მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს სმარტფონებთან ურთიერთობის გზას
Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

10 აგ­ვის­ტოს, სამ­სუნგ ელექტრო­ნიკს­მა ახა­ლი თა­ო­ბის, და­სა­კეც ეკ­რა­ნი­ა­ნი სმარ­ტფო­ნე­ბი წა­რად­გი­ნა - Galaxy Z Flip4 და Galaxy Z Fold4. გა­მორ­ჩე­უ­ლი ფორ­მა, მომ­ხმა­რე­ბელ­ზე მორ­გე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი წარ­მა­დო­ბა, Galaxy Z სე­რი­ის მე­ო­თხე თა­ო­ბის სმარ­ტფო­ნებს უნი­კა­ლურ მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბად აქ­ცევს.

„Samsung Galaxy-ის და­სა­კე­ცი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი აგე­ბუ­ლია ღი­ა­ო­ბის ფი­ლო­სო­ფი­ა­ზე, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს მაქ­სი­მა­ლუ­რად პერ­სო­ნა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ვი­ღოთ. მსოფ­ლიო დო­ნის პარტნი­ო­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით შექ­მნი­ლი ეს და­სა­კეც ეკ­რა­ნი­ა­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, ისეთ შე­უ­და­რე­ბელ მო­ბი­ლურ გა­მოც­დი­ლე­ბას გვთა­ვა­ზობს, რო­გო­რიც და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე დი­ნა­მი­უ­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს.“ - გა­ნა­ცხა­და Samsung Electronics-ის მო­ბი­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის ბიზ­ნე­სის ხელ­მძღვა­ნელ­მა, TM Roh-მ.

გლო­ბა­ლუ­რი პრე­ზენ­ტა­ცი­ის დროს, კომ­პა­ნი­ამ წა­რად­გი­ნა რამ­დე­ნი­მე მო­წყო­ბი­ლო­ბა:

Samsung Galaxy Z Flip4 - და­სა­კეც ეკ­რა­ნი­ა­ნი სმარ­ტფო­ნე­ბის ინ­დუსტრი­ის ყვე­ლა­ზე ელე­გან­ტუ­რი და თვალ­წარმ­ტა­ცი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, რო­მელ­შიც წი­ნა­მორ­ბედ მო­დე­ლებ­თან შე­და­რე­ბით გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია რო­გორც ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რე, ასე­ვე ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. Z Flip4 წარ­მო­ად­გენს დღე­ი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე უჩ­ვე­უ­ლო და არას­ტან­დარ­ტუ­ლი ფორ­მის სმარ­ტფონს და შექ­მნი­ლია იმი­სათ­ვის, რომ იქ­ცეს თა­ვი­სი მფლო­ბე­ლის სტი­ლის დო­მი­ნან­ტურ აქ­სე­სუ­ა­რად. Galaxy Z Flip4-ის იდეა მარ­ტი­ვი და გე­ნი­ა­ლუ­რია. და­კე­ცილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ის წარ­მო­ად­გენს მომცრო ზო­მის დახ­ვე­წილ და ელე­გან­ტურ ნივთს, პა­ტა­რა, საკ­მა­ოდ ფუნ­ქცი­უ­რი ეკ­რა­ნით, ხოლო გაშ­ლილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ის იქ­ცე­ვა ძა­ლი­ან თხელ, ფლაგ­მა­ნურ Galaxy სმარ­ტფო­ნად. უნი­კა­ლუ­რი და­სა­კე­ცი მე­ქა­ნიზ­მის წყა­ლო­ბით, Galaxy Z Flip4 გვთა­ვა­ზობს კა­მე­რის სრუ­ლი­ად განხსვა­ვე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას. ე.წ. Flex რე­ჟიმ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­ვი­ღოთ კა­მე­რის სა­სურ­ვე­ლი რა­კურ­სი და გა­და­ვი­ღოთ ფოტო და ვი­დეო დის­ტან­ცი­უ­რად, ხე­ლის ან და­მა­ტე­ბი­თი შტა­ტი­ვის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია Samsung-ისა და Meta-ს პარტნი­ო­რო­ბა, რის შე­დე­გა­დაც ახა­ლი Z Flip4-ის კა­მე­რის პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ოპ­ტი­მი­ზი­რე­ბუ­ლია პო­პუ­ლა­რუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­სათ­ვის (Facebook, Instagram, WhatsApp).

Z Flip4-ში ელე­მენ­ტის მო­ცუ­ლო­ბა 3,700 mAh-მდე გა­ი­ზარ­და, რომ­ლის 50%-მდე და­სა­მუხ­ტად, სუ­პერ სწრა­ფი და­მუხ­ტვის მეშ­ვე­ო­ბით, მხო­ლოდ 30 წუ­თია საკ­მა­რი­სი.

Galaxy Z Flip4 ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა 4 ფერ­ში: შავი, ლურ­ჯი, ვარ­დის­ფე­რი და ია­სამ­ნის­ფე­რი.

Samsung Galaxy Z Fold4 - ეს არის Samsung-ის მიერ შექ­მნი­ლი ყვე­ლა­ზე მძლავ­რი, მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი და ინო­ვა­ცი­უ­რი სმარ­ტფო­ნი. სტან­დარ­ტულ მო­ბი­ლურ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­თან შე­და­რე­ბით, ის ბევ­რად მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვთა­ვა­ზობს, რაც პირ­ველ რიგ­ში მისი ფორ­მი­დან და კონ­ცეფ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს. სტან­დარ­ტუ­ლი ზო­მის სმარ­ტფო­ნი­დან ჩვენ შეგ­ვიძ­ლია მი­ვი­ღოთ 7.6 ინ­ჩი­ა­ნი ტაბი, რო­მელ­შიც ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა უფრო სწრა­ფად, მარ­ტი­ვად და ხა­რის­ხი­ა­ნად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

Z Fold4-ში რამ­დე­ნი­მე აპ­ლი­კა­ცი­ა­ში პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ო­ბა და რამ­დე­ნი­მე ამო­ცა­ნის ერ­თდრო­უ­ლად შეს­რუ­ლე­ბა ახლა ბევ­რად უფრო მარ­ტი­ვია. ამა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სამ­სუნ­გის უახ­ლე­სი ინ­ტერ­ფე­ი­სი One UI 4.1, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რად არის მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­თან. სამ­სუნ­გის Google-თან და Microsoft-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბამ შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და აპ­ლი­კა­ცი­ებს შო­რის მარ­ტი­ვი ინ­ტე­რაქ­ცია და სმარ­ტფონ­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.

რო­გორც ყვე­ლა­ზე მძლავრ და ინო­ვა­ცი­ურ პრო­დუქტს შე­ე­ფე­რე­ბა, Galaxy Z Fold4-ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ამ დრო­ი­სათ­ვის მო­ბი­ლურ მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო­ში სა­უ­კე­თე­სო 4nm-იანი Qualcomm-ის Snapdragon® 8 Gen 1 პრო­ცე­სო­რი. წი­ნა­მორ­ბედ მო­დელ­თან შე­და­რე­ბით, Fold4-ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი 50 MP_იანი მთა­ვა­რი კა­მე­რა გაზ­რდი­ლი სენ­სო­რით და ახა­ლი თა­ო­ბის ოპ­ტი­კუ­რი სტა­ბი­ლი­ზა­ტო­რით.

Galaxy Z Fold4 ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა 3 ფერ­ში: შავი, მწვა­ნე და კრე­მის­ფე­რი.

გარ­და ფლაგ­მა­ნუ­რი და­სა­კეც ეკ­რა­ნი­ა­ნი სმარ­ტფო­ნე­ბი­სა, გლო­ბა­ლურ Unpacked პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე Samsung-მა ახა­ლი სმარტ მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბიც შე­მოგ­ვთა­ვა­ზა.

Galaxy Buds2 Pro - გვთა­ვა­ზობს უმაღ­ლე­სი დო­ნის აუ­დიო გა­მოც­დი­ლე­ბას 24 ბი­ტი­ა­ნი Hi-Fi სტან­დარ­ტის მხარ­და­ჭე­რით. Buds Pro-ების სე­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მსუ­ბუ­ქი და კომ­პაქ­ტუ­რი დი­ზა­ი­ნით გა­მორ­ჩე­უ­ლი Galaxy Buds2 Pro გახ­დე­ბა თქვე­ნი სა­უ­კე­თე­სო კომ­პა­ნი­ო­ნი ფიტ­ნეს აქ­ტი­ვო­ბებ­სა და ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში.

Galaxy Buds2 Pro ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა სამ ფერ­ში: შავი, თეთ­რი და ია­სამ­ნის­ფე­რი.

Galaxy Watch5 - სა­ა­თე­ბის ახალ სე­რი­ა­ში, Samsung-მა კი­დევ უფრო მეტი აქ­ცენ­ტი გა­ა­კე­თა ჯან­მრთე­ლო­ბის მო­ნი­ტო­რინგსა და ფიტ­ნეს სმარტ ფუნ­ქცი­ებ­ზე. ინო­ვა­ცი­უ­რი ალ­გო­რით­მი­თა და უამ­რა­ვი სენ­სო­რის წყა­ლო­ბით, Watch5 და­აკ­ვირ­დე­ბა თქვე­ნი ძი­ლის პრო­ცესს და შე­მოგ­თა­ვა­ზებთ რე­კო­მენ­და­ცი­ებს მისი ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სათ­ვის. უახ­ლე­სი სმარტ სა­ა­თი გახ­და უფრო მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი და დახ­ვე­წი­ლი.

Watch5 სე­რია ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა სამ ზო­მა­ში (40mm, 44mm და 45mm) და ოთხ ფერ­ში: შავი, ვარ­დი­ფე­რი, ვერ­ცხლის­ფე­რი და ცის­ფე­რი.

ახა­ლი მო­დე­ლე­ბის წი­ნას­წა­რი შეკ­ვე­თე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მომ­ხმა­რე­ბე­ლი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­ი­გებს Samsung Georgia-ს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­სა და კომ­პა­ნი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რე­ბის ვებ-გვერ­დე­ბი­დან.

R

ხვიჩა
0

ეღირება 100 ათასი ლარი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

10 აგვისტოს, სამსუნგ ელექტრონიკსმა ახალი თაობის, დასაკეც ეკრანიანი სმარტფონები წარადგინა - Galaxy Z Flip4 და Galaxy Z Fold4. გამორჩეული ფორმა, მომხმარებელზე მორგებული გამოცდილება და განახლებული წარმადობა, Galaxy Z სერიის მეოთხე თაობის სმარტფონებს უნიკალურ მოწყობილობებად აქცევს.

„Samsung Galaxy-ის დასაკეცი მოწყობილობები აგებულია ღიაობის ფილოსოფიაზე, რაც საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად პერსონალიზირებული გადაწყვეტილებები მივიღოთ. მსოფლიო დონის პარტნიორებთან თანამშრომლობით შექმნილი ეს დასაკეც ეკრანიანი მოწყობილობები, ისეთ შეუდარებელ მობილურ გამოცდილებას გვთავაზობს, როგორიც დააკმაყოფილებს ჩვენი ყველაზე დინამიური მომხმარებლების საჭიროებებს.“ - განაცხადა Samsung Electronics-ის მობილური გამოცდილების ბიზნესის ხელმძღვანელმა, TM Roh-მ.

გლობალური პრეზენტაციის დროს, კომპანიამ წარადგინა რამდენიმე მოწყობილობა:

Samsung Galaxy Z Flip4 - დასაკეც ეკრანიანი სმარტფონების ინდუსტრიის ყველაზე ელეგანტური და თვალწარმტაცი წარმომადგენელია, რომელშიც წინამორბედ მოდელებთან შედარებით გაუმჯობესებულია როგორც ვიზუალური მხარე, ასევე ტექნიკური შესაძლებლობები. Z Flip4 წარმოადგენს დღეისათვის ყველაზე უჩვეულო და არასტანდარტული ფორმის სმარტფონს და შექმნილია იმისათვის, რომ იქცეს თავისი მფლობელის სტილის დომინანტურ აქსესუარად. Galaxy Z Flip4-ის იდეა მარტივი და გენიალურია. დაკეცილ მდგომარეობაში ის წარმოადგენს მომცრო ზომის დახვეწილ და ელეგანტურ ნივთს, პატარა, საკმაოდ ფუნქციური ეკრანით, ხოლო გაშლილ მდგომარეობაში ის იქცევა ძალიან თხელ, ფლაგმანურ Galaxy სმარტფონად. უნიკალური დასაკეცი მექანიზმის წყალობით, Galaxy Z Flip4 გვთავაზობს კამერის სრულიად განხსვავებულ გამოცდილებას. ე.წ. Flex რეჟიმში შესაძლებელია მივიღოთ კამერის სასურველი რაკურსი და გადავიღოთ ფოტო და ვიდეო დისტანციურად, ხელის ან დამატებითი შტატივის გამოყენების გარეშე. აღსანიშნავია Samsung-ისა და Meta-ს პარტნიორობა, რის შედეგადაც ახალი Z Flip4-ის კამერის პროგრამული უზრუნველყოფა ოპტიმიზირებულია პოპულარული სოციალური ქსელებისათვის (Facebook, Instagram, WhatsApp).

Z Flip4-ში ელემენტის მოცულობა 3,700 mAh-მდე გაიზარდა, რომლის 50%-მდე დასამუხტად, სუპერ სწრაფი დამუხტვის მეშვეობით, მხოლოდ 30 წუთია საკმარისი.

Galaxy Z Flip4 ხელმისაწვდომი იქნება 4 ფერში: შავი, ლურჯი, ვარდისფერი და იასამნისფერი.

Samsung Galaxy Z Fold4 - ეს არის Samsung-ის მიერ შექმნილი ყველაზე მძლავრი, მულტიფუნქციური და ინოვაციური სმარტფონი. სტანდარტულ მობილურ მოწყობილობებთან შედარებით, ის ბევრად მეტ შესაძლებლობას გვთავაზობს, რაც პირველ რიგში მისი ფორმიდან და კონცეფციიდან გამომდინარეობს. სტანდარტული ზომის სმარტფონიდან ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ 7.6 ინჩიანი ტაბი, რომელშიც ნებისმიერი ტიპის დავალების შესრულება უფრო სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად არის შესაძლებელი.

Z Fold4-ში რამდენიმე აპლიკაციაში პარალელურად მუშაობა და რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულება ახლა ბევრად უფრო მარტივია. ამაზე პასუხისმგებელია სამსუნგის უახლესი ინტერფეისი One UI 4.1, რომელიც მაქსიმალურად არის მიახლოებული პერსონალური კომპიუტერის შესაძლებლობებთან. სამსუნგის Google-თან და Microsoft-თან თანამშრომლობამ შესაძლებელი გახადა აპლიკაციებს შორის მარტივი ინტერაქცია და სმარტფონში მუშაობის გამოცდილების გაუმჯობესება.

როგორც ყველაზე მძლავრ და ინოვაციურ პროდუქტს შეეფერება, Galaxy Z Fold4-ში გამოყენებულია ამ დროისათვის მობილურ მოწყობილობების სამყაროში საუკეთესო 4nm-იანი Qualcomm-ის Snapdragon® 8 Gen 1 პროცესორი. წინამორბედ მოდელთან შედარებით, Fold4-ში გამოიყენება გაუმჯობესებული 50 MP_იანი მთავარი კამერა გაზრდილი სენსორით და ახალი თაობის ოპტიკური სტაბილიზატორით.

Galaxy Z Fold4 ხელმისაწვდომი იქნება 3 ფერში: შავი, მწვანე და კრემისფერი.

გარდა ფლაგმანური დასაკეც ეკრანიანი სმარტფონებისა, გლობალურ Unpacked პრეზენტაციაზე Samsung-მა ახალი სმარტ მოწყობილობებიც შემოგვთავაზა.

Galaxy Buds2 Pro - გვთავაზობს უმაღლესი დონის აუდიო გამოცდილებას 24 ბიტიანი Hi-Fi სტანდარტის მხარდაჭერით. Buds Pro-ების სერიაში ყველაზე მსუბუქი და კომპაქტური დიზაინით გამორჩეული Galaxy Buds2 Pro გახდება თქვენი საუკეთესო კომპანიონი ფიტნეს აქტივობებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.

Galaxy Buds2 Pro ხელმისაწვდომი იქნება სამ ფერში: შავი, თეთრი და იასამნისფერი.

Galaxy Watch5 - საათების ახალ სერიაში, Samsung-მა კიდევ უფრო მეტი აქცენტი გააკეთა ჯანმრთელობის მონიტორინგსა და ფიტნეს სმარტ ფუნქციებზე. ინოვაციური ალგორითმითა და უამრავი სენსორის წყალობით, Watch5 დააკვირდება თქვენი ძილის პროცესს და შემოგთავაზებთ რეკომენდაციებს მისი ხარისხის გაუმჯობესებისათვის. უახლესი სმარტ საათი გახდა უფრო მინიმალისტური და დახვეწილი.

Watch5 სერია ხელმისაწვდომი იქნება სამ ზომაში (40mm, 44mm და 45mm) და ოთხ ფერში: შავი, ვარდიფერი, ვერცხლისფერი და ცისფერი.

ახალი მოდელების წინასწარი შეკვეთების შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი უახლოეს მომავალში გაიგებს Samsung Georgia-ს სოციალური ქსელებისა და კომპანიის ოფიციალური პარტნიორების ვებ-გვერდებიდან.

R