საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ქორწინება უფრო იღბლიანი გამოდგა" - ქეთი მელუას მეორე ქმარი ნახევრად ქართველია: ოჯახის პირველი კომენტარი მომღერლის ორსულობის გამოცხადების შემდეგ
"ეს ქორწინება უფრო იღბლიანი გამოდგა" - ქეთი მელუას მეორე ქმარი ნახევრად ქართველია: ოჯახის პირველი კომენტარი მომღერლის ორსულობის გამოცხადების შემდეგ

გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­გა­ვარ­სკვლა­ვი ქეთი მე­ლუა მალე დედა გახ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რა­საც დიდი აჟი­ო­ტა­ჟი და უამ­რა­ვი მი­ლოც­ვა მოყ­ვა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქე­თის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ბოლო წლებ­ში მე­დი­ა­ში არა­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბო­და. წერ­დნენ, რომ მომ­ღე­რა­ლი ქმარს, მო­ტომრბო­ლელ ჯე­იმს ტა­უზ­ლენ­დს და­შორ­და. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ოჯა­ხი უარ­ყოფ­და.

რა ხდე­ბა ამ­ჟა­მად ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში, ამის შე­სა­ხებ ქე­თის ბა­ბუა, ამი­რან მე­ლუა გვე­სა­უბ­რე­ბა, რო­მელ­საც ქეთი პა­ტა­რა­ო­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით ემე­გობ­რე­ბა:

- ქეთი ძა­ლი­ან კარ­გად არის, ხში­რად მი­რე­კავს და აგ­ვის­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დის... ყვე­ლა­ზე გა­სა­ხა­რი ის არის, რომ უკვე შვი­დი თვის ორ­სუ­ლია და ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი ნატ­ვრა ეგ იყო, ქე­თის შვი­ლის და­ბა­დე­ბას მოვსწრე­ბო­დი.

- მისი მე­უღ­ლის შე­სა­ხებ რას გვე­ტყვით?

- ქე­თის ჰყავ­და მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც სპორ­ტსმე­ნი იყო, მაგ­რამ მას მა­ლე­ვე გა­შორ­და... ახლა გა­თხოვ­და მეც­ნი­ერ­ზე, რო­მე­ლიც დოქ­ტო­რია, ნა­ხევ­რად ქარ­თვე­ლი... სა­ხე­ლი და გვა­რი ვერ და­ვი­წე­რე და ზე­პი­რად აღარ მახ­სოვს. ოლი­ვე­რი ქვია, ოლის ეძა­ხი­ან... უცხო­უ­რი სა­ხე­ლი და გვა­რი აქვს.

ქეთი მე­ლუა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა უფრო იღ­ბლი­ა­ნი გა­მოდ­გა. ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია... ჯერ­ჯე­რო­ბით ქე­თის მე­უღ­ლე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ყო­ფი­ლა, თო­რემ პირ­ვე­ლად ჩემ­თან მო­ვი­დოდ­ნენ, ქე­თის მე გა­მორ­ჩე­უ­ლად ვუყ­ვარ­ვარ... ეს გა­სა­ხა­რე­ლი ამ­ბა­ვიც პირ­ვე­ლად მე შე­მა­ტყო­ბი­ნა და ჩემს სი­ხა­რულს სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და.

- ბიჭს ელო­დე­ბით თუ გო­გოს?

- ჩემ­თვის მა­გას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და, ბი­ჭიც ძა­ლი­ან გა­მე­ხარ­დე­ბო­და და გო­გოც, მაგ­რამ მგო­ნი ბი­ჭია, რო­გორც ვხვდე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დოდონა
3

წარმატებები ქეთის.(აქ წარმატებულს დაკორტნიან.არ მიაქციოთ ყურადღება)

ნანი კვაჭანტირაძე
5

ბედნიერი იყოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ეს ქორწინება უფრო იღბლიანი გამოდგა" - ქეთი მელუას მეორე ქმარი ნახევრად ქართველია: ოჯახის პირველი კომენტარი მომღერლის ორსულობის გამოცხადების შემდეგ

"ეს ქორწინება უფრო იღბლიანი გამოდგა" - ქეთი მელუას მეორე ქმარი ნახევრად ქართველია: ოჯახის პირველი კომენტარი მომღერლის ორსულობის გამოცხადების შემდეგ

გუშინ ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეგავარსკვლავი ქეთი მელუა მალე დედა გახდება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რასაც დიდი აჟიოტაჟი და უამრავი მილოცვა მოყვა.

როგორც ცნობილია, ქეთის პირად ცხოვრებაზე ბოლო წლებში მედიაში არაერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა. წერდნენ, რომ მომღერალი ქმარს, მოტომრბოლელ ჯეიმს ტაუზლენდს დაშორდა. თუმცა მოგვიანებით ამ ინფორმაციას ოჯახი უარყოფდა.

რა ხდება ამჟამად ცნობილი მომღერლის ცხოვრებაში, ამის შესახებ ქეთის ბაბუა, ამირან მელუა გვესაუბრება, რომელსაც ქეთი პატარაობიდან განსაკუთრებით ემეგობრება:

- ქეთი ძალიან კარგად არის, ხშირად მირეკავს და აგვისტოში საქართველოში ჩამოდის... ყველაზე გასახარი ის არის, რომ უკვე შვიდი თვის ორსულია და ჩემი ყველაზე დიდი ნატვრა ეგ იყო, ქეთის შვილის დაბადებას მოვსწრებოდი.

- მისი მეუღლის შესახებ რას გვეტყვით?

- ქეთის ჰყავდა მეუღლე, რომელიც სპორტსმენი იყო, მაგრამ მას მალევე გაშორდა... ახლა გათხოვდა მეცნიერზე, რომელიც დოქტორია, ნახევრად ქართველი... სახელი და გვარი ვერ დავიწერე და ზეპირად აღარ მახსოვს. ოლივერი ქვია, ოლის ეძახიან... უცხოური სახელი და გვარი აქვს.

ქეთი მელუა მეუღლესთან ერთად

მეორე ქორწინება უფრო იღბლიანი გამოდგა. ძალიან განათლებული ადამიანია... ჯერჯერობით ქეთის მეუღლე საქართველოში არ ყოფილა, თორემ პირველად ჩემთან მოვიდოდნენ, ქეთის მე გამორჩეულად ვუყვარვარ... ეს გასახარელი ამბავიც პირველად მე შემატყობინა და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

- ბიჭს ელოდებით თუ გოგოს?

- ჩემთვის მაგას მნიშვნელობა არ ჰქონდა, ბიჭიც ძალიან გამეხარდებოდა და გოგოც, მაგრამ მგონი ბიჭია, როგორც ვხვდები.