საქმე ბევრად უფრო მძიმედ არის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, - ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძის განცხადებაშია ნათქვამი.
ხაზარაძე რამდენიმე მიზეზს ასახელებს, რის გამოც, ფიქრობს, რომ ქვეყანაში ვითარება „უფრო მძიმედ“ არის, „ვიდრე ჩანს“.
"ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზე ვართ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით;
უიმედობის და უპერსპექტივობის გამო შრომისუნარიანი ქართველები მასიურად ტოვებენ საქართველოს და საშიში გზებით ემიგრაციაში მიდიან, მათ ადგილს კი აქ სხვები იკავებენ;
მცოცავი ანექსიის პირობებში ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი და მათ მიერ შეძენილი ქონება სრულიად უკონტროლოა;
საქართველოს ხელისუფლება დანაშაულებრივ უმოქმედობას იჩენს ამ პრობლემებისადმი და ქვეყნის გარეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან ეროვნული ინტერესების დამაზიანებელ დაპირისპირებაშია ჩართული;
ერთიანობაში ეს ყველაფერი ძალიან საშიშ სახეს იღებს;
ეს იმ სცენარს გავს - საქართველო ქართველების გარეშე - რომ უნდა მტერს.
გამოვფხიზლდეთ!
ხვალ შეიძლება გვიან იყოს!“,- წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
ხაზარაძე პატრიოტიზმს, რომ საუბრობს იქ ნამდვილად ცუდადაა საქმე! ამ არა კაცმა თავის დროზე მერაბ კოსტავას გაარტყა და უდიდესი მევახშე გახდა, უვლიდა ხალხი და ივანიშვილს ედავება, ხელისუფლებაში მოსვლა უნდა და ეს გამყიდველი ოლიგარქი არაა? და დეოლიგარქიაზე საუბრობს და საქართველოს გადარჩენაზე! მან ხალხის ქონება არ მიითვისა? დღეს პროვოკატორობა!
2012 ის დაპირებების მერე ძონძი ოცნების ბელადმა თქვა აქ არაფერი გეშველებათ უცხოეთში წადითო.ხოდა გაოკრიფა ხალხი ზოგი მექსიკით ამერიკაში.ზოგი ევროპაში.სამაგიეროდ შემოაეუწეს 100000მდე რუსი.40000მა ოჯახმა ბინები იყიდა აქ მტერი ქვეყნის მოქალაქეებმა.აქ რომ ხაზარაძეს აგინებთ მევახშეაო ბელადი ვინღაა? მთელ მინისტრთა კაბინეტს ქართუს იპოთეკა ქონდა აღებული და სანამ არ დაფარეს კი იყვნენ მინისტრებად.2010 წლამდე ბელადი ვის აფინანსებდა და რატომ?შადიმანებმა უარესი კი არ გააკეთეს ქვეყნისთვის .ოცნება უნდა წავიდეს და თან ქვეყნის ღალატის გამო უნდა დაისაჯოს