პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისეთი დამემართა გამთენიისას, აშკარად წავიდა ჩემი დრო... მორჩა, გავდივარ პენსიაზე, სანამ ქართულ ოპოზიციას დავემსგავსე ვადამდელ არჩევნებს რომ ითხოვს" - რას წერს ოქრუაშვილი
"ისეთი დამემართა გამთენიისას, აშკარად წავიდა ჩემი დრო... მორჩა, გავდივარ პენსიაზე, სანამ ქართულ ოპოზიციას დავემსგავსე ვადამდელ არჩევნებს რომ ითხოვს" - რას წერს ოქრუაშვილი

ექსმი­ნის­ტრი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს პოსტს, რო­მელ­შიც თავს გა­დამ­ხდარ ის­ტო­რი­ას ჰყვე­ბა.

"მორ­ჩა, დამ­თავ­რდა, ვა­ნე­ბებ თავს ყვე­ლა­ფერს, ყვე­ლა­ნა­ირ აქ­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას და მივ­დი­ვარ პენ­სი­ა­ზე. ისე­თი და­მე­მარ­თა გამ­თე­ნი­ი­სას, აშ­კა­რად წა­ვი­და ჩემი დრო. დიდ მან­ძილ­ზე მან­ქა­ნით სი­ა­რულს უკვე ვე­ღარ ვე­გუ­ე­ბი, მაგ­რამ მოხ­და ისე, რომ გუ­შინ ათა­სი კი­ლო­მეტ­რი უნდა გა­მევ­ლო, თან მარ­ტოს, დამ­ლა­პა­რა­კე­ბე­ლი რომ არ გყავს. ღა­მის თორ­მე­ტი იქ­ნე­ბო­და 600 კმ. მქონ­და უკვე გავ­ლი­ლი და ისე და­ვი­ღა­ლე აღარც ყავა მშვე­ლო­და და აღარც პოს­ტე­ბის წერა დრო­დად­რო შეს­ვე­ნე­ბე­ბი­სას. რამ­დენ­ჯერ­მე ტრა­ი­ლე­რე­ბის სიგ­ნა­ლებ­მა რომ გა­მო­მა­ფხიზ­ლა, მივ­ხვდი, რომ უკვე ვე­ღარ ვმარ­თავ­დი მან­ქა­ნას, მაგ­რამ გა­ჩე­რე­ბა და და­ძი­ნე­ბა არ მინ­დო­და, რად­გან 11 სა­ათ­ზე შეხ­ვედ­რა მქონ­და და ერთი სული მქონ­და წი­ნას­წარ და­ჯავ­შნილ სას­ტურმ­როს ლო­გინ­ზე დავგდე­ბუ­ლი­ყა­ვი და 2-3 სა­ა­თი და­მეს­ვე­ნა შეხ­ვედ­რამ­დე. დი­ლის 5 სა­ათ­ზე რო­გორც იქნა სას­ტუმ­რომ­დე მი­ვაღ­წიე, მან­ქა­ნა ყვე­ლა­ზე დიდი ჯა­რი­მის გა­მო­სა­წერ ად­გილ­ზე გა­ვა­ჩე­რე, სას­ტუმ­რო­ში შევ­ლას­ლას­დი და ბოლო ენერ­გი­ის მოკ­რე­ბით ვუ­თხა­რი - დრო­ზე ნო­მე­რი მო­მე­ცით ცოტა დრო მაქვს მეთ­ქი. მი­ყუ­რა ად­მი­ნის­ტრა­ტორ­მა და ცივი წყა­ლი გა­და­მას­ხა, სას­ტუმ­რო სავ­სეა და თქვენ­ზე ჯავ­შა­ნი არა­აო. რას ამ­ბობ, აგერ კონ­ფირ­მა­ცია, თან მოგ­წე­რეთ რომ გვი­ან ჩა­მო­ვალ მეთ­ქი. ჩა­ხე­და ისევ კომ­პი­უ­ტერს, აჩხა­კუ­ნა კლა­ვი­ა­ტუ­რა და წყნა­რი სა­ხით მი­თხრა - 2 წლის შემ­დეგ გა­მო­ი­ა­რეთ, ჯავ­შა­ნი 2024 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გაქ­ვთო გა­კე­თე­ბუ­ლიო. სახ­ლში, ერ­თკვი­რი­ა­ნი ლო­თო­ბის თავ­ზე, შუ­ა­ღა­მი­სას რომ მიხ­ვალ, ჩე­მოდ­ნე­ბი გა­რეთ გა­მოდ­გმუ­ლი დაგ­ხვდე­ბა და მთვა­რის შუქ­ზე მო­წამ­ლუ­ლი თაგ­ვი­ვით და­ბო­რი­ა­ლებ და ფიქ­რობ რო­მე­ლი ძმა­კა­ცი შე­მი­კედ­ლებს და გა­მა­თე­ვი­ნებს ღა­მე­სო, ეგრე და­ვე­ხე­ტე­ბო­დი პა­რი­ზის ნაწ­ვი­მარ ქუ­ჩებ­ში ეული მიჯ­ნუ­რი­ვით, მაგ­რამ სულ გა­მო­ფხიზ­ლე­ბუ­ლი. მორ­ჩა, გავ­დი­ვარ პენ­სი­ა­ზე სა­ნამ ქარ­თულ ოპო­ზი­ცი­ას და­ვემ­სგავ­სე ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებს რომ ითხოვს 2024-ში." - წერს ოქ­რუ­აშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოლომონი
8

კარგი მსახიობი დადგებოდა ამ კაცისგან, სამწუხაროდ უარესი გზა აირჩია...

..
6

მე კი ვუსურვებ კარგად ყოფნას, სუ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ 4 ქართველი / შვილი/ შემატა საქართველოს, ისე რომ ვალი მოხდილი აქვს ერის გამრავლებაში.

ავტორი:

"ისეთი დამემართა გამთენიისას, აშკარად წავიდა ჩემი დრო... მორჩა, გავდივარ პენსიაზე, სანამ ქართულ ოპოზიციას დავემსგავსე ვადამდელ არჩევნებს რომ ითხოვს" - რას წერს ოქრუაშვილი

"ისეთი დამემართა გამთენიისას, აშკარად წავიდა ჩემი დრო... მორჩა, გავდივარ პენსიაზე, სანამ ქართულ ოპოზიციას დავემსგავსე ვადამდელ არჩევნებს რომ ითხოვს" - რას წერს ოქრუაშვილი

ექსმინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელშიც თავს გადამხდარ ისტორიას ჰყვება.

"მორჩა, დამთავრდა, ვანებებ თავს ყველაფერს, ყველანაირ აქტიურ საქმიანობას და მივდივარ პენსიაზე. ისეთი დამემართა გამთენიისას, აშკარად წავიდა ჩემი დრო. დიდ მანძილზე მანქანით სიარულს უკვე ვეღარ ვეგუები, მაგრამ მოხდა ისე, რომ გუშინ ათასი კილომეტრი უნდა გამევლო, თან მარტოს, დამლაპარაკებელი რომ არ გყავს. ღამის თორმეტი იქნებოდა 600 კმ. მქონდა უკვე გავლილი და ისე დავიღალე აღარც ყავა მშველოდა და აღარც პოსტების წერა დროდადრო შესვენებებისას. რამდენჯერმე ტრაილერების სიგნალებმა რომ გამომაფხიზლა, მივხვდი, რომ უკვე ვეღარ ვმართავდი მანქანას, მაგრამ გაჩერება და დაძინება არ მინდოდა, რადგან 11 საათზე შეხვედრა მქონდა და ერთი სული მქონდა წინასწარ დაჯავშნილ სასტურმროს ლოგინზე დავგდებულიყავი და 2-3 საათი დამესვენა შეხვედრამდე. დილის 5 საათზე როგორც იქნა სასტუმრომდე მივაღწიე, მანქანა ყველაზე დიდი ჯარიმის გამოსაწერ ადგილზე გავაჩერე, სასტუმროში შევლასლასდი და ბოლო ენერგიის მოკრებით ვუთხარი - დროზე ნომერი მომეცით ცოტა დრო მაქვს მეთქი. მიყურა ადმინისტრატორმა და ცივი წყალი გადამასხა, სასტუმრო სავსეა და თქვენზე ჯავშანი არააო. რას ამბობ, აგერ კონფირმაცია, თან მოგწერეთ რომ გვიან ჩამოვალ მეთქი. ჩახედა ისევ კომპიუტერს, აჩხაკუნა კლავიატურა და წყნარი სახით მითხრა - 2 წლის შემდეგ გამოიარეთ, ჯავშანი 2024 წლის სექტემბერში გაქვთო გაკეთებულიო. სახლში, ერთკვირიანი ლოთობის თავზე, შუაღამისას რომ მიხვალ, ჩემოდნები გარეთ გამოდგმული დაგხვდება და მთვარის შუქზე მოწამლული თაგვივით დაბორიალებ და ფიქრობ რომელი ძმაკაცი შემიკედლებს და გამათევინებს ღამესო, ეგრე დავეხეტებოდი პარიზის ნაწვიმარ ქუჩებში ეული მიჯნურივით, მაგრამ სულ გამოფხიზლებული. მორჩა, გავდივარ პენსიაზე სანამ ქართულ ოპოზიციას დავემსგავსე ვადამდელ არჩევნებს რომ ითხოვს 2024-ში." - წერს ოქრუაშვილი.