პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომხმარებელს ცალკე ბარათი არ დასჭირდება" - როდიდან იქნება სამგზავრო აბონემენტების საბანკო ბარათებში ინტეგრირება შესაძლებელი: კალაძის კომენტარი
"მომხმარებელს ცალკე ბარათი არ დასჭირდება" - როდიდან იქნება სამგზავრო აბონემენტების საბანკო ბარათებში ინტეგრირება შესაძლებელი: კალაძის კომენტარი

სამ­გზავ­რო ვა­დი­ა­ნი აბო­ნე­მენ­ტე­ბის სა­ბან­კო პლას­ტი­კურ ბა­რა­თებ­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბა პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ო­ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა აღ­ნიშ­ნა, ხან­გრძლი­ვი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, ორ ბანკთან მიღ­წე­უ­ლია შე­თან­ხმე­ბა, რომ ისი­ნი პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის ახალ სის­ტე­მა­ში ჩა­ერ­თვე­ბი­ან.

მი­სი­ვე თქმით, ამ სის­ტე­მის უპი­რა­ტე­სო­ბა ის არის, რომ მომ­ხმა­რე­ბელს ცალ­კე სა­ა­ბო­ნე­მენ­ტო ბა­რა­თი არ დას­ჭირ­დე­ბა და ნე­ბის­მი­ე­რი ვა­დი­ა­ნი აბო­ნე­მენ­ტი სა­ბან­კო ბა­რათ­ში იქ­ნე­ბა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი.

"ჩვენ შე­მო­ვი­ღეთ სა­ა­ბო­ნე­მენ­ტო სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლაქ­შია და­ნერ­გი­ლი და გვინ­და, სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თე­ბი პრო­ექ­ტე­ბის სა­ხით თბი­ლის­შიც გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ. სა­ზო­გა­დო­ე­ბას დავ­პირ­დით, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და აბო­ნე­მენ­ტე­ბის მიბ­მა გა­დახ­დის სა­ბან­კო ბა­რა­თებ­ზე. ჩვენ ვთქვით, რომ ეს მა­ის­ში გა­კეთ­დე­ბო­და, თუმ­ცა, ბან­კებ­თან მუ­შა­ო­ბამ გარ­კვე­უ­ლი დრო წა­ი­ღო და დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ყვე­ლა­ფე­რი შე­თან­ხმე­ბუ­ლია, რო­გორც „სა­ქარ­თვე­ლოს ბანკთან“, ასე­ვე „თი­ბი­სი ბანკთან“. პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან უკვე ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. მომ­ხმა­რე­ბელს ცალ­კე ბა­რა­თი არ დას­ჭირ­დე­ბა და სამ­გზავ­რო ვა­დი­ა­ნი აბო­ნე­მენ­ტი სა­ბან­კო ბა­რათ­ზე იქ­ნე­ბა მიბ­მუ­ლი. თქვენ გექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, აირ­ჩი­ოთ ნე­ბის­მი­ე­რი ვა­დი­ა­ნი აბო­ნე­მენ­ტი და ინ­ტეგ­რი­რე­ბა გა­უ­კე­თოთ სა­კუ­თარ სა­ბან­კო ბა­რათ­ზე. იმ ადა­მი­ა­ნებს კი, რომ­ლებ­საც სამ­გზავ­რო ბა­რა­თე­ბი უკვე შე­ძე­ნი­ლი აქვთ, მათი მოქ­მე­დე­ბის ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, აბო­ნე­მენ­ტის უკვე სა­ბან­კო ბა­რათ­ზე მიბ­მა შე­ეძ­ლე­ბათ. თუ სხვა ბან­კე­ბი სის­ტე­მა­ში ჩარ­თვის სურ­ვილს გა­მოთ­ქვა­მენ, მათ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა ექ­ნე­ბათ“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მე­რი­ის ტრან­სპორ­ტი­სა და ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა, ვიქ­ტორ წი­ლო­სან­მა ვი­დე­ო­ჩარ­თვი­სას ახა­ლი სის­ტე­მის უპი­რა­ტე­სო­ბებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა. მისი თქმით, გა­დახ­დის ახა­ლი სის­ტე­მა ბა­რა­თის და­კარ­გვის შემ­თხვე­ვა­ში, მის აღ­დგე­ნას ამარ­ტი­ვებს.

"ახალ სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ ხარ­ვე­ზი გაგ­ვაჩ­ნდა. ბა­რა­თი თუ და­ი­კარ­გე­ბო­და და გა­დახ­დის ქვი­თა­რი არ ჰქონ­დათ მო­ქა­ლა­ქე­ებს, იმ თან­ხას და ნა­ყიდ პე­რი­ოდს კარ­გავ­დნენ. ამ შემ­თხვე­ვა­ში კი, და­კარ­გუ­ლი ბა­რა­თის აღ­დგე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია, რო­დე­საც ბან­კის პლას­ტი­კურ ბა­რათ­ზე გაქვს მიბ­მუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ვიქ­ტორ წი­ლო­სან­მა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
0

მე ვფიქრობ სამგზავრო ბარათები ცალკე უნდა იყოს ახლა როგორც არის მე ძალიან მომწონს უფრო კომფორტულია 

ირა
0

ცალკე ბარათი მაქვს სამგზავრო და უფრო კომფორტულია რადგან ერთხელ მარშუტკაში დავაფიქსირეთ ძირს რომ ეგდო ბანკის ბარათი მივეცით მძღოლს მაგრამ ხომ შეიძლებოდა ვინმეს დაენახა აეღო და ის პიროვნება სანამ განაცხადებდა გამოეყენებინა

ავტორი:

"მომხმარებელს ცალკე ბარათი არ დასჭირდება" - როდიდან იქნება სამგზავრო აბონემენტების საბანკო ბარათებში ინტეგრირება შესაძლებელი: კალაძის კომენტარი

"მომხმარებელს ცალკე ბარათი არ დასჭირდება" - როდიდან იქნება სამგზავრო აბონემენტების საბანკო ბარათებში ინტეგრირება შესაძლებელი: კალაძის კომენტარი

სამგზავრო ვადიანი აბონემენტების საბანკო პლასტიკურ ბარათებში ინტეგრირება პირველი სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ხანგრძლივი მუშაობის შედეგად, ორ ბანკთან მიღწეულია შეთანხმება, რომ ისინი პირველი სექტემბრიდან მგზავრობის საფასურის გადახდის ახალ სისტემაში ჩაერთვებიან.

მისივე თქმით, ამ სისტემის უპირატესობა ის არის, რომ მომხმარებელს ცალკე სააბონემენტო ბარათი არ დასჭირდება და ნებისმიერი ვადიანი აბონემენტი საბანკო ბარათში იქნება ინტეგრირებული.

"ჩვენ შემოვიღეთ სააბონემენტო სისტემა, რომელიც ყველა განვითარებული ქვეყნის დედაქალაქშია დანერგილი და გვინდა, საუკეთესო მაგალითები პროექტების სახით თბილისშიც განვახორციელოთ. საზოგადოებას დავპირდით, რომ შესაძლებელი იქნებოდა აბონემენტების მიბმა გადახდის საბანკო ბარათებზე. ჩვენ ვთქვით, რომ ეს მაისში გაკეთდებოდა, თუმცა, ბანკებთან მუშაობამ გარკვეული დრო წაიღო და დღეის მდგომარეობით, ყველაფერი შეთანხმებულია, როგორც „საქართველოს ბანკთან“, ასევე „თიბისი ბანკთან“. პირველი სექტემბრიდან უკვე ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელია. მომხმარებელს ცალკე ბარათი არ დასჭირდება და სამგზავრო ვადიანი აბონემენტი საბანკო ბარათზე იქნება მიბმული. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, აირჩიოთ ნებისმიერი ვადიანი აბონემენტი და ინტეგრირება გაუკეთოთ საკუთარ საბანკო ბარათზე. იმ ადამიანებს კი, რომლებსაც სამგზავრო ბარათები უკვე შეძენილი აქვთ, მათი მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, აბონემენტის უკვე საბანკო ბარათზე მიბმა შეეძლებათ. თუ სხვა ბანკები სისტემაში ჩართვის სურვილს გამოთქვამენ, მათ მუნიციპალიტეტისგან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა ვიდეოჩართვისას ახალი სისტემის უპირატესობებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, გადახდის ახალი სისტემა ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, მის აღდგენას ამარტივებს.

"ახალ სისტემაზე გადასვლა მნიშვნელოვანია იმ მიმართულებით, რომ ხარვეზი გაგვაჩნდა. ბარათი თუ დაიკარგებოდა და გადახდის ქვითარი არ ჰქონდათ მოქალაქეებს, იმ თანხას და ნაყიდ პერიოდს კარგავდნენ. ამ შემთხვევაში კი, დაკარგული ბარათის აღდგენა შესაძლებელია, როდესაც ბანკის პლასტიკურ ბარათზე გაქვს მიბმული“, - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"