საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
82 წლის ნენსი პელოსი - მსოფლიო პოლიტიკური თეატრის მთავარი მოთამაშე, აშშ-ის ყველაზე გავლენიანი ქალის გზა კაპიტოლიუმის მწვერვალამდე
82 წლის ნენსი პელოსი - მსოფლიო პოლიტიკური თეატრის მთავარი მოთამაშე, აშშ-ის ყველაზე გავლენიანი ქალის გზა კაპიტოლიუმის მწვერვალამდე

ნენ­სი პე­ლო­სი მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლის სა­ხე­ლი და გვა­რია. 82 წლის ნენ­სი უკვე წლე­ბია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და მსოფ­ლი­ოს პო­ლი­ტი­კის ავან­გარ­დშია. ის ათწლე­უ­ლე­ბია პო­ლი­ტი­კუ­რი თე­ატ­რის მთა­ვა­რი მო­თა­მა­შეა. მას ახა­სი­ა­თე­ბენ რო­გორც გამ­ბე­დავ და უში­შარ ქალს, რო­მე­ლიც თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­ში ამინდს ქმნის.

ნენ­სი პე­ლო­სის სა­ხე­ლი არა­ერთ გა­ბე­დულ ნა­ბიჯს უკავ­შირ­დე­ბა, ბოლო ქმე­დე­ბამ კი ის კი­დევ ერთხელ აიყ­ვა­ნა უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზე - სა­ზო­გა­დო­ე­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით პირ­და­პირ ეთერ­ში ადევ­ნებ­და თვალს, თუ რო­გორ ჩა­ვი­და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის სპი­კე­რი ტა­ი­ვან­ში დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ვი­ზი­ტით, ჩი­ნე­თის მუ­ქა­რი­სა და გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად და უშუ­ა­ლოდ ტა­ი­ვა­ნი­დან გა­ნა­ცხა­და, - ამე­რი­კე­ლებს მუ­დამ უნდა ახ­სოვ­დეთ თა­ვი­ან­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის მხარ­და­სა­ჭე­რად რო­გორც ტა­ი­ვან­ში, ასე­ვე მთელ მსოფ­ლი­ო­შიო.

პე­ლო­სი არის აშშ-ის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, რო­მე­ლიც ბოლო 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ტა­ი­ვანს ეწ­ვია.

  • ნენ­სი პე­ლო­სის როლი აშშ-ის პო­ლი­ტი­კა­ში

ნენ­სი პე­ლო­სი არის პირ­ვე­ლი ქალი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ის­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტას ხელ­მძღვა­ნე­ლობს და მან გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა არა­ერ­თი პრე­ზი­დენ­ტის დღის წეს­რი­გის შეც­ვლა­ში, ზო­გი­ერ­თის წარ­მა­ტე­ბა­ში და ასე­ვე ზო­გი­ერ­თის პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის ჩაშ­ლა­ში.

ის 2021 წელს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის სპი­კე­რად მე­ო­თხე ვა­დით აირ­ჩი­ეს. გამ­ჭრი­ა­ხო­ბამ, უნარ­მა შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის" ერ­თი­ა­ნო­ბა ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კულ მო­მენ­ტებ­ში და პო­ლი­ტი­კურ თე­ატ­რში მის­მა ინ­სტინ­ქტებ­მა, ნენ­სი კა­პი­ტო­ლი­უ­მის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ქა­ლად აქ­ცია, თუმ­ცა კრი­ტი­კო­სე­ბის მთე­ლი არ­მი­აც შე­მა­ტა.

პე­ლო­სი პირ­და­პირ და ღიად უპი­რის­პირ­დე­ბო­და დო­ნალდ ტრამპს. 6 იან­ვარს, რო­დე­საც ტრამ­პის მომ­ხრე­ე­ბი კა­პი­ტო­ლი­უმ­ში შე­იჭრ­ნენ, მათი მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე პე­ლო­სის კა­ბი­ნე­ტი იყო, რო­მე­ლიც და­არ­ბი­ეს.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2018 წლის შუ­ა­ლე­დუ­რი კამ­პა­ნი­ის დროს, რეს­პუბ­ლი­კელ­მა დე­ვიდ ბრატ­მა ერთ დე­ბა­ტებ­ში 21-ჯერ ახ­სე­ნა ნენ­სი პე­ლო­სი და მისი "ლი­ბე­რა­ლუ­რი დღის წეს­რი­გი.“

ამ ნა­ბი­ჯ­მა უკუ­შე­დე­გი გა­მო­ი­ღო რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის­თვის, რად­გან მა­შინ დე­მოკ­რა­ტებ­მა მი­აღ­წი­ეს ის­ტო­რი­ულ გა­მარ­ჯვე­ბას პა­ლა­ტა­ში, მაგ­რამ ამ­ჯე­რად მას დაბ­რკო­ლე­ბად ჰყავ­და პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი და სე­ნა­ტის უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი მიჩ მა­კკო­ნე­ლი.

ნენ­სი პე­ლო­სი თავ­და­პირ­ვე­ლად თავს არი­დებ­და ტრამ­პის იმ­პიჩ­მენ­ტის წარ­მარ­თვას, მაგ­რამ 2019 წელს თქვა, რომ დო­ნალდ ტრამ­პი ძა­ლა­უფ­ლე­ბას ბო­რო­ტად იყე­ნებ­და და რომ ამის იგ­ნო­რი­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და.

ცნო­ბი­ლი კად­რი - 2020 წელს, რო­დე­საც დო­ნალდ ტრამ­პი კონ­გრეს­ში სი­ტყვით გა­მო­დი­ო­და, ნენ­სიმ პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლის ტექ­სტის ასლი სა­ჯა­როდ და­ხია

შემ­დეგ კი პრე­ზი­დენ­ტი ტა­ში­თაც "და­ა­ჯილ­დო­ვა"
  • ოჯა­ხი

ნენ­სი პე­ლო­სი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და და იყო შვი­დი შვი­ლი­დან ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი. ოჯა­ხი ბალ­ტი­მორ­ში ცხოვ­რობ­და. ნენ­სის მამა ქა­ლა­ქის მერი იყო. ნენ­სი ვა­შინგტონ­თან ახ­ლომ­დე­ბა­რე კო­ლე­ჯში სწავ­ლობ­და, სა­დაც გა­იც­ნო და სა­ბო­ლო­ოდ და­ქორ­წინ­და ფი­ნან­სისტ პოლ პე­ლო­სი­ზე.

წყვი­ლი ჯერ მა­ნ­ჰე­ტენ­ზე გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, ხოლო შემ­დეგ - სან ფრან­ცის­კო­ში, პე­ლო­სი თავ­და­პირ­ვე­ლად არ მუ­შა­ობ­და, დი­ა­სახ­ლი­სი იყო. მან ექვს წე­ლი­წად­ში ხუთი შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა - ოთხი გო­გო­ნა და ერთი ვაჟი.

ნენ­სი პე­ლო­სი და მისი მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ოჯა­ხი

  • პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის და­სა­წყი­სი

ნენ­სი პე­ლო­სი პო­ლი­ტი­კა­ში 1976 წლი­დან ჩა­ერ­თო. გა­მო­ი­ყე­ნა თა­ვი­სი ძვე­ლი ოჯა­ხუ­რი კავ­ში­რე­ბი და და­ეხ­მა­რა კა­ლი­ფორ­ნი­ის გუ­ბერ­ნა­ტორს, ჯერი ბრა­უნს მე­რი­ლენ­დის პრა­ი­მე­რის მო­გე­ბა­ში, რო­დე­საც ის საპ­რე­ზი­დენ­ტი არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

შემ­დეგ, ამა­ვე შტატ­ში, "დე­მოკ­რა­ტე­ბის" რი­გებ­ში იყო, სა­ბო­ლო­ოდ კი, "დე­მოკ­რა­ტე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე გახ­და, რის შემ­დე­გაც, 1988 წელს კონ­გრეს­ში ად­გი­ლი მო­ი­პო­ვა.

ბილ კლინ­ტონ­თან ერ­თად - ფოტო ნენ­სის კონ­გრეს­მე­ნო­ბის პე­რი­ო­დი­დან

2001 წელს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტა­ში თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვად მე­ო­რე პირი გახ­და. მომ­დევ­ნო წელს კი უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დე­რი.

  • უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზე ას­ვლა

2003 წელს ნენ­სი პე­ლო­სი იყო ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ერაყ­ში შეჭ­რის. ის სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას ღიად, ხმა­მამ­ღლა ამ­ბობ­და. ამ­გვარ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ კი დი­ვი­დენ­დე­ბი 2006 წელს მო­ი­ტა­ნა, რო­დე­საც დე­მოკ­რა­ტებ­მა 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად აი­ღეს კონ­ტრო­ლი პა­ლა­ტა­ზე.

პარ­ტი­ამ ის პა­ლა­ტის სპი­კე­რად აირ­ჩია და გახ­და პირ­ვე­ლი ქალი აშშ-ის ის­ტო­რი­ა­ში, რო­მელ­საც ამ პოსტზე უმუ­შა­ვია.

ოთხი წლის შემ­დეგ, დე­მოკ­რა­ტებ­მა კონ­გრე­სის ქვე­და პა­ლა­ტა­ზე კონ­ტრო­ლი და­კარ­გეს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა პე­ლოს­მა და­ა­მარ­ცხა გა­მოწ­ვე­ვე­ბი და 2018 წელს კი­დევ ერთხელ მო­ექ­ცა სა­თა­ვე­ში.

  • გავ­ლე­ნა

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში პა­ლა­ტის სპი­კე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა გავ­ლე­ნი­სა და თა­ნამ­დე­ბო­ბის თვალ­სა­ზი­რი­სით, პრე­ზი­დენ­ტი­სა და ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის შემ­დეგ, მე­სა­მეა.

პრეს­ტიჟს მისი უზარ­მა­ზა­რი ოფი­სიც უს­ვამს ხაზს. პა­ლა­ტა­ში უმ­რავ­ლე­სო­ბას, პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­უ­ზღუ­და­ვი კონ­ტრო­ლი აქვს სა­კა­ნონ­მდებ­ლო პრო­ცეს­ზე.

სპი­კე­რი, მისი მო­ად­გი­ლე­ე­ბი და კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი გან­სა­ზღვრა­ვენ, რო­მე­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი გა­ნი­ხი­ლონ და უყა­რონ კენ­ჭი. ად­გე­ნენ დღის წეს­რიგს და წყვე­ტენ დე­ბა­ტე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ წე­სებს.

მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
iosebi
0

ჩემი დასავლეთისადმი დიდი სიმპათიის მიუხედავად ეს ქალი პროვოკატორია,მაშინ დასვლეთის მთელი ძალისხმევა რუსეთის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული, ეს ქალი თავის უაზრო ვოიაჟებით, ჩინეთს და ჩრდილოეთ კორეას განწყობს დასვლეთისადმი აგრესიულად, ღმერთმა ნუ ქნას ჩინეთმა გადაწყვიტოს ტაივანის სამხედრო გზით დაბრუნება, ვიღას ეცლება უკრაინისთვის.

ბესო
0

ამერიკას იგივე ჭირს, რაც სსრკ-ს ჭირდა მეოცე საუკუნის 80 იან წლებში, მარაზმატიკი ბებრები ხელისუფლების სათავეში. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

82 წლის ნენსი პელოსი - მსოფლიო პოლიტიკური თეატრის მთავარი მოთამაშე, აშშ-ის ყველაზე გავლენიანი ქალის გზა კაპიტოლიუმის მწვერვალამდე

82 წლის ნენსი პელოსი - მსოფლიო პოლიტიკური თეატრის მთავარი მოთამაშე, აშშ-ის ყველაზე გავლენიანი ქალის გზა კაპიტოლიუმის მწვერვალამდე

ნენსი პელოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი ქალის სახელი და გვარია. 82 წლის ნენსი უკვე წლებია ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს პოლიტიკის ავანგარდშია. ის ათწლეულებია პოლიტიკური თეატრის მთავარი მოთამაშეა. მას ახასიათებენ როგორც გამბედავ და უშიშარ ქალს, რომელიც თავისი გადაწყვეტილებებით მსოფლიო პოლიტიკაში ამინდს ქმნის.

ნენსი პელოსის სახელი არაერთ გაბედულ ნაბიჯს უკავშირდება, ბოლო ქმედებამ კი ის კიდევ ერთხელ აიყვანა უმაღლეს საფეხურზე - საზოგადოება მთელი მსოფლიოს მასშტაბით პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს, თუ როგორ ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ტაივანში დიპლომატიური ვიზიტით, ჩინეთის მუქარისა და გაფრთხილების მიუხედავად და უშუალოდ ტაივანიდან განაცხადა, - ამერიკელებს მუდამ უნდა ახსოვდეთ თავიანთი ვალდებულება დემოკრატიის მხარდასაჭერად როგორც ტაივანში, ასევე მთელ მსოფლიოშიო.

პელოსი არის აშშ-ის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში ტაივანს ეწვია.

  • ნენსი პელოსის როლი აშშ-ის პოლიტიკაში

ნენსი პელოსი არის პირველი ქალი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, რომელიც წარმომადგენელთა პალატას ხელმძღვანელობს და მან გადამწყვეტი როლი ითამაშა არაერთი პრეზიდენტის დღის წესრიგის შეცვლაში, ზოგიერთის წარმატებაში და ასევე ზოგიერთის პოლიტიკური მიზნების ჩაშლაში.

ის 2021 წელს წარმომადგენელთა პალატის სპიკერად მეოთხე ვადით აირჩიეს. გამჭრიახობამ, უნარმა შეენარჩუნებინა "დემოკრატიული პარტიის" ერთიანობა ყველაზე კრიტიკულ მომენტებში და პოლიტიკურ თეატრში მისმა ინსტინქტებმა, ნენსი კაპიტოლიუმის ყველაზე გავლენიან ქალად აქცია, თუმცა კრიტიკოსების მთელი არმიაც შემატა.

პელოსი პირდაპირ და ღიად უპირისპირდებოდა დონალდ ტრამპს. 6 იანვარს, როდესაც ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, მათი მთავარი სამიზნე პელოსის კაბინეტი იყო, რომელიც დაარბიეს.

  • აღსანიშნავია, რომ 2018 წლის შუალედური კამპანიის დროს, რესპუბლიკელმა დევიდ ბრატმა ერთ დებატებში 21-ჯერ ახსენა ნენსი პელოსი და მისი "ლიბერალური დღის წესრიგი.“

ამ ნაბიჯმა უკუშედეგი გამოიღო რესპუბლიკელებისთვის, რადგან მაშინ დემოკრატებმა მიაღწიეს ისტორიულ გამარჯვებას პალატაში, მაგრამ ამჯერად მას დაბრკოლებად ჰყავდა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სენატის უმრავლესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი.

ნენსი პელოსი თავდაპირველად თავს არიდებდა ტრამპის იმპიჩმენტის წარმართვას, მაგრამ 2019 წელს თქვა, რომ დონალდ ტრამპი ძალაუფლებას ბოროტად იყენებდა და რომ ამის იგნორირება არ შეიძლებოდა.

ცნობილი კადრი - 2020 წელს, როდესაც დონალდ ტრამპი კონგრესში სიტყვით გამოდიოდა, ნენსიმ პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტის ასლი საჯაროდ დახია

შემდეგ კი პრეზიდენტი ტაშითაც "დააჯილდოვა"
  • ოჯახი

ნენსი პელოსი პოლიტიკოსების ოჯახში გაიზარდა და იყო შვიდი შვილიდან ყველაზე უმცროსი. ოჯახი ბალტიმორში ცხოვრობდა. ნენსის მამა ქალაქის მერი იყო. ნენსი ვაშინგტონთან ახლომდებარე კოლეჯში სწავლობდა, სადაც გაიცნო და საბოლოოდ დაქორწინდა ფინანსისტ პოლ პელოსიზე.

წყვილი ჯერ მანჰეტენზე გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო შემდეგ - სან ფრანცისკოში, პელოსი თავდაპირველად არ მუშაობდა, დიასახლისი იყო. მან ექვს წელიწადში ხუთი შვილი გააჩინა - ოთხი გოგონა და ერთი ვაჟი.

ნენსი პელოსი და მისი მრავალრიცხოვანი ოჯახი

  • პოლიტიკური კარიერის დასაწყისი

ნენსი პელოსი პოლიტიკაში 1976 წლიდან ჩაერთო. გამოიყენა თავისი ძველი ოჯახური კავშირები და დაეხმარა კალიფორნიის გუბერნატორს, ჯერი ბრაუნს მერილენდის პრაიმერის მოგებაში, როდესაც ის საპრეზიდენტი არჩევნებში მონაწილეობდა.

შემდეგ, ამავე შტატში, "დემოკრატების" რიგებში იყო, საბოლოოდ კი, "დემოკრატების" თავმჯდომარე გახდა, რის შემდეგაც, 1988 წელს კონგრესში ადგილი მოიპოვა.

ბილ კლინტონთან ერთად - ფოტო ნენსის კონგრესმენობის პერიოდიდან

2001 წელს წარმომადგენელთა პალატაში თანამდებობრივად მეორე პირი გახდა. მომდევნო წელს კი უმცირესობის ლიდერი.

  • უმაღლეს საფეხურზე ასვლა

2003 წელს ნენსი პელოსი იყო ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე ამერიკის შეერთებული შტატების ერაყში შეჭრის. ის საკუთარ პოზიციას ღიად, ხმამამღლა ამბობდა. ამგვარმა დამოკიდებულებამ კი დივიდენდები 2006 წელს მოიტანა, როდესაც დემოკრატებმა 12 წლის განმავლობაში პირველად აიღეს კონტროლი პალატაზე.

პარტიამ ის პალატის სპიკერად აირჩია და გახდა პირველი ქალი აშშ-ის ისტორიაში, რომელსაც ამ პოსტზე უმუშავია.

ოთხი წლის შემდეგ, დემოკრატებმა კონგრესის ქვედა პალატაზე კონტროლი დაკარგეს. მიუხედავად ამისა პელოსმა დაამარცხა გამოწვევები და 2018 წელს კიდევ ერთხელ მოექცა სათავეში.

  • გავლენა

ამერიკის შეერთებულ შტატებში პალატის სპიკერის თანამდებობა გავლენისა და თანამდებობის თვალსაზირისით, პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობების შემდეგ, მესამეა.

პრესტიჟს მისი უზარმაზარი ოფისიც უსვამს ხაზს. პალატაში უმრავლესობას, პრაქტიკულად, შეუზღუდავი კონტროლი აქვს საკანონმდებლო პროცესზე.

სპიკერი, მისი მოადგილეები და კომიტეტის თავმჯდომარეები განსაზღვრავენ, რომელი კანონპროექტი განიხილონ და უყარონ კენჭი. ადგენენ დღის წესრიგს და წყვეტენ დებატების მარეგულირებელ წესებს.