მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დასტრესილი 2 წელი მქონდა და დასვენება გადავწყვიტე... ზღვაზე მომხდარი ინციდენტის მერე ტალღების პანიკურად მეშინია" - როგორ გადაურჩა ზღვაზე დახრჩობას ნინო მუმლაძე?
"დასტრესილი 2 წელი მქონდა და დასვენება გადავწყვიტე... ზღვაზე მომხდარი ინციდენტის მერე ტალღების პანიკურად მეშინია" - როგორ გადაურჩა ზღვაზე დახრჩობას ნინო მუმლაძე?

2-წლი­ა­ნი სტრე­სუ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გე­ბი ნინო მუმ­ლა­ძემ მის­თვის უჩ­ვე­უ­ლო გა­რე­მო­ში გა­ა­ტა­რა... რა მი­აჩ­ნია უსა­მარ­თლო­ბად მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში და რას ფიქ­რობს ქვე­ყა­ნა­ში რუ­სე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თა­ვად ნი­ნოს­გან შე­ი­ტყობთ...

- წინა 2 ზა­ფხუ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, როცა ქა­ლა­ქი­დან ვერ გავ­დი­ო­დი, რო­გორც იქნა, წელს ზღვა­ზე წას­ვლა მო­ვა­ხერ­ხე და ძა­ლი­ან მშვიდ, წყნარ გა­რე­მო­ში, ოჯახ­თან ერ­თად და­ვის­ვე­ნე. და­ბა­დე­ბის დღე­საც იქ შევ­ხვდი. დიდი წვე­უ­ლე­ბა არ გა­მი­მარ­თავს, უბ­რა­ლოდ, ოჯა­ხი­სა და მე­გობ­რე­ბის წრე­ში აღ­ვნიშ­ნე... ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბამ­დე, სო­ხუ­მის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რი­დან სვა­ნეთ­ში, მეს­ტი­ა­ში გას­ტრო­ლი გვქონ­და. რო­გორც ყო­ველ­თვის, მა­ყუ­რებ­ლე­ბი ძა­ლი­ან გულ­თბი­ლად შეგ­ვხვდნენ. არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ გა­რე­მო­ში შე­სა­ნიშ­ნა­ვად გვი­მას­პინ­ძლეს, იქი­დან კმა­ყო­ფი­ლე­ბი და ბედ­ნი­ე­რე­ბი წა­მო­ვე­დით.

- წლე­ვან­დე­ლი არ­და­დე­გე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რით იყო?

- რო­გორც წესი, როცა ზღვის­პი­რეთ­ში ჩავ­დი­ვარ, ძი­რი­თა­დად, მე­გობ­რე­ბის წრე­ში მი­წევს ყოფ­ნა: აქ­ტი­უ­რად, ხმა­უ­რი­ა­ნად ვერ­თო­ბი. სი­მარ­თლე გი­თხრა, ისე­თი დას­ტრე­სი­ლი 2 წელი მქონ­და, რომ ნამ­დვი­ლად მშვი­დი დას­ვე­ნე­ბა მჭირ­დე­ბო­და. ოჯახ­თან ერ­თად, წყნარ გა­რე­მო­ში დას­ვე­ნე­ბა მე­სი­ა­მოვ­ნა. კარ­გად გა­მო­ვი­ძი­ნე, რე­ჟიმ­ში ჩავ­დე­ქი, მშვი­დად და­ვის­ვე­ნე. თან, კარ­გი ამინ­დი, წყნა­რი ზღვა და­ემ­თხვა... მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რი იყო.

- დას­ტრე­სი­ლი რა­ტომ იყა­ვი?

- ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და, ოჯახ­მა რამ­დენ­ჯერ­მე "კო­ვი­დი" გა­და­ვი­ტა­ნეთ, ბე­ბია გარ­და­მეც­ვა­ლა... არც ისე კარ­გი ამ­ბე­ბი ერ­თმა­ნეთს მიჰ­ყვა. სულ რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბის გამო, 2 ზა­ფხუ­ლი თბი­ლის­ში დარ­ჩე­ნა მი­წევ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან და­ვის­ტრე­სე. ამ რე­ა­ლო­ბის­გან მო­წყვე­ტა და მშვი­დად დას­ვე­ნე­ბა მჭირ­დე­ბო­და. მად­ლო­ბა ღმერ­თს, მო­ვა­ხერ­ხე. იმე­დია, შეგ­ვერ­გე­ბა და ცუდი არა­ფე­რი მოხ­დე­ბა.

- 2-წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გებს რო­გო­რი "გემო" ჰქონ­და?

- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, მო­ნატ­რე­ბუ­ლი... მთაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ ჩემ­თვის ზღვა სხვა­ნა­ი­რი გან­ტვირ­თვაა - ყვე­ლა­ნა­ირ სტრესს მიხ­სნის.

- ალ­ბათ, უც­ნო­ბე­ბის ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევ. დას­ვე­ნე­ბას რო­გორ ახერ­ხებ?

- ეს უკვე ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია, დის­კომ­ფორ­ტს აღარ მიქ­მნის, რა თქმა უნდა, პი­რი­ქით - დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ: ის სიყ­ვა­რუ­ლი ყო­ველ­თვის მაძ­ლი­ე­რებს, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩემ მი­მართ გა­მო­ხა­ტავს. თბი­ლის­ში ვიქ­ნე­ბი თუ ზღვა­ზე, მნიშ­ვნე­ლო­ბა აღარ აქვს - ყო­ველ­თვის ასეა... ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნი­დან პირ­ვე­ლი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მარ­თლა არ ვი­ცო­დი, რო­გორ მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი, რო­გო­რი რე­აქ­ცია მქო­ნო­და და პო­პუ­ლა­რო­ბა გარ­კვე­ულ დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნი­და, მაგ­რამ ახლა, წლე­ბის მერე, ეს ჩვე­უ­ლებ­რივ ამ­ბად იქცა. სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა ჩემ მი­მართ ყუ­რა­დღე­ბის გა­მო­ხატ­ვას ცდი­ლო­ბენ...

- კარ­გად ცუ­რავ?

- ნორ­მა­ლუ­რად. ერთხელ ისე მოხ­და, რომ მე, ანა სა­ნა­ია, თაკო აბა­ში­ძე და კი­დევ რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი ზღვა­ზე ერ­თად ვის­ვე­ნებ­დით. დიდი ტალ­ღე­ბი იყო. ისე­თი მო­ცუ­რა­ვე არ ვარ, რომ დიდ ტალ­ღებს გა­ვუმკლავ­დე, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც, ზღვა­ში შეს­ვლა მა­ინც გავ­რის­კე. ტალ­ღებ­მა ჩა­მით­რია. ვერ ამოვ­დი­ო­დი. უკვე ყვე­ლა ნა­პირ­ზე იყო გა­სუ­ლი, მე კი ტალ­ღებს ვებ­რძო­დი და მივ­ხვდი, ვიხ­რჩო­ბო­დი, ვე­ღარ ვსუნ­თქავ­დი. ტალ­ღებ­მა იმ­დე­ნი მატ­რი­ა­ლა, რომ ბო­ლოს, გო­ნე­ბა დავ­კარ­გე... ბუ­ნებ­რი­ვია, ჩემს და­სახ­მა­რებ­ლად მაშ­ვე­ლე­ბი გა­მო­იქ­ცნენ. "გა­ყო­ფი­ლი" სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მი (ბი­კი­ნი) მეც­ვა. თავ­და­პირ­ვე­ლად, წყლი­დან ამო­სათ­რე­ვად, მაშ­ველ­მა ხელი რომ მომ­კი­და, ჩემი ბი­კი­ნის ზედა ნა­წი­ლი შერ­ჩა ხელთ. მერე მო­ა­ხერ­ხა, თმა­ში ჩა­ევ­ლო ხელი და ასე ამო­მათ­რია... რო­გორც იქნა, ნა­პირ­ზე გონს მო­ვე­დი, თვა­ლი გა­ვა­ხი­ლე და მივ­ხვდი, რომ გა­დავ­რჩი, გარ­შე­მო მე­გობ­რე­ბი შე­მო­მეხ­ვივ­ნენ... გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­და და უცებ ვი­ფიქ­რე, - სად არის ჩემი "ლიფი"-მეთ­ქი? ამის გამო, რა თქმა უნდა, შევ­წუხ­დი და თავი ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლად ვიგ­რძე­ნი: ვა­ი­მე, თუ ასე ვი­ყა­ვი, ვერ მი­თხა­რით-მეთ­ქი? ანა სა­ნა­ი­ამ ასე და­მამ­შვი­და: - ნუ ნერ­ვი­უ­ლობ: შო­რი­დან ყვე­ლას ეგო­ნა, რომ 2 ჩვი­ლი ბავ­შვი გე­ჭი­რა ხელ­ში და იმა­ზე ნერ­ვი­უ­ლობ­დნენ - ზღვა­ში ქალი ჩვი­ლე­ბით იხ­რჩო­ბაო... მას შემ­დეგ, ზოგი მე­გო­ბა­რი ჩემს მკერდს "ჩვი­ლებს" ეძა­ხის (იცი­ნის)...

ამ ინ­ცი­დენ­ტის მერე, ტალ­ღე­ბის პა­ნი­კუ­რად მე­ში­ნია, მაგ­რამ ასე­თი რამ მა­ინც შე­მემ­თხვა: 30 წლის ვხდე­ბო­დი. მე და ჩემ­მა დამ ევ­რო­პა­ში გამ­გზავ­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. თან გვინ­დო­და, ჩვე­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბა ჩემს და­ბა­დე­ბის დღეს დამ­თხვე­ო­და. ბარ­სე­ლო­ნა­ში გა­ვემ­გზავ­რეთ. იმის მო­ყო­ლას არ და­ვი­წყებ, ბარ­სე­ლო­ნა­ში დას­ვე­ნე­ბა რო­გო­რი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იყო. იქ იმ­დე­ნი და­სათ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი ად­გი­ლია, რომ ზღვა­ში შე­სას­ვლე­ლად დი­დად არ გვე­ცა­ლა. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, "ოქ­როს სა­ნა­პი­რო­ზე" ჩემი და­ბა­დე­ბის დღის ხათ­რით მა­ინც გავ­სუ­ლი­ყა­ვით და ზღვა­ში გაგ­ვე­ცუ­რა. მარ­თლაც, ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე, სა­ნა­პი­რო­ზე მი­ვე­დით. ზღვა­ზე დიდი ტალ­ღე­ბი იყო. ჩემ­მა დამ მი­თხრა, - იქ­ნებ, არ შეხ­ვი­დეო? - აქ მე­ო­რედ რო­დის ჩა­მო­ვალ? არ მინ­და, ეს შან­სი დავ­კარ­გო. ჩემი და­ბა­დე­ბის დღეა-მეთ­ქი! - ვუ­პა­სუ­ხე... მოკ­ლედ, ზღვის ტალ­ღებ­მა მა­ხო­ხი­ა­ლა, თავი მარ­ტყმე­ვი­ნა... სხე­უ­ლის ყვე­ლა ნას­ვრეტ­ში ყვი­თე­ლი ქვი­შა მქონ­და: ყურ­ში, ცხვირ­ში, პირ­ში (იცი­ნის)... მინ­დო­და, და­ბა­დე­ბის დღე­ზე სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის სი­ურპრი­ზი მო­მე­წყო, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი სას­ტუმ­რომ­დე, ნა­ხე­ვა­რი ქა­ლა­ქი ქვი­ში­ა­ნი თმით ვი­ა­რე...

- სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მებს რო­გორ არ­ჩევ?

- სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმ­საც და სა­ერ­თოდ, სა­მოს­საც იმის მი­ხედ­ვით ვარ­ჩევ, მიხ­დე­ბა თუ არა. მი­მაჩ­ნია, რომ მო­და­ში ყო­ველ­თვის ისაა, რა­შიც თავს კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ და გიხ­დე­ბა. ზოგ ქალს გარ­კვე­უ­ლი კომ­პლექ­სე­ბი მა­ინც გვაქვს: ბოლო დროს, რაც წო­ნა­ში მო­ვი­მა­ტე, მთლი­ან სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმს ვიც­ვამ. წი­ნათ ბი­კი­ნი­საც ვიც­ვამ­დი. გა­აჩ­ნია, რო­გო­რი ხა­სი­ა­თი და წონა მაქვს, რო­გორ ფორ­მა­ში ვარ.

- ოდეს­მე პლაჟ­ზე გას­ვლის კომ­პლექ­სი გქო­ნია?

- არა, ასე ძა­ლი­ან არა­სო­დეს დავ­კომ­პლექ­სე­ბულ­ვარ. უბ­რა­ლოდ, ალ­ბათ, რო­გორც ყვე­ლა ქალს, მეც სხე­უ­ლის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნა ნაკ­ლე­ბად ან მე­ტად მინ­და, რა­საც სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მე­ბის შერ­ჩე­ვი­სას ვით­ვა­ლის­წი­ნებ.

- გე­ცო­დი­ნე­ბა, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გო­გო­ნას ვი­დეო გავ­რცელ­და, რო­მელ­შიც ამ­ბობ­და, - პუტ­კუ­ნებ­მა ტო­პე­ბი არ ჩა­იც­ვა­თო...

- ქო­ნე­ბი "რი­ა­დე­ბად" გაქ­ვთო (იცი­ნის)? ამ გო­გო­ზე რა უნდა გი­თხრა? ვი­ღა­ცებ­მა კო­მენ­ტა­რე­ბი და­უ­წე­რეს, მე კი ასეთ რა­ღა­ცებ­ზე მე­ცი­ნე­ბა. მგო­ნია, ლექ­სი­კა­ში სი­ტყვა "რი­ადს" რომ იყე­ნებ, ბევ­რად უხერ­ხუ­ლია, ვიდ­რე სხე­ულ­ზე სად­მე რამე ნა­კე­ცი გი­ჩან­დეს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ოროლა
1

კარგი და პოზიტიური ადამიანი ჩანს, ყველაფერ კარგს ვუსურვებ. დიდ ტალღებში აღარ შეხვიდეთ ოღონდ, არ ღირს გარისკვად. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"დასტრესილი 2 წელი მქონდა და დასვენება გადავწყვიტე... ზღვაზე მომხდარი ინციდენტის მერე ტალღების პანიკურად მეშინია" - როგორ გადაურჩა ზღვაზე დახრჩობას ნინო მუმლაძე?

"დასტრესილი 2 წელი მქონდა და დასვენება გადავწყვიტე... ზღვაზე მომხდარი ინციდენტის მერე ტალღების პანიკურად მეშინია" - როგორ გადაურჩა ზღვაზე დახრჩობას ნინო მუმლაძე?

2-წლიანი სტრესული პერიოდის შემდეგ, ზაფხულის არდადეგები ნინო მუმლაძემ მისთვის უჩვეულო გარემოში გაატარა... რა მიაჩნია უსამართლობად მომსახურების სფეროში და რას ფიქრობს ქვეყანაში რუსების დიდი რაოდენობით შემოსვლასთან დაკავშირებით, თავად ნინოსგან შეიტყობთ...

- წინა 2 ზაფხულისგან განსხვავებით, როცა ქალაქიდან ვერ გავდიოდი, როგორც იქნა, წელს ზღვაზე წასვლა მოვახერხე და ძალიან მშვიდ, წყნარ გარემოში, ოჯახთან ერთად დავისვენე. დაბადების დღესაც იქ შევხვდი. დიდი წვეულება არ გამიმართავს, უბრალოდ, ოჯახისა და მეგობრების წრეში აღვნიშნე... ზღვაზე დასვენებამდე, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან სვანეთში, მესტიაში გასტროლი გვქონდა. როგორც ყოველთვის, მაყურებლები ძალიან გულთბილად შეგვხვდნენ. არაჩვეულებრივ გარემოში შესანიშნავად გვიმასპინძლეს, იქიდან კმაყოფილები და ბედნიერები წამოვედით.

- წლევანდელი არდადეგები განსხვავებული რით იყო?

- როგორც წესი, როცა ზღვისპირეთში ჩავდივარ, ძირითადად, მეგობრების წრეში მიწევს ყოფნა: აქტიურად, ხმაურიანად ვერთობი. სიმართლე გითხრა, ისეთი დასტრესილი 2 წელი მქონდა, რომ ნამდვილად მშვიდი დასვენება მჭირდებოდა. ოჯახთან ერთად, წყნარ გარემოში დასვენება მესიამოვნა. კარგად გამოვიძინე, რეჟიმში ჩავდექი, მშვიდად დავისვენე. თან, კარგი ამინდი, წყნარი ზღვა დაემთხვა... მოკლედ, ყველაფერი იდეალური იყო.

- დასტრესილი რატომ იყავი?

- ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა, ოჯახმა რამდენჯერმე "კოვიდი" გადავიტანეთ, ბებია გარდამეცვალა... არც ისე კარგი ამბები ერთმანეთს მიჰყვა. სულ რაღაც პრობლემების გამო, 2 ზაფხული თბილისში დარჩენა მიწევდა. შესაბამისად, ძალიან დავისტრესე. ამ რეალობისგან მოწყვეტა და მშვიდად დასვენება მჭირდებოდა. მადლობა ღმერთს, მოვახერხე. იმედია, შეგვერგება და ცუდი არაფერი მოხდება.

- 2-წლიანი პაუზის შემდეგ, ზაფხულის არდადეგებს როგორი "გემო" ჰქონდა?

- არაჩვეულებრივი, მონატრებული... მთაც ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემთვის ზღვა სხვანაირი განტვირთვაა - ყველანაირ სტრესს მიხსნის.

- ალბათ, უცნობების ყურადღებას იქცევ. დასვენებას როგორ ახერხებ?

- ეს უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილია, დისკომფორტს აღარ მიქმნის, რა თქმა უნდა, პირიქით - დიდ სიამოვნებას ვიღებ: ის სიყვარული ყოველთვის მაძლიერებს, რასაც საზოგადოება ჩემ მიმართ გამოხატავს. თბილისში ვიქნები თუ ზღვაზე, მნიშვნელობა აღარ აქვს - ყოველთვის ასეა... ეკრანზე გამოჩენიდან პირველი 2 წლის განმავლობაში, მართლა არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, როგორი რეაქცია მქონოდა და პოპულარობა გარკვეულ დისკომფორტს მიქმნიდა, მაგრამ ახლა, წლების მერე, ეს ჩვეულებრივ ამბად იქცა. სასიამოვნოა, როცა ჩემ მიმართ ყურადღების გამოხატვას ცდილობენ...

- კარგად ცურავ?

- ნორმალურად. ერთხელ ისე მოხდა, რომ მე, ანა სანაია, თაკო აბაშიძე და კიდევ რამდენიმე მეგობარი ზღვაზე ერთად ვისვენებდით. დიდი ტალღები იყო. ისეთი მოცურავე არ ვარ, რომ დიდ ტალღებს გავუმკლავდე, მაგრამ რატომღაც, ზღვაში შესვლა მაინც გავრისკე. ტალღებმა ჩამითრია. ვერ ამოვდიოდი. უკვე ყველა ნაპირზე იყო გასული, მე კი ტალღებს ვებრძოდი და მივხვდი, ვიხრჩობოდი, ვეღარ ვსუნთქავდი. ტალღებმა იმდენი მატრიალა, რომ ბოლოს, გონება დავკარგე... ბუნებრივია, ჩემს დასახმარებლად მაშველები გამოიქცნენ. "გაყოფილი" საცურაო კოსტიუმი (ბიკინი) მეცვა. თავდაპირველად, წყლიდან ამოსათრევად, მაშველმა ხელი რომ მომკიდა, ჩემი ბიკინის ზედა ნაწილი შერჩა ხელთ. მერე მოახერხა, თმაში ჩაევლო ხელი და ასე ამომათრია... როგორც იქნა, ნაპირზე გონს მოვედი, თვალი გავახილე და მივხვდი, რომ გადავრჩი, გარშემო მეგობრები შემომეხვივნენ... გავაცნობიერე, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა და უცებ ვიფიქრე, - სად არის ჩემი "ლიფი"-მეთქი? ამის გამო, რა თქმა უნდა, შევწუხდი და თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი: ვაიმე, თუ ასე ვიყავი, ვერ მითხარით-მეთქი? ანა სანაიამ ასე დამამშვიდა: - ნუ ნერვიულობ: შორიდან ყველას ეგონა, რომ 2 ჩვილი ბავშვი გეჭირა ხელში და იმაზე ნერვიულობდნენ - ზღვაში ქალი ჩვილებით იხრჩობაო... მას შემდეგ, ზოგი მეგობარი ჩემს მკერდს "ჩვილებს" ეძახის (იცინის)...

ამ ინციდენტის მერე, ტალღების პანიკურად მეშინია, მაგრამ ასეთი რამ მაინც შემემთხვა: 30 წლის ვხდებოდი. მე და ჩემმა დამ ევროპაში გამგზავრება გადავწყვიტეთ. თან გვინდოდა, ჩვენი მოგზაურობა ჩემს დაბადების დღეს დამთხვეოდა. ბარსელონაში გავემგზავრეთ. იმის მოყოლას არ დავიწყებ, ბარსელონაში დასვენება როგორი არაჩვეულებრივი იყო. იქ იმდენი დასათვალიერებელი ადგილია, რომ ზღვაში შესასვლელად დიდად არ გვეცალა. ამიტომ გადავწყვიტეთ, "ოქროს სანაპიროზე" ჩემი დაბადების დღის ხათრით მაინც გავსულიყავით და ზღვაში გაგვეცურა. მართლაც, ჩემს დაბადების დღეზე, სანაპიროზე მივედით. ზღვაზე დიდი ტალღები იყო. ჩემმა დამ მითხრა, - იქნებ, არ შეხვიდეო? - აქ მეორედ როდის ჩამოვალ? არ მინდა, ეს შანსი დავკარგო. ჩემი დაბადების დღეა-მეთქი! - ვუპასუხე... მოკლედ, ზღვის ტალღებმა მახოხიალა, თავი მარტყმევინა... სხეულის ყველა ნასვრეტში ყვითელი ქვიშა მქონდა: ყურში, ცხვირში, პირში (იცინის)... მინდოდა, დაბადების დღეზე საკუთარი თავისთვის სიურპრიზი მომეწყო, სინამდვილეში კი სასტუმრომდე, ნახევარი ქალაქი ქვიშიანი თმით ვიარე...

- საცურაო კოსტიუმებს როგორ არჩევ?

- საცურაო კოსტიუმსაც და საერთოდ, სამოსსაც იმის მიხედვით ვარჩევ, მიხდება თუ არა. მიმაჩნია, რომ მოდაში ყოველთვის ისაა, რაშიც თავს კომფორტულად გრძნობ და გიხდება. ზოგ ქალს გარკვეული კომპლექსები მაინც გვაქვს: ბოლო დროს, რაც წონაში მოვიმატე, მთლიან საცურაო კოსტიუმს ვიცვამ. წინათ ბიკინისაც ვიცვამდი. გააჩნია, როგორი ხასიათი და წონა მაქვს, როგორ ფორმაში ვარ.

- ოდესმე პლაჟზე გასვლის კომპლექსი გქონია?

- არა, ასე ძალიან არასოდეს დავკომპლექსებულვარ. უბრალოდ, ალბათ, როგორც ყველა ქალს, მეც სხეულის გარკვეული ნაწილების გამოჩენა ნაკლებად ან მეტად მინდა, რასაც საცურაო კოსტიუმების შერჩევისას ვითვალისწინებ.

- გეცოდინება, სოციალურ ქსელებში გოგონას ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ამბობდა, - პუტკუნებმა ტოპები არ ჩაიცვათო...

- ქონები "რიადებად" გაქვთო (იცინის)? ამ გოგოზე რა უნდა გითხრა? ვიღაცებმა კომენტარები დაუწერეს, მე კი ასეთ რაღაცებზე მეცინება. მგონია, ლექსიკაში სიტყვა "რიადს" რომ იყენებ, ბევრად უხერხულია, ვიდრე სხეულზე სადმე რამე ნაკეცი გიჩანდეს...წაიკითხეთ სრულად