ჩემს შე­სა­ხებ ნი­უ­სი რა­ღაც უწყი­ნარ ფო­ტოს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც მე­გობ­რის წრე­ში იყო გა­და­ღე­ბუ­ლი და შემ­დგომ ერთ-ერთი ჩემი მე­გობ­რის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ნი­უ­სის სა­თა­უ­რი ასე­თი იყო – „ამა და ამ ადა­მი­ა­ნის ცოლს ახა­ლი რჩე­უ­ლი ჰყავს“. ამას მოჰ­ყვა ძა­ლი­ან ბევ­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია. რა თქმა უნდა, ეს იყო ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია.

რო­დე­საც ასე­თი ცხო­ვე­ლი ინ­ტე­რე­სი გა­მო­ავ­ლი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ჩვე­ნი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, მე და ჩემ­მა ყო­ფილ­მა ქმარ­მა ამას მი­ვუ­ძღვე­ნით სა­ერ­თო პოს­ტი ფე­ის­ბუკ­ზე, სა­დაც ვთქვით მკა­ფი­ოდ, რომ ჩვე­ნი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი იყო შემ­დე­გი: წლებ­თან ერ­თად აღ­მოგ­ვაჩ­ნდა სხვა­დას­ხვა გეგ­მე­ბი მო­მა­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით და, შე­სა­ბა­მი­სად, გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ასე უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და.

ეს იყო მი­ზე­ზი, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც მოხ­და ისე, რომ თუკი ვინ­მეს რა­ი­მე ფან­ტა­ზია ჰქონ­და – ყვე­ლა­ნა­ი­რი ბრალ­დე­ბა მო­მე­წე­რა მე. აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­თი­თხნი­ლი და მოკ­ლე­ბუ­ლი რე­ა­ლურ სა­ფუძ­ველს. აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი არის ჩემი ბრა­ლი, რომ ჩემს შვი­ლებს მო­მა­ვა­ლი და­ვუნ­გრიე, რომ ყვე­ლა უბე­დუ­რია ჩემს გამო. მა­შინ, რო­დე­საც რე­ა­ლო­ბა სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­როა – ყვე­ლა ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია, ყვე­ლას გვაქვს ჩვე­ნი საქ­მე, რო­მელ­საც სიყ­ვა­რუ­ლით ვა­კე­თებთ. მეც ჩემი პრო­ფე­სია ძა­ლი­ან დიდ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ძა­ლას მა­ნი­ჭებს, მყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მე­გობ­რო წრე, რო­მელ­თა­ნაც თა­ვი­სუფ­ლად შე­მიძ­ლია კო­მუ­ნი­კა­ცია. ჩემი შვი­ლე­ბი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან, მათ შო­რის იმი­თაც, რომ დედა, რო­გორც იქნა – გახ­და მსა­ხი­ო­ბი და აის­რუ­ლა თა­ვი­სი ოც­ნე­ბა. მა­მას­თან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ და სა­ერ­თოდ არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა რე­ა­ლო­ბას ის ჯო­ჯო­ხე­თი, რო­მელ­საც ასა­ხა­ვენ.

თაკო ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ზე დიდი სა­ში­ნე­ლე­ბა ის იყო, რომ მის ყო­ფილ მე­უღ­ლეს (მუ­სი­კო­სი გია ბა­ღაშ­ვი­ლი) ხალ­ხი ძა­ლა­დო­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ კო­მენ­ტა­რებ­ში კი­თხვას უს­ვამ­დნენ, თუ რა­ტომ გა­უშ­ვა და არ მოკ­ლა ყო­ფი­ლი ცოლი...

თაკო:

- მახ­სოვს, თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და ქუ­ჩა­ში ფი­ზი­კუ­რად გა­მოს­ვლა. გან­ცდა მქონ­და, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და­დი­ან ჩემს გარ­შე­მო. ვი­ზუ­ა­ლუ­რად წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ის კო­მენ­ტა­რე­ბი, რა­საც მი­წერ­დნენ, ადა­მი­ა­ნებს თან დაჰ­ყვე­ბო­დათ ოთხკუ­თხე­დებ­ში ჩას­მუ­ლი ტექ­სტის სა­ხით.

მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს ხალ­ხი სა­ერ­თოდ არ მხვდე­ბო­და… არ ვიცი, თავს იკა­ვებ­დნენ თუ უბ­რა­ლოდ ჩემს ირ­გვლივ არ იყ­ვნენ.

მახ­სოვს, როცა მი­ჭირ­და თა­ვი­დან გა­რეთ გას­ვლა, მე­გო­ბა­რი ვნა­ხე და ჩა­მე­ხუ­ტა. მი­თხრა, შენ­თან ვარ­თო. მა­შინ ვიგ­რძე­ნი, რომ ჩემს წრე­ში უა­რე­სო­ბის­კენ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, პი­რი­ქით. მე­გობ­რე­ბი ძა­ლი­ან და­მეხ­მარ­ნენ.

ჩემს შემ­თხვე­ვა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მტკივ­ნე­უ­ლი იყო კო­მენ­ტა­რე­ბი, სა­დაც მი­წერ­დნენ, რომ თავს უნდა ვიკ­ლავ­დე, თავი უნდა და­ვიწ­ვა და სხვა. ასე­ვე, მო­უ­წო­დე­ბენ ჩემს ყო­ფილ მე­უღ­ლეს ძა­ლა­დო­ბის­კენ. წე­რენ – "რო­გორ არ მო­კა­ლი?!“ , "რო­გორ გა­უშ­ვი სა­ერ­თოდ ქუ­ჩა­ში?!" და ა.შ.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ქალს მყა­რი ფსი­ქი­კა აღ­მო­აჩ­და, ამ ყვე­ლა­ფერს გა­უძ­ლო და დღემ­დე უძ­ლებს, მაგ­რამ თა­კოს თქმით, ამან შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი სუ­ი­ცი­დამ­დეც კი მი­იყ­ვა­ნოს.

- ყვე­ლა ადა­მი­ანს ერ­თნა­ი­რი ფსი­ქი­კა არ აქვს. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში გა­მი­მარ­თლა და ამ ყვე­ლა­ფერს გა­ვუმკლავ­დი, მაგ­რამ ეს უარ­ყო­ფი­თი ემო­ცი­ე­ბი ყო­ველ­თვის ილე­ქე­ბა და სა­დღაც აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოვ­ლინ­დე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს უხა­სი­ა­თო­ბა თუ სხვა.

მაგ­რამ ეს არის სა­ში­ში ტენ­დენ­ცია, ესე­ნი არი­ან პო­ტენ­ცი­უ­რი ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბი, რად­გან ადა­მი­ა­ნებს უბიძ­გე­ბენ სუ­ი­ცი­დის­კენ. ერ­თგვა­რი „კაცთთაყ­ვა­ნის­მცემ­ლო­ბაც“ სუ­ფევს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ამ ნა­წილ­ში. იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ წყვი­ლი ცი­ვი­ლუ­რად და­შორ­და, ყვე­ლა­ფერს ქალს აბ­რა­ლე­ბენ, კაცს კი უწე­რენ, შენ უნდა მოკ­ლა, შენ უნდა ცემო ქალი.

ეს ბუ­ლინ­გი არ არის უბ­რა­ლოდ სი­ტყვე­ბი, სი­ტყვე­ბი ია­რა­ღია. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ზე ერ­თნა­ი­რად არ მოქ­მე­დებს ეს ყვე­ლა­ფე­რი. ვი­ღაც ადა­მი­ან­ზე შე­იძ­ლე­ბა დად­გეს ისე­თი შე­დე­გი…

იხი­ლეთ ასე­ვე:

თაკო ტა­ბა­ტა­ძე: 4 შვი­ლის დე­დის წარ­მა­ტე­ბუ­ლი კი­ნო­კა­რი­ე­რა, გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი მარ­ტო­ხე­ლა დედა და ირა­ნე­ლი ოფი­ცე­რი: "რო­ლებ­ზე ჩემი გო­გო­ნე­ბის გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბით და­მამ­ტკი­ცეს“

"ძა­ლი­ან ძნე­ლია ამა­ზე სა­უ­ბა­რი... ბო­დი­ში მინ­და მო­ვუ­ხა­დო მათ, რომ ამ­ხე­ლა სტრე­სის ქვეშ აღ­მოჩ­ნდნენ" - თაკო ტა­ბა­ტა­ძე გია ბა­ღაშ­ვილ­თან და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად სა­უბ­რობს

მკითხველის კომენტარები / 60 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიკა
4

❤️❣️🥰❤️❤️❤️❤️❤️❤️

აუ აუ
1

ნეტავი თქვენს თავს მიხედავდეთ.

მე გული დამწყდა ამ ოჯახის დანგრევის გამო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"განსაკუთრებით მტკივნეული იყო კომენტარები, სადაც ჩემს ყოფილ მეუღლეს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ" - თაკო ტაბატაძე ჰყვება, როგორ გახდა კიბერბულინგის მსხვერპლი

"განსაკუთრებით მტკივნეული იყო კომენტარები, სადაც ჩემს ყოფილ მეუღლეს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ" - თაკო ტაბატაძე ჰყვება, როგორ გახდა კიბერბულინგის მსხვერპლი

თითქმის ერთი წელია რაც მსახიობი თაკო ტაბატაძე ინტერნეტბულინგის მსხვერპლია. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხმამაღლა თქვა, რომ მეუღლეს დაშორდა. ამ დღის შემდეგ ოთხი შვილის დედის მიმართ მუქარის შემცველი კომენტარების ზღვა წამოვიდა. ქალს პოპულარულ ქმართან დაშორება არ აპატიეს.

"შენი სიკვდილის უფლება რომ მქონდეს, ბებიისტოლა ქალი ვარ და ალბათ, მოგკლავდი", „დროა ბაწარში უყრიდე თავს“ - ეს კომენტარები მსახიობისთვის ლამის ყოველდღიურობად იქცა. netgazet-თან საუბარში მსახიობი ამბობს, რომ მის ოჯახში ყველა ბედნიერია იმ ხალხის გარდა, რომლებიც დაშორების გამო აკრიტიკებენ.

თაკო ტაბატაძე:

- 3 წლის წინ განვქორწინდით მე და ჩემი ყოფილი მეუღლე. არ გვინდოდა ამ თემის გახმაურება ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე. ვიცოდით, ამას რა მოჰყვებოდა, ამიტომ ვეცადეთ ჩუმად, მშვიდად მოგვეგვარებინა ეს ყველაფერი.

მაგრამ რამდენიმე თვის წინ, როგორც მახსოვს, თებერვალში, გავრცელდა ჩემს შესახებ ნიუსი რაღაც უწყინარ ფოტოსთან დაკავშირებით, რომელიც მეგობრის წრეში იყო გადაღებული და შემდგომ ერთ-ერთი ჩემი მეგობრის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული. ნიუსის სათაური ასეთი იყო – „ამა და ამ ადამიანის ცოლს ახალი რჩეული ჰყავს“. ამას მოჰყვა ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია. რა თქმა უნდა, ეს იყო ყალბი ინფორმაცია.

როდესაც ასეთი ცხოველი ინტერესი გამოავლინა საზოგადოებამ ჩვენი პირადი ცხოვრების შესახებ, მე და ჩემმა ყოფილმა ქმარმა ამას მივუძღვენით საერთო პოსტი ფეისბუკზე, სადაც ვთქვით მკაფიოდ, რომ ჩვენი დაშორების მიზეზი იყო შემდეგი: წლებთან ერთად აღმოგვაჩნდა სხვადასხვა გეგმები მომავალთან დაკავშირებით და, შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ ასე უკეთესი იქნებოდა.

ეს იყო მიზეზი, მაგრამ რატომღაც მოხდა ისე, რომ თუკი ვინმეს რაიმე ფანტაზია ჰქონდა – ყველანაირი ბრალდება მომეწერა მე. აბსოლუტურად შეთითხნილი და მოკლებული რეალურ საფუძველს. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არის ჩემი ბრალი, რომ ჩემს შვილებს მომავალი დავუნგრიე, რომ ყველა უბედურია ჩემს გამო. მაშინ, როდესაც რეალობა სრულიად საპირისპიროა – ყველა ძალიან ბედნიერია, ყველას გვაქვს ჩვენი საქმე, რომელსაც სიყვარულით ვაკეთებთ. მეც ჩემი პროფესია ძალიან დიდ ცხოვრებისეულ ძალას მანიჭებს, მყავს არაჩვეულებრივი სამეგობრო წრე, რომელთანაც თავისუფლად შემიძლია კომუნიკაცია. ჩემი შვილები ძალიან ბედნიერები არიან, მათ შორის იმითაც, რომ დედა, როგორც იქნა – გახდა მსახიობი და აისრულა თავისი ოცნება. მამასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ და საერთოდ არ შეესაბამება რეალობას ის ჯოჯოხეთი, რომელსაც ასახავენ.

თაკო ამბობს, რომ ყველაზე დიდი საშინელება ის იყო, რომ მის ყოფილ მეუღლეს (მუსიკოსი გია ბაღაშვილი) ხალხი ძალადობისკენ მოუწოდებდა. სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებულ კომენტარებში კითხვას უსვამდნენ, თუ რატომ გაუშვა და არ მოკლა ყოფილი ცოლი...

თაკო:

- მახსოვს, თავიდან ძალიან გამიჭირდა ქუჩაში ფიზიკურად გამოსვლა. განცდა მქონდა, რომ ეს ადამიანები დადიან ჩემს გარშემო. ვიზუალურად წარმოვიდგენდი, რომ ის კომენტარები, რასაც მიწერდნენ, ადამიანებს თან დაჰყვებოდათ ოთხკუთხედებში ჩასმული ტექსტის სახით.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ხალხი საერთოდ არ მხვდებოდა… არ ვიცი, თავს იკავებდნენ თუ უბრალოდ ჩემს ირგვლივ არ იყვნენ.

მახსოვს, როცა მიჭირდა თავიდან გარეთ გასვლა, მეგობარი ვნახე და ჩამეხუტა. მითხრა, შენთან ვართო. მაშინ ვიგრძენი, რომ ჩემს წრეში უარესობისკენ არაფერი შეცვლილა, პირიქით. მეგობრები ძალიან დამეხმარნენ.

ჩემს შემთხვევაში, განსაკუთრებით მტკივნეული იყო კომენტარები, სადაც მიწერდნენ, რომ თავს უნდა ვიკლავდე, თავი უნდა დავიწვა და სხვა. ასევე, მოუწოდებენ ჩემს ყოფილ მეუღლეს ძალადობისკენ. წერენ – "როგორ არ მოკალი?!“ , "როგორ გაუშვი საერთოდ ქუჩაში?!" და ა.შ.

საბედნიეროდ, ქალს მყარი ფსიქიკა აღმოაჩდა, ამ ყველაფერს გაუძლო და დღემდე უძლებს, მაგრამ თაკოს თქმით, ამან შეიძლება ადამიანი სუიციდამდეც კი მიიყვანოს.

- ყველა ადამიანს ერთნაირი ფსიქიკა არ აქვს. ჩემს შემთხვევაში გამიმართლა და ამ ყველაფერს გავუმკლავდი, მაგრამ ეს უარყოფითი ემოციები ყოველთვის ილექება და სადღაც აუცილებლად გამოვლინდება. ეს შეიძლება იყოს უხასიათობა თუ სხვა.

მაგრამ ეს არის საშიში ტენდენცია, ესენი არიან პოტენციური ბოროტმოქმედები, რადგან ადამიანებს უბიძგებენ სუიციდისკენ. ერთგვარი „კაცთთაყვანისმცემლობაც“ სუფევს საზოგადოების ამ ნაწილში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ წყვილი ცივილურად დაშორდა, ყველაფერს ქალს აბრალებენ, კაცს კი უწერენ, შენ უნდა მოკლა, შენ უნდა ცემო ქალი.

ეს ბულინგი არ არის უბრალოდ სიტყვები, სიტყვები იარაღია. შესაბამისად, ყველაზე ერთნაირად არ მოქმედებს ეს ყველაფერი. ვიღაც ადამიანზე შეიძლება დადგეს ისეთი შედეგი…

იხილეთ ასევე:

თაკო ტაბატაძე: 4 შვილის დედის წარმატებული კინოკარიერა, განსახიერებული მარტოხელა დედა და ირანელი ოფიცერი: "როლებზე ჩემი გოგონების გადაღებული ვიდეოებით დამამტკიცეს“

"ძალიან ძნელია ამაზე საუბარი... ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, რომ ამხელა სტრესის ქვეშ აღმოჩნდნენ" - თაკო ტაბატაძე გია ბაღაშვილთან დაშორების შესახებ პირველად საუბრობს