პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯო ბაიდენის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლა აბსოლუტურად უხამსად მიმაჩნია" - ზახაროვა
"ჯო ბაიდენის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლა აბსოლუტურად უხამსად მიმაჩნია" - ზახაროვა

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კე­რი, მა­რია ზა­ხა­რო­ვა აცხა­დებს, რომ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე გა­მოს­ვლა „უხამ­სი“ იყო, რად­გან მან პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის სი­ტყვე­ბის არას­წო­რი ცი­ტი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა.

"რაც შე­ე­ხე­ბა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლას, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უხამ­სად მი­მაჩ­ნია, რი­თაც ის და­ი­წყო. საქ­მე იმა­შია, რომ მან და­ი­წყო ვი­თომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ცი­ტი­რე­ბით და რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს მი­ა­წე­რა სი­ტყვე­ბი, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ოს ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღით ემუქ­რე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ზა­ხა­რო­ვამ.

მისი თქმით, ბა­ი­დე­ნი­სა და და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის პრო­პა­გან­და "ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა იმას, რაც რე­ა­ლუ­რად ით­ქვა".

  • შე­გახ­სე­ნებთ, აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის ომი არის უკ­რა­ი­ნის, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო­სა და რო­გორც ხალ­ხის უფ­ლე­ბის არ­სე­ბო­ბის მოს­პო­ბა.

ბა­ი­დენ­მა პუ­ტი­ნის ცი­ტა­ტა გა­იხ­სე­ნა, სა­დაც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ამ­ბობს, რომ უკ­რა­ი­ნა რუ­სეთ­მა შექ­მნა და მას ნამ­დვი­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა არას­დროს ჰქო­ნია.

"ახლა ჩვენ ვხე­დავთ თავ­დას­ხმებს სკო­ლებ­ზე, რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რებ­ზე, სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ზე... კი­დევ უფრო შემ­ზა­რავ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას რუ­სე­თის ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ", - დას­ძი­ნა ბა­ი­დენ­მა.

მან­ვე ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა იზი­უმ­ში რამ­დე­ნი­მე დღუს წინ აღ­მო­ჩე­ნილ მა­სობ­რივ საფ­ლა­ვებ­ზე.

"ვინც არ უნდა იყოთ, სა­დაც არ უნდა ცხოვ­რობ­დეთ, რი­სიც არ უნდა გჯე­რო­დეთ - ამან უნდა გა­გი­ყი­ნოთ სიხ­ლი ძარ­ღვებ­ში. ამი­ტომ გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ში 141 ქვე­ყა­ნა შე­იკ­რი­ბა, რათა ერ­თხმად დავ­გმოთ რუ­სე­თის ომი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ“ , - დას­ძი­ნა მან.

პრე­ზი­დე­ენ­ტის თქმით, აშშ მუ­შა­ობს მსოფ­ლი­ოს სხვა ქვეყ­ნებ­თან, რათა და­იც­ვას ერე­ბი „იძუ­ლე­ბის ან ბა­ტო­ნო­ბის­გან და უზ­რუნ­ველ­ყოს, რომ არ­ცერთ ქვე­ყა­ნას არ შე­უძ­ლია გა­მო­ი­ყე­ნოს ენერ­გია ია­რა­ღად“.

პრე­ზი­დენ­ტი ბა­ი­დე­ნი მო­უ­წო­დებს ყვე­ლა ქვე­ყა­ნას, ხე­ლახ­ლა გა­მო­ხა­ტონ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გზით გა­აძ­ლი­ე­რონ ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­უვრცე­ლებ­ლო­ბის რე­ჟი­მი.

"ბირ­თვუ­ლი ომი არ შე­იძ­ლე­ბა მო­ი­გონ და ბირ­თვუ­ლი ომი არ უნდა მოხ­დეს“, - დას­ძი­ნა მან.

მისი თქმით, რუ­სე­თი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო მუ­ქა­რას ახორ­ცი­ე­ლებს ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით.

ჯო ბა­ი­დენ­მა გა­მოს­ვლა მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის მიერ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რით და­ას­რუ­ლა.

"მო­მა­ვალს მო­ი­გე­ბენ ის ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­სახ­ლე­ო­ბის სრულ პო­ტენ­ცი­ალს გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რომ­ლებ­საც დღეს ვა­წყდე­ბით, მარ­თლაც დი­დია. ჩვენ არ ვართ ის­ტო­რი­ის პა­სი­უ­რი მოწ­მე­ე­ბი, ჩვენ ვართ ის­ტო­რი­ის ავ­ტო­რე­ბი. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ამის გა­კე­თე­ბა, ჩვენ ეს უნდა გა­ვა­კე­თოთ, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის და მო­მავ­ლის­თვის, კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის “, - გა­ნა­ცხა­და ბა­ი­დენ­მა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
2

ეს კიდე ვინმეზე რომ იტყვის უხამსიო.

სოსო
2

ყველა ძლიერი სახელმწიფო არის დიქტატორი,ასე იყო წარსულში და იქნება მომავალში.

ავტორი:

"ჯო ბაიდენის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლა აბსოლუტურად უხამსად მიმაჩნია" - ზახაროვა

"ჯო ბაიდენის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლა აბსოლუტურად უხამსად მიმაჩნია" - ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლა „უხამსი“ იყო, რადგან მან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სიტყვების არასწორი ციტირება მოახდინა.

"რაც შეეხება შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლას, აბსოლუტურად უხამსად მიმაჩნია, რითაც ის დაიწყო. საქმე იმაშია, რომ მან დაიწყო ვითომ რუსეთის პრეზიდენტის ციტირებით და რუსეთის პრეზიდენტს მიაწერა სიტყვები, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს ბირთვული იარაღით ემუქრება“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, ბაიდენისა და დასავლური მედიის პროპაგანდა "ეწინააღმდეგება იმას, რაც რეალურად ითქვა".

  • შეგახსენებთ, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის ომი არის უკრაინის, როგორც სახელმწიფოსა და როგორც ხალხის უფლების არსებობის მოსპობა.

ბაიდენმა პუტინის ციტატა გაიხსენა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინა რუსეთმა შექმნა და მას ნამდვილი სახელმწიფოებრიობა არასდროს ჰქონია.

"ახლა ჩვენ ვხედავთ თავდასხმებს სკოლებზე, რკინიგზის სადგურებზე, საავადმყოფოებზე... კიდევ უფრო შემზარავ მტკიცებულებას რუსეთის ომის დანაშაულების შესახებ", - დასძინა ბაიდენმა.

მანვე ყურადღება გაამახვილა იზიუმში რამდენიმე დღუს წინ აღმოჩენილ მასობრივ საფლავებზე.

"ვინც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, რისიც არ უნდა გჯეროდეთ - ამან უნდა გაგიყინოთ სიხლი ძარღვებში. ამიტომ გენერალურ ასამბლეაში 141 ქვეყანა შეიკრიბა, რათა ერთხმად დავგმოთ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ“ , - დასძინა მან.

პრეზიდეენტის თქმით, აშშ მუშაობს მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან, რათა დაიცვას ერები „იძულების ან ბატონობისგან და უზრუნველყოს, რომ არცერთ ქვეყანას არ შეუძლია გამოიყენოს ენერგია იარაღად“.

პრეზიდენტი ბაიდენი მოუწოდებს ყველა ქვეყანას, ხელახლა გამოხატონ ვალდებულება დიპლომატიური გზით გააძლიერონ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმი.

"ბირთვული ომი არ შეიძლება მოიგონ და ბირთვული ომი არ უნდა მოხდეს“, - დასძინა მან.

მისი თქმით, რუსეთი უპასუხისმგებლო მუქარას ახორციელებს ბირთვული იარაღის გამოყენებით.

ჯო ბაიდენმა გამოსვლა მსოფლიოს ქვეყნების მიერ ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე საუბრით დაასრულა.

"მომავალს მოიგებენ ის ქვეყნები, რომლებიც მოსახლეობის სრულ პოტენციალს გამოიყენებენ. გამოწვევები, რომლებსაც დღეს ვაწყდებით, მართლაც დიდია. ჩვენ არ ვართ ისტორიის პასიური მოწმეები, ჩვენ ვართ ისტორიის ავტორები. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, საკუთარი თავისთვის და მომავლისთვის, კაცობრიობისთვის “, - განაცხადა ბაიდენმა.