სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
თვის კითხვადი სტატიები
"მე ადამიანი ვარ" - ფინეთის პრემიერმა წვეულებაზე გადაღებული კადრების გავრცელების შემდეგ ბოდიში მოიხადა, სიტყვით გამოსვლისას კი ატირდა
"მე ადამიანი ვარ" - ფინეთის პრემიერმა წვეულებაზე გადაღებული კადრების გავრცელების შემდეგ ბოდიში მოიხადა, სიტყვით გამოსვლისას კი ატირდა

ფი­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, სანა მა­რი­ნი წვე­უ­ლე­ბა­ზე მისი გარ­თო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­სა და ფო­ტო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, ბო­დიშს იხ­დის და ამ­ბობს, რომ მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი დე­ტა­ლე­ბი არ უნდა გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი­ყო.

სანა მა­რინ­მა ამ თე­მა­ზე სა­უბ­რის დროს ცრემ­ლე­ბი ვერ შე­ი­კა­ვა.

ფი­ნე­თის პრე­მი­ე­რის თქმით, მას უნდა ჰქონ­დეს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა. "მე ადა­მი­ა­ნი ვარ“ - გა­ნა­ცხა­და მა­რინ­მა სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე და გა­სულ კვი­რა­ზე სა­უბ­რი­სას თქვა, რომ ეს მის­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი კვი­რა იყო.

"ამ მძი­მე პე­რი­ოდ­ში მეც მჭირ­დე­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბა, სიმ­სუ­ბუ­ქე, მხი­ა­რუ­ლე­ბა, რაც ჩანს ფო­ტო­ებ­სა და ვი­დე­ო­ებ­ზე. ერთი სა­მუ­შაო დღეც კი არ გა­მო­მი­ტო­ვე­ბია და მინ­და მჯე­რო­დეს, რომ ხალ­ხი უფრო მე­ტად აფა­სებს იმას, თუ რას ვა­კე­თებ მე სამ­სა­ხურ­ში, ვიდ­რე იმას, თუ რას ვა­კე­თებ თა­ვი­სუ­ფალ დროს“, - თქვა სანა მა­რინ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ერთი და­ვა­ლე­ბაც კი არ და­უ­ტო­ვე­ბია შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი და აკე­თებს თა­ვის საქ­მეს. "მე ვფიქ­რობ უკ­რა­ი­ნა­ზე, ვფიქ­რობ თქვენ­ზე, ჩემს ხალ­ხზე და ვფიქ­რობ ჩემი საქ­მის შეს­რუ­ლე­ბა­ზე“, - თქვა ფი­ნე­თის პრე­მი­ერ­მა.

ცნო­ბის­თვის, ფი­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი წვე­უ­ლე­ბა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბის შემ­დეგ ოპო­ნენ­ტთა მხრი­დან მკაც­რი კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი გახ­და. მას ოპო­ზი­ცი­ამ ნარ­კო­ტეს­ტის ჩა­ბა­რე­ბაც მოს­თხო­ვა. მა­რინ­მა ნარ­კო­ტეს­ტი გა­ი­კე­თა და მის სის­ხლში აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი არ აღ­მოჩ­ნდა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუკრი
0

ყველგან , მოფიქრალი ადამიანი გარკვეულწილად კონსერვატორია, გვაპატიონ ახალგაზრდებმა და ისინიც ასაკში ასეთები იქნებიან. დრო უნდა ყველაფერს , მარტო განათლება არ ყოფნის. შევუნდოთ, ვაცალოთ, ოღონდ ზღვარს ნუ გადავლენ.სადაა ზღვარი ესაა საქმე?

ანი
84

ე.ი. ფინეთის პრემიერს ვაკრიტიკებთ როგორ გაბედა გართობაო, გადადგესო. და ამ დროს როცა თქვენი ღარიბა ცოლს ტყეებს ჩუქნის- ვღლიცინებთ და და-ჰაჰა-ვებით ვიფარგლებით. 

ავტორი:

"მე ადამიანი ვარ" - ფინეთის პრემიერმა წვეულებაზე გადაღებული კადრების გავრცელების შემდეგ ბოდიში მოიხადა, სიტყვით გამოსვლისას კი ატირდა

"მე ადამიანი ვარ" - ფინეთის პრემიერმა წვეულებაზე გადაღებული კადრების გავრცელების შემდეგ ბოდიში მოიხადა, სიტყვით გამოსვლისას კი ატირდა

ფინეთის პრემიერ-მინისტრი, სანა მარინი წვეულებაზე მისი გართობის ამსახველი ვიდეოსა და ფოტოების გავრცელების შემდეგ, ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალები არ უნდა გასაჯაროებულიყო.

სანა მარინმა ამ თემაზე საუბრის დროს ცრემლები ვერ შეიკავა.

ფინეთის პრემიერის თქმით, მას უნდა ჰქონდეს პირადი ცხოვრების უფლება. "მე ადამიანი ვარ“ - განაცხადა მარინმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონფერენციაზე და გასულ კვირაზე საუბრისას თქვა, რომ ეს მისთვის ძალიან რთული კვირა იყო.

"ამ მძიმე პერიოდში მეც მჭირდება ბედნიერება, სიმსუბუქე, მხიარულება, რაც ჩანს ფოტოებსა და ვიდეოებზე. ერთი სამუშაო დღეც კი არ გამომიტოვებია და მინდა მჯეროდეს, რომ ხალხი უფრო მეტად აფასებს იმას, თუ რას ვაკეთებ მე სამსახურში, ვიდრე იმას, თუ რას ვაკეთებ თავისუფალ დროს“, - თქვა სანა მარინმა.

მისივე თქმით, ერთი დავალებაც კი არ დაუტოვებია შეუსრულებელი და აკეთებს თავის საქმეს. "მე ვფიქრობ უკრაინაზე, ვფიქრობ თქვენზე, ჩემს ხალხზე და ვფიქრობ ჩემი საქმის შესრულებაზე“, - თქვა ფინეთის პრემიერმა.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/e2RsZ77La7Q" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

ცნობისთვის, ფინეთის პრემიერ-მინისტრი წვეულებაზე გადაღებული კადრების შემდეგ ოპონენტთა მხრიდან მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა. მას ოპოზიციამ ნარკოტესტის ჩაბარებაც მოსთხოვა. მარინმა ნარკოტესტი გაიკეთა და მის სისხლში აკრძალული ნივთიერებები არ აღმოჩნდა.