მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ შემოდგომის (სექტემბერ-ნოემბრის) ნომრის მთავარი თემები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ შემოდგომის (სექტემბერ-ნოემბრის) ნომრის მთავარი თემები

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, “ის­ტო­რი­ა­ნის“ შე­მოდ­გო­მის ნო­მე­რი #4 (125), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

  • პეტ­რე შა­რია და მისი დღი­უ­რე­ბი

მა­ღა­ლი რან­გის საბ­ჭო­თა მოღ­ვა­წეს სის­ტე­მამ არ აპა­ტია ნა­წარ­მო­ე­ბი სუ­ლის უკ­ვდა­ვე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც შვი­ლის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ და­წე­რა.

ფი­ლო­სო­ფო­სი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რათმცოდ­ნის, პეტ­რე შა­რი­ას მუ­შა­ო­ბამ საბ­ჭო­თა პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე, აგ­რეთ­ვე ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას­თან სი­ახ­ლო­ვემ, მის მი­მართ ეჭ­ვე­ბი გა­ა­ჩი­ნა. ად­რე­ულ წლებ­ში პეტ­რე შა­რია სა­ქარ­თვე­ლოს კომ­პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლურ კო­მი­ტეტ­ში იყო მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და პრო­პა­გან­დის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე, შემ­დეგ ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის მდი­ვა­ნი იდე­ო­ლო­გი­ის დარ­გში, მუ­შა­ობ­და მოს­კოვ­ში სსრ კავ­ში­რის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი­ა­ტის აპა­რატ­ში. კაცს, რო­მელ­საც “რკი­ნის მუშ­ტში ჰყავ­და მომ­წყვდე­უ­ლი ქარ­თვე­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცია”, ბევ­რი მო­შურ­ნე, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე და მტე­რიც ჰყავ­და რო­გორც სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­ში, ისე პარ­ტი­ულ აპა­რატ­ში. თუმ­ცა ერთი რამ ცხა­დია: ის იყო ფარ­თო ერუ­დი­ცი­ის ფი­ლო­სო­ფო­სი და რუს­თვე­ლო­ლო­გი. მისი ფი­ლო­სო­ფი­უ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბა სუ­ლაც არ არის უსარ­გებ­ლო, ხოლო რუს­თვე­ლო­ლო­გი­უ­რი ძი­ე­ბა­ნი უდა­ვოდ სა­ინ­ტე­რე­სოა.

უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სოა მისი მო­გო­ნე­ბე­ბი (“აღ­სა­რე­ბა”) და დღი­უ­რე­ბი, სა­დაც მო­თხრო­ბი­ლია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­თა­ნაც ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, იმ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის მო­ნა­წი­ლეც თვი­თონ იყო. ერთ-ერთი ასე­თი მო­გო­ნე­ბაა, მა­გა­ლი­თად, რო­გორ გა­და­ათ­ქმე­ვი­ნეს ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილს გა­დად­გო­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რო­ბი­დან 1922 წელს.

  • ეთერ ფა­ღა­ვა - ფრან­გუ­ლი ბა­ლე­ტის ვარ­სკვლა­ვი ქარ­თუ­ლი ფეს­ვე­ბით

ემიგ­რანტ ეთერ ფა­ღა­ვას მო­მა­ვა­ლი ბე­დი­ცა და პრო­ფე­სი­აც ქარ­თულ­მა ფეს­ვებ­მა და ბავ­შვო­ბი­დან­ვე მშობ­ლი­ურ­მა მუ­სი­კა­ლურ­მა გა­რე­მომ გან­სა­ზღვრა. მო­მა­ვა­ლი პრი­მა­ბა­ლე­რი­ნას დედა ას­მათ ჟორ­და­ნია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის ნოე ჟორ­და­ნი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი გახ­ლდათ, ხოლო მამა ლე­ვან ფა­ღა­ვა – 1924 წლის შეთ­ქმუ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე.

პა­ტა­რა გო­გო­ნას შა­ტო­ში, სა­დაც დე­დის მშობ­ლე­ბი და საფ­რან­გე­თის ქარ­თველ ემიგ­რან­ტთა დიდი ნა­წი­ლი ბი­ნად­რობ­და, ყო­ველ­დღე უც­ნა­უ­რი მუ­სი­კის ჰან­გე­ბი ეს­მო­და. ქარ­თულ ქა­ლა­ქურ სიმ­ღე­რებს ხალ­ხუ­რი მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი “კრი­მან­ჭუ­ლი” ემა­ტე­ბო­და. მის უბად­ლო შემ­სრუ­ლე­ბელ ვა­ლო­დია გო­გუ­ა­ძეს მთე­ლი უფ­რო­სი თა­ო­ბა აე­ყო­ლი­ე­ბი­ნა სოფ­ლუ­რი სიმ­ღე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში. მრა­ვალ­რი­ცხო­ვან ქა­ლა­ქურ სიმ­ღე­რებ­სა და ორი­გი­ნა­ლურ სა­სოფ­ლო მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბას ავ­სებ­და რე­ჯებ ჟორ­და­ნი­ას მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კაც. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის, ნოე ჟორ­და­ნი­ას ვაჟი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მუ­სი­კო­სი გახ­ლდათ.

პა­ტა­რა ეთერ ფა­ღა­ვას სცე­ნუ­რი ნათ­ლო­ბა 1944 წელს მოხ­და. პა­რი­ზუ­ლი პრე­სა მალე მას სხვა­დას­ხვა ეპი­თე­ტით – “ბავ­შვი საკ­ვირ­ვე­ლე­ბა” და “პა­ტა­რა ფა­ღა­ვად” იხ­სე­ნი­ებ­და.

ეთე­რი ფა­ღა­ვა:

“ჩემს სი­ცო­ცხლე­ში ძა­ლი­ან ბევ­რი მი­ცეკ­ვია, მაგ­რამ სა­უ­კე­თე­სო გა­მოს­ვლა ბა­ლან­ჩი­ნის ბა­ლეტ­ში იყო. ორი­ვე რომ ქარ­თვე­ლი ვი­ყა­ვით, ეს ძა­ლას მაძ­ლევ­და, კარ­გად რომ მე­ცეკ­ვა. მა­საც უხა­რო­და, ქარ­თვე­ლი რომ აღ­მოვ­ჩნდი. მე 15 წლის ვი­ყა­ვი, ის კი 40-ის, უდი­დე­სი ავ­ტო­რი­ტე­ტის მქო­ნე პი­როვ­ნე­ბა”.

  • ან­ტვერ­პე­ნის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძა­რი

ან­ტვერ­პე­ნის ღვთის­მშობ­ლის სა­ხე­ლო­ბის კა­თო­ლი­კუ­რი ტა­ძა­რი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის უბრწყინ­ვა­ლე­სი ძეგლია. 1559 წლი­დან ის ან­ტვერ­პე­ნის ეპარ­ქი­ის მთა­ვა­რი სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რია. აგე­ბის­თა­ნა­ვე ან­ტვერ­პე­ნის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძა­რი ქა­ლა­ქის სიმ­ბო­ლო გახ­და. იგი უდი­დე­სი კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ე­ბის რი­ცხვში შე­დის, ხოლო მისი დი­დე­ბუ­ლი ჩრდი­ლო­ე­თის კოშ­კი იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნუს­ხა­შია შე­ტა­ნი­ლი. ტა­ძარ­ში აგ­რეთ­ვე და­ცუ­ლია დიდი ფლა­მან­დი­ე­ლი მხატ­ვრის, პი­ტერ პაულ რუ­ბენ­სის რამ­დე­ნი­მე ტილო. ან­ტვერ­პე­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი ბელ­გი­ის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ეკ­ლე­სი­აა. 123 მეტ­რი სი­მაღ­ლის ჩრდი­ლო­ე­თის კოშ­კი კი ბე­ნი­ლუქ­სის ქვეყ­ნებ­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სამ­რეკ­ლოა, რომ­ლის სი­ლუ­ე­ტი ან­ტვერ­პე­ნის ნე­ბის­მი­ე­რი წერ­ტი­ლი­დან ჩანს. ან­ტვერ­პე­ნის ღვთის­მშო­ბე­ლი კლა­სი­კუ­რი ჯვრის გეგ­მის მქო­ნე გო­ტი­კუ­რი ძეგლია. ის შვიდ­ნა­ვი­ა­ნი ბა­ზი­ლი­კაა. ტაძ­რის მგა­ლო­ბელ­თა გუნ­დის ის­ტო­რია უწყვე­ტად გრძელ­დე­ბა 1382 წლი­დან დღემ­დე, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მათი საქ­მი­ა­ნო­ბა ომე­ბის დრო­საც კი არას­დროს შე­წყვე­ტი­ლა.

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

  • მოკ­ლე ამ­ბე­ბი. რო­გორ მოს­პეს სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი მე­კობ­რე­ო­ბა ხმელ­თა­შუა ზღვა­ში / სა­ზღვრებს გა­რეთ პირ­ველ­მა ომმა აშშ-ს სწო­რედ მე­კობ­რე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მო­უ­წი
  • მოკ­ლე ამ­ბე­ბი. პირ­ვე­ლი სა­ად­გილ­მა­მუ­ლო აღ­წე­რა ევ­რო­პა­ში
  • უახ­ლე­სი ის­ტო­რია. რა ხდე­ბო­და ხრუშ­ჩო­ვის მმარ­თვე­ლო­ბი­სას / ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ეროვ­ნუ­ლი ერ­თო­ბი­სა და თვით­შეგ­ნე­ბის დაც­ვის­თვის ბრძო­ლის ის­ტო­რი­ი­დან (1925-1975 წწ.)
  • სა­ქარ­თვე­ლო უცხო­ელ­თა თვა­ლით. “ადა­მი­ა­ნი, ვინც ომის შე­ჩე­რე­ბა ვერ შეძ­ლო”. და­სას­რუ­ლი
  • ევ­რო­პის ის­ტო­რი­ი­დან. “მუ­დამ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის მხა­რეს” / ნა­პო­ლე­ო­ნის პო­ლი­ცი­ის მი­ნის­ტრი ჟო­ზეფ ფუშე – ნი­ჭი­ე­რი ქა­მე­ლე­ო­ნი
  • სპორ­ტი და პო­ლი­ტი­კა. ფეხ­ბურ­თის როლი ახა­ლი იტა­ლი­ის შექ­მნა­ში / ფა­შიზ­მი და ოქ­როს მედ­ლე­ბი დუ­ჩეს არ­სე­ნა­ლი­დან

ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი – 100. სა­ქარ­თვე­ლო­ში უმაღ­ლე­სი სა­ინ­ჟინ­რო სას­წავ­ლებ­ლის ის­ტო­რი­ი­დან / ანუ სა­ი­დან იღებს სა­თა­ვეს ჩვე­ნი “გე­პეი”

სა­მე­ფო ფოს­ტა. ჰოდა, სოსო ჟორ­და­ნი­ას მი­მო­წე­რა დე­დო­ფალ­თან

უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი და ჩე­კის­ტე­ბი. ოპე­რა­ცია “ატა­მა­ნის” კრა­ხი

P.S. ჟურ­ნა­ლი “ის­ტო­რი­ა­ნი”, რო­გორც უკვე მკი­თხვე­ლის­თვის ცნო­ბი­ლია, გა­და­სუ­ლია სე­ზო­ნუ­რად გა­მო­ცე­მა­ზე – იბეჭ­დე­ბა გა­ზა­ფხუ­ლის, ზა­ფხუ­ლის, შე­მოდ­გო­მი­სა და ზამ­თრის ნომ­რე­ბი. წი­ნამ­დე­ბა­რე ჟურ­ნა­ლი შე­მოდ­გო­მი­სა გახ­ლავთ, შე­სა­ბა­მი­სად, მომ­დევ­ნო ნო­მე­რი ზამ­თრის იქ­ნე­ბა და მკი­თხვე­ლი მას წლე­ულს 1 დე­კემ­ბერს იხი­ლავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ შემოდგომის (სექტემბერ-ნოემბრის) ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ შემოდგომის (სექტემბერ-ნოემბრის) ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ შემოდგომის ნომერი #4 (125), რომელშიც წაიკითხავთ:

  • პეტრე შარია და მისი დღიურები

მაღალი რანგის საბჭოთა მოღვაწეს სისტემამ არ აპატია ნაწარმოები სულის უკვდავების შესახებ, რომელიც შვილის სიკვდილის შემდეგ დაწერა.

ფილოსოფოსისა და ლიტერატურათმცოდნის, პეტრე შარიას მუშაობამ საბჭოთა პოლიტიკური სისტემის მაღალ თანამდებობებზე, აგრეთვე ლავრენტი ბერიასთან სიახლოვემ, მის მიმართ ეჭვები გააჩინა. ადრეულ წლებში პეტრე შარია საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში იყო მეცნიერებისა და პროპაგანდის განყოფილების გამგე, შემდეგ ცენტრალური კომიტეტის მდივანი იდეოლოგიის დარგში, მუშაობდა მოსკოვში სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის აპარატში. კაცს, რომელსაც “რკინის მუშტში ჰყავდა მომწყვდეული ქართველი ინტელიგენცია”, ბევრი მოშურნე, მოწინააღმდეგე და მტერიც ჰყავდა როგორც სამეცნიერო წრეებში, ისე პარტიულ აპარატში. თუმცა ერთი რამ ცხადია: ის იყო ფართო ერუდიციის ფილოსოფოსი და რუსთველოლოგი. მისი ფილოსოფიური მემკვიდრეობა სულაც არ არის უსარგებლო, ხოლო რუსთველოლოგიური ძიებანი უდავოდ საინტერესოა.

უაღრესად საინტერესოა მისი მოგონებები (“აღსარება”) და დღიურები, სადაც მოთხრობილია იმ ადამიანების შესახებ, რომლებთანაც ურთიერთობა ჰქონდა, იმ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების შესახებ, რომლის მონაწილეც თვითონ იყო. ერთ-ერთი ასეთი მოგონებაა, მაგალითად, როგორ გადაათქმევინეს ივანე ჯავახიშვილს გადადგომა უნივერსიტეტის რექტორობიდან 1922 წელს.

  • ეთერ ფაღავა - ფრანგული ბალეტის ვარსკვლავი ქართული ფესვებით

ემიგრანტ ეთერ ფაღავას მომავალი ბედიცა და პროფესიაც ქართულმა ფესვებმა და ბავშვობიდანვე მშობლიურმა მუსიკალურმა გარემომ განსაზღვრა. მომავალი პრიმაბალერინას დედა ასმათ ჟორდანია დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის მეთაურის ნოე ჟორდანიას ქალიშვილი გახლდათ, ხოლო მამა ლევან ფაღავა – 1924 წლის შეთქმულების მონაწილე.

პატარა გოგონას შატოში, სადაც დედის მშობლები და საფრანგეთის ქართველ ემიგრანტთა დიდი ნაწილი ბინადრობდა, ყოველდღე უცნაური მუსიკის ჰანგები ესმოდა. ქართულ ქალაქურ სიმღერებს ხალხური მრავალხმიანობით გამორჩეული “კრიმანჭული” ემატებოდა. მის უბადლო შემსრულებელ ვალოდია გოგუაძეს მთელი უფროსი თაობა აეყოლიებინა სოფლური სიმღერების შესრულებაში. მრავალრიცხოვან ქალაქურ სიმღერებსა და ორიგინალურ სასოფლო მრავალხმიანობას ავსებდა რეჯებ ჟორდანიას მიერ შესრულებული კლასიკური მუსიკაც. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის მეთაურის, ნოე ჟორდანიას ვაჟი პროფესიონალი მუსიკოსი გახლდათ.

პატარა ეთერ ფაღავას სცენური ნათლობა 1944 წელს მოხდა. პარიზული პრესა მალე მას სხვადასხვა ეპითეტით – “ბავშვი საკვირველება” და “პატარა ფაღავად” იხსენიებდა.

ეთერი ფაღავა:

“ჩემს სიცოცხლეში ძალიან ბევრი მიცეკვია, მაგრამ საუკეთესო გამოსვლა ბალანჩინის ბალეტში იყო. ორივე რომ ქართველი ვიყავით, ეს ძალას მაძლევდა, კარგად რომ მეცეკვა. მასაც უხაროდა, ქართველი რომ აღმოვჩნდი. მე 15 წლის ვიყავი, ის კი 40-ის, უდიდესი ავტორიტეტის მქონე პიროვნება”.

  • ანტვერპენის ღვთისმშობლის ტაძარი

ანტვერპენის ღვთისმშობლის სახელობის კათოლიკური ტაძარი შუა საუკუნეების უბრწყინვალესი ძეგლია. 1559 წლიდან ის ანტვერპენის ეპარქიის მთავარი საკათედრო ტაძარია. აგებისთანავე ანტვერპენის ღვთისმშობლის ტაძარი ქალაქის სიმბოლო გახდა. იგი უდიდესი კათოლიკური ეკლესიების რიცხვში შედის, ხოლო მისი დიდებული ჩრდილოეთის კოშკი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ტაძარში აგრეთვე დაცულია დიდი ფლამანდიელი მხატვრის, პიტერ პაულ რუბენსის რამდენიმე ტილო. ანტვერპენის საკათედრო ტაძარი ბელგიის ყველაზე მაღალი ეკლესიაა. 123 მეტრი სიმაღლის ჩრდილოეთის კოშკი კი ბენილუქსის ქვეყნებში ყველაზე მაღალი სამრეკლოა, რომლის სილუეტი ანტვერპენის ნებისმიერი წერტილიდან ჩანს. ანტვერპენის ღვთისმშობელი კლასიკური ჯვრის გეგმის მქონე გოტიკური ძეგლია. ის შვიდნავიანი ბაზილიკაა. ტაძრის მგალობელთა გუნდის ისტორია უწყვეტად გრძელდება 1382 წლიდან დღემდე, საუკუნეების განმავლობაში მათი საქმიანობა ომების დროსაც კი არასდროს შეწყვეტილა.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

  • მოკლე ამბები. როგორ მოსპეს საუკუნოვანი მეკობრეობა ხმელთაშუა ზღვაში / საზღვრებს გარეთ პირველმა ომმა აშშ-ს სწორედ მეკობრეების წინააღმდეგ მოუწი
  • მოკლე ამბები. პირველი საადგილმამულო აღწერა ევროპაში
  • უახლესი ისტორია. რა ხდებოდა ხრუშჩოვის მმართველობისას / ქართველი ხალხის ეროვნული ერთობისა და თვითშეგნების დაცვისთვის ბრძოლის ისტორიიდან (1925-1975 წწ.)
  • საქართველო უცხოელთა თვალით. “ადამიანი, ვინც ომის შეჩერება ვერ შეძლო”. დასასრული
  • ევროპის ისტორიიდან. “მუდამ გამარჯვებულის მხარეს” / ნაპოლეონის პოლიციის მინისტრი ჟოზეფ ფუშე – ნიჭიერი ქამელეონი
  • სპორტი და პოლიტიკა. ფეხბურთის როლი ახალი იტალიის შექმნაში / ფაშიზმი და ოქროს მედლები დუჩეს არსენალიდან

ტექნიკური უნივერსიტეტი – 100. საქართველოში უმაღლესი საინჟინრო სასწავლებლის ისტორიიდან / ანუ საიდან იღებს სათავეს ჩვენი “გეპეი”

სამეფო ფოსტა. ჰოდა, სოსო ჟორდანიას მიმოწერა დედოფალთან

უკრაინელები და ჩეკისტები. ოპერაცია “ატამანის” კრახი

P.S. ჟურნალი “ისტორიანი”, როგორც უკვე მკითხველისთვის ცნობილია, გადასულია სეზონურად გამოცემაზე – იბეჭდება გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის ნომრები. წინამდებარე ჟურნალი შემოდგომისა გახლავთ, შესაბამისად, მომდევნო ნომერი ზამთრის იქნება და მკითხველი მას წლეულს 1 დეკემბერს იხილავს.