პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მორგები გადაივსო ქართველებით. სულ ცოტა, ორ-სამ კვირაში ფულის აგროვება გვიწევს..." - რას ჰყვება აშშ-ში მცხოვრები ქართველი?
"მორგები გადაივსო ქართველებით. სულ ცოტა, ორ-სამ კვირაში ფულის აგროვება გვიწევს..." - რას ჰყვება აშშ-ში მცხოვრები ქართველი?

გზა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ზღვრამ­დე რთუ­ლია, ძვი­რი და სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს წი­ნას­წარ აქვთ ინ­ფორ­მა­ცია, სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო გზის შე­სა­ხებ, მა­ინც მი­დი­ან. სა­ქარ­თვე­ლოს ასო­ბით მო­ქა­ლა­ქე თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად კვეთს მექ­სი­კა-ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ზღვარს და ლტოლ­ვი­ლად ბარ­დე­ბა. უმ­რავ­ლე­სო­ბა ახალ­გაზ­რდაა, ზოგ­ჯერ ოჯა­ხე­ბით, ჩვი­ლი ბავ­შვე­ბით, ზოგ­ჯერ მარ­ტოც მი­დი­ან, მაგ­რამ დათ­ქმე­ბით - მო­ე­წყო­ბი­ან და ცოლ-შვილ­საც წა­იყ­ვა­ნენ. სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2022 წლის 1-ლი იან­ვრის მდგო­მა­რე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­დან უცხო­ეთ­ში ემიგ­რი­რე­ბუ­ლია 99 974 კაცი, რაც 34.6%-ით მე­ტია წინა წელ­თან შე­და­რე­ბით. ემიგ­რი­რე­ბულ­თა შო­რის ყვე­ლა­ზე მეტი - 80 351 პირი, ქარ­თვე­ლია. მათი სა­შუ­ა­ლო ასა­კი 15-64 წე­ლია. რა გზას გა­დი­ან ქარ­თვე­ლე­ბი ამე­რი­კა­ში თა­ვის და­სამ­კვიდ­რებ­ლად, რო­გორ ცხოვ­რო­ბენ და რას ფიქ­რო­ბენ ოკე­ა­ნის გა­მოღ­მა დარ­ჩე­ნილ სამ­შობ­ლო­ზე, რატი სა­ბახ­ტა­რაშ­ვი­ლი გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას" უამ­ბობს:

- 21 წე­ლია ამე­რი­კა­ში ვცხოვ­რობ, რაც ბოლო ორ-სამ წე­ლი­წად­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი წელს ხდე­ბა, ასე­თი არ რამ მახ­სოვს. მე 17 წლის ვი­ყა­ვი, აქ რომ ჩა­მო­ვე­დი. იმ პე­რი­ოდ­ში ქარ­თვე­ლე­ბი ამე­რი­კა­ში იშ­ვი­ა­თად მო­დი­ოდ­ნენ, ზოგი ჩემ­სა­ვით მწვა­ნე ბა­რათს იგებ­და, ზოგი სას­წავ­ლო, გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით ჩა­მო­დი­ო­და, არა­ლე­გა­ლუ­რად უმ­თავ­რე­სად შუ­ახ­ნის ქა­ლე­ბი მო­დი­ოდ­ნენ და ოჯა­ხებ­ში მო­ხუ­ცე­ბის მომ­ვლე­ლე­ბად იწყებ­დნენ მუ­შა­ო­ბას.

ახლა ოცი­დან ორ­მოც წლამ­დე ასა­კის მა­მა­კა­ცე­ბი ჩა­მო­დი­ან, თა­ნაც სის­ტე­მა­ტუ­რად. დღე არ გავა, ახ­ლო­ბელ­მა არ და­მირ­ე­კოს, რომ ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი ქარ­თვე­ლი ჰყავს და­სა­ბი­ნა­ვე­ბე­ლი. ზოგი სა­მუ­შა­ოს ეძებს, ზოგ­მა სა­მუ­შა­ოს შოვ­ნა­ზე ხელი ჩა­იქ­ნია და პუ­რის ფულს ან თავ­შე­სა­ფარს ითხოვს. ყვე­ლა­ზე ცუდი კი ის არის, მორ­გე­ბი გა­და­ივ­სო ქარ­თვე­ლე­ბით. სულ ცოტა, ორ-სამ კვი­რა­ში ფუ­ლის აგ­რო­ვე­ბა გვი­წევს, გარ­დაც­ვლი­ლი ქარ­თვე­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დას­ვე­ნე­ბის­თვის.

აქ ძა­ლი­ან ბევ­რი ჩემი ნა­თე­სა­ვი და ნაც­ნო­ბია. უმ­რავ­ლე­სო­ბას მე ვუ­მას­პინ­ძლე და ვუ­პატ­რო­ნე. ყვე­ლა მათ­განს აქვს ისე­თი გო­ნებ­რი­ვი და ფი­ზი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან გა­მო­ად­გე­ბო­და. ყვე­ლა, მათ შო­რის, მეც გარ­კვე­უ­ლი თან­ხის, ცოდ­ნის დაგ­რო­ვე­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას ვგეგ­მავ­დით, მაგ­რამ ბოლო წლებ­ში ისე­თი რა­ღა­ცე­ბი მოხ­და, გეგ­მე­ბი შევ­ცვა­ლეთ...

- მორ­გი რა­ტომ არის სავ­სე ქარ­თვე­ლე­ბით?

- ხში­რად ნაც­ნო­ბი ნაც­ნობს ეუბ­ნე­ბა, შენ აქამ­დე ჩა­მო­აღ­წიე და მერე რა­ღა­ცას მო­გი­ხერ­ხე­ბო. ადა­მი­ა­ნი ფულს სეს­ხუ­ლობს, ზოგ­ჯერ ბი­ნა­საც ყი­დის, რომ აქამ­დე ჩა­მო­აღ­წი­ოს. ჩა­მო­დის და იმ ნაც­ნობს ვე­ღარ უკავ­შირ­დე­ბა. ამე­რი­კა ნამ­დვი­ლად არის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბის ქვე­ყა­ნა, მაგ­რამ თუ ფეხი გა­და­გიბ­რუნ­და, მორ­ჩა, ჩაგყლა­პავს. მე ამ­დე­ნი წე­ლია აქა ვარ და თავს მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ ვაძ­ლევ, დღე­და­ღამ ვშრო­მობ. აქ არ გა­მო­ვა ქე­ი­ფი და ნა­ბა­ხუ­სევ­ზე სახ­ლში კოტ­რი­ა­ლი. ყვე­ლა დღე, სა­ა­თი გათ­ვლი­ლი გვაქვს. ხში­რად ახალ­ჩა­მო­სუ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც აქ არა­ვინ ხვდე­ბა, ქუ­ჩა­ში რჩე­ბი­ან, იქ კი ბევ­რი საც­დუ­რია - წა­მა­ლი, სას­მე­ლი, მო­სა­წე­ვი... ერთი თუ გა­გექ­ცა ხელი, მორ­ჩა... ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი რომ ვი­ყა­ვი, ძა­ლი­ან ბევ­რი ქარ­თვე­ლი ნარ­კო­მა­ნი მხვდე­ბო­და, მერე თით­ქოს გაქ­რნენ, ზოგი გა­მო­ა­სახ­ლეს, ზო­გიც და­ი­ხო­ცა, ახლა ისევ მომ­რავ­ლდნენ. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 134 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სალიი
11

100 % -ი სიმართლე დაწერა ამ კაცმა ამერიკაზეც, და ჩვენს ქვეყანასა და ხელისუფლებაზეც.

არ დამიწყოთ ეხლა ნაცი ხაროოო

არც ნაცი ვარ და არც ქოცი, ორივე ჭორს გაიწყვეტიააა,

ნორმალურ ქვეყანაში ცხობრების სურვილის მქონე ადამიანი ვარ, სადაც მინდა რომ ჩემი შვილები უსაფრთოდ იყვნენ, კარგი განათლება მიიღონ და შემოსავალი გვქონდეს!!!!!

ამას ჭირდება ნაცობა ან ქოცობა?

რომელიმემ რამე გაგვიკეთა? საკუთარი ჯიბეების დასქელების გარდა?

ანზორი
8

აბა მეოთხე წელს ყველას აგაყვავებთოო.

ავტორი:

"მორგები გადაივსო ქართველებით. სულ ცოტა, ორ-სამ კვირაში ფულის აგროვება გვიწევს..." - რას ჰყვება აშშ-ში მცხოვრები ქართველი?

"მორგები გადაივსო ქართველებით. სულ ცოტა, ორ-სამ კვირაში ფულის აგროვება გვიწევს..." - რას ჰყვება აშშ-ში მცხოვრები ქართველი?

გზა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრამდე რთულია, ძვირი და სიცოცხლისთვის სახიფათო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს წინასწარ აქვთ ინფორმაცია, სიცოცხლისთვის სახიფათო გზის შესახებ, მაინც მიდიან. საქართველოს ასობით მოქალაქე თითქმის ყოველდღიურად კვეთს მექსიკა-ამერიკის შეერთებული შტატების საზღვარს და ლტოლვილად ბარდება. უმრავლესობა ახალგაზრდაა, ზოგჯერ ოჯახებით, ჩვილი ბავშვებით, ზოგჯერ მარტოც მიდიან, მაგრამ დათქმებით - მოეწყობიან და ცოლ-შვილსაც წაიყვანენ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებულია 99 974 კაცი, რაც 34.6%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ემიგრირებულთა შორის ყველაზე მეტი - 80 351 პირი, ქართველია. მათი საშუალო ასაკი 15-64 წელია. რა გზას გადიან ქართველები ამერიკაში თავის დასამკვიდრებლად, როგორ ცხოვრობენ და რას ფიქრობენ ოკეანის გამოღმა დარჩენილ სამშობლოზე, რატი საბახტარაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრას" უამბობს:

- 21 წელია ამერიკაში ვცხოვრობ, რაც ბოლო ორ-სამ წელიწადში, განსაკუთრებით კი წელს ხდება, ასეთი არ რამ მახსოვს. მე 17 წლის ვიყავი, აქ რომ ჩამოვედი. იმ პერიოდში ქართველები ამერიკაში იშვიათად მოდიოდნენ, ზოგი ჩემსავით მწვანე ბარათს იგებდა, ზოგი სასწავლო, გაცვლითი პროგრამით ჩამოდიოდა, არალეგალურად უმთავრესად შუახნის ქალები მოდიოდნენ და ოჯახებში მოხუცების მომვლელებად იწყებდნენ მუშაობას.

ახლა ოციდან ორმოც წლამდე ასაკის მამაკაცები ჩამოდიან, თანაც სისტემატურად. დღე არ გავა, ახლობელმა არ დამირეკოს, რომ ახალი ჩამოსული ქართველი ჰყავს დასაბინავებელი. ზოგი სამუშაოს ეძებს, ზოგმა სამუშაოს შოვნაზე ხელი ჩაიქნია და პურის ფულს ან თავშესაფარს ითხოვს. ყველაზე ცუდი კი ის არის, მორგები გადაივსო ქართველებით. სულ ცოტა, ორ-სამ კვირაში ფულის აგროვება გვიწევს, გარდაცვლილი ქართველის საქართველოში გადასვენებისთვის.

აქ ძალიან ბევრი ჩემი ნათესავი და ნაცნობია. უმრავლესობას მე ვუმასპინძლე და ვუპატრონე. ყველა მათგანს აქვს ისეთი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები, რომ საქართველოს ძალიან გამოადგებოდა. ყველა, მათ შორის, მეც გარკვეული თანხის, ცოდნის დაგროვებასა და საქართველოში დაბრუნებას ვგეგმავდით, მაგრამ ბოლო წლებში ისეთი რაღაცები მოხდა, გეგმები შევცვალეთ...

- მორგი რატომ არის სავსე ქართველებით?

- ხშირად ნაცნობი ნაცნობს ეუბნება, შენ აქამდე ჩამოაღწიე და მერე რაღაცას მოგიხერხებო. ადამიანი ფულს სესხულობს, ზოგჯერ ბინასაც ყიდის, რომ აქამდე ჩამოაღწიოს. ჩამოდის და იმ ნაცნობს ვეღარ უკავშირდება. ამერიკა ნამდვილად არის შესაძლებლობებისა და ოცნებების ასრულების ქვეყანა, მაგრამ თუ ფეხი გადაგიბრუნდა, მორჩა, ჩაგყლაპავს. მე ამდენი წელია აქა ვარ და თავს მოდუნების საშუალებას არ ვაძლევ, დღედაღამ ვშრომობ. აქ არ გამოვა ქეიფი და ნაბახუსევზე სახლში კოტრიალი. ყველა დღე, საათი გათვლილი გვაქვს. ხშირად ახალჩამოსულები, რომლებსაც აქ არავინ ხვდება, ქუჩაში რჩებიან, იქ კი ბევრი საცდურია - წამალი, სასმელი, მოსაწევი... ერთი თუ გაგექცა ხელი, მორჩა... ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, ძალიან ბევრი ქართველი ნარკომანი მხვდებოდა, მერე თითქოს გაქრნენ, ზოგი გამოასახლეს, ზოგიც დაიხოცა, ახლა ისევ მომრავლდნენ. გააგრძელეთ კითხვა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"