საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ადგილებშია თბილისში ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებული - რას აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში
რა ადგილებშია თბილისში ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებული - რას აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში

თბი­ლის­ში ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რი ყვე­ლა­ზე მე­ტად რუს­თა­ვე­ლის, მე­ლი­ქიშ­ვი­ლის, წე­რეთ­ლის, ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის, და­დი­ა­ნის გამ­ზი­რებ­სა და მეტ­რო­სად­გურ "ის­ნის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა, ნოე მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, ბოლო 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცი­ე­ბი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ფიქ­სირ­დე­ბა, სა­დაც ის და­საშ­ვებ ნორ­მას მი­ნი­მუმ 2-ჯერ აჭარ­ბებს.

"აზო­ტის დი­ოქ­სი­დის წყა­რო ძი­რი­თა­დად არის ტრან­სპორ­ტი და რო­მელ ქუ­ჩებ­ზეც ყვე­ლა­ზე გა­დატ­ვირ­თუ­ლი და ინ­ტენ­სი­უ­რი მოძ­რა­ო­ბაა, აზო­ტის ჟან­გე­უ­ლე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცი­ე­ბი იქ ფიქ­სირ­დე­ბა. თუ ბოლო 3 წლის ტენ­დენ­ცი­ას, პრობ­ლე­მუ­რი აზო­ტის ჟან­გე­უ­ლის კონ­ცენ­ტრა­ცი­ებს და­ვაკ­ვირ­დე­ბით, ჩვენს ქუ­ჩებ­ზე ძა­ლი­ან მცი­რე, მაგ­რამ და­დე­ბი­თი ტენ­დენ­ცი­აა. მი­უ­ხე­და­ვად ავ­ტო­პარ­კის ზრდი­სა, და­დე­ბი­თი ტენ­დენ­ცია მა­ინც გვაქვს, თუმ­ცა არა ისე­თი, რო­მე­ლიც ახლო მო­მა­ვალ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­დეგს მო­ი­ტანს. ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის ქსე­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა გაგ­რძელ­დეს და ამას­თა­ნა­ვე, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­მო­ვი­ღოთ ავ­ტო­მო­ბი­ლის ემი­სი­ის სტან­დარ­ტი ანუ შევ­ზღუ­დოთ ძვე­ლი და ბინ­ძუ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის იმ­პორ­ტი ქვე­ყა­ნა­ში. ამის გა­რე­შე ამ პრო­ცე­სის დაჩ­ქა­რე­ბა გაძ­ნელ­დე­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა და­წყე­ბუ­ლია,“ - აღ­ნიშ­ნა ნოე მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ევ­რო­კავ­ში­რის ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, თბი­ლი­სის ჰა­ე­რის მარ­თვის 3-წლი­ა­ნი გეგ­მა მუ­შავ­დე­ბა, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, 2023 წლის შუა პე­რი­ოდ­ში დამ­ტკიც­დე­ბა.

ნოე მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლი­სის ჰა­ე­რის მარ­თვის გეგ­მა­ში აქ­ცენ­ტი ავ­ტოტ­რან­სპორტზე გა­კეთ­დე­ბა, რად­გან ის დე­და­ქა­ლა­ქის ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის უმ­თავ­რეს წყა­როს წარ­მო­ად­გენს.

"დე­და­ქა­ლა­ქის­თვის ჰა­ე­რის მარ­თვის გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­სა­ბა­მი­სი პირ­ვე­ლი სა­წყი­სი შეხ­ვედ­რა მო­ე­წყო. ახლა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მუ­შაო ჯგუ­ფი შე­იქ­მნე­ბა, სა­დაც, რა თქმა უნდა, ასე­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტიც იქ­ნე­ბა მოწ­ვე­უ­ლი და თბი­ლი­სის ჰა­ე­რის მარ­თვის ხა­რის­ხის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად კომ­პლექ­სუ­რი სამ­წლი­ა­ნი გეგ­მა გა­ი­წე­რე­ბა. ვნა­ხოთ, რა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი გა­მო­იკ­ვე­თე­ბა. რა თქმა უნდა, აქ­ცენ­ტი ავ­ტოტ­რან­სპორტზე გა­კეთ­დე­ბა, იმი­ტომ, რომ უმ­თავ­რე­სი და­ბინ­ძუ­რე­ბის წყა­რო არის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტი, თუმ­ცა სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რი მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის გავ­რცე­ლე­ბის კუ­თხით დიდ როლს თა­მა­შობს“, - აღ­ნიშ­ნა მან.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰაერდამცველებო,
0

მხოლოდ გამონაბოლქვია პრობლემა?!. მე დიღმის მასივში ვცხოვრობ და მანქანას რომ გავარეცხინებ და მერე ხუთიოდე წუთით რომ წამოწვიმს, ჩემი შავი მანქანა ისეთია, თითქოს გობით გადაუსხიათ ტალახიო!.. ესე იგი, რამხელა მტვერი და უბედურება ტრიალებს ჰაერში, რასაც ვერ ვხედავთ, ვერ ვგრძნობთ და ვსუნთქავთ!.. ამისი მთავარი მიზეზი არის მშენებლობის დაბალი კულტურა! ამერიკაში, სანამ მშენებლობას დაიწყებენ, ჯერ მოასფალტებულ გზას აკეთებენ ობიექტამდე!.. აქ კი დადიან ეს სატვირთოები ტალახში, გამოაქვთ იქიდან ეს ტალახი უზარმაზარი ბორბლებით, მოაფრქვევენ ქუჩებში ამ გორახებს, მერე სხვა მანქანები დააქუცმაცებენ, გასტყორცნიან ჰაერში, აიტაცებს ქარი და აიტანს ატმოსფეროში, მოაბნევს მთელ არემარეს და ვსუნთქავთ ამ საშინელებას, რასაც ვერ ვხედავთ, სანამ წვიმაში აზელილი არ დაესხმება მანქანას...აბა, რაც აუცილებელია, იმას კი არ გადმოვიღებთ დასავლეთისაგან!

jiha
0

პეკინზე პერმანენტული საცობია, ანუ ჰაერი სუფთაა?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

რა ადგილებშია თბილისში ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებული - რას აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში

რა ადგილებშია თბილისში ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებული - რას აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში

თბილისში ატმოსფერული ჰაერი ყველაზე მეტად რუსთაველის, მელიქიშვილის, წერეთლის, ქეთევან წამებულის, დადიანის გამზირებსა და მეტროსადგურ "ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზეა დაბინძურებული. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსმა, ნოე მეგრელიშვილმა განუცხადა.

როგორც მან განმარტა, ბოლო 3 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი კონცენტრაციები რუსთაველის გამზირზე ფიქსირდება, სადაც ის დასაშვებ ნორმას მინიმუმ 2-ჯერ აჭარბებს.

"აზოტის დიოქსიდის წყარო ძირითადად არის ტრანსპორტი და რომელ ქუჩებზეც ყველაზე გადატვირთული და ინტენსიური მოძრაობაა, აზოტის ჟანგეულების ყველაზე მაღალი კონცენტრაციები იქ ფიქსირდება. თუ ბოლო 3 წლის ტენდენციას, პრობლემური აზოტის ჟანგეულის კონცენტრაციებს დავაკვირდებით, ჩვენს ქუჩებზე ძალიან მცირე, მაგრამ დადებითი ტენდენციაა. მიუხედავად ავტოპარკის ზრდისა, დადებითი ტენდენცია მაინც გვაქვს, თუმცა არა ისეთი, რომელიც ახლო მომავალში მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის გაუმჯობესება გაგრძელდეს და ამასთანავე, აუცილებლად უნდა შემოვიღოთ ავტომობილის ემისიის სტანდარტი ანუ შევზღუდოთ ძველი და ბინძური ავტომობილების იმპორტი ქვეყანაში. ამის გარეშე ამ პროცესის დაჩქარება გაძნელდება. ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია,“ - აღნიშნა ნოე მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, თბილისის ჰაერის მართვის 3-წლიანი გეგმა მუშავდება, რომელიც სავარაუდოდ, 2023 წლის შუა პერიოდში დამტკიცდება.

ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, თბილისის ჰაერის მართვის გეგმაში აქცენტი ავტოტრანსპორტზე გაკეთდება, რადგან ის დედაქალაქის ჰაერის დაბინძურების უმთავრეს წყაროს წარმოადგენს.

"დედაქალაქისთვის ჰაერის მართვის გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით შესაბამისი პირველი საწყისი შეხვედრა მოეწყო. ახლა ამ მიმართულებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც, რა თქმა უნდა, ასევე მუნიციპალიტეტიც იქნება მოწვეული და თბილისის ჰაერის მართვის ხარისხის გასაუმჯობესებლად კომპლექსური სამწლიანი გეგმა გაიწერება. ვნახოთ, რა მიმართულებები გამოიკვეთება. რა თქმა უნდა, აქცენტი ავტოტრანსპორტზე გაკეთდება, იმიტომ, რომ უმთავრესი დაბინძურების წყარო არის ავტოტრანსპორტი, თუმცა სამშენებლო სექტორი მყარი ნაწილაკების გავრცელების კუთხით დიდ როლს თამაშობს“, - აღნიშნა მან.