რუსებისთვის ევროპაში ან ნებისმიერ სხვა ცივილიზებულ ქვეყანაში მოგზაურობა არ არის მემკვიდრეობითი და ღვთაებრივი უფლება, არამედ პრივილეგია, რომლითაც არ უნდა ისარგებლონ, სანამ რუსეთი აგრძელებს აგრესიას, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი „ტვიტერში“ წერს.
მისი თქმით, რუსეთის შესაჩერებლად საჭიროა, სანქციების და სამოგზაურო აკრძალვის შედეგები ფართო საზოგადოებამ იგრძნოს.
"რუსეთის შესაჩერებლად ერთი ნაბიჯი არის ის, რომ ფართო საზოგადოებამ იგრძნოს სანქციების და სამოგზაურო/ სავიზო აკრძალვის შედეგები”, - აცხადებს ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
როგორ აქტიურობენ ბალტიისპირელები... თავს ზედმეტად აწონებენ ამერიკელებს. მე პირადად ამ პოლიტიკოსების მიმართ ზიზღი მაქვს/ხალხი ყველგან კარგია/