პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"არახამია პოლიტიკაში ხელმოცარული ადამიანია, სერიოზულად კაციშვილი არ აღიქვამს, ასეთ ადამიანზე მაკარგვინებთ დროს?!" - ირაკლი ზარქუა
"არახამია პოლიტიკაში ხელმოცარული ადამიანია, სერიოზულად კაციშვილი არ აღიქვამს, ასეთ ადამიანზე მაკარგვინებთ დროს?!" - ირაკლი ზარქუა

და­ვით არა­ხა­მია სან­ქცი­ებს ჩვენ გვი­წე­სებს?! - არა­ხა­მია პო­ლი­ტი­კა­ში ხელ­მო­ცა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნია, მას სე­რი­ო­ზუ­ლად კა­ციშ­ვი­ლი არ აღიქ­ვამს, პას­პორ­ტი სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ჩა­მო­არ­თვა, ასეთ ადა­მი­ან­ზე მა­კარ­გვი­ნებთ დროს?! - ასე უპა­სუ­ხა ჟურ­ნა­ლის­ტებს უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატ­მა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ.

ზარ­ქუა მი­იჩ­ნევს, რომ “არა­ხა­მი­ე­ბი­სა და პო­დო­ლი­ა­კის­ნა­ი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად არ უნდა აღ­ვიქ­ვათ“.

"არა­ხა­მია არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი გუნ­დის თავ­მჯდო­მა­რემ ანუ პრე­ზი­დენ­ტმა სა­ერ­თა­შო­რი­სო პას­პორ­ტი შე­უ­ჩე­რა და თქვა, რომ აშშ-სა და ევ­რო­პა­ში უსაქ­მუ­რად დარ­ბო­და. ეს ხომ ვნა­ხეთ? წარ­მო­იდ­გი­ნეთ, არა­ხა­მი­ას ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე ჰქვია და პას­პორ­ტს იმი­ტომ არ­თმე­ვენ, უსაქ­მუ­რი ხარო... ეს ადა­მი­ა­ნი და­საქმდა სა­ქარ­თვე­ლოს პრობ­ლე­მე­ბით?! ქარ­თუ­ლიც არ იცის!

ქვე­ყა­ნა ომ­შია. მე მხარს ვუ­ჭერ უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს და უკ­რა­ი­ნას. ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­მა აქვს, მტე­რი უტევს და ამა­ზე იყ­ვნენ კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი - რა დროს სა­ქარ­თვე­ლოს თე­მე­ბია!“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ უკ­რა­ი­ნის კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ სან­ქცი­ე­ბის ნუს­ხა­ში შეყ­ვა­ნი­ლია: ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვი­ლი, ქე­თე­ვან ხა­რა­ი­ძე, გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე, უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლი, ტიტე მა­მა­ცაშ­ვი­ლი, ირაკ­ლი რუ­ხა­ძე, ალექ­სეი პოლ­ტავ­ჩენ­კო, ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი, და­ვით ხი­და­შე­ლი, სულ­ხან პა­პაშ­ვი­ლი, დი­მიტ­რი კორ­ჟე­ვი, დი­მიტ­რი ტრო­იც­კი, ლე­ვან ვა­სა­ძე და ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე.

სა­კი­თხზე და­ვით არა­ხა­მი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­თაა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის­თვის სან­ქცი­ე­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბის მთა­ვარ სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­ად­გენს.

"რო­გორც შეგ­პირ­დი ბა­ტო­ნო ივა­ნიშ­ვი­ლო, დიდი მო­კი­თხვა უკ­რა­ი­ნი­დან. მუ­შა­ო­ბას ვაგ­რძე­ლებთ. ძვირ­ფა­სო ქარ­თვე­ლე­ბო, სამ­წუ­ხა­როდ, თუ თქვე­ნი ძა­ლე­ბით ვერ ახერ­ხებთ დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ას, ჩვენ და­გეხ­მა­რე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით არა­ხა­მი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოხრუა
2

ზარქუა, არახამიას ცერა თითამდეც ვერ მიხვდებით მთელი თქვენი ზარქუუუებრთა ოჯახი🤓🤓🤓

იზა
3

ზარქუა შენ გამოჩენაზე სულ შენი და და მისი მეგობრები მახსენდება. ძალიან მწარედ მახსენდება ხალხი სახლში ჩაკეტეთ,კორონას გამო,ისინი რესტორანში გრიალებდნენ.,ქალთა დღეს. 😠👎

ავტორი:

"არახამია პოლიტიკაში ხელმოცარული ადამიანია, სერიოზულად კაციშვილი არ აღიქვამს, ასეთ ადამიანზე მაკარგვინებთ დროს?!" - ირაკლი ზარქუა

"არახამია პოლიტიკაში ხელმოცარული ადამიანია, სერიოზულად კაციშვილი არ აღიქვამს, ასეთ ადამიანზე მაკარგვინებთ დროს?!" - ირაკლი ზარქუა

დავით არახამია სანქციებს ჩვენ გვიწესებს?! - არახამია პოლიტიკაში ხელმოცარული ადამიანია, მას სერიოზულად კაციშვილი არ აღიქვამს, პასპორტი საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტმა ჩამოართვა, ასეთ ადამიანზე მაკარგვინებთ დროს?! - ასე უპასუხა ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ.

ზარქუა მიიჩნევს, რომ “არახამიებისა და პოდოლიაკისნაირების განცხადებები სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ“.

"არახამია არის ადამიანი, რომელსაც საკუთარი გუნდის თავმჯდომარემ ანუ პრეზიდენტმა საერთაშორისო პასპორტი შეუჩერა და თქვა, რომ აშშ-სა და ევროპაში უსაქმურად დარბოდა. ეს ხომ ვნახეთ? წარმოიდგინეთ, არახამიას ფრაქციის თავმჯდომარე ჰქვია და პასპორტს იმიტომ ართმევენ, უსაქმური ხარო... ეს ადამიანი დასაქმდა საქართველოს პრობლემებით?! ქართულიც არ იცის!

ქვეყანა ომშია. მე მხარს ვუჭერ უკრაინელ ხალხს და უკრაინას. ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აქვს, მტერი უტევს და ამაზე იყვნენ კონცენტრირებული - რა დროს საქართველოს თემებია!“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს მიერ სანქციების ნუსხაში შეყვანილია: ბიძინა ივანიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, ქეთევან ხარაიძე, გიორგი კაპანაძე, უჩა მამაცაშვილი, ტიტე მამაცაშვილი, ირაკლი რუხაძე, ალექსეი პოლტავჩენკო, ვანო ჩხარტიშვილი, დავით ხიდაშელი, სულხან პაპაშვილი, დიმიტრი კორჟევი, დიმიტრი ტროიცკი, ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე.

საკითხზე დავით არახამიამ განაცხადა, რომ აღნიშნული სააგენტო საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობითაა დაფუძნებული და ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისთვის სანქციების ფორმულირების მთავარ სააგენტოს წარმოადგენს.

"როგორც შეგპირდი ბატონო ივანიშვილო, დიდი მოკითხვა უკრაინიდან. მუშაობას ვაგრძელებთ. ძვირფასო ქართველებო, სამწუხაროდ, თუ თქვენი ძალებით ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, ჩვენ დაგეხმარებით“, - განაცხადა დავით არახამიამ.