სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროპული ქვეყნების ლიდერები უკვე ხუმრობენ, რომ  საქართველომ რუსეთთან 30-წლიანი ომის შემდეგ აღმოაჩინა მთავარი მტერი, აშშ და გამალებით ებრძვის" - ხიდაშელი
"ევროპული ქვეყნების ლიდერები უკვე ხუმრობენ, რომ  საქართველომ რუსეთთან 30-წლიანი ომის შემდეგ აღმოაჩინა მთავარი მტერი, აშშ და გამალებით ებრძვის" - ხიდაშელი

სხვა­დას­ხვა ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის ლი­დე­რე­ბი ხუმ­რო­ბენ უკვე იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლომ რუ­სეთ­თან 30-წლი­ა­ნი ომის შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩი­ნა და იპო­ვა მთა­ვა­რი მტე­რი, აშშ და გა­მა­ლე­ბით ებ­რძვის მას , - ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, თინა ხი­და­შელ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

თინა ხი­და­შე­ლის გან­ცხა­დე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბე­ბის „რა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია შე­უძ­ლე­ბე­ლია“.

"სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­ა­ხერ­ხა, რომ 6 თვეა სა­ხელ­მწი­ფო, რო­მელ­საც მისი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და­პყრო­ბი­ლი აქვს, ომს აწარ­მო­ებს და ერთი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა არ ჩა­უ­ტა­რე­ბია. გრძელ­ვა­დი­ან გეგ­მებ­ზე და დიდ სტრა­ტე­გი­ულ ჩა­ნა­ფიქ­რებ­ზე კი არ ვლა­პა­რა­კობ. უკვე ისეთ რა­ღა­ცებს აკე­თებს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ ამის რა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია და გა­და­თარ­გმნა, რა­ტომ, უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლია. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყო­ველ­დღე მი­ნი­მუმ იმა­ზე უნდა ფიქ­რობ­დეს, რომ მისი მო­სახ­ლე­ო­ბა ყო­ველ დი­ლას რომ ში­შით იღ­ვი­ძებს და პა­ნი­კით კი არ იღ­ვი­ძებ­დეს, რომ რა­ღა­ცა სას­წა­უ­ლი მოხ­დე­ბა, არა­მედ იმი­სი გან­ცდა ჰქონ­დეს, რომ სა­ხელ­მწი­ფო­ში ცხოვ­რობს.

უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი ჩვენ­ნა­ირ ქვე­ყა­ნას შე­იძ­ლე­ბა შე­ექ­მნას მხო­ლოდ და მხო­ლოდ მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბით პარტნი­ო­რებ­თან, რომ­ლე­ბიც დღეს უკ­რა­ი­ნის გვერ­დში გა­მა­ლე­ბით იბ­რძვი­ან ამ თა­ნა­მედ­რო­ვე ფა­შიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ. ჩვენ რას ვა­კე­თებთ? მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რი დღეს თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ადას­ტუ­რებს ყვე­ლა იმ მა­რაზმს, რაც გვეს­მის ამ ე.წ. გამ­დგა­რი ოთხე­უ­ლის­გან სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში.

ამ ბოლო პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან ბევრ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რან­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­მი­წია მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა და სხვა­დას­ხვა ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის ლი­დე­რე­ბი ხუმ­რო­ბენ უკვე იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლომ რუ­სეთ­თან ოც­და­ა­თწ­ლი­ა­ნი ომის შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩი­ნა და იპო­ვა მთა­ვა­რი მტე­რი, აშშ და გა­მა­ლე­ბით ებ­რძვის მას. ამი­თაა დღეს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლი, არა­და ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნის გა­სა­ღე­ბი ვა­შინგტონ­ში დევს. ჩვენ ამე­რი­კე­ლებ­ზე უფრო ერ­თგუ­ლი პარტნი­ო­რი არა გვყავს", - გა­ნა­ცხა­და თინა ხი­და­შელ­მა.

ნა­ხეთ ვი­დეო:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანი
0

12-ში, ამერიკის დაფრთიანებული სოროსელებით რომ იყო ოცნების სია გადაჭედილი, მაგიტომაც აღიარეს შედეგები და წინა პლანზეც ხიდაშელ, ალასანია, უსუფაშვილები წამოსწიეს. ამჯერად იწმინდება და ეროვნულ ინტერესებზე მომართული ხელისუფალი ერთნაირად აღიზიანებთ შინაურ და გარეშე ძალებსაც, ვისთვისაც საქართველო მხოლოდ გამოსაყენებელი ობიექტია. ხშირად იმეორებდა ივანიშვილი, ხალხი ბრძენია. ასეა ეს, ჩვენ გავიმარჯვებთ.

სილიბისტრო
0

ჩვენი "ამირსპასალარი" რა უბადრუკი გახდა.

ავტორი:

"ევროპული ქვეყნების ლიდერები უკვე ხუმრობენ, რომ  საქართველომ რუსეთთან 30-წლიანი ომის შემდეგ აღმოაჩინა მთავარი მტერი, აშშ და გამალებით ებრძვის" - ხიდაშელი

"ევროპული ქვეყნების ლიდერები უკვე ხუმრობენ, რომ  საქართველომ რუსეთთან 30-წლიანი ომის შემდეგ აღმოაჩინა მთავარი მტერი, აშშ და გამალებით ებრძვის" - ხიდაშელი

სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ლიდერები ხუმრობენ უკვე იმაზე, რომ საქართველომ რუსეთთან 30-წლიანი ომის შემდეგ აღმოაჩინა და იპოვა მთავარი მტერი, აშშ და გამალებით ებრძვის მას , - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

თინა ხიდაშელის განცხადებით, ხელისუფლების ქმედებების „რაციონალიზაცია შეუძლებელია“.

"საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა, რომ 6 თვეა სახელმწიფო, რომელსაც მისი ტერიტორიები დაპყრობილი აქვს, ომს აწარმოებს და ერთი უსაფრთხოების საბჭოს სხდომა არ ჩაუტარებია. გრძელვადიან გეგმებზე და დიდ სტრატეგიულ ჩანაფიქრებზე კი არ ვლაპარაკობ. უკვე ისეთ რაღაცებს აკეთებს ჩვენი ხელისუფლება, რომ ამის რაციონალიზაცია და გადათარგმნა, რატომ, უკვე შეუძლებელია. საქართველოს ხელისუფლება ყოველდღე მინიმუმ იმაზე უნდა ფიქრობდეს, რომ მისი მოსახლეობა ყოველ დილას რომ შიშით იღვიძებს და პანიკით კი არ იღვიძებდეს, რომ რაღაცა სასწაული მოხდება, არამედ იმისი განცდა ჰქონდეს, რომ სახელმწიფოში ცხოვრობს.

უსაფრთხოების გარანტიები ჩვენნაირ ქვეყანას შეიძლება შეექმნას მხოლოდ და მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობით პარტნიორებთან, რომლებიც დღეს უკრაინის გვერდში გამალებით იბრძვიან ამ თანამედროვე ფაშიზმის წინააღმდეგ. ჩვენ რას ვაკეთებთ? მმართველი პარტიის ლიდერი დღეს თავიდან ბოლომდე ადასტურებს ყველა იმ მარაზმს, რაც გვესმის ამ ე.წ. გამდგარი ოთხეულისგან საქართველოს პარლამენტში.

ამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრ ძალიან მაღალი რანგის საერთაშორისო კონფერენციაში მომიწია მონაწილეობის მიღება და სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ლიდერები ხუმრობენ უკვე იმაზე, რომ საქართველომ რუსეთთან ოცდაათწლიანი ომის შემდეგ აღმოაჩინა და იპოვა მთავარი მტერი, აშშ და გამალებით ებრძვის მას. ამითაა დღეს ჩვენი ხელისუფლება დაკავებული, არადა ჩვენი თავისუფლების გადარჩენის გასაღები ვაშინგტონში დევს. ჩვენ ამერიკელებზე უფრო ერთგული პარტნიორი არა გვყავს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ნახეთ ვიდეო: