პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ ვხედავ პრობლემას რუსული ნომრით მანქანა თუ გადაადგილდება თბილისში, რამეს გაუგებრად ვსაუბრობ?" - კახა კალაძე ჟურნალისტს
"ვერ ვხედავ პრობლემას რუსული ნომრით მანქანა თუ გადაადგილდება თბილისში, რამეს გაუგებრად ვსაუბრობ?" - კახა კალაძე ჟურნალისტს

თბი­ლი­სის მე­რის კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ერ­თოდ ვერ ხე­დავს პრობ­ლე­მას იმა­ში, თუ თბი­ლის­ში რუ­სუ­ლი ნომ­რით ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­და­ად­გილ­დე­ბა.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ამ თე­მა­ზე თბი­ლი­სის მე­რი­ამ გან­ცხა­დე­ბა უკვე გა­ავ­რცე­ლა.

"თბი­ლი­სის მე­რი­ის გან­ცხა­დე­ბა მო­ის­მი­ნეთ? არ და­გაკ­მა­ყო­ფი­ლათ?! არ­ცერ­თი კონ­ტრაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს და თბი­ლი­სის მე­რი­ას ჰყავს აყ­ვა­ნი­ლი, ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი არ არის მათი.

გარ­და ამი­სა, სხვა­დას­ხვა მშე­ნებ­ლო­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს კონ­კრე­ტულ გამ­ზირ­ზე. სა­ერ­თოდ ვერ ვხე­დავ პრობ­ლე­მას რუ­სუ­ლი ნომ­რით მან­ქა­ნა თუ გა­და­ად­გილ­დე­ბა თბი­ლის­ში. რა­მეს გა­უ­გებ­რად ვსა­უბ­რობ? მე­რი­ას ჰყავს კომ­პა­ნი­ე­ბი, ვინც კონ­კრე­ტულ სა­მუ­შა­ო­ებს ას­რუ­ლებს",-გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ თბი­ლი­სის მე­რი­ამ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა და გან­მარ­ტა, რომ რუ­სუ­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნის მქო­ნე სატ­ვირ­თო მან­ქა­ნას, რო­მე­ლიც მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე გა­და­ად­გილ­დე­ბა, მე­რი­ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებ­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს. მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სატ­ვირ­თოს გა­და­ად­გი­ლე­ბა მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ებს არ უკავ­შირ­დე­ბა და ის მე­რი­ის არ­ცერ­თი კონ­ტრაქ­ტო­რი კომ­პა­ნი­ის სა­კუთ­რე­ბას არ წარ­მო­ად­გენს.

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ell
87

ყელში ამოვიდა უკვე ეს ისტერია, ვაიმე რუსები შემოდიან. რუსები შემოდიოდნენ 2008-შიც და მერეც, დღემდე!!!

ნუნუ
70

ეტყობა რომ მალე საქართველოსაც დაუწესებენ სანქციებს მეგობრები. ეგ იქნება ბულინგი და პატარას დაჩაგვრა. რუსეთი მეტს კი არაფერს აკეთებს აბა 

ავტორი:

"ვერ ვხედავ პრობლემას რუსული ნომრით მანქანა თუ გადაადგილდება თბილისში, რამეს გაუგებრად ვსაუბრობ?" - კახა კალაძე ჟურნალისტს

"ვერ ვხედავ პრობლემას რუსული ნომრით მანქანა თუ გადაადგილდება თბილისში, რამეს გაუგებრად ვსაუბრობ?" - კახა კალაძე ჟურნალისტს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საერთოდ ვერ ხედავს პრობლემას იმაში, თუ თბილისში რუსული ნომრით ავტომობილი გადაადგილდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ თემაზე თბილისის მერიამ განცხადება უკვე გაავრცელა.

"თბილისის მერიის განცხადება მოისმინეთ? არ დაგაკმაყოფილათ?! არცერთი კონტრაქტორი, რომელიც მუშაობს და თბილისის მერიას ჰყავს აყვანილი, ეს ავტომობილი არ არის მათი.

გარდა ამისა, სხვადასხვა მშენებლობები მიმდინარეობს კონკრეტულ გამზირზე. საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას რუსული ნომრით მანქანა თუ გადაადგილდება თბილისში. რამეს გაუგებრად ვსაუბრობ? მერიას ჰყავს კომპანიები, ვინც კონკრეტულ სამუშაოებს ასრულებს",-განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ რუსული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო მანქანას, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე გადაადგილდება, მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან არანაირი კავშირი არ აქვს. მათივე განცხადებით, სატვირთოს გადაადგილება მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ უკავშირდება და ის მერიის არცერთი კონტრაქტორი კომპანიის საკუთრებას არ წარმოადგენს.