პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
MAN-ის 16-ტონიანი სატვირთოს გაწევით ქართველმა ათლეტმა გინესის რეკორდი დაამყარა
MAN-ის 16-ტონიანი სატვირთოს გაწევით ქართველმა ათლეტმა გინესის რეკორდი დაამყარა

-9 აგ­ვის­ტოს, „თე­გე­ტა თრაქ ენდ ბა­სის“ მხარ­და­ჭე­რით, ბა­თუმ­ში გა­მარ­თულ უძ­ლი­ე­რეს მა­მა­კაც­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ზე ქარ­თველ­მა ათ­ლეტ­მა ბაგ­რატ ჟღენ­ტმა უმ­ძი­მე­სი სახ­მე­ლე­თო ტრან­სპორ­ტის კბი­ლე­ბით გა­წე­ვა­ში გი­ნე­სის რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა. მსოფ­ლი­ოს ორგზის რე­კორდსმენ­მა MAN TGX–ის 16-ტო­ნი­ა­ნი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლი კბი­ლე­ბით გას­წია და არ­სე­ბუ­ლი რე­კორ­დი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა. აქამ­დე რე­კორ­დი ეგ­ვიპ­ტელ ათ­ლეტს ეკუთ­ვნო­და, რო­მელ­მაც 15 ტო­ნი­სა და 730 კი­ლოგ­რა­მის გა­წე­ვა შეძ­ლო.

გი­ნე­სის რე­კორდსმე­ნი ბაგ­რატ ჟღენ­ტი: „გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვემ­ზა­დე­ბო­დი და სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მით ვვარ­ჯი­შობ­დი რე­კორ­დის და­სამ­ყა­რებ­ლად. ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა ემო­ცი­ე­ბი, მათი გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბი და შევ­ძე­ლი და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვა. მო­მა­ვალ­ში ვა­პი­რებ რე­კორ­დის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას“.

გი­ნე­სის რე­კორ­დის დამ­ყა­რე­ბის გარ­და, სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რის ფარ­გლებ­ში, ევ­რო­პის ღია გუნ­დუ­რი თასი უძ­ლი­ე­რეს მა­მა­კაც­თა შო­რის სხვა­დას­ხვა დის­ციპ­ლი­ნებ­ში ჩა­ტარ­და. შე­ჯიბ­რე­ბა­ში მსოფ­ლი­ოს 6 ქვეყ­ნი­დან 25 სპორ­ტსმე­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი მო­რის აწე­ვა­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ქარ­თველ­მა სპორ­ტსმე­ნებ­მა სა­მი­ვე წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნეს. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ლი­დე­რი იყო მძი­მე წო­ნის სწრაფ აწე­ვა­სა და გა­და­ად­გი­ლე­ბა­შიც. სპორ­ტსმე­ნებ­მა გა­მარ­ჯვე­ბა აგ­ვის­ტოს ომში და­ღუ­პულ­თა ხსოვ­ნას მი­უ­ძღვნეს.

ტურ­ნი­რი „თე­გე­ტა თრაქ ენდ ბა­სის“ მხარ­და­ჭე­რი­თა და სპონ­სო­რო­ბით გა­ი­მარ­თა. კომ­პა­ნია ძა­ლის­მი­ე­რი სპორ­ტის აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რია და მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე წლე­ბია ზრუ­ნავს.

„თე­გე­ტა თრაქ ენდ ბასი“ ლი­დე­რი კომ­პა­ნი­აა სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის, პრო­დუქ­ტე­ბი­სა და სერ­ვი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. კომ­პა­ნია 2006 წელს და­არ­სდა და სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი­სა და ავ­ტო­ბუ­სე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი გერ­მა­ნუ­ლი უმ­სხვი­ლე­სი ბრენ­დის MAN-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი იმ­პორ­ტი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ავტორი:

MAN-ის 16-ტონიანი სატვირთოს გაწევით ქართველმა ათლეტმა გინესის რეკორდი დაამყარა

MAN-ის 16-ტონიანი სატვირთოს გაწევით ქართველმა ათლეტმა გინესის რეკორდი დაამყარა

-9 აგვისტოს, „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ მხარდაჭერით, ბათუმში გამართულ უძლიერეს მამაკაცთა საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა ათლეტმა ბაგრატ ჟღენტმა უმძიმესი სახმელეთო ტრანსპორტის კბილებით გაწევაში გინესის რეკორდი დაამყარა. მსოფლიოს ორგზის რეკორდსმენმა MAN TGX–ის 16-ტონიანი სატვირთო ავტომობილი კბილებით გასწია და არსებული რეკორდი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. აქამდე რეკორდი ეგვიპტელ ათლეტს ეკუთვნოდა, რომელმაც 15 ტონისა და 730 კილოგრამის გაწევა შეძლო.

გინესის რეკორდსმენი ბაგრატ ჟღენტი: „განსაკუთრებულად ვემზადებოდი და სპეციალური პროგრამით ვვარჯიშობდი რეკორდის დასამყარებლად. ძალიან დამეხმარა გულშემატკივართა ემოციები, მათი გამამხნევებელი შეძახილები და შევძელი დასახული მიზნის მიღწევა. მომავალში ვაპირებ რეკორდის გაუმჯობესებას“.

გინესის რეკორდის დამყარების გარდა, საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში, ევროპის ღია გუნდური თასი უძლიერეს მამაკაცთა შორის სხვადასხვა დისციპლინებში ჩატარდა. შეჯიბრებაში მსოფლიოს 6 ქვეყნიდან 25 სპორტსმენი მონაწილეობდა.

მოუხერხებელი მორის აწევაში ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა სამივე წონით კატეგორიაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს. საქართველოს ნაკრები ლიდერი იყო მძიმე წონის სწრაფ აწევასა და გადაადგილებაშიც. სპორტსმენებმა გამარჯვება აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნეს.

ტურნირი „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ მხარდაჭერითა და სპონსორობით გაიმართა. კომპანია ძალისმიერი სპორტის აქტიური მხარდამჭერია და მის განვითარებაზე წლებია ზრუნავს.

„თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ლიდერი კომპანიაა სატვირთო ავტომობილების, პროდუქტებისა და სერვისის მიმართულებით. კომპანია 2006 წელს დაარსდა და სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მწარმოებელი გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოში.