პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამა უცხოეთში წავიდა, უმცროსმა შვილმა ისე განიცადა, ფსიქოსომატური დაავადება ჩამოუყალიბდა... ბიჭუნამ ზრდა შეწყვიტა" - ემიგრანტი მშობლები და... შვილების პრობლემები
"მამა უცხოეთში წავიდა, უმცროსმა შვილმა ისე განიცადა, ფსიქოსომატური დაავადება ჩამოუყალიბდა... ბიჭუნამ ზრდა შეწყვიტა" - ემიგრანტი მშობლები და... შვილების პრობლემები

ემიგ­რან­ტე­ბის ცხოვ­რე­ბა უსას­რუ­ლო დარ­დი და ტკი­ვი­ლია, რად­გან სამ­შობ­ლოს­გან შორს მყოფთ მრა­ვა­ლი გან­საც­დე­ლის გა­და­ტა­ნა უწევთ. არა­ნაკ­ლებ მძი­მეა მათი სი­შო­რე ოჯა­ხე­ბის­თვის, შვი­ლე­ბის­თვის... ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბის ნა­ამ­ბობ­მა დაგ­ვარ­წმუ­ნა, რომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა დრა­მა­ტუ­ლია.

  • "ონ­ლა­ინ­დე­დად ვი­ქე­ცი და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან წლებს ჩემი შვი­ლის­გან შორს ვა­ტა­რებ"

ანა თუთ­ბე­რი­ძე, ემიგ­რან­ტი:

- პე­და­გო­გე­ბის ოჯახ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. მშობ­ლე­ბი თა­ვი­დან­ვე მას­წავ­ლიდ­ნენ, რომ თუ კარგ გა­ნათ­ლე­ბას მი­ვი­ღებ­დი, უზ­რუნ­ვე­ლი მო­მა­ვა­ლი მექ­ნე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, ასე არ მოხ­და... ყვე­ლა­ფე­რი მა­მა­ჩე­მის ავად­მყო­ფო­ბით და­ი­წყო. რაც გვე­ბა­და, მის მკურ­ნა­ლო­ბა­ზე დავ­ხარ­ჯეთ, მაგ­რამ ჩვე­ნი ოჯა­ხის დიდი იმე­დი და მთა­ვა­რი საყ­რდე­ნი მა­ინც ვერ გა­და­ვარ­ჩი­ნეთ! 35 წლის ასაკ­ში იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, ჩემი 10 წლის შვი­ლი დე­დას­თან და­მე­ტო­ვე­ბი­ნა და ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ყვე­ლა ემიგ­რან­ტი და­მე­მოწ­მე­ბა, რომ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პირ­ვე­ლი თვე­ე­ბია: სრუ­ლი­ად უცხო ქვე­ყა­ნა­ში, ე.წ. დამ­საქ­მებ­ლის იმე­დად ხარ და ვიდ­რე ნორ­მა­ლუ­რი სა­მუ­შაო გა­მო­გიჩ­ნდე­ბა, ჯო­ჯო­ხე­თის გავ­ლა გი­წევს. იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ, სა­ერ­თო ბი­ნა­ში იცხოვ­რო 20, 22, 24 ქალ­თან ერ­თად. თი­თო­ე­ულს ოჯა­ხი­სა და შვი­ლე­ბის მო­ნატ­რე­ბა ახ­რჩობს, მაგ­რამ უმ­რავ­ლე­სო­ბას ვალი აქვს და უკან და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი გზაც აღარ დარ­ჩე­ნია! სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, სა­დაც ხში­რად იყო კონ­ფლიქ­ტი და ჩხუ­ბი, ძა­ლი­ან მწა­რედ მახ­სენ­დე­ბა. პირ­ვე­ლად დამ­საქ­მე­ბელ­მა ისე­თი მო­ხუ­ცის მო­სავ­ლე­ლად გა­მიშ­ვა, რო­მელ­საც ყო­ველ და­ნახ­ვა­ზე უნდა მივ­სალ­მე­ბო­დი, რად­გან ვერ მცნობ­და და 2-3 წუთ­ში წი­ვილ-კი­ვილს იწყებ­და. მე უნდა და­მემ­შვი­დე­ბი­ნა, დამ­შვი­დე­ბის დროს კი რამ­დენ­ჯერ­მე ხე­ლიც და­მარ­ტყა! ამ სა­ში­ნე­ლე­ბას ერთი კვი­რაც ვერ გა­ვუ­ძე­ლი და იმ ოჯა­ხი­დან თავ­ქუდ­მოგ­ლე­ჯი­ლი გა­მო­ვი­ქე­ცი! მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ სამ­თვი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ შე­და­რე­ბით მშვი­დი სა­მუ­შაო გა­მო­მიჩ­ნდა. ახლა ჩემი "ბე­ბია" ეტ­ლში ზის და მხო­ლოდ პამ­პერ­სის გა­მოც­ვლა, ჭამა და ბა­ნა­ო­ბა სჭირ­დე­ბა. რომ დავ­ფიქ­რდე­ბი, ცრემ­ლი მომ­დის - ონ­ლა­ინ­დე­დად ვი­ქე­ცი და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან წლებს ჩემი შვი­ლის­გან შორს ვა­ტა­რებ. ტკი­ვი­ლი, სა­სო­წარ­კვე­თა, და­ნა­შა­უ­ლის გრძნო­ბა ერ­თად მი­პყრობს. თავს დამ­ნა­შა­ვედ ვგრძნობ მო­ხუ­ცი დე­დის წი­ნა­შე, რო­მელ­საც ამ­ხე­ლა ტვირ­თი ავ­კი­დე. ეს ნამ­დვი­ლი სას­ჯე­ლია - სას­ჯე­ლი, რო­მელ­საც ჩემი უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შორს ვიხ­დი. ზოგ­ჯერ ვფიქ­რობ, რომ შეც­დო­მა და­ვუშ­ვი, რომ მათ­თან უნდა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ მა­შინ ეს იყო ერ­თა­დერ­თი გზა - გზა გა­დარ­ჩე­ნი­სა... აქ მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბი ხში­რად ვხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს და ჩვენს დარდს ვუ­ზი­ა­რებთ. ერთ-ერთს ზამ­თარ­ში დედა გარ­და­ეც­ვა­ლა და მის დაკ­რძალ­ვა­ზეც ვერ მო­ა­ხერ­ხა ჩა­მოს­ვლა. ისე გა­ნიც­დი­და, რომ ვერ ვამ­შვი­დებ­დით. ნუ­რა­ვის ჰგო­ნია, რომ უცხო­ეთ­ში ფული ად­ვი­ლად იშო­ვე­ბა. ემიგ­რან­ტებს და­მამ­ცი­რე­ბე­ლი შრო­მა გვი­წევს იმ ფუ­ლის გა­მო­სა­მუ­შა­ვებ­ლად, რო­მელ­საც ჩვენს შვი­ლებს ვუგ­ზავ­ნით. უკვე ხუთი წე­ლია, ევ­რო­პა­ში ვცხოვ­რობ და დღე არ ყო­ფი­ლა, ჩა­მოს­ვლა­ზე არ მე­ოც­ნე­ბა. უმე­ტე­სო­ბას ერთი სული აქვს, რო­დის დაბ­რუნ­დე­ბა! საკ­მა­რი­სია, სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ტუ­ა­ცია გა­უმ­ჯო­ბეს­დეს და ჩვენ დავ­ბრუნ­დე­ბით.

  • რო­დე­საც დედა ემიგ­რა­ცი­ა­ში მი­დის...

მა­ნა­ნა სო­ლო­ღაშ­ვი­ლი, ფსი­ქო­ლო­გი:

- ემიგ­რა­ცია ძა­ლი­ან რთუ­ლი თე­მაა, გან­სა­კუთ­რე­ბით - თუ არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი რჩე­ბი­ან მშობ­ლე­ბის გა­რე­შე. ამის დას­ტუ­რად ჩემი პრაქ­ტი­კი­დან ერთი შემ­თხვე­ვა უნდა გა­ვიხ­სე­ნო: მამა ამე­რი­კა­ში წა­ვი­და და მის­მა უმ­ცროს­მა შვილ­მა ისე გა­ნი­ცა­და, ფსი­ქო­სო­მა­ტუ­რი და­ა­ვა­დე­ბა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­და. ბი­ჭუ­ნა სამი წლის იყო და იმ­ხე­ლა სტრე­სი მი­ი­ღო, რომ ზრდა შე­წყვი­ტა. ბავ­შვს რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სე­რი­ო­ზუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა დას­ჭირ­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა ემარ­თე­ბა ბავ­შვს, როცა დე­დას შორ­დე­ბა. რო­დე­საც დედა ემიგ­რა­ცი­ა­ში მი­დის, ხში­რად ეს მისი ოჯა­ხის­თვი­საც და­მან­გრე­ვე­ლი ფაქ­ტო­რი ხდე­ბა. მთა­ვა­რი მსხვერ­პლი ამ დროს დე­დის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი პა­ტა­რე­ბი არი­ან: მათ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის გა­რე­შე უწევთ ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი ეტა­პე­ბის გავ­ლა. ამ ბავ­შვებ­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა ისე­თი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დარ­ღვე­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა: მერ­ყე­ვი ფსი­ქი­კა, აგ­რე­სია, დეპ­რე­სია. რაც უფრო მცი­რე­წლო­ვა­ნია ბავ­შვი, მით უფრო რთუ­ლია მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რად­გან რო­დე­საც მო­ზარ­დი რა­ღაც დაბ­რკო­ლე­ბას ან პრობ­ლე­მას აწყდე­ბა, დახ­მა­რე­ბის­თვის მშობ­ლებ­თან მი­დის და თუ ერთ მშო­ბელს არ შე­უძ­ლია დახ­მა­რე­ბა, მე­ო­რეს მი­მარ­თავს. წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
0

ჩემს ირგვლივ ყველა ემიგრანტი უთვალავი წლით არის წასული.

ჯერ ვალები უნდა გაისტუმრონ,მერე მანქანა შვილს,მერე მეორე მანქანა,მერე ერთი ბინა,მერე მეორე,მერე რემონტის ფული ჭირდებათ,მერე ავეჯი,მერე სტუდენტებს გადასახადი,მერე შვილები თხოვდებიან,ქორწილის ფული,მერე შვილიშვილების გაჩენა,მათაც ხომ უნდათ ბინები ?

და შედეგად ვიღებთ ფულით გატუტუცებულ,გზას აცდენილ ახალგაზრდობას,რომელმაც არაფრის ფასი არ იცის.

და ეს ნორმალურია?

 

 

ლექსო
0

ამიტომაც არის დღევანდელი თინეიჯერები ბოლო მოდელის აიფონებით კაფე ბარებში ალკოჰოლში და ნარკოტიკში კლავენ დარდს. უსახსრობა და გჭირვება რომ არის მესმის, მაგრამ 3 და 4 ბინა რომ გინდა და 30 წელი უკან აღარ ბრუნდები, რა ოჯახია? ან რად გინდოდა შვილი და ქმარი თუ მთელი ცხოვრება ემოგრაციში უნდა გაატარო? უწევ დათვურ სამსახურს საკუთარ შვილს. აჩვევ იოლ ფულს. ჯობია ცოტა გაჭირვებაში იყო და ოჯახი იყოს შეკრული. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"მამა უცხოეთში წავიდა, უმცროსმა შვილმა ისე განიცადა, ფსიქოსომატური დაავადება ჩამოუყალიბდა... ბიჭუნამ ზრდა შეწყვიტა" - ემიგრანტი მშობლები და... შვილების პრობლემები

"მამა უცხოეთში წავიდა, უმცროსმა შვილმა ისე განიცადა, ფსიქოსომატური დაავადება ჩამოუყალიბდა... ბიჭუნამ ზრდა შეწყვიტა" - ემიგრანტი მშობლები და... შვილების პრობლემები

ემიგრანტების ცხოვრება უსასრულო დარდი და ტკივილია, რადგან სამშობლოსგან შორს მყოფთ მრავალი განსაცდელის გადატანა უწევთ. არანაკლებ მძიმეა მათი სიშორე ოჯახებისთვის, შვილებისთვის... ჩვენი რესპონდენტების ნაამბობმა დაგვარწმუნა, რომ ამ ადამიანების ცხოვრება დრამატულია.

  • "ონლაინდედად ვიქეცი და ყველაზე მნიშვნელოვან წლებს ჩემი შვილისგან შორს ვატარებ"

ანა თუთბერიძე, ემიგრანტი:

- პედაგოგების ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. მშობლები თავიდანვე მასწავლიდნენ, რომ თუ კარგ განათლებას მივიღებდი, უზრუნველი მომავალი მექნებოდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა... ყველაფერი მამაჩემის ავადმყოფობით დაიწყო. რაც გვებადა, მის მკურნალობაზე დავხარჯეთ, მაგრამ ჩვენი ოჯახის დიდი იმედი და მთავარი საყრდენი მაინც ვერ გადავარჩინეთ! 35 წლის ასაკში იძულებული გავხდი, ჩემი 10 წლის შვილი დედასთან დამეტოვებინა და ემიგრაციაში წამოვსულიყავი. ყველა ემიგრანტი დამემოწმება, რომ ყველაზე რთული პირველი თვეებია: სრულიად უცხო ქვეყანაში, ე.წ. დამსაქმებლის იმედად ხარ და ვიდრე ნორმალური სამუშაო გამოგიჩნდება, ჯოჯოხეთის გავლა გიწევს. იძულებული ხარ, საერთო ბინაში იცხოვრო 20, 22, 24 ქალთან ერთად. თითოეულს ოჯახისა და შვილების მონატრება ახრჩობს, მაგრამ უმრავლესობას ვალი აქვს და უკან დასაბრუნებელი გზაც აღარ დარჩენია! საერთო საცხოვრებელი, სადაც ხშირად იყო კონფლიქტი და ჩხუბი, ძალიან მწარედ მახსენდება. პირველად დამსაქმებელმა ისეთი მოხუცის მოსავლელად გამიშვა, რომელსაც ყოველ დანახვაზე უნდა მივსალმებოდი, რადგან ვერ მცნობდა და 2-3 წუთში წივილ-კივილს იწყებდა. მე უნდა დამემშვიდებინა, დამშვიდების დროს კი რამდენჯერმე ხელიც დამარტყა! ამ საშინელებას ერთი კვირაც ვერ გავუძელი და იმ ოჯახიდან თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი! მადლობა ღმერთს, რომ სამთვიანი ლოდინის შემდეგ შედარებით მშვიდი სამუშაო გამომიჩნდა. ახლა ჩემი "ბებია" ეტლში ზის და მხოლოდ პამპერსის გამოცვლა, ჭამა და ბანაობა სჭირდება. რომ დავფიქრდები, ცრემლი მომდის - ონლაინდედად ვიქეცი და ყველაზე მნიშვნელოვან წლებს ჩემი შვილისგან შორს ვატარებ. ტკივილი, სასოწარკვეთა, დანაშაულის გრძნობა ერთად მიპყრობს. თავს დამნაშავედ ვგრძნობ მოხუცი დედის წინაშე, რომელსაც ამხელა ტვირთი ავკიდე. ეს ნამდვილი სასჯელია - სასჯელი, რომელსაც ჩემი უახლოესი ადამიანებისგან შორს ვიხდი. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ შეცდომა დავუშვი, რომ მათთან უნდა დავრჩენილიყავი, მაგრამ მაშინ ეს იყო ერთადერთი გზა - გზა გადარჩენისა... აქ მყოფი ქართველები ხშირად ვხვდებით ერთმანეთს და ჩვენს დარდს ვუზიარებთ. ერთ-ერთს ზამთარში დედა გარდაეცვალა და მის დაკრძალვაზეც ვერ მოახერხა ჩამოსვლა. ისე განიცდიდა, რომ ვერ ვამშვიდებდით. ნურავის ჰგონია, რომ უცხოეთში ფული ადვილად იშოვება. ემიგრანტებს დამამცირებელი შრომა გვიწევს იმ ფულის გამოსამუშავებლად, რომელსაც ჩვენს შვილებს ვუგზავნით. უკვე ხუთი წელია, ევროპაში ვცხოვრობ და დღე არ ყოფილა, ჩამოსვლაზე არ მეოცნება. უმეტესობას ერთი სული აქვს, როდის დაბრუნდება! საკმარისია, საქართველოში სიტუაცია გაუმჯობესდეს და ჩვენ დავბრუნდებით.

  • როდესაც დედა ემიგრაციაში მიდის...

მანანა სოლოღაშვილი, ფსიქოლოგი:

- ემიგრაცია ძალიან რთული თემაა, განსაკუთრებით - თუ არასრულწლოვანი შვილები რჩებიან მშობლების გარეშე. ამის დასტურად ჩემი პრაქტიკიდან ერთი შემთხვევა უნდა გავიხსენო: მამა ამერიკაში წავიდა და მისმა უმცროსმა შვილმა ისე განიცადა, ფსიქოსომატური დაავადება ჩამოუყალიბდა. ბიჭუნა სამი წლის იყო და იმხელა სტრესი მიიღო, რომ ზრდა შეწყვიტა. ბავშვს რამდენიმე წლის განმავლობაში, სერიოზული მკურნალობა დასჭირდა. წარმოიდგინეთ, რა ემართება ბავშვს, როცა დედას შორდება. როდესაც დედა ემიგრაციაში მიდის, ხშირად ეს მისი ოჯახისთვისაც დამანგრეველი ფაქტორი ხდება. მთავარი მსხვერპლი ამ დროს დედის გარეშე დარჩენილი პატარები არიან: მათ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის გარეშე უწევთ ცხოვრების მთავარი ეტაპების გავლა. ამ ბავშვებში შეინიშნება ისეთი ფსიქოლოგიური დარღვევები, როგორიცაა: მერყევი ფსიქიკა, აგრესია, დეპრესია. რაც უფრო მცირეწლოვანია ბავშვი, მით უფრო რთულია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რადგან როდესაც მოზარდი რაღაც დაბრკოლებას ან პრობლემას აწყდება, დახმარებისთვის მშობლებთან მიდის და თუ ერთ მშობელს არ შეუძლია დახმარება, მეორეს მიმართავს. წაიკითხეთ სტატია სრულად