სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა გაგიზიაროთ პირადი ამბები, 6 თვეა ქიმიოთერაპიას ვიტარებ" - მსახიობი ჯეინ ფონდა კიბოს ებრძვის
"მინდა გაგიზიაროთ პირადი ამბები, 6 თვეა ქიმიოთერაპიას ვიტარებ" - მსახიობი ჯეინ ფონდა კიბოს ებრძვის

ამე­რი­კელ­მა მსა­ხი­ობ­მა და ფიტ­ნეს გუ­რუმ ჯეინ ფონ­დამ გა­ნა­ცხა­და, რომ ექ­ვსი თვეა კი­ბოს ებ­რძვის. 84 წლის ვარ­სკვლავს არაჰო­ჯკი­ნის ლიმ­ფო­მის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს და ამ­ჟა­მად ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას გა­დის. ამის შე­სა­ხებ ფონ­დამ "ინ­სტაგ­რამ­ზე" თა­ვად გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია.

"ასე რომ, ჩემო ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ პი­რა­დი ამ­ბე­ბი. მე არაჰო­ჯკი­ნის ლიმ­ფო­მის დი­აგ­ნო­ზი და­მის­ვეს და და­ვი­წყე ქი­მი­ო­თე­რა­პია.

ეს გან­კურ­ნე­ბა­დი კი­ბოა. ადა­მი­ა­ნე­ბის 80% გა­დარ­ჩე­ბა, ამი­ტომ ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა.

მე ასე­ვე იღ­ბლი­ა­ნი ვარ, რად­გან მაქვს ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვა და წვდო­მა სა­უ­კე­თე­სო ექი­მებ­სა და მკურ­ნა­ლო­ბა­ზე. ვხვდე­ბი და მტკი­ვა, რომ ამა­ში პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი ვარ. ამე­რი­კე­ლე­ბი­დან ბევ­რს არ აქვს წვდო­მა იმ ხა­რის­ხი­ან ჯან­დაც­ვა­ზე, რა­საც მე ვი­ღებ, და ეს არას­წო­რია.

ჩვენ ასე­ვე უნდა ვი­სა­უბ­როთ არა მხო­ლოდ გან­კურ­ნე­ბა­ზე, არა­მედ მი­ზე­ზებ­ზეც. მა­გა­ლი­თად, ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა იცოდ­ნენ, რომ წი­ა­ღი­სე­უ­ლი საწ­ვა­ვი იწ­ვევს კი­ბოს. ასე­ვე პეს­ტი­ცი­დე­ბი, რო­მელ­თა­გან ბევ­რი დამ­ზა­დე­ბუ­ლია წი­ა­ღი­სე­უ­ლი საწ­ვა­ვის­გან", - გა­ნა­ცხა­და ჯეინ ფონ­დამ.

მსა­ხი­ო­ბის თქმით, ის არ აპი­რებს გა­ჩე­რე­ბას და გა­აგ­რძე­ლებს აქ­ტი­ვო­ბებს, რომ­ლე­ბიც კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხზე აქვს და­გეგ­მი­ლი.

"მე 6 თვეა ვა­ტა­რებ ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას და კარ­გად ვარ და მერ­წმუ­ნეთ, არ ვა­პი­რებ ამან ხელი შე­უ­შა­ლოს ჩემ აქ­ტი­ვო­ბას კლი­მა­ტის პრობ­ლე­მებ­თან და­კავ­ში­რებს.

კიბო მას­წავ­ლე­ბე­ლია და მე ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ იმ გაკ­ვე­თი­ლებს, რომ­ლებ­საც ის მას­წავ­ლის. ერთ-ერთი ასე­თი გაკ­ვე­თი­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზრდა, რომ მარ­ტო არ ვი­ყოთ. და კიბო, ჩემს ასაკ­ში - თით­ქმის 85 წლის ვარ - აუ­ცი­ლებ­ლად გვას­წავ­ლის ახალ რე­ა­ლო­ბას­თან ადაპ­ტა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა მი­მარ­თვის ბო­ლოს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაბი
0

რას უშვებიან თავს ეს ერთ დროს ლამაზი ქალები, რომ სიბერეში საფრთხობელებს ემსგავსებიან. ამას არ ჯობია, ბუნებრივად დაბერდე, ან მოზომილი კორექცია გაიკეთო?

777
1

მოიმატა, დღეს მსოფლიოში ეს დაავადება უკვე 87% განკურნებადია! საქართველოს არ ვგულისხმობ! თან, მიუხედავად ასაკისა, მისი ფინანსებით 97% უეჭველი! 

ავტორი:

"მინდა გაგიზიაროთ პირადი ამბები, 6 თვეა ქიმიოთერაპიას ვიტარებ" - მსახიობი ჯეინ ფონდა კიბოს ებრძვის

"მინდა გაგიზიაროთ პირადი ამბები, 6 თვეა ქიმიოთერაპიას ვიტარებ" - მსახიობი ჯეინ ფონდა კიბოს ებრძვის

ამერიკელმა მსახიობმა და ფიტნეს გურუმ ჯეინ ფონდამ განაცხადა, რომ ექვსი თვეა კიბოს ებრძვის. 84 წლის ვარსკვლავს არაჰოჯკინის ლიმფომის დიაგნოზი დაუსვეს და ამჟამად ქიმიოთერაპიას გადის. ამის შესახებ ფონდამ "ინსტაგრამზე" თავად გამოაქვეყნა ინფორმაცია.

"ასე რომ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მინდა გაგიზიაროთ პირადი ამბები. მე არაჰოჯკინის ლიმფომის დიაგნოზი დამისვეს და დავიწყე ქიმიოთერაპია.

ეს განკურნებადი კიბოა. ადამიანების 80% გადარჩება, ამიტომ ძალიან გამიმართლა.

მე ასევე იღბლიანი ვარ, რადგან მაქვს ჯანმრთელობის დაზღვევა და წვდომა საუკეთესო ექიმებსა და მკურნალობაზე. ვხვდები და მტკივა, რომ ამაში პრივილეგირებული ვარ. ამერიკელებიდან ბევრს არ აქვს წვდომა იმ ხარისხიან ჯანდაცვაზე, რასაც მე ვიღებ, და ეს არასწორია.

ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ არა მხოლოდ განკურნებაზე, არამედ მიზეზებზეც. მაგალითად, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ წიაღისეული საწვავი იწვევს კიბოს. ასევე პესტიციდები, რომელთაგან ბევრი დამზადებულია წიაღისეული საწვავისგან", - განაცხადა ჯეინ ფონდამ.

მსახიობის თქმით, ის არ აპირებს გაჩერებას და გააგრძელებს აქტივობებს, რომლებიც კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხზე აქვს დაგეგმილი.

"მე 6 თვეა ვატარებ ქიმიოთერაპიას და კარგად ვარ და მერწმუნეთ, არ ვაპირებ ამან ხელი შეუშალოს ჩემ აქტივობას კლიმატის პრობლემებთან დაკავშირებს.

კიბო მასწავლებელია და მე ყურადღებას ვაქცევ იმ გაკვეთილებს, რომლებსაც ის მასწავლის. ერთ-ერთი ასეთი გაკვეთილია საზოგადოების მნიშვნელობა. საზოგადოების ზრდა, რომ მარტო არ ვიყოთ. და კიბო, ჩემს ასაკში - თითქმის 85 წლის ვარ - აუცილებლად გვასწავლის ახალ რეალობასთან ადაპტაციის მნიშვნელობას“, - განაცხადა მსახიობმა მიმართვის ბოლოს.