სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადავწყვიტეთ, საზოგადოებას ვუთხრათ მეტი სიმართლე... რევოლუციური სცენარის ამოქმედება 3 წლის წინ დაიწყო" - "ოცნებიდან" წასული დეპუტატების მორიგი განცხადება
"გადავწყვიტეთ, საზოგადოებას ვუთხრათ მეტი სიმართლე... რევოლუციური სცენარის ამოქმედება 3 წლის წინ დაიწყო" - "ოცნებიდან" წასული დეპუტატების მორიგი განცხადება

უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის­თვის სამ­ზა­დი­სი და­ახ­ლო­ე­ბით 3 წლის წინ და­ი­წყო - ზუს­ტად იგი­ვე დროს და­ი­წყო მზა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის­თვის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის მო­საყ­ვა­ნად, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის ომში ჩარ­თვას მარ­ტი­ვად მო­ა­წერ­დნენ ხელს,- ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ გა­სუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბის - "ხალ­ხის ძა­ლის" გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

მოძ­რა­ო­ბის წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მი­მართ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩოს იმ­თა­ვით­ვე არ ჰქონ­და ომში ჩარ­თვის იმე­დი და "სწო­რედ ამი­ტომ ცდი­ლობ­და სა­ელ­ჩო სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სრუ­ლი და­ჟი­ნე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში „ნაც­მოძ­რა­ო­ბი­სა“ და მისი სა­ტე­ლი­ტე­ბის მოყ­ვა­ნას“.

"რად­გან ჩვენ მიერ დას­მულ შე­კი­თხვებ­ზე ელ­ჩის დუ­მი­ლით პა­სუ­ხი მი­ვი­ღეთ, ამ ეტაპ­ზე, აქ ვფიქ­რობ­დით გა­ჩე­რე­ბას. თუმ­ცა, ამე­რი­კის ელ­ჩის მიერ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა“ და ოლი­გარქ და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის კუთ­ვნილ ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლას­თვის“ მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვიუ ჩვენ­თვის ერ­თგვარ ბოლო წვე­თად იქცა.

გა­დავ­წყვი­ტეთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვუ­თხრათ მეტი სი­მარ­თლე იმ მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის კუ­ლი­სებ­ში გა­სუ­ლი სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­თარ­დე­ბო­და. საქ­მე ეხე­ბა ხალ­ხის ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის მცდე­ლო­ბას, რო­მე­ლიც სა­ელ­ჩოს კო­ორ­დი­ნა­ცი­ით წა­რი­მარ­თე­ბო­და და რო­მელ­ზეც სა­ზო­გა­დო­ე­ბას მხო­ლოდ ზე­და­პი­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია აქვს.

თა­ვის­თა­ვად ის ფაქ­ტი, რომ ელჩი მხო­ლოდ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა“ და მისი ოლი­გარ­ქი ლი­დე­რე­ბის კუთ­ვნილ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს სტუმ­რობს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლა­რი­ზა­ცი­ის, სიც­რუ­ი­სა და სი­ძულ­ვი­ლის მთა­ვა­რი წყა­როს ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლე­ბენ, უკვე ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტყვე­ლებს. „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­გან“ თა­ვი­სუ­ფალ მე­დი­ას ელჩი მხო­ლოდ ერთხელ ეს­ტუმ­რა და იქაც იმ ჟურ­ნა­ლისტს მის­ცა ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც სა­ელ­ჩოს გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რი სტუ­მა­რი და რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის თავ­გა­დაკ­ლუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რი იყო.

ვხე­დავთ, რომ ელჩი კრი­ტი­კულ მე­დი­ა­სა და კრი­ტი­კულ კი­თხვებს გა­ურ­ბის. "ფორ­მუ­ლა­ში" სტუმ­რო­ბა ადას­ტუ­რებს, რომ ელჩი მხო­ლოდ მის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად მე­დი­ა­ში და წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლი კი­თხვე­ბით გრძნობს კომ­ფორ­ტუ­ლად თავს. გარ­და ამი­სა, ეს ფაქ­ტი სა­ელ­ჩოს პო­ლი­ტი­კურ გე­მოვ­ნე­ბა­ზეც ნათ­ლად მე­ტყვე­ლებს.

ინ­ტერ­ვი­უ­ში ვერ მო­ვის­მი­ნეთ ჟურ­ნა­ლის­ტის ვერ­ცერ­თი კრი­ტი­კუ­ლი კი­თხვა თუ ჩა­კი­თხვა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ სი­მარ­თლეს გა­ა­გე­ბი­ნებ­და. ნუთუ, ეს არის ამე­რი­კუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სტან­დარ­ტი? ამ ფონ­ზე, ჩვენ­თვის, სა­ბო­ლო­ოდ სარ­წმუ­ნო გახ­და ერთ-ერთი ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტის დას­კვნა იმის შე­სა­ხებ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბის მიერ შვე­ი­ცა­რი­ა­ში სტა­ტი­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის მცდე­ლო­ბა სწო­რედ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იბ­ლო­კე­ბო­და და კვლა­ვაც იბ­ლო­კე­ბა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად იცის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" სა­ელ­ჩოს გა­რე­შე ერთ ნა­ბიჯ­საც არ დგამ­დნენ და ახლა უკვე ცხა­დია, რომ მა­შინ­დე­ლი მე­დი­ა­მო­ნო­პო­ლი­ის უკა­ნაც სა­ელ­ჩოს ხელ­წე­რა იყო. ჩვენ­თვის პრინ­ცი­პუ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ასე­თი და­ბა­ლი სტან­დარ­ტი და ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის უფრო ხა­რის­ხი­ა­ნი დე­მოკ­რა­ტია და მე­დია გვინ­და.

„ფორ­მუ­ლას­თვის“ მი­ცე­მულ­მა ინ­ტერ­ვი­უმ კი­დევ ერთხელ მკა­ფი­ოდ და­ა­დას­ტუ­რა, რომ სა­ელ­ჩო არა­თუ დღემ­დე ჩა­დე­ნილ ცოდ­ვებ­ზე გა­ჩე­რე­ბას არ აპი­რებს, არა­მედ, პი­რი­ქით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე შე­ტე­ვის მი­ტა­ნას მო­მა­ვალ­ში ახა­ლი ენერ­გი­ით გეგ­მავს.

პირ­ველ რიგ­ში, აღ­ვნიშ­ნავთ, რომ კელი დეგ­ნან­მა ჩვენს შე­კი­თხვებს და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ფაქ­ტებს კი­დევ ერთხელ სი­ყალ­ბე უწო­და. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, „ფორ­მუ­ლას“ ჟურ­ნა­ლისტს ერთხე­ლაც არ მოს­ვლია აზ­რად, ელ­ჩის­თვის კრი­ტი­კუ­ლი შე­კი­თხვა შე­ებ­რუ­ნე­ბი­ნა და ეკი­თხა, ჩვენს მიერ დას­მუ­ლი რო­მე­ლი შე­კი­თხვა ან ჩვენს მიერ ნახ­სე­ნე­ბი რო­მე­ლი ფაქ­ტი იყო ყალ­ბი: გი­გა­უ­რის, ლომ­ჯა­რი­ას, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის, უსუ­ფაშ­ვი­ლის, ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის, მშვილ­და­ძის, სა­ნა­ი­ას, გო­გო­ტიშ­ვი­ლის, პო­დო­ლი­ა­კის, და­ნი­ლო­ვის გან­ცხა­დე­ბე­ბი, მო­სა­მარ­თლის და­ბა­რე­ბა, მის­თვის ან­გა­რი­შის მო­თხოვ­ნა და ვი­ზი­ტი­დან მისი მოხ­სნა, „ენ­ჯე­ო­ე­ბის“ მიერ მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მი­სა და ტექ­ნი­კუ­რი მთავ­რო­ბის შექ­მნის მო­თხოვ­ნა, თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის გა­მარ­თვა? ამ ფაქ­ტე­ბი­დან ელჩმა მხო­ლოდ ერ­თის - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის უარ­ყო­ფა სცა­და და იქაც გა­ირ­კვა, რომ ჩვე­ნი ვა­რა­უ­დი მათ შო­რის შეხ­ვედ­რის გა­მარ­თვის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ფუძ­ვლი­ა­ნი იყო.

უნდა ით­ქვას, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის ში­ნა­არსზე სა­უ­ბარს ელჩი ამ შემ­თხვე­ვა­შიც გა­ექ­ცა. ჩვენ ამე­რი­კის ელჩს და­ვუს­ვით ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი შე­კი­თხვა - გა­მოთ­ქვა თუ არა შეხ­ვედ­რა­ზე ელჩმა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კით ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მოს­თხო­ვა თუ არა ამ ნი­ა­დაგ­ზე ივა­ნიშ­ვილს პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა და მოს­თხო­ვა თუ არა მას რუ­სე­თის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა. გა­საკ­ვი­რი არაა, რომ ამ კი­თხვე­ბის დას­მა ელ­ჩის­თვის ჟურ­ნა­ლისტს ერთხე­ლაც არ უც­დია. ჩვენს კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის ნაც­ვლად, ელჩმა კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა, რომ ეს იყო პი­რა­დი შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო-ამე­რი­კის სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რო­ბას შე­ე­ხე­ბო­და და რო­მელ­ზეც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რად ფი­ნან­სებ­ზე სა­უ­ბა­რი არ ჰქო­ნი­ათ. ამე­რი­კის ელჩმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან სამ­სა­ა­თი­ა­ნი „პი­რა­დი“ შეხ­ვედ­რა სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის გან­სა­ხილ­ვე­ლად რომ მო­ი­თხო­ვა, ეს, ალ­ბათ, პა­ტა­რა ბავ­შვის­თვი­საც ღი­მი­ლის­მომ­გვრე­ლია. ფაქ­ტია, რომ რო­დე­საც ელჩი შეხ­ვედ­რის რე­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ასა­ჯა­რო­ებს, მას რა­ღაც აქვს და­სა­მა­ლი.

იქვე ამე­რი­კის ელჩმა თქვა, ჩვენ ყვე­ლა პარტნი­ორს ვთხოვთ, უკ­რა­ი­ნას მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ეხ­მა­რონ და იქვე აღ­ნიშ­ნა, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რომ უკ­რა­ი­ნამ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ომში გა­ი­მარ­ჯვო­სო. მა­ნამ­დე ელჩს ნათ­ქვა­მი აქვს, ახლა, რო­გორც არას­დროს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ქარ­თვე­ლო და უკ­რა­ი­ნა ერ­თად იდ­გნენ რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის წი­ნა­აღ­მდე­გო. ამ­გვა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი ჩვენს ეჭ­ვებს მე­ო­რე ფრონ­ტის ინ­ტე­რეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მა­ტე­ბით აღ­რმა­ვებს, რა­ზეც სა­კუ­თარ დას­კვნას სა­ზო­გა­დო­ე­ბაც გა­მო­ი­ტანს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი­დევ ერთხელ ხდე­ბა იმის მოწ­მე, რომ ამე­რი­კის ელჩი ზო­გა­დი ფრა­ზე­ბით ერთს ამ­ბობს და სი­ნამ­დვი­ლე­ში, სრუ­ლი­ად სხვა რა­მეს აკე­თებს. რო­დე­საც ზო­გა­დი ფრა­ზე­ბი ქმე­დე­ბებს არ შე­ე­სა­ტყვი­სე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ლო­გი­კუ­რი დას­კვნის გა­მო­ტა­ნა მარ­ტი­ვად შე­უძ­ლია.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის­თვის სამ­ზა­დი­სი და­ახ­ლო­ე­ბით სამი წლის წინ და­ი­წყო. ერთი მხრივ, რუ­სე­თი ემ­ზა­დე­ბო­და სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ის­თვის და ახორ­ცი­ე­ლებ­და სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას, ხოლო, მე­ო­რე მხრივ, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და უკ­რა­ი­ნის ინ­ტენ­სი­უ­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბა და მომ­ზა­დე­ბა სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტი­სათ­ვის.

ზუს­ტად იგი­ვე დროს, სამი წლის წინ, და­ი­წყო მზა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის­თვის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის მო­საყ­ვა­ნად, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის ომში ჩარ­თვას მარ­ტი­ვად მო­ა­წერ­დნენ ხელს. ლო­გი­კუ­რია, რომ ომის სცე­ნარ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა შე­ეძ­ლო. მე­ო­რე ფრონ­ტი და სა­ქარ­თვე­ლო­ში ათე­უ­ლო­ბით ათა­სი რუსი სამ­ხედ­როს, აგ­რეთ­ვე შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კი­სა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის მოც­დე­ნა რუ­სეთს შე­უქ­მნი­და მნიშ­ვნე­ლო­ვან სირ­თუ­ლე­ებს უკ­რა­ი­ნის ფრონტზე. გარ­და ამი­სა, მე­ო­რე ფრონ­ტი ორ­მა­გად და­ა­ზი­ა­ნებ­და რუ­სე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო იმიჯს, რაც ევ­რო­პას უკ­რა­ი­ნის ფრონ­ტის­თვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის ენ­თუ­ზი­აზმს კი­დევ უფრო დიდი ხნით შე­უ­ნარ­ჩუ­ნებ­და.

დიდ მო­თა­მა­შეს სა­ქარ­თვე­ლო რომ მე­ო­რე ფრონ­ტად უნდა, ამა­ში ის, გარ­კვე­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, შე­იძ­ლე­ბა ვერც გა­ამ­ტყუ­ნო. დიდი მო­თა­მა­შე პრო­ცე­სებს გლო­ბა­ლუ­რი გად­მო­სა­ხე­დი­დან უყუ­რებს და პა­ტა­რა ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი მის მხედ­ვე­ლო­ბა­ში ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან, სამ­წუ­ხა­როდ, ვერც კი ხვდე­ბა. თუმ­ცა, ბუ­ნებ­რი­ვია, ნე­ბის­მი­ე­რი პატ­რი­ო­ტუ­ლად მო­მარ­თუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნა­ზე უნდა ზრუ­ნავ­დეს და შე­სა­ბა­მის საფრ­თხე­ებს ქვე­ყა­ნას რო­გორც მტრე­ბის­გან, ისე მე­გობ­რე­ბის­გან უნდა არი­დებ­დეს. რაც მთა­ვა­რია, რო­დე­საც ვი­ღა­ცას ქვეყ­ნის ომში ჩარ­თვა სურს, კე­თი­ლი უნდა ინე­ბოს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეს ღიად უნდა უთხრას, რათა შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხალ­ხის ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არ იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი. ხალ­ხის გვერ­დის ავ­ლით ამ­გვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა უხე­შად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის ფუნ­და­მენ­ტურ პრინ­ციპს, რო­მე­ლიც ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე და­სავ­ლუ­რი სამ­ყა­როს ქვა­კუ­თხე­დი იყო. რო­დე­საც ხალ­ხის ძა­ლის გე­ში­ნია და ამი­ტომ მას სი­მარ­თლეს უმა­ლავ, აშ­კა­რაა, რომ ამ ხალ­ხის­თვის შენ სი­კე­თე არ გინ­და.

გა­სუ­ლი სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბა აკ­ვირ­დე­ბო­და ხალ­ხის ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის მცდე­ლო­ბას, რო­მე­ლიც სა­ელ­ჩო­დან იყო სრუ­ლად კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი. ამ მცდე­ლო­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში უსამ­შობ­ლო და პატ­რი­ო­ტიზ­მის­გან დაც­ლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მოყ­ვა­ნა იყო, რომ­ლე­ბიც თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი მო­ა­წერ­დნენ ხელს ომს, რო­გო­რი გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლიც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მი­მართ სა­ელ­ჩოს იმ­თა­ვით­ვე არ ჰქონ­და ომში ჩარ­თვის იმე­დი, რად­გან ზუს­ტად იცოდ­ნენ, რომ პატ­რი­ო­ტუ­ლი გრძნო­ბე­ბი მის ლი­დე­რებს სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის გა­ნად­გუ­რე­ბა­ზე წას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ მის­ცემ­და. შე­უძ­ლე­ბე­ლია ქვე­ყა­ნა ოდ­ნავ მა­ინც გიყ­ვარ­დეს და ისეთ ომში შეხ­ვი­დე, რო­მელ­შიც ის სრუ­ლი გა­ნად­გუ­რე­ბის­თვის არის გან­წი­რუ­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბი არაფ­რის ფა­სად არ წა­ვი­დოდ­ნენ, უსამ­შობ­ლო „ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი“ კი სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­რე ფრონ­ტად ისე აქ­ცევ­დნენ, რომ ომის შე­საძ­ლო შე­დე­გებ­ზე კი­თხვა­საც კი არ დას­ვამ­დნენ. სწო­რედ ამი­ტომ ცდი­ლობ­და სა­ელ­ჩო სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სრუ­ლი და­ჟი­ნე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში „ნაც­მოძ­რა­ო­ბი­სა“ და მისი სა­ტე­ლი­ტე­ბის მოყ­ვა­ნას.

  • რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რის ამოქ­მე­დე­ბა ჯერ კი­დევ სამი წლის წინ და­ი­წყო. ყვე­ლას კარ­გად ახ­სოვს, რო­გორ ამო­უგ­რი­ხა სა­ელ­ჩომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას 2020 წელს ხელი და რო­გორ აი­ძუ­ლა, ერთი მხრივ, უგუ­ლა­ვა და ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ცი­ხი­დან გა­მო­ეშ­ვა.

ხოლო, მე­ო­რე მხრივ, სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა“ და მისი სა­ტე­ლი­ტე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ შე­ეც­ვა­ლა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, და­თან­ხმე­ბო­და 120/30 სის­ტე­მას ერ­თპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რით, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დაბ­რუ­ნე­ბის შან­სებს ერ­თი­ო­რად ზრდი­და. თუმ­ცა, მტკივ­ნე­უ­ლი ტაქ­ტი­კუ­რი დათ­მო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ეს ბრძო­ლა მო­ი­გო და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში 90 მან­და­ტი მო­ი­პო­ვა.

2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სუფ­თად ჩა­ა­ტა­რა და ეუთო/ოდი­რი­სა და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ებს მისი არა­ლე­გი­ტი­მუ­რად ცნო­ბი­სათ­ვის სა­ბა­ბიც კი არ და­უ­ტო­ვა. თუმ­ცა, მოხ­და გა­უ­გო­ნა­რი რამ, სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ე­ბის დას­კვნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ყო­ველ­გვა­რი და­სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე, რა­დი­კა­ლურ­მა ოპო­ზი­ცი­ამ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალ­ბე­ბუ­ლად გა­მო­ა­ცხა­და და სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტებ­ზე უარი თქვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბას კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბა, რომ ოპო­ზი­ცია „ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ არ­ჩევ­ნე­ბის შე­სა­ხებ დე­ბა­ტებს მუდ­მი­ვად გა­ურ­ბო­და, მა­ნამ­დე კი მათ 200 სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის გა­დათ­ვლა­ზეც თქვეს უარი. ყვე­ლაფ­რის მი­ზე­ზი კი ის იყო, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ოპო­ზი­ცი­ას არ­ჩევ­ნე­ბის შე­სა­ხებ სათ­ქმე­ლი და და­სამ­ტკი­ცე­ბე­ლი არც არა­ფე­რი ჰქონ­და. ამის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ელ­ჩომ თა­ვი­სი­ვე ფა­ვო­რი­ტი რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის პარ­ლა­მენ­ტში შეყ­ვა­ნა „ვე­რაფ­რით მო­ა­ხერ­ხა“. ნა­თე­ლაშ­ვი­ლის „ფან­ჩა­ტუ­რი“, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დეს ნა­წილს სა­სა­ცი­ლოდ არ ყოფ­ნი­და, მა­შინ სწო­რედ სა­ელ­ჩოს რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რის აღ­სას­რუ­ლებ­ლად შე­იქ­მნა.

ოპო­ზი­ცი­ის მტკი­ცე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის შე­სა­ხებ ხმე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლის (ე.წ. პი­ვი­ტის) შე­დე­გებ­ზე იყო აგე­ბუ­ლი, რომ­ლის გა­ყალ­ბე­ბა სა­ელ­ჩომ, ყვე­ლა­ნა­ი­რი ლო­გი­კით, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და­გეგ­მა. ამე­რი­კუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით მოქ­მე­დი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის - „სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ მა­შინ­დელ­მა აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა კი­დეც, რომ ინ­ფორ­მა­ცია ცდო­მი­ლე­ბის შე­სა­ხებ USAID-ის თა­ნამ­შრომ­ლებს ნო­ემ­ბერ­ში უკვე ჰქონ­დათ. თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ცდო­მი­ლე­ბა მხო­ლოდ 11 დე­კემ­ბერს იქნა აღი­ა­რე­ბუ­ლი.

არ­სე­ბი­თად სწო­რედ გა­ყალ­ბე­ბულ პა­რა­ლე­ლურ ხმის დათ­ვლას და­ა­ფუძნა ოპო­ზი­ცი­ამ პარ­ლა­მენ­ტში არ­შეს­ვლა, რაც ამე­რი­კის სა­ელ­ჩომ მყი­სი­ე­რად „პო­ლი­ტი­კურ კრი­ზი­სად“ გა­ა­ფორ­მა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ამ კრი­ზი­სის დაძ­ლე­ვა მო­ი­თხო­ვა. საკ­მა­რი­სი იყო, სა­ელ­ჩოს და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნა მარ­ტი­ვი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, რომ ოპო­ზი­ცი­ის პარ­ლა­მენ­ტში არ­შეს­ვლა ავ­ტო­მა­ტუ­რად პო­ლი­ტი­კურ კრი­ზისს არ ნიშ­ნავს და ოპო­ზი­ცი­აც სა­ბო­ტაჟს მა­შინ­ვე შე­წყვეტ­და. თუმ­ცა, ამის სა­ნაც­ვლოდ, და­ი­წყო კი­დევ ერთი თავ­სმოხ­ვე­უ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, რო­მე­ლიც 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბით დას­რულ­და. 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბის თავს მოხ­ვე­ვით, სა­ელ­ჩომ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო გარ­კვე­ულ­წი­ლად გა­იყ­ვა­ნა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ჩარ­ჩო­დან, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სად­მი მის უდი­ერ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს“,- ნათ­ქვა­მია „ხალ­ხის ძა­ლის“ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 153 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიიომ პარიზე
1

ყველაფერი ეს, საქართველოს უახლესი ისტორიაა, ქრონოლოგიურად ჩამოყალიბებული. 

Თენგო
5

Სამივე ბრძენია

ავტორი:

"გადავწყვიტეთ, საზოგადოებას ვუთხრათ მეტი სიმართლე... რევოლუციური სცენარის ამოქმედება 3 წლის წინ დაიწყო" - "ოცნებიდან" წასული დეპუტატების მორიგი განცხადება

"გადავწყვიტეთ, საზოგადოებას ვუთხრათ მეტი სიმართლე... რევოლუციური სცენარის ამოქმედება 3 წლის წინ დაიწყო" - "ოცნებიდან" წასული დეპუტატების მორიგი განცხადება

უკრაინაში მიმდინარე ომისთვის სამზადისი დაახლოებით 3 წლის წინ დაიწყო - ზუსტად იგივე დროს დაიწყო მზადება საქართველოში ხელისუფლების ცვლილებისთვის და ხელისუფლებაში ისეთი ადამიანების მოსაყვანად, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას მარტივად მოაწერდნენ ხელს,- ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის - "ხალხის ძალის" განცხადებაშია აღნიშნული.

მოძრაობის წევრების განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იმთავითვე არ ჰქონდა ომში ჩართვის იმედი და "სწორედ ამიტომ ცდილობდა საელჩო საპარლამენტო არჩევნებამდე და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სრული დაჟინებით ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობისა“ და მისი სატელიტების მოყვანას“.

"რადგან ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე ელჩის დუმილით პასუხი მივიღეთ, ამ ეტაპზე, აქ ვფიქრობდით გაჩერებას. თუმცა, ამერიკის ელჩის მიერ „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოლიგარქ დავით კეზერაშვილის კუთვნილ ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემული ინტერვიუ ჩვენთვის ერთგვარ ბოლო წვეთად იქცა.

გადავწყვიტეთ, საზოგადოებას ვუთხრათ მეტი სიმართლე იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ქართული პოლიტიკის კულისებში გასული სამი წლის განმავლობაში ვითარდებოდა. საქმე ეხება ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მცდელობას, რომელიც საელჩოს კოორდინაციით წარიმართებოდა და რომელზეც საზოგადოებას მხოლოდ ზედაპირული ინფორმაცია აქვს.

თავისთავად ის ფაქტი, რომ ელჩი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ოლიგარქი ლიდერების კუთვნილ მედიასაშუალებებს სტუმრობს, რომლებიც საქართველოში პოლარიზაციის, სიცრუისა და სიძულვილის მთავარი წყაროს ფუნქციას ასრულებენ, უკვე ყველაფერზე მეტყველებს. „ნაციონალური მოძრაობისგან“ თავისუფალ მედიას ელჩი მხოლოდ ერთხელ ესტუმრა და იქაც იმ ჟურნალისტს მისცა ინტერვიუ, რომელიც საელჩოს განსაკუთრებით ხშირი სტუმარი და რადიკალური ოპოზიციის თავგადაკლული მხარდამჭერი იყო.

ვხედავთ, რომ ელჩი კრიტიკულ მედიასა და კრიტიკულ კითხვებს გაურბის. "ფორმულაში" სტუმრობა ადასტურებს, რომ ელჩი მხოლოდ მის მიერ კონტროლირებად მედიაში და წინასწარ შეთანხმებული კითხვებით გრძნობს კომფორტულად თავს. გარდა ამისა, ეს ფაქტი საელჩოს პოლიტიკურ გემოვნებაზეც ნათლად მეტყველებს.

ინტერვიუში ვერ მოვისმინეთ ჟურნალისტის ვერცერთი კრიტიკული კითხვა თუ ჩაკითხვა, რაც საზოგადოებას საინტერესო საკითხების შესახებ სიმართლეს გააგებინებდა. ნუთუ, ეს არის ამერიკული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების სტანდარტი? ამ ფონზე, ჩვენთვის, საბოლოოდ სარწმუნო გახდა ერთ-ერთი ქართველი ექსპერტის დასკვნა იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების მიერ შვეიცარიაში სტატიების გამოქვეყნების მცდელობა სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე იბლოკებოდა და კვლავაც იბლოკება.

საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" საელჩოს გარეშე ერთ ნაბიჯსაც არ დგამდნენ და ახლა უკვე ცხადია, რომ მაშინდელი მედიამონოპოლიის უკანაც საელჩოს ხელწერა იყო. ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების ასეთი დაბალი სტანდარტი და ჩვენი ქვეყნისთვის უფრო ხარისხიანი დემოკრატია და მედია გვინდა.

„ფორმულასთვის“ მიცემულმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა, რომ საელჩო არათუ დღემდე ჩადენილ ცოდვებზე გაჩერებას არ აპირებს, არამედ, პირიქით, საქართველოს ხელისუფლებაზე შეტევის მიტანას მომავალში ახალი ენერგიით გეგმავს.

პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ კელი დეგნანმა ჩვენს შეკითხვებს და მათთან დაკავშირებულ ფაქტებს კიდევ ერთხელ სიყალბე უწოდა. რასაკვირველია, „ფორმულას“ ჟურნალისტს ერთხელაც არ მოსვლია აზრად, ელჩისთვის კრიტიკული შეკითხვა შეებრუნებინა და ეკითხა, ჩვენს მიერ დასმული რომელი შეკითხვა ან ჩვენს მიერ ნახსენები რომელი ფაქტი იყო ყალბი: გიგაურის, ლომჯარიას, მარგველაშვილის, უსუფაშვილის, ჭიაბერაშვილის, მშვილდაძის, სანაიას, გოგოტიშვილის, პოდოლიაკის, დანილოვის განცხადებები, მოსამართლის დაბარება, მისთვის ანგარიშის მოთხოვნა და ვიზიტიდან მისი მოხსნა, „ენჯეოების“ მიერ მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნა, თუ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის გამართვა? ამ ფაქტებიდან ელჩმა მხოლოდ ერთის - ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის უარყოფა სცადა და იქაც გაირკვა, რომ ჩვენი ვარაუდი მათ შორის შეხვედრის გამართვის შესახებ სრულიად საფუძვლიანი იყო.

უნდა ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შინაარსზე საუბარს ელჩი ამ შემთხვევაშიც გაექცა. ჩვენ ამერიკის ელჩს დავუსვით ძალიან კონკრეტული შეკითხვა - გამოთქვა თუ არა შეხვედრაზე ელჩმა უკმაყოფილება მთავრობის პოლიტიკით ომთან დაკავშირებით, მოსთხოვა თუ არა ამ ნიადაგზე ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნება და მოსთხოვა თუ არა მას რუსეთისთვის სანქციების დაწესება. გასაკვირი არაა, რომ ამ კითხვების დასმა ელჩისთვის ჟურნალისტს ერთხელაც არ უცდია. ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, ელჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს იყო პირადი შეხვედრა, რომელიც საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას შეეხებოდა და რომელზეც ბიძინა ივანიშვილის პირად ფინანსებზე საუბარი არ ჰქონიათ. ამერიკის ელჩმა ბიძინა ივანიშვილთან სამსაათიანი „პირადი“ შეხვედრა სტრატეგიული პარტნიორობის განსახილველად რომ მოითხოვა, ეს, ალბათ, პატარა ბავშვისთვისაც ღიმილისმომგვრელია. ფაქტია, რომ როდესაც ელჩი შეხვედრის რეალური შინაარსის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს, მას რაღაც აქვს დასამალი.

იქვე ამერიკის ელჩმა თქვა, ჩვენ ყველა პარტნიორს ვთხოვთ, უკრაინას მაქსიმალურად დაეხმარონ და იქვე აღნიშნა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ომში გაიმარჯვოსო. მანამდე ელჩს ნათქვამი აქვს, ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, საქართველო და უკრაინა ერთად იდგნენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგო. ამგვარი განცხადებები ჩვენს ეჭვებს მეორე ფრონტის ინტერესთან დაკავშირებით დამატებით აღრმავებს, რაზეც საკუთარ დასკვნას საზოგადოებაც გამოიტანს. საზოგადოება კიდევ ერთხელ ხდება იმის მოწმე, რომ ამერიკის ელჩი ზოგადი ფრაზებით ერთს ამბობს და სინამდვილეში, სრულიად სხვა რამეს აკეთებს. როდესაც ზოგადი ფრაზები ქმედებებს არ შეესატყვისება, საზოგადოებას ლოგიკური დასკვნის გამოტანა მარტივად შეუძლია.

როგორც მოგეხსენებათ, უკრაინაში მიმდინარე ომისთვის სამზადისი დაახლოებით სამი წლის წინ დაიწყო. ერთი მხრივ, რუსეთი ემზადებოდა სამხედრო ინტერვენციისთვის და ახორციელებდა სამხედრო ძალების მობილიზებას, ხოლო, მეორე მხრივ, მიმდინარეობდა უკრაინის ინტენსიური შეიარაღება და მომზადება სამხედრო კონფლიქტისათვის.

ზუსტად იგივე დროს, სამი წლის წინ, დაიწყო მზადება საქართველოში ხელისუფლების ცვლილებისთვის და ხელისუფლებაში ისეთი ადამიანების მოსაყვანად, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას მარტივად მოაწერდნენ ხელს. ლოგიკურია, რომ ომის სცენარში საქართველოს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეეძლო. მეორე ფრონტი და საქართველოში ათეულობით ათასი რუსი სამხედროს, აგრეთვე შესაბამისი ტექნიკისა და აღჭურვილობის მოცდენა რუსეთს შეუქმნიდა მნიშვნელოვან სირთულეებს უკრაინის ფრონტზე. გარდა ამისა, მეორე ფრონტი ორმაგად დააზიანებდა რუსეთის საერთაშორისო იმიჯს, რაც ევროპას უკრაინის ფრონტისთვის დახმარების გაწევის ენთუზიაზმს კიდევ უფრო დიდი ხნით შეუნარჩუნებდა.

დიდ მოთამაშეს საქართველო რომ მეორე ფრონტად უნდა, ამაში ის, გარკვეული თვალსაზრისით, შეიძლება ვერც გაამტყუნო. დიდი მოთამაშე პროცესებს გლობალური გადმოსახედიდან უყურებს და პატარა ქვეყნის ინტერესები მის მხედველობაში ამ გადმოსახედიდან, სამწუხაროდ, ვერც კი ხვდება. თუმცა, ბუნებრივია, ნებისმიერი პატრიოტულად მომართული ხელისუფლება, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის გადარჩენაზე უნდა ზრუნავდეს და შესაბამის საფრთხეებს ქვეყანას როგორც მტრებისგან, ისე მეგობრებისგან უნდა არიდებდეს. რაც მთავარია, როდესაც ვიღაცას ქვეყნის ომში ჩართვა სურს, კეთილი უნდა ინებოს და საზოგადოებას ეს ღიად უნდა უთხრას, რათა შესაბამისი გადაწყვეტილება ხალხის ნების წინააღმდეგ არ იქნეს მიღებული. ხალხის გვერდის ავლით ამგვარი გადაწყვეტილების მიღება უხეშად ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც ათწლეულების მანძილზე დასავლური სამყაროს ქვაკუთხედი იყო. როდესაც ხალხის ძალის გეშინია და ამიტომ მას სიმართლეს უმალავ, აშკარაა, რომ ამ ხალხისთვის შენ სიკეთე არ გინდა.

გასული სამი წლის განმავლობაში, საზოგადოება აკვირდებოდა ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მცდელობას, რომელიც საელჩოდან იყო სრულად კოორდინირებული. ამ მცდელობის მთავარი მიზანი ხელისუფლებაში უსამშობლო და პატრიოტიზმისგან დაცლილი ადამიანების მოყვანა იყო, რომლებიც თვალდახუჭული მოაწერდნენ ხელს ომს, როგორი გამანადგურებელიც არ უნდა ყოფილიყო ის საქართველოსთვის.

„ქართული ოცნების“ მიმართ საელჩოს იმთავითვე არ ჰქონდა ომში ჩართვის იმედი, რადგან ზუსტად იცოდნენ, რომ პატრიოტული გრძნობები მის ლიდერებს საკუთარი ქვეყნის განადგურებაზე წასვლის შესაძლებლობას არ მისცემდა. შეუძლებელია ქვეყანა ოდნავ მაინც გიყვარდეს და ისეთ ომში შეხვიდე, რომელშიც ის სრული განადგურებისთვის არის განწირული. ბუნებრივია, ამ ყველაფერზე „ქართული ოცნების“ ლიდერები არაფრის ფასად არ წავიდოდნენ, უსამშობლო „ნაციონალები“ კი საქართველოს მეორე ფრონტად ისე აქცევდნენ, რომ ომის შესაძლო შედეგებზე კითხვასაც კი არ დასვამდნენ. სწორედ ამიტომ ცდილობდა საელჩო საპარლამენტო არჩევნებამდე და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სრული დაჟინებით ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობისა“ და მისი სატელიტების მოყვანას.

  • როგორც უკვე აღვნიშნეთ, რევოლუციური სცენარის ამოქმედება ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაიწყო. ყველას კარგად ახსოვს, როგორ ამოუგრიხა საელჩომ ხელისუფლებას 2020 წელს ხელი და როგორ აიძულა, ერთი მხრივ, უგულავა და ოქრუაშვილი ციხიდან გამოეშვა.

ხოლო, მეორე მხრივ, საარჩევნო სისტემა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების სასარგებლოდ შეეცვალა. ხელისუფლება იძულებული გახდა, დათანხმებოდა 120/30 სისტემას ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერით, რომელიც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების შანსებს ერთიორად ზრდიდა. თუმცა, მტკივნეული ტაქტიკური დათმობების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ბრძოლა მოიგო და საპარლამენტო არჩევნებში 90 მანდატი მოიპოვა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებამ სუფთად ჩაატარა და ეუთო/ოდირისა და სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მისი არალეგიტიმურად ცნობისათვის საბაბიც კი არ დაუტოვა. თუმცა, მოხდა გაუგონარი რამ, საერთაშორისო მისიების დასკვნების წინააღმდეგ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, რადიკალურმა ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა. საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ არჩევნების შესახებ დებატებს მუდმივად გაურბოდა, მანამდე კი მათ 200 საარჩევნო უბნის გადათვლაზეც თქვეს უარი. ყველაფრის მიზეზი კი ის იყო, რომ სინამდვილეში ოპოზიციას არჩევნების შესახებ სათქმელი და დასამტკიცებელი არც არაფერი ჰქონდა. ამის მიუხედავად, საელჩომ თავისივე ფავორიტი რადიკალური ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შეყვანა „ვერაფრით მოახერხა“. ნათელაშვილის „ფანჩატური“, რომელიც საზოგადოების უდიდეს ნაწილს სასაცილოდ არ ყოფნიდა, მაშინ სწორედ საელჩოს რევოლუციური სცენარის აღსასრულებლად შეიქმნა.

ოპოზიციის მტკიცება არჩევნების გაყალბების შესახებ ხმების პარალელური დათვლის (ე.წ. პივიტის) შედეგებზე იყო აგებული, რომლის გაყალბება საელჩომ, ყველანაირი ლოგიკით, არჩევნებამდე დაგეგმა. ამერიკული დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის - „სამართლიანი არჩევნების“ მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა კიდეც, რომ ინფორმაცია ცდომილების შესახებ USAID-ის თანამშრომლებს ნოემბერში უკვე ჰქონდათ. თუმცა, აღნიშნული ცდომილება მხოლოდ 11 დეკემბერს იქნა აღიარებული.

არსებითად სწორედ გაყალბებულ პარალელურ ხმის დათვლას დააფუძნა ოპოზიციამ პარლამენტში არშესვლა, რაც ამერიკის საელჩომ მყისიერად „პოლიტიკურ კრიზისად“ გააფორმა და ხელისუფლებისგან ამ კრიზისის დაძლევა მოითხოვა. საკმარისი იყო, საელჩოს დაედასტურებინა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ოპოზიციის პარლამენტში არშესვლა ავტომატურად პოლიტიკურ კრიზისს არ ნიშნავს და ოპოზიციაც საბოტაჟს მაშინვე შეწყვეტდა. თუმცა, ამის სანაცვლოდ, დაიწყო კიდევ ერთი თავსმოხვეული მოლაპარაკებები, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების გაფორმებით დასრულდა. 19 აპრილის შეთანხმების თავს მოხვევით, საელჩომ ჩვენი სახელმწიფო გარკვეულწილად გაიყვანა კონსტიტუციური ჩარჩოდან, რაც, სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისადმი მის უდიერ დამოკიდებულებაზე მეტყველებს“,- ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.