სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელისაბედ II - ქალი, რომელმაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახს "მისტიკის საბურველი" მოაშორა - მზრუნველი ბებია და დედოფალი, რომელმაც ხალხს სამეფო ოჯახისადმი პატივისცემა დაუბრუნა
ელისაბედ II - ქალი, რომელმაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახს "მისტიკის საბურველი" მოაშორა - მზრუნველი ბებია და დედოფალი, რომელმაც ხალხს სამეფო ოჯახისადმი პატივისცემა დაუბრუნა

დიდი ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფალ ელი­სა­ბედ მე­ო­რეს დღეს დაკ­რძა­ლა­ვენ. მო­ნარ­ქი 70 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ტახ­ტზე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დე­სი პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლობ­და. ის მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ქალი იყო ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ელი­სა­ბედ ალექ­სან­დრა მერი უინ­ძო­რი 1926 წლის 21 აპ­რილს და­ი­ბა­და. ის იყო იორ­კის ჰერ­ცო­გის, ჯორ­ჯის პირ­ვე­ლი შვი­ლი. ელი­სა­ბე­დის და, მარ­გა­რეტ რო­უ­ზი 1930 წელს და­ი­ბა­და. სახ­ლში იღებ­და გა­ნათ­ლე­ბას და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ოჯა­ხურ ატ­მოს­ფე­რო­ში იზ­რდე­ბო­და.

ელი­სა­ბედ­მა 6 წლის ასაკ­ში გა­მო­უ­ცხა­და ცხე­ნოს­ნო­ბის ინ­სტრუქ­ტორს, რომ აპი­რებ­და "გამ­ხდა­რი­ყო ქა­ლა­ქე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც უამ­რა­ვი ძაღ­ლი და ცხე­ნი ეყო­ლე­ბო­და".

ამ­ბო­ბენ, რომ ელი­სა­ბე­დი ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე ავ­ლენ­და გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბას. მან შე­ის­წავ­ლა სხვა­დას­ხვა ენე­ბი, კონ­სტი­ტუ­ცია და მისი ის­ტო­რია.

პრინ­ცე­სა ელი­სა­ბე­დი, მისი და და მშობ­ლე­ბი

  • ჯორჯ VI-ის გა­მე­ფე­ბა და ელი­სა­ბე­დის შეხ­ვედ­რა მო­მა­ვალ ქმარ­თან

1936 წელს ედუ­არდ VIII-მ მე­ფო­ბა­ზე უარი თქვა და გა­დად­გა. მის ნაც­ვლად, ელი­სა­ბე­დის მამა, იორ­კის ჰერ­ცო­გი ჯორჯ VI გახ­და ახა­ლი მეფე. 1939 წელს, 13 წლის პრინ­ცე­სა მე­ფე­სა და დე­დო­ფალს დარ­ტმუ­თის სა­მე­ფო სა­ზღვაო კო­ლე­ჯში ვი­ზი­ტი­სას თან ახ­ლდა. სწო­რედ იქ შეხ­ვდა სა­ბერ­ძნე­თის პრინ­ცი ფი­ლი­პი, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში ელი­სა­ბე­დის ქმა­რი გახ­და.

ელი­სა­ბე­დის და ფი­ლი­პის ქორ­წი­ლი

  • დაბ­რკო­ლე­ბე­ბი

ეს ელი­სა­ბე­დის და ფი­ლი­პის პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ამ დღეს პირ­ვე­ლად და­ინ­ტე­რეს­და პრინ­ცე­სა მი­სით. 1944 წლის­თვის, როცა ფი­ლი­პი ფლოტ­ზე სა­მე­ფო მო­ვა­ლე­ო­ბებს ას­რუ­ლებ­და, ელი­სა­ბე­დი 18 წლის იყო და აშ­კა­რად უკვე შე­ყა­რე­ბუ­ლი იყო მას­ზე. ფი­ლი­პის ფო­ტოს სუ­რათს ოთახ­ში ინა­ხავ­და. ამ პე­რი­ოდ­ში წყვი­ლი წე­რი­ლებ­საც სწერ­და ერ­თმა­ნეთს.

ელი­სა­ბე­დის სურ­ვილს, რომ პრინც ფი­ლიპ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყო, ბევ­რი წი­ნა­ღო­ბა შეხ­ვდა.

მე­ფეს არ სურ­და სა­ნუკ­ვა­რი ქა­ლიშ­ვი­ლის "და­კარ­გვა", ფი­ლი­პი კი თა­ვი­სი უცხო წარ­მო­შო­ბის გამო მი­უ­ღე­ბე­ლი სა­სი­ძო იყო. მი­უ­ხე­და­ვად წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი­სა, წყვი­ლის სურ­ვილ­მა გა­ი­მარ­ჯვა და ისი­ნი 1947 წლის 20 ნო­ემ­ბერს ვეს­ტმი­ნის­ტე­რის სა­ა­ბა­ტო­ში და­ქორ­წინ­დნენ. ამის შემ­დეგ, ფი­ლიპ­მა ედინ­ბურ­გის ჰერ­ცო­გის ტი­ტუ­ლი მი­ი­ღო. მათი პირ­ვე­ლი შვი­ლი, ჩარლ­ზი, 1948 წელს და­ი­ბა­და, მას მოჰ­ყვა გო­გო­ნა, ანა, რო­მე­ლიც 1950 წელს გაჩ­ნდა.

ელი­სა­ბედ II-ის მე­ფედ კურ­თხე­ვა

  • ელი­სა­ბე­დის გა­მე­ფე­ბა

მეფე ჯორ­ჯი, რო­მელ­საც ფილ­ტვე­ბის კიბო ჰქონ­და, 1952 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. ელი­სა­ბე­დის კო­რო­ნა­ცია კი, 1953 წლის ივ­ნის­ში, პრე­მი­ერ უინ­სტონ ჩერ­ჩი­ლის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც შედ­გა. ტე­ლე­ვი­ზო­რებ­თან მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა, რომ მისი კო­რო­ნა­ცი­ის­თვის მი­ე­დევ­ნე­ბი­ნა თვა­ლი

  • ცვლი­ლე­ბე­ბი

ელი­სა­ბედ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ დრო დად­გა, სა­მე­ფო ოჯა­ხი უფრო მე­ტად უნდა და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი­ყო ხალ­ხთან და ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მათ­თან კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი­ყო. ამის გამო დე­დო­ფალ­მა არა­ერ­თი მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი წესი შეც­ვა­ლა. ელი­სა­ბე­დის სა­ხელ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დრო­მოჭ­მუ­ლი წე­სე­ბის ნა­წი­ლის შეც­ვლა.

მომ­დევ­ნო წლებ­ში BBC-იმ უინ­ძო­რე­ბის სა­სახ­ლე­ში დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი "სა­მე­ფო ოჯა­ხი" გა­და­ი­ღო. ფილმში ვხე­დავთ, რო­გორ რთა­ვენ სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბი ნაძ­ვის ხეს, რო­გორ ასე­ირ­ნე­ბენ ბავ­შვებს მან­ქა­ნით და ამ­ზა­დე­ბენ საჭ­მელს, ყვე­ლა ეს აქ­ტი­ვო­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვია, მაგ­რამ აქამ­დე არა­ვის ჰქონ­და ნა­ნა­ხი უინ­ძო­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მსგავ­სი საქ­მი­ა­ნო­ბა.

კრი­ტი­კო­სე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ რი­ჩარდ ქო­უს­ტო­ნის ფილმმა სა­მე­ფო ოჯახს "მის­ტი­კის სა­ბურ­ვე­ლი" მო­ა­ცი­ლა და აჩ­ვე­ნა, რომ ისი­ნიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. მთა­ვა­რი კი ის იყო, რომ ფილმმა ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა მო­ნარ­ქი­ი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის აღ­სად­გე­ნად. შე­დე­გად, 1977 წელს, დე­დოფ­ლის ვერ­ცხლის იუ­ბი­ლე ნამ­დვი­ლი ენ­თუ­ზი­აზ­მით აღი­ნიშ­ნა.

კად­რი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი­დან "სა­მე­ფო ოჯა­ხი"

  • პრინ­ცე­სა დი­ა­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბა

1997 წლის აგ­ვის­ტო­ში, პა­რიზ­ში, ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მო­ნარ­ქია შე­ირ­ყა და თა­ვად დე­დო­ფალს უჩ­ვე­უ­ლო კრი­ტი­კა ხვდა წი­ლად.

იმ დროს, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ლონ­დო­ნის სა­სახ­ლე­ე­ბის ირ­გვლივ ყვა­ვი­ლე­ბით იკ­რი­ბე­ბო­და გარ­დაც­ვლი­ლი პრინ­ცე­სას­თვის პა­ტი­ვის მი­სა­გე­ბად, დე­დო­ფალს, კრი­ტი­კო­სე­ბი გულ­გრი­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე­დია წერ­და, რომ საქ­მე ეხე­ბო­და არა დე­დოფ­ლის გულ­გრი­ლო­ბას, არა­მედ იმას, რომ ის, რო­გორც დე­დო­ფა­ლი სა­ჯა­როდ გლო­ვის­გან თავს იკა­ვებ­და.

ამ დროს მზრუნ­ვე­ლი ბე­ბი­ას მო­ვა­ლე­ო­ბა­საც ითავ­სებ­და. სა­ბო­ლო­ოდ, მან პირ­და­პირ ეთერ­ში ისა­უბ­რა პრინ­ცე­სა­ზე, პა­ტი­ვი მი­ა­გო უელ­სის პრინ­ცე­სას.

პრინც უი­ლი­ა­მის და კეიტ მიდლტო­ნის ქორ­წი­ლი

სა­მე­ფო ოჯა­ხი ელი­სა­ბედ II-ის პლა­ტი­ნის იუ­ბი­ლე­ზე

2015 წლის 9 სექ­ტემ­ბერს, ელი­სა­ბე­დი ბრი­ტა­ნე­თის ის­ტო­რი­ა­ში ტახ­ტზე ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვად მყო­ფი მო­ნარ­ქი გახ­და. მა­ნამ­დე მო­ნარ­ქი, რო­მელ­საც სა­მე­ფო ტახ­ტი ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვად ეკა­ვა დე­დო­ფა­ლი ვიქ­ტო­რია იყო - 64 წელი.

2021 წელს, კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის დროს, დე­დოფ­ლის მე­უღ­ლე, პრინ­ცი ფი­ლი­პი გარ­და­იც­ვა­ლა. ამ­ბი­დან ერთი წლის შემ­დეგ კი, ელი­სა­ბედ­მა დე­დოფ­ლო­ბის პლა­ტი­ნის იუ­ბი­ლე აღ­ნიშ­ნა.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
2

ამბები ამაზე მერამდენე სტატია გამოაცხეთ უკვე, რატომ ტრენდშია ელიაზბეტი საქართველოშიც? ბაგრატიონებზე როდის დაწერეთ ბოლოს?

ავტორი:

ელისაბედ II - ქალი, რომელმაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახს "მისტიკის საბურველი" მოაშორა - მზრუნველი ბებია და დედოფალი, რომელმაც ხალხს სამეფო ოჯახისადმი პატივისცემა დაუბრუნა

ელისაბედ II - ქალი, რომელმაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახს "მისტიკის საბურველი" მოაშორა - მზრუნველი ბებია და დედოფალი, რომელმაც ხალხს სამეფო ოჯახისადმი პატივისცემა დაუბრუნა

დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორეს დღეს დაკრძალავენ. მონარქი 70 წლის განმავლობაში იყო ტახტზე და საზოგადოების უდიდესი პატივისცემით სარგებლობდა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი იყო ათწლეულების განმავლობაში.

ელისაბედ ალექსანდრა მერი უინძორი 1926 წლის 21 აპრილს დაიბადა. ის იყო იორკის ჰერცოგის, ჯორჯის პირველი შვილი. ელისაბედის და, მარგარეტ როუზი 1930 წელს დაიბადა. სახლში იღებდა განათლებას და სიყვარულით სავსე ოჯახურ ატმოსფეროში იზრდებოდა.

ელისაბედმა 6 წლის ასაკში გამოუცხადა ცხენოსნობის ინსტრუქტორს, რომ აპირებდა "გამხდარიყო ქალაქელი ქალბატონი, რომელსაც უამრავი ძაღლი და ცხენი ეყოლებოდა".

ამბობენ, რომ ელისაბედი ადრეული ასაკიდანვე ავლენდა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობის გრძნობას. მან შეისწავლა სხვადასხვა ენები, კონსტიტუცია და მისი ისტორია.

პრინცესა ელისაბედი, მისი და და მშობლები

  • ჯორჯ VI-ის გამეფება და ელისაბედის შეხვედრა მომავალ ქმართან

1936 წელს ედუარდ VIII-მ მეფობაზე უარი თქვა და გადადგა. მის ნაცვლად, ელისაბედის მამა, იორკის ჰერცოგი ჯორჯ VI გახდა ახალი მეფე. 1939 წელს, 13 წლის პრინცესა მეფესა და დედოფალს დარტმუთის სამეფო საზღვაო კოლეჯში ვიზიტისას თან ახლდა. სწორედ იქ შეხვდა საბერძნეთის პრინცი ფილიპი, რომელიც მომავალში ელისაბედის ქმარი გახდა.

ელისაბედის და ფილიპის ქორწილი

  • დაბრკოლებები

ეს ელისაბედის და ფილიპის პირველი შეხვედრა არ ყოფილა, მაგრამ ამ დღეს პირველად დაინტერესდა პრინცესა მისით. 1944 წლისთვის, როცა ფილიპი ფლოტზე სამეფო მოვალეობებს ასრულებდა, ელისაბედი 18 წლის იყო და აშკარად უკვე შეყარებული იყო მასზე. ფილიპის ფოტოს სურათს ოთახში ინახავდა. ამ პერიოდში წყვილი წერილებსაც სწერდა ერთმანეთს.

ელისაბედის სურვილს, რომ პრინც ფილიპზე დაქორწინებულიყო, ბევრი წინაღობა შეხვდა.

მეფეს არ სურდა სანუკვარი ქალიშვილის "დაკარგვა", ფილიპი კი თავისი უცხო წარმოშობის გამო მიუღებელი სასიძო იყო. მიუხედავად წინააღმდეგობებისა, წყვილის სურვილმა გაიმარჯვა და ისინი 1947 წლის 20 ნოემბერს ვესტმინისტერის სააბატოში დაქორწინდნენ. ამის შემდეგ, ფილიპმა ედინბურგის ჰერცოგის ტიტული მიიღო. მათი პირველი შვილი, ჩარლზი, 1948 წელს დაიბადა, მას მოჰყვა გოგონა, ანა, რომელიც 1950 წელს გაჩნდა.

ელისაბედ II-ის მეფედ კურთხევა

  • ელისაბედის გამეფება

მეფე ჯორჯი, რომელსაც ფილტვების კიბო ჰქონდა, 1952 წელს გარდაიცვალა. ელისაბედის კორონაცია კი, 1953 წლის ივნისში, პრემიერ უინსტონ ჩერჩილის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც შედგა. ტელევიზორებთან მილიონობით ადამიანი შეიკრიბა, რომ მისი კორონაციისთვის მიედევნებინა თვალი

  • ცვლილებები

ელისაბედმა გადაწყვიტა, რომ დრო დადგა, სამეფო ოჯახი უფრო მეტად უნდა დაახლოებულიყო ხალხთან და ადამიანებისთვის მათთან კავშირის დამყარება გამარტივებულიყო. ამის გამო დედოფალმა არაერთი მოძველებული წესი შეცვალა. ელისაბედის სახელთანაა დაკავშირებული დრომოჭმული წესების ნაწილის შეცვლა.

მომდევნო წლებში BBC-იმ უინძორების სასახლეში დოკუმენტური ფილმი "სამეფო ოჯახი" გადაიღო. ფილმში ვხედავთ, როგორ რთავენ სამეფო ოჯახის წევრები ნაძვის ხეს, როგორ ასეირნებენ ბავშვებს მანქანით და ამზადებენ საჭმელს, ყველა ეს აქტივობა ჩვეულებრივია, მაგრამ აქამდე არავის ჰქონდა ნანახი უინძორების მონაწილეობით მსგავსი საქმიანობა.

კრიტიკოსები აცხადებდნენ, რომ რიჩარდ ქოუსტონის ფილმმა სამეფო ოჯახს "მისტიკის საბურველი" მოაცილა და აჩვენა, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. მთავარი კი ის იყო, რომ ფილმმა ბევრი რამ გააკეთა მონარქიისადმი საზოგადოების მხარდაჭერის აღსადგენად. შედეგად, 1977 წელს, დედოფლის ვერცხლის იუბილე ნამდვილი ენთუზიაზმით აღინიშნა.

კადრი დოკუმენტური ფილმიდან "სამეფო ოჯახი"

  • პრინცესა დიანას გარდაცვალება

1997 წლის აგვისტოში, პარიზში, ავტოკატასტროფაში პრინცესა დაიანას გარდაცვალების შემდეგ, მონარქია შეირყა და თავად დედოფალს უჩვეულო კრიტიკა ხვდა წილად.

იმ დროს, როდესაც საზოგადოება ლონდონის სასახლეების ირგვლივ ყვავილებით იკრიბებოდა გარდაცვლილი პრინცესასთვის პატივის მისაგებად, დედოფალს, კრიტიკოსები გულგრილობაში ადანაშაულებდნენ. მოგვიანებით მედია წერდა, რომ საქმე ეხებოდა არა დედოფლის გულგრილობას, არამედ იმას, რომ ის, როგორც დედოფალი საჯაროდ გლოვისგან თავს იკავებდა.

ამ დროს მზრუნველი ბებიას მოვალეობასაც ითავსებდა. საბოლოოდ, მან პირდაპირ ეთერში ისაუბრა პრინცესაზე, პატივი მიაგო უელსის პრინცესას.

პრინც უილიამის და კეიტ მიდლტონის ქორწილი

სამეფო ოჯახი ელისაბედ II-ის პლატინის იუბილეზე

2015 წლის 9 სექტემბერს, ელისაბედი ბრიტანეთის ისტორიაში ტახტზე ყველაზე ხანგრძლივად მყოფი მონარქი გახდა. მანამდე მონარქი, რომელსაც სამეფო ტახტი ყველაზე ხანგრძლივად ეკავა დედოფალი ვიქტორია იყო - 64 წელი.

2021 წელს, კორონავირუსის პანდემიის დროს, დედოფლის მეუღლე, პრინცი ფილიპი გარდაიცვალა. ამბიდან ერთი წლის შემდეგ კი, ელისაბედმა დედოფლობის პლატინის იუბილე აღნიშნა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა