მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არსებობს ნული ფაქტი ივანიშვილის რუსეთთან კავშირზე - ევტუშენკოვი სანქცირებული არაა, ეჭვებს ბადებს, თუ რატომ განახორციელა მან ზარი... " - ირაკლი კობახიძე
"არსებობს ნული ფაქტი ივანიშვილის რუსეთთან კავშირზე -   ევტუშენკოვი სანქცირებული არაა, ეჭვებს ბადებს, თუ რატომ განახორციელა მან ზარი... " - ირაკლი კობახიძე

რო­დე­საც სა­უ­ბა­რია რა­ღაც ბრალ­დე­ბებ­ზე, მი­ნი­მა­ლუ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ან რა­ღაც ფაქ­ტი მა­ინც უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს ვინ­მემ, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ "ვა­შინგტონ პოს­ტში“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­საძ­ლო და­სან­ქცი­რე­ბა­ზე არის სა­უ­ბა­რი.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­სა და რუ­სეთს შო­რის კავ­ში­რის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად არ არ­სე­ბობს არ­ცერ­თი ფაქ­ტი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა.

"ძა­ლი­ან კარ­გად იცით, რომ არ­სე­ბობს 0 ფაქ­ტი, 0 ფაქ­ტი ივა­ნიშ­ვი­ლის კავ­ში­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან ან ცალ­კე­ულ რუს­თან. ევ­ტუ­შენ­კო­ვი არის ბა­ი­დე­ნის პარტნი­ო­რი და ბა­ი­დე­ნის შვი­ლის ბიზ­ნეს პარტნი­ო­რი და სწო­რედ ამი­ტომ არ არის სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში. ის აშშ-ს არ და­უ­სან­ქცი­რე­ბია. გან­სა­კუთ­რე­ბულ ეჭ­ვებს ბა­დებს, თუ რა­ტომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მან ეს ზარი და რა­ტომ გა­უმ­ჟღავ­ნა ეს სა­უ­ბა­რი იმ ტე­ლე­ვი­ზი­ებს, რომ­ლე­ბიც არი­ან პირ­და­პირ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“. ჩვენ სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭ­ვე­ბი გვაქვს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ თვი­თონ ევ­ტუ­შენ­კო­ვი რო­დე­საც არ არის სან­ქცი­რე­ბუ­ლი აშშ-ის მიერ და არის პრე­ზი­დენ­ტის ოჯახ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პირი, ეს ზარი გახ­დეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­სან­ქცი­რე­ბის მი­ზე­ზი, ეს ელე­მენ­ტა­რუ­ლად სა­სა­ცი­ლოა.

ავ­სტრა­ლი­ას და ბრი­ტა­ნეთს აქვთ და­კის­რე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი, მაგ­რამ პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბით - მას (ევ­ტუ­შენ­კოვს) აქვს პირ­და­პი­რი კავ­ში­რე­ბი ამე­რი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან უმაღ­ლეს დო­ნე­ზე, ის არის ბა­ი­დე­ნის ოჯახ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პირი. ძვე­ლი ნაც­ნო­ბო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, არის რა­ღაც ზარი [ივა­ნიშ­ვილ­სა და ევ­ტუ­შენ­კოვს შო­რის] გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ფერ­ზე არის სა­უ­ბა­რი, რაც შე­იძ­ლე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს სან­ქცი­ე­ბის­თვის გვერ­დის ავ­ლას­თან და ა.შ. არა­ვი­თა­რი ფაქ­ტი ან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ე­რი ასე­თი გან­ცხა­დე­ბა გინდ "ვა­შინგტონ პოს­ტში“ და­ი­ბეჭ­დოს და გინდ ნე­ბის­მი­ერ სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ში, არის ნუ­ლო­ვა­ნი ფა­სის მა­ტა­რე­ბე­ლი, თუ არ არის ფაქ­ტე­ბით გამ­ყა­რე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ გან­მარ­ტე­ბით, რო­გო­რი შან­ტა­ჟიც არ უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს, სა­ქარ­თვე­ლო ომში არ ჩა­ერ­თვე­ბა.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბა აფა­სებს ყვე­ლა­ფერს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას აინ­ტე­რე­სებს სი­მარ­თლე და ფაქ­ტე­ბი. ფაქ­ტე­ბი კი არის ის, რომ 0 კავ­ში­რი აქვს რუ­სეთ­თან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და ნე­ბის­მი­ერ პირს, რო­მე­ლიც არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ზუს­ტად ამი­ტომ უჭერს მხარს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. და­ნარ­ჩე­ნი არის ტყუ­ი­ლი და რა დო­ნე­ზე იქ­ნე­ბა ეს გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი, ამას არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, იქ­ნე­ბა ეს "ვა­შინგტონ პოს­ტი“ თუ სხვა.

რო­გო­რი შან­ტა­ჟიც არ უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს, სა­ქარ­თვე­ლო ომში არ ჩა­ერ­თვე­ბა. მი­თუ­მე­ტეს, ამ კაცს ბევ­რი აქვს და­სა­კარ­გი, სა­უ­ბა­რია, თუ არ ვცდე­ბი, მი­ლი­არ­დზე მეტი დო­ლა­რის გა­ჩე­რე­ბა­ზე. ძა­ლი­ან ბევ­რი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს და­სა­კარ­გი და შე­იძ­ლე­ბა გაჰ­ყვეს მათ მო­თხოვ­ნას, დაბ­რუნ­დეს პო­ლი­ტი­კა­ში, ჩარ­თოს ქვე­ყა­ნა ომში, მაგ­რამ მას აქვს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი მკა­ფიო პო­ზი­ცია, რომ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში, არა­ვი­თა­რი შან­ტა­ჟით, მი­ლი­არ­დი კი არა, 10 მი­ლი­არ­დი რომ დად­გეს პრობ­ლე­მის ქვეშ, ის ქვე­ყა­ნას არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ ჩარ­თავს ომში. მე სა­ერ­თოდ არა­ფე­რი მაქვს და­სა­კარ­გი, არც ან­გა­რი­ში მაქვს. ვინც აშან­ტა­ჟებს უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან კი ვნა­ხეთ - პირ­და­პირ ითხო­ვენ ჩვე­ნი ომში ჩარ­თვას და იქვე აშან­ტა­ჟე­ბენ, მარ­ტი­ვად არის საქ­მე. ეს კაცი [ივა­ნიშ­ვი­ლი] ამ­ბობს, რომ არ გა­დად­გამს ნა­ბიჯს იმის­კენ, რომ ქვე­ყა­ნა ჩარ­თოს ომში. მი­თუ­მე­ტეს, არც მე, არც პრე­მი­ერს, არც სხვას ასე­თი არა­ფე­რი გვაქვს და­სა­კარ­გი - არც ან­გა­რი­ში და არც ქო­ნე­ბა მაქვს სა­ზღვარ­გა­რეთ, რით უნდა დაგ­ვა­შან­ტა­ჟონ? არაფ­რის ფა­სად მე არ მი­ღირს ის, რომ ჩემს ქვე­ყა­ნას შე­ვუქ­მნა პრობ­ლე­მე­ბი, სა­ი­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი ვერ ამო­ვი­დეს. არც არა­ხა­მი­ას, არც პო­დო­ლი­ა­კის და გვა­რი რომ ით­ქვა ამე­რი­კე­ლი ვინც არის, მათი შან­ტა­ჟი ვერ გა­დაგ­ვად­გმე­ვი­ნებს ამ ნა­ბიჯს, რომ ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვი­დეთ. არა­ვი­თა­რი სან­ქცი­ის ში­შით ჩვენ ქვე­ყა­ნას ომში არ ჩა­ვით­რევთ“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათია9
0

ამიხსენით რის იმედად უნდა ჩაერიოს ქართული ბატალიონი ომში. სკოლაში ხომ დადიოდით, 140 მილიონიან ქვეყანას შეიძლება 3 მილიონიანმა ქვეყანამ ომი დაუწყოს? ყველა ნასვამი ხართ, თუ ყველა ნარკომანი, ჯამრთელი ადამიანებიც ხომ გვყავს, რის იმედად შეიძლება ომში ჩავერთოთ, იქნება დედის გინების ინედი გაქვთ. დაანებეთ თითო ოროლა ბიჭს თავი, ქართველების გასამრავლებლად მაინც დატოვეთ. დაანებეთ ჯამრთელ ახალგაზრდებს თავი, თორემ სულ გავქრებით.

ფესვი
9

კობახიძის გვერდზე დგას გორი და ქარელის მშრომელები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"არსებობს ნული ფაქტი ივანიშვილის რუსეთთან კავშირზე - ევტუშენკოვი სანქცირებული არაა, ეჭვებს ბადებს, თუ რატომ განახორციელა მან ზარი... " - ირაკლი კობახიძე

"არსებობს ნული ფაქტი ივანიშვილის რუსეთთან კავშირზე -   ევტუშენკოვი სანქცირებული არაა, ეჭვებს ბადებს, თუ რატომ განახორციელა მან ზარი... " - ირაკლი კობახიძე

როდესაც საუბარია რაღაც ბრალდებებზე, მინიმალური მტკიცებულება ან რაღაც ფაქტი მაინც უნდა წარმოადგინოს ვინმემ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებაზე არის საუბარი.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილსა და რუსეთს შორის კავშირის დასადასტურებლად არ არსებობს არცერთი ფაქტი და მტკიცებულება.

"ძალიან კარგად იცით, რომ არსებობს 0 ფაქტი, 0 ფაქტი ივანიშვილის კავშირებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციასთან ან ცალკეულ რუსთან. ევტუშენკოვი არის ბაიდენის პარტნიორი და ბაიდენის შვილის ბიზნეს პარტნიორი და სწორედ ამიტომ არ არის სანქცირებულთა სიაში. ის აშშ-ს არ დაუსანქცირებია. განსაკუთრებულ ეჭვებს ბადებს, თუ რატომ განახორციელა მან ეს ზარი და რატომ გაუმჟღავნა ეს საუბარი იმ ტელევიზიებს, რომლებიც არიან პირდაპირ დაკავშირებული "ნაციონალურ მოძრაობასთან“. ჩვენ საფუძვლიანი ეჭვები გვაქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ თვითონ ევტუშენკოვი როდესაც არ არის სანქცირებული აშშ-ის მიერ და არის პრეზიდენტის ოჯახთან დაკავშირებული პირი, ეს ზარი გახდეს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მიზეზი, ეს ელემენტარულად სასაცილოა.

ავსტრალიას და ბრიტანეთს აქვთ დაკისრებული სანქციები, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით - მას (ევტუშენკოვს) აქვს პირდაპირი კავშირები ამერიკის ხელისუფლებასთან უმაღლეს დონეზე, ის არის ბაიდენის ოჯახთან დაკავშირებული პირი. ძველი ნაცნობობის გათვალისწინებით, არის რაღაც ზარი [ივანიშვილსა და ევტუშენკოვს შორის] განხორციელებული და პრაქტიკულად არაფერზე არის საუბარი, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს სანქციებისთვის გვერდის ავლასთან და ა.შ. არავითარი ფაქტი ან მტკიცებულება არ არსებობს, შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი განცხადება გინდ "ვაშინგტონ პოსტში“ დაიბეჭდოს და გინდ ნებისმიერ სხვა მედიასაშუალებაში, არის ნულოვანი ფასის მატარებელი, თუ არ არის ფაქტებით გამყარებული“, - განაცხადა კობახიძემ.

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განმარტებით, როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, საქართველო ომში არ ჩაერთვება.

"საზოგადოება აფასებს ყველაფერს, საზოგადოებას აინტერესებს სიმართლე და ფაქტები. ფაქტები კი არის ის, რომ 0 კავშირი აქვს რუსეთთან ბიძინა ივანიშვილს და ნებისმიერ პირს, რომელიც არის დაკავშირებული ჩვენს ხელისუფლებასთან. საზოგადოება ზუსტად ამიტომ უჭერს მხარს ხელისუფლებას. დანარჩენი არის ტყუილი და რა დონეზე იქნება ეს გაჟღერებული, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს "ვაშინგტონ პოსტი“ თუ სხვა.

როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, საქართველო ომში არ ჩაერთვება. მითუმეტეს, ამ კაცს ბევრი აქვს დასაკარგი, საუბარია, თუ არ ვცდები, მილიარდზე მეტი დოლარის გაჩერებაზე. ძალიან ბევრი შეიძლება ჰქონდეს დასაკარგი და შეიძლება გაჰყვეს მათ მოთხოვნას, დაბრუნდეს პოლიტიკაში, ჩართოს ქვეყანა ომში, მაგრამ მას აქვს დაფიქსირებული მკაფიო პოზიცია, რომ არავითარ შემთხვევაში, არავითარი შანტაჟით, მილიარდი კი არა, 10 მილიარდი რომ დადგეს პრობლემის ქვეშ, ის ქვეყანას არავითარ შემთხვევაში არ ჩართავს ომში. მე საერთოდ არაფერი მაქვს დასაკარგი, არც ანგარიში მაქვს. ვინც აშანტაჟებს უკრაინის ხელისუფლებიდან კი ვნახეთ - პირდაპირ ითხოვენ ჩვენი ომში ჩართვას და იქვე აშანტაჟებენ, მარტივად არის საქმე. ეს კაცი [ივანიშვილი] ამბობს, რომ არ გადადგამს ნაბიჯს იმისკენ, რომ ქვეყანა ჩართოს ომში. მითუმეტეს, არც მე, არც პრემიერს, არც სხვას ასეთი არაფერი გვაქვს დასაკარგი - არც ანგარიში და არც ქონება მაქვს საზღვარგარეთ, რით უნდა დაგვაშანტაჟონ? არაფრის ფასად მე არ მიღირს ის, რომ ჩემს ქვეყანას შევუქმნა პრობლემები, საიდანაც შეიძლება საუკუნეები ვერ ამოვიდეს. არც არახამიას, არც პოდოლიაკის და გვარი რომ ითქვა ამერიკელი ვინც არის, მათი შანტაჟი ვერ გადაგვადგმევინებს ამ ნაბიჯს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ წავიდეთ. არავითარი სანქციის შიშით ჩვენ ქვეყანას ომში არ ჩავითრევთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.