პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის რუსი ბიზნესმენი დერიპასკა, რომელსაც ბჟანია სოხუმის აეროპორტს გადასცემს - "ვიღაცებს ანკესი იმაზე ღრმად აქვთ გადაგდებული აფხაზეთში, ვიდრე ეს ზედაპირზე ჩანდა"
ვინ არის რუსი ბიზნესმენი დერიპასკა, რომელსაც ბჟანია სოხუმის აეროპორტს გადასცემს - "ვიღაცებს ანკესი იმაზე ღრმად აქვთ გადაგდებული აფხაზეთში, ვიდრე ეს ზედაპირზე ჩანდა"

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ბიჭ­ვინ­თის სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კე­ბის რუ­სე­თის­თვის გა­და­ცე­მის გარ­შე­მო ატე­ხილ­მა აჟი­ო­ტაჟ­მა ად­გი­ლობ­რი­ვი ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ვერ შე­ა­ჩე­რა. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ამ­ჯე­რად სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტის ჯერი დად­გა, რომ­ლი­თაც რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი, პუ­ტინ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ოლი­გარ­ქი ოლეგ დე­რი­პას­კა და­ინ­ტე­რეს­და.

АПСНЫПРЕСС-ის ცნო­ბით, რო­მე­ლიც ე.წ. პრე­ზი­დენტ ბჟა­ნი­ას პო­ზი­ცი­ის გამ­ხმო­ვა­ნე­ბე­ლია, წერს, რომ რუ­სე­თის სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­დის აე­რო­პორ­ტის მთა­ვა­რი ობი­ექ­ტე­ბი, აფხა­ზურ მხა­რეს მხო­ლოდ აე­რო­პორ­ტის მი­სას­ვლე­ლი გზა და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი პუნ­ქტი რჩე­ბა. და­ნარ­ჩე­ნი ე.წ. "ინ­ვეს­ტო­რებ­მა" და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ გა­ი­ნა­წი­ლეს.

აფხა­ზე­ბის თქმით, უკ­რა­ი­ნის ომის ფონ­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ­მა პრო­ცე­სებ­მა ბჟა­ნი­ას ინ­ტე­რე­სე­ბი აშ­კა­რად წარ­მო­ა­ჩი­ნა. მას ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი აქვს - არ დათ­მოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არაფ­რის ფა­სად და შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ძა­ლა­უფ­ლე­ბა, თუნ­დაც რე­გი­ო­ნის რუ­სე­თის­თვის ჩა­ბა­რე­ბის ხარ­ჯზე...

"დე­რი­პას­კას აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ობი­ექ­ტე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბა იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ვი­ღა­ცებს ან­კე­სი იმა­ზე ღრმად აქვთ გა­დაგ­დე­ბუ­ლი აფხა­ზეთ­ში, ვიდ­რე ეს ზე­და­პირ­ზე ჩან­და..." - წე­რენ აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

  • რუსი მი­ლი­არ­დე­რი დე­რი­პას­კა პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტინ­თან მჭიდ­რო კავ­ში­რე­ბით არის ცნო­ბი­ლი. მის სა­კუთ­რე­ბა­შია რუ­სე­თის ალუ­მი­ნის მომ­პო­ვე­ბე­ლი უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნია Rusal-ის 45%-იანი წილი. მას ასე­ვე წი­ლე­ბი აქვს ნავ­თო­ბის ბიზ­ნეს­ში. რუსი მაგ­ნა­ტის ქო­ნე­ბას Forbes 4 მი­ლი­არდ დო­ლა­რად აფა­სებს. ის რუ­სეთ­ში ერთ-ერთი უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნია. 2018 წლი­დან იმ­ყო­ფე­ბა აშშ-ის ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბის ქვეშ.

მას შემ­დეგ რაც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას თავს და­ეს­ხა, დე­რი­პას­კამ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის თა­ვის გვერ­დზე ომი გა­აპ­რო­ტეს­ტა.

"ის რაც ახლა უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა სი­გი­ჟეა. მშვი­დო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია! სი­გი­ჟეა სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა!" - წერ­და დე­რი­პას­კა ტე­ლეგ­რამ-ის პოს­ტში.

მა­შინ დე­რი­პას­კას­თან ერ­თად ომის შე­წყვე­ტის მო­წო­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს მი­ხა­ილ ფრიდ­მან­მა, პი­ოტრ ავენ­მა, ოლეგ ტინ­კოვ­მა და ალექ­სეი მორ­და­შოვ­მა - ასე­ვე მი­ლი­არ­დე­რებ­მა, რო­მელ­თაც და­სავ­ლეთ­მა სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა.

  • აფხა­ზუ­რი მე­დია წერს, რომ დე­რი­პას­კას რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვი მფარ­ვე­ლობს, შე­სა­ბა­მი­სად, მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი დე­რი­პას­კას იახ­ტე­ბით, თვითმფრი­ნა­ვე­ბი­თა და ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ.

გა­სულ კვი­რას, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­მაც სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტის აღ­სად­გე­ნად და­წყე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რა. ბჟა­ნია გა­მუდ­მე­ბით ახ­სე­ნებს მო­სახ­ლე­ო­ბას თა­ვის პი­რო­ბას, რომ მო­მა­ვა­ლი წლის ბო­ლოს­თვის სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტი უნდა ამუ­შავ­დეს...

abkhaz-auto.ru-ს ცნო­ბით, 11 აგ­ვის­ტოს სო­ხუმ­ში რუ­სე­თი­სა და აფხა­ზე­თის ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრებს შო­რის გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე სო­ხუ­მის ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას სა­ხე­ლო­ბის აე­რო­პორ­ტის აღ­დგე­ნის თემა გა­ნი­ხი­ლეს, ოღონდ შემ­დე­გი პი­რო­ბე­ბით - მისი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბე­ბი, ასე­ვე თვითმფრი­ნა­ვის ასაფ­რენ-და­საფ­რე­ნი ბი­ლი­კე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბა, სა­ჰა­ე­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის ობი­ექ­ტე­ბი, ენერ­გოკ­ვე­ბის წყა­რო, კავ­ში­რის, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სხვა სის­ტე­მე­ბი, აფხა­ზეთს რჩე­ბა.

"თუმ­ცა, სხვა კომ­პლექ­სე­ბის აღ­დგე­ნა-რე­ა­ლი­ზა­ცია თა­ვის თავ­ზე აიღო რუ­სულ­მა მხა­რემ. აფხა­ზე­თის ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, ეს არის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი, დე­ტა­ლუ­რად გათ­ვლი­ლი მიზ­ნე­ბით" - წერს გა­მო­ცე­მა.

აფხა­ზე­ბის ნა­წი­ლის თქმით, ვიდ­რე აე­რო­პორ­ტი არ აღ­დგე­ბა და იქი­დან თვითმფრი­ნა­ვი არ აფ­რინ­დე­ბა, არ და­ი­ჯე­რე­ბენ, რომ ამ ობი­ექტს არ ეშ­ვე­ლე­ბა.

"დე­რი­პას­კა მსოფ­ლი­ოს განგსტე­რებს უწევს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას, აბა იმ მი­ლი­ო­ნებს პა­ტი­ო­სა­ნი შრო­მით ვერ და­აგ­რო­ვებ­და და პა­ტა­რა აფხა­ზე­თის მმარ­თვე­ლი გუნ­დის ჩაყ­ლაპ­ვა რა გა­უხ­და... რაც დროს გა­დის, უფრო და უფრო სა­შიშ ზო­ნა­ში შევ­დი­ვართ. ასე მგო­ნია, რა­ღა­ცე­ბი უკვე გა­ყი­დუ­ლია და უბ­რა­ლოდ, თან­და­თან გვე­უბ­ნე­ბი­ან...", - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ლა­რი­სა ავი­ძ­ბა.

"ჯერ ყვე­ლა­ნი აღ­ვშფოთ­დით, მერე ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი გა­ხურ­და და მიგ­ვა­ვი­წყდა, მა­თაც ეს უნ­დათ... კრი­ტი­კუ­ლი წე­რი­ლის გამო, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ალ­ხაზ კვი­ცი­ა­ნი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რო­მე­ლიც ბჟა­ნი­ას უახ­ლო­ეს გუნ­დის წევ­რად ით­ვლე­ბო­და. ასე მგო­ნია, მთა­ვა­რი წარ­მოდ­გე­ნა ახლა იწყე­ბა. ჩვენ კი, მხო­ლოდ მა­ყუ­რებ­ლე­ბი ვართ" - მი­აჩ­ნია იან ხა­ჯიმ­ბას.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
19

თუ იცით თბილისის აეროპორტი ვის გადასცეს. გეყოთ ცალმხრივი სისულელეების წერა.

ნუუუუ...
8

ქართული ჟურნალისტიკა მაინც სხვაა რა!

დასავლეთი იძახის დერიპასკა პუტინს ეწინააღმდეგებაო - თურმე "გადახედე ქართულ პრესას "

გერმანიის კანცლერი შოლცი იძახის, ვიზების არგაცემას რუსებზე არ ვთვლი სწორ ნაბიჯადო - თურმე "გადახედე ქართულ პრესას "

ბენჟამენის და მისი დალაქის დიალიგი, ფაქტიურად მონოლოგი გამახსენდა - მარტო ქართველებს შეგვიძლია ქვების ჭამაო ))))

ავტორი:

ვინ არის რუსი ბიზნესმენი დერიპასკა, რომელსაც ბჟანია სოხუმის აეროპორტს გადასცემს - "ვიღაცებს ანკესი იმაზე ღრმად აქვთ გადაგდებული აფხაზეთში, ვიდრე ეს ზედაპირზე ჩანდა"

ვინ არის რუსი ბიზნესმენი დერიპასკა, რომელსაც ბჟანია სოხუმის აეროპორტს გადასცემს - "ვიღაცებს ანკესი იმაზე ღრმად აქვთ გადაგდებული აფხაზეთში, ვიდრე ეს ზედაპირზე ჩანდა"

ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა ადგილობრივი ე.წ. ხელმძღვანელობა ვერ შეაჩერა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამჯერად სოხუმის აეროპორტის ჯერი დადგა, რომლითაც რუსი ბიზნესმენი, პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა დაინტერესდა.

АПСНЫПРЕСС-ის ცნობით, რომელიც ე.წ. პრეზიდენტ ბჟანიას პოზიციის გამხმოვანებელია, წერს, რომ რუსეთის საკუთრებაში გადადის აეროპორტის მთავარი ობიექტები, აფხაზურ მხარეს მხოლოდ აეროპორტის მისასვლელი გზა და ელექტროენერგიის გამანაწილებელი პუნქტი რჩება. დანარჩენი ე.წ. "ინვესტორებმა" და რუსეთის ფედერაციამ გაინაწილეს.

აფხაზების თქმით, უკრაინის ომის ფონზე განვითარებულმა პროცესებმა ბჟანიას ინტერესები აშკარად წარმოაჩინა. მას ერთადერთი მიზანი აქვს - არ დათმოს ხელისუფლება არაფრის ფასად და შეინარჩუნოს ძალაუფლება, თუნდაც რეგიონის რუსეთისთვის ჩაბარების ხარჯზე...

"დერიპასკას აფხაზეთში არსებული ობიექტებით დაინტერესება იმაზე მიანიშნებს, რომ ვიღაცებს ანკესი იმაზე ღრმად აქვთ გადაგდებული აფხაზეთში, ვიდრე ეს ზედაპირზე ჩანდა..." - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელებში.

  • რუსი მილიარდერი დერიპასკა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მჭიდრო კავშირებით არის ცნობილი. მის საკუთრებაშია რუსეთის ალუმინის მომპოვებელი უმსხვილესი კომპანია Rusal-ის 45%-იანი წილი. მას ასევე წილები აქვს ნავთობის ბიზნესში. რუსი მაგნატის ქონებას Forbes 4 მილიარდ დოლარად აფასებს. ის რუსეთში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. 2018 წლიდან იმყოფება აშშ-ის ეკონომიკური სანქციების ქვეშ.

მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, დერიპასკამ სოციალური ქსელის თავის გვერდზე ომი გააპროტესტა.

"ის რაც ახლა უკრაინაში ხდება სიგიჟეა. მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია! სიგიჟეა სამშვიდობო მოლაპარაკებების გაჭიანურება!" - წერდა დერიპასკა ტელეგრამ-ის პოსტში.

მაშინ დერიპასკასთან ერთად ომის შეწყვეტის მოწოდებები გააკეთეს მიხაილ ფრიდმანმა, პიოტრ ავენმა, ოლეგ ტინკოვმა და ალექსეი მორდაშოვმა - ასევე მილიარდერებმა, რომელთაც დასავლეთმა სანქციები დაუწესა.

  • აფხაზური მედია წერს, რომ დერიპასკას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მფარველობს, შესაბამისად, მისი ოჯახის წევრები და ნათესავები დერიპასკას იახტებით, თვითმფრინავებითა და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებით სარგებლობენ.

გასულ კვირას, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ეკონომიკის მინისტრი იმყოფებოდა, რომელმაც სოხუმის აეროპორტის აღსადგენად დაწყებული სამუშაოები დაათვალიერა. ბჟანია გამუდმებით ახსენებს მოსახლეობას თავის პირობას, რომ მომავალი წლის ბოლოსთვის სოხუმის აეროპორტი უნდა ამუშავდეს...

abkhaz-auto.ru-ს ცნობით, 11 აგვისტოს სოხუმში რუსეთისა და აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრაზე სოხუმის ვლადისლავ არძინბას სახელობის აეროპორტის აღდგენის თემა განიხილეს, ოღონდ შემდეგი პირობებით - მისი რეალიზაციის პირობები, ასევე თვითმფრინავის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკების მართვის უფლება, საჰაერო მოქმედებების ობიექტები, ენერგოკვების წყარო, კავშირის, უსაფრთხოებისა და სხვა სისტემები, აფხაზეთს რჩება.

"თუმცა, სხვა კომპლექსების აღდგენა-რეალიზაცია თავის თავზე აიღო რუსულმა მხარემ. აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ეს არის ერთობლივი პროექტი, დეტალურად გათვლილი მიზნებით" - წერს გამოცემა.

აფხაზების ნაწილის თქმით, ვიდრე აეროპორტი არ აღდგება და იქიდან თვითმფრინავი არ აფრინდება, არ დაიჯერებენ, რომ ამ ობიექტს არ ეშველება.

"დერიპასკა მსოფლიოს განგსტერებს უწევს წინააღმდეგობას, აბა იმ მილიონებს პატიოსანი შრომით ვერ დააგროვებდა და პატარა აფხაზეთის მმართველი გუნდის ჩაყლაპვა რა გაუხდა... რაც დროს გადის, უფრო და უფრო საშიშ ზონაში შევდივართ. ასე მგონია, რაღაცები უკვე გაყიდულია და უბრალოდ, თანდათან გვეუბნებიან...", - წერს ადგილობრივი ლარისა ავიძბა.

"ჯერ ყველანი აღვშფოთდით, მერე ტურისტული სეზონი გახურდა და მიგვავიწყდა, მათაც ეს უნდათ... კრიტიკული წერილის გამო, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალხაზ კვიციანი გაათავისუფლეს, რომელიც ბჟანიას უახლოეს გუნდის წევრად ითვლებოდა. ასე მგონია, მთავარი წარმოდგენა ახლა იწყება. ჩვენ კი, მხოლოდ მაყურებლები ვართ" - მიაჩნია იან ხაჯიმბას.