პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა იცოდე, სანამ სამართლის სამაგისტრო პროგრამას აირჩევ - ინტერვიუ სამართლის სკოლის დეკანთან და მოსამართლესთან
რა უნდა იცოდე, სანამ სამართლის სამაგისტრო პროგრამას აირჩევ - ინტერვიუ სამართლის სკოლის დეკანთან და მოსამართლესთან

საქსტა­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2020-2021 წლებ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის, ბიზ­ნე­სი­სა და სა­მარ­თლის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა­ზე ჯამ­ში 30 319 სტუ­დენ­ტი სწავ­ლობ­და, სა­მა­გის­ტრო­ზე კი - 5 275. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ რო­გორც სა­ბა­კა­ლავ­რო, ისე სა­მა­გის­ტრო სა­ფე­ხურ­ზე სა­მარ­თა­ლი ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი დარ­გია.

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რის, სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის, დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დგე­ბი­ან: კონ­კრე­ტუ­ლად, რა პრო­ფე­სია აირ­ჩი­ონ და რის მი­ხედ­ვით შე­არ­ჩი­ონ სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა, რათა სა­კუ­თა­რი საქ­მის ნამ­დვილ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ?

აღ­ნიშ­ნულ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის მი­სა­ღე­ბად „ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ სა­მარ­თლის სკო­ლის დე­კანს ქე­თე­ვან ცხა­და­ძე­სა და ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტორს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა კო­ლე­გი­ის მო­სა­მარ­თლეს ალექ­სან­დრე იაშ­ვილს მივ­მარ­თეთ.

სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის შერ­ჩე­ვის მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი

ქე­თე­ვან ცხა­და­ძე გან­მარ­ტავს, რომ სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის შერ­ჩე­ვი­სას კურსდამ­თავ­რე­ბულს კარ­გად უნდა ჰქონ­დეს გათ­ვიც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, თუ რას უკავ­შირ­დე­ბა მისი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი და რა არის მისი მი­ზა­ნი, რათა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მე­ო­რე სა­ფე­ხურ­ზე სწავ­ლა გა­აზ­რე­ბუ­ლად გა­ნაგ­რძოს. მი­სი­ვე თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლი­სას სტუ­დენ­ტმა უკვე არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნა გა­იღ­რმა­ოს და მას­ში კვლე­ვი­თი კომ­პო­ნენ­ტიც შე­ი­ტა­ნოს.

„სა­მარ­თა­ლი მე­დი­ცი­ნის მსგავ­სად, რე­გუ­ლი­რე­ბა­დი პრო­ფე­სი­აა და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში შრო­მით ბა­ზარ­ზე გას­ვლი­სას მა­გის­ტრის ხა­რის­ხიც არის სა­ჭი­რო. სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მო­სა და შრო­მით ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბის გამო, ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი სწრა­ფად­ვე იღებს მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, როცა ზუს­ტად გან­სა­ზღვრუ­ლი არ აქვს, სა­მო­მავ­ლოდ რა სურს, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმამ­დე კარ­გად და­ფიქ­რდეს,“ - აღ­ნიშ­ნა მან.

ქე­თე­ვან ცხა­და­ძის თქმით, „ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ სა­მარ­თლის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის ერთ-ერთი უპი­რა­ტე­სო­ბა არის ის, რომ კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი ხა­რისხს იღებს სა­ერ­თო სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ით, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ის პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ში შე­ზღუ­დუ­ლი არ არის.

კი­თხვა­ზე, რას უნდა აძ­ლევ­დეს პროგ­რა­მა კურსდამ­თავ­რე­ბულს, დე­კა­ნი პა­სუ­ხობს, რომ აღ­ნიშ­ნულ სა­ფე­ხურ­ზე სტუ­დენ­ტი არა­თუ ეროვ­ნულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­სა და სა­მარ­თლებ­რივ რე­გუ­ლი­რე­ბა­ში უნდა ერ­კვე­ო­დეს სიღ­რმი­სე­უ­ლად, არა­მედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ის­წავ­ლოს ეროვ­ნუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის თა­ნა­ფარ­დო­ბა, რაც მის და­საქ­მე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას მე­ტად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს.

„მა­გა­ლი­თად, სა­სურ­ვე­ლია, ერ­კვე­ო­დეს, რა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ევ­რო­პის სა­მარ­თალ­მა ჩვენს თა­ნა­მედ­რო­ვე კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით ახლა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი და სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რია ქარ­თუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი სა­მარ­თლის თა­ნა­ფარ­დო­ბა და მათი ურ­თი­ერ­თკავ­ში­რი და სხვა ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ვფიქ­რობ, რომ სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე მე­ტად უნდა იყოს წინ წა­მო­წე­უ­ლი. სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბის ბა­კა­ლავ­რებს, მა­გის­ტრან­ტებს ან თუნ­დაც სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ა­ში უკვე რე­ა­ლი­ზე­ბულ იუ­რის­ტებ­საც ვურ­ჩევ, ყო­ველ­თვის იფიქ­რონ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, არას­დროს შე­ჩერ­დნენ ერთ პო­ზი­ცი­ა­ზე, რად­გან იხ­ვე­წე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო მიდ­გო­მე­ბი და სტან­დარ­ტე­ბი, თუნ­დაც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კუ­თხით. ჩემი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, არას­დროს დაკ­მა­ყო­ფილ­დნენ არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნით და ფეხი აუ­წყონ ცვლი­ლე­ბებს, რათა მათი ცოდ­ნაც და უნა­რე­ბიც შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ა­ლო­ბა­სა და გა­მოწ­ვე­ვებს,“ - გან­მარ­ტავს სა­მარ­თლის სკო­ლის დე­კა­ნი.

პრაქ­ტი­კა

დე­კა­ნის თქმით, „ალტე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“ მა­გის­ტრა­ტუ­რის სა­ფე­ხურ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე, ქე­ი­სებ­ზე სწავ­ლე­ბის მე­თო­დი, რაც სტუ­დენ­ტებს სა­მო­მავ­ლოდ პრაქ­ტი­კუ­ლი მუ­შა­ო­ბის დროს ეხ­მა­რე­ბა.

„სა­მა­გის­ტრო სა­ფე­ხურ­ზე სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვის და­გეგ­მვი­სა და პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის კომ­პო­ნენ­ტი უფრო მე­ტად უნდა იყო გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სხვა­დას­ხვა უნა­რის შე­ძე­ნის­თვის, სა­მარ­თლის რო­მე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაც უნდა აირ­ჩი­ოს სტუ­დენ­ტმა მო­მა­ვალ­ში,“ - აღ­ნიშ­ნავს ქე­თე­ვან ცხა­და­ძე.

„ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ ლექ­ტო­რი და თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა კო­ლე­გი­ის მო­სა­მარ­თლე ალექ­სან­დრე იაშ­ვი­ლიც ხაზს უს­ვამს იუ­რის­ტის სა­მო­მავ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას. მისი თქმით, ამ მხრივ უნი­ვერ­სი­ტე­ტის როლი საკ­მა­ოდ დი­დია.

„ლექ­ტო­რი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი უნდა იყოს ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ბა­ლან­სე­ბუ­ლად მი­წო­დე­ბა­ზე და თე­ო­რი­ას­თან ერ­თად, პრაქ­ტი­კუ­ლი კომ­პო­ნენ­ტიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს რო­გორც ეროვ­ნულ, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე. ასე­ვე, ლექ­ტორ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს სხვა­დას­ხვა მე­თო­დო­ლო­გია, მათ შო­რის, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის მე­თო­დი. თა­ვის მხრივ, სტუ­დენ­ტებ­მაც თა­ვი­ან­თი კვლე­ვა თუ სხვა ნა­მუ­შე­ვა­რი ამ­გვა­რად უნდა წა­რად­გი­ნონ. ეს ხელს შე­უ­წყობს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ში წარ­მა­ტე­ბით შეს­ვლას და თუნ­დაც სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე სწო­რი აქ­ცენ­ტე­ბის გა­კე­თე­ბას, სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის არ­გუ­მენ­ტე­ბით გამ­ყა­რე­ბა­სა და და­სა­ბუ­თე­ბას,“ - აღ­ნიშ­ნა ალექ­სან­დრე იაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­ლუ­რი თა­მა­შე­ბი და იმი­ტი­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი, რომ­ლი­თაც მა­გის­ტრა­ტუ­რის სა­ფე­ხუ­რის სტუ­დენ­ტე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას შეძ­ლე­ბენ.

კონ­ტაქ­ტე­ბი

„იუ­რის­ტის მთა­ვა­რი მო­ნა­პო­ვა­რი, ალ­ბათ კონ­ტაქ­ტე­ბია, რაც გარ­კვე­ულ­წი­ლად წარ­მა­ტე­ბა­ზეც მი­ა­ნიშ­ნებს, რად­გან ეს მის ცნო­ბა­დო­ბას უწყობს ხელს,“ - გან­მარ­ტავს ქე­თე­ვან ცხა­და­ძე.

მისი თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, უნი­ვერ­სი­ტე­ტი და კონ­კრე­ტუ­ლად, სა­მარ­თლის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა, მას აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ტაქ­ტე­ბის შე­ძე­ნა­ში ეხ­მა­რე­ბო­დეს.

„ჩვე­ნი მთა­ვა­რი ორი­ენ­ტი­რი არის ის, რომ სტუ­დენ­ტმა თე­ო­რი­ულ და პრაქ­ტი­კულ ცოდ­ნას­თან ერ­თად, კონ­ტაქ­ტე­ბიც შე­ი­ძი­ნოს, რაც ჩვე­ნი პარტნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და დამ­საქ­მებ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რით ხდე­ბა. პირ­ველ ეტაპ­ზეც, როცა „ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა მუ­შავ­დე­ბო­და, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა რო­გორც სა­ჯა­რო, ისე კერ­ძო სექ­ტო­რი­დან, რათა კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი უფრო კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ყო­ფი­ლი­ყო და და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა პო­ტენ­ცი­უ­რად უფრო გაზ­რდი­ლი­ყო. ამას­თან, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ სა­მუ­შაო ად­გილ­მა არ უნდა ჩა­ა­ნაც­ვლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რად­გან უმაღ­ლეს­მა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ უკვე პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნი­თა და უნა­რე­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი უნდა გა­უშ­ვას შრო­მის ბა­ზარ­ზე,“ - გან­მარ­ტა ქე­თე­ვან ცხა­და­ძემ.

მისი თქმით, „ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ პარტნი­ო­რე­ბი არი­ან რო­გორც სა­ჯა­რო უწყე­ბე­ბი, ისე სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­რო­ე­ბი და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, სა­დაც სტუ­დენ­ტე­ბი პრაქ­ტი­კას გა­დი­ან.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა კო­ლე­გი­ის მო­სა­მარ­თლე ალექ­სან­დრე იაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ „ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ სა­ლექ­ციო პრო­ცეს­ში შე­ი­ძი­ნონ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­ტაქ­ტე­ბი და კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქონ­დეთ დარ­გის წამ­ყვან სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან რო­გორც აკა­დე­მი­უ­რი, ისე პრაქ­ტი­კუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით. მი­სი­ვე თქმით, მათ შო­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ „ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ მა­გის­ტრან­ტე­ბი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში იღე­ბენ ისეთ ცოდ­ნას, რაც მათ თუნ­დაც ად­ვო­კა­ტის გა­მოც­დე­ბის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

„ერთი მხრივ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სტუ­დენ­ტმა შე­ი­ძი­ნოს კონ­ტაქ­ტე­ბი და მე­ო­რე მხრივ, შეძ­ლოს პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის წა­მო­წყე­ბა ეფექ­ტუ­რად. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ სტარ­ტაპ-გა­რა­ჟი სა­მარ­თლის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის, ისე­ვე რო­გორც ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენტს, აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, თუნ­დაც სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნია შექ­მნას, რა­შიც მხარ­და­ჭე­რას აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღებს უნი­ვერ­სი­ტე­ტის­გან,“ - გან­მარ­ტა ალექ­სან­დრე იაშ­ვილ­მა.

თუ შენც ხარ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სა­მარ­თლის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბით, შე­ავ­სე წი­ნას­წა­რი რე­გის­ტრა­ცი­ის ფორ­მა და მი­ი­ღე დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია პროგ­რა­მის შე­სა­ხებ.

R

ავტორი:

რა უნდა იცოდე, სანამ სამართლის სამაგისტრო პროგრამას აირჩევ - ინტერვიუ სამართლის სკოლის დეკანთან და მოსამართლესთან

რა უნდა იცოდე, სანამ სამართლის სამაგისტრო პროგრამას აირჩევ - ინტერვიუ სამართლის სკოლის დეკანთან და მოსამართლესთან

საქსტატის მონაცემებით, 2020-2021 წლებში სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე ჯამში 30 319 სტუდენტი სწავლობდა, სამაგისტროზე კი - 5 275. საინტერესოა, რომ როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო საფეხურზე სამართალი ერთ-ერთი წამყვანი დარგია.

უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის, საბაკალავრო პროგრამის, დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგებიან: კონკრეტულად, რა პროფესია აირჩიონ და რის მიხედვით შეარჩიონ სამაგისტრო პროგრამა, რათა საკუთარი საქმის ნამდვილ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ?

აღნიშნულ კითხვაზე პასუხის მისაღებად „ალტე უნივერსიტეტის“ სამართლის სკოლის დეკანს ქეთევან ცხადაძესა და ამავე უნივერსიტეტის ლექტორს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს ალექსანდრე იაშვილს მივმართეთ.

სამაგისტრო პროგრამის შერჩევის მთავარი კრიტერიუმები

ქეთევან ცხადაძე განმარტავს, რომ სამაგისტრო პროგრამის შერჩევისას კურსდამთავრებულს კარგად უნდა ჰქონდეს გათვიცნობიერებული, თუ რას უკავშირდება მისი სამომავლო გეგმები და რა არის მისი მიზანი, რათა უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე სწავლა გააზრებულად განაგრძოს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისას სტუდენტმა უკვე არსებული ცოდნა გაიღრმაოს და მასში კვლევითი კომპონენტიც შეიტანოს.

„სამართალი მედიცინის მსგავსად, რეგულირებადი პროფესიაა და ხშირ შემთხვევაში შრომით ბაზარზე გასვლისას მაგისტრის ხარისხიც არის საჭირო. სოციალური გარემოსა და შრომით ბაზარზე არსებული ფაქტორების გამო, ბაკალავრიატის კურსდამთავრებული სწრაფადვე იღებს მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას, როცა ზუსტად განსაზღვრული არ აქვს, სამომავლოდ რა სურს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ ნაბიჯის გადადგმამდე კარგად დაფიქრდეს,“ - აღნიშნა მან.

ქეთევან ცხადაძის თქმით, „ალტე უნივერსიტეტის“ სამართლის სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი უპირატესობა არის ის, რომ კურსდამთავრებული ხარისხს იღებს საერთო სპეციალიზაციით, რაც ნიშნავს იმას, რომ ის პროფესიის არჩევაში შეზღუდული არ არის.

კითხვაზე, რას უნდა აძლევდეს პროგრამა კურსდამთავრებულს, დეკანი პასუხობს, რომ აღნიშნულ საფეხურზე სტუდენტი არათუ ეროვნულ კანონმდებლობასა და სამართლებრივ რეგულირებაში უნდა ერკვეოდეს სიღრმისეულად, არამედ მნიშვნელოვანია, ისწავლოს ეროვნული და საერთაშორისო სამართლის თანაფარდობა, რაც მის დასაქმების პერსპექტივას მეტად გააუმჯობესებს.

„მაგალითად, სასურველია, ერკვეოდეს, რა გავლენა მოახდინა ევროპის სამართალმა ჩვენს თანამედროვე კანონმდებლობაზე. განსაკუთრებით ახლა არის მნიშვნელოვანი ეტაპი და საინტერესოა, როგორია ქართული და ევროპული სამართლის თანაფარდობა და მათი ურთიერთკავშირი და სხვა ბევრი მიმართულებაა, რომელიც ვფიქრობ, რომ სამაგისტრო პროგრამაზე მეტად უნდა იყოს წინ წამოწეული. სამართლის მიმართულების ბაკალავრებს, მაგისტრანტებს ან თუნდაც საკუთარ პროფესიაში უკვე რეალიზებულ იურისტებსაც ვურჩევ, ყოველთვის იფიქრონ განვითარებაზე, არასდროს შეჩერდნენ ერთ პოზიციაზე, რადგან იხვეწება საერთაშორისო მიდგომები და სტანდარტები, თუნდაც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ჩემი რჩევა იქნება, არასდროს დაკმაყოფილდნენ არსებული ცოდნით და ფეხი აუწყონ ცვლილებებს, რათა მათი ცოდნაც და უნარებიც შეესაბამებოდეს თანამედროვე რეალობასა და გამოწვევებს,“ - განმარტავს სამართლის სკოლის დეკანი.

პრაქტიკა

დეკანის თქმით, „ალტე უნივერსიტეტში“ მაგისტრატურის საფეხურზე მაქსიმალურად არის გათვალისწინებული თანამედროვე, ქეისებზე სწავლების მეთოდი, რაც სტუდენტებს სამომავლოდ პრაქტიკული მუშაობის დროს ეხმარება.

„სამაგისტრო საფეხურზე სამეცნიერო კვლევის დაგეგმვისა და პრაქტიკული უნარების გამომუშავების კომპონენტი უფრო მეტად უნდა იყო გაძლიერებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა უნარის შეძენისთვის, სამართლის რომელი მიმართულებაც უნდა აირჩიოს სტუდენტმა მომავალში,“ - აღნიშნავს ქეთევან ცხადაძე.

„ალტე უნივერსიტეტის“ ლექტორი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ალექსანდრე იაშვილიც ხაზს უსვამს იურისტის სამომავლო საქმიანობაში პრაქტიკული ცოდნისა და უნარების მნიშვნელობას. მისი თქმით, ამ მხრივ უნივერსიტეტის როლი საკმაოდ დიდია.

„ლექტორი ორიენტირებული უნდა იყოს ინფორმაციის დაბალანსებულად მიწოდებაზე და თეორიასთან ერთად, პრაქტიკული კომპონენტიც გაითვალისწინოს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ასევე, ლექტორმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს სხვადასხვა მეთოდოლოგია, მათ შორის, პრეზენტაციების მეთოდი. თავის მხრივ, სტუდენტებმაც თავიანთი კვლევა თუ სხვა ნამუშევარი ამგვარად უნდა წარადგინონ. ეს ხელს შეუწყობს კვალიფიკაციაში წარმატებით შესვლას და თუნდაც სასამართლო სხდომაზე სწორი აქცენტების გაკეთებას, საკუთარი პოზიციის არგუმენტებით გამყარებასა და დასაბუთებას,“ - აღნიშნა ალექსანდრე იაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია როლური თამაშები და იმიტირებული პროცესები, რომლითაც მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამომუშავებას შეძლებენ.

კონტაქტები

„იურისტის მთავარი მონაპოვარი, ალბათ კონტაქტებია, რაც გარკვეულწილად წარმატებაზეც მიანიშნებს, რადგან ეს მის ცნობადობას უწყობს ხელს,“ - განმარტავს ქეთევან ცხადაძე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტი და კონკრეტულად, სამართლის სამაგისტრო პროგრამა, მას აღნიშნული კონტაქტების შეძენაში ეხმარებოდეს.

„ჩვენი მთავარი ორიენტირი არის ის, რომ სტუდენტმა თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, კონტაქტებიც შეიძინოს, რაც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებისა და დამსაქმებლების მხარდაჭერით ხდება. პირველ ეტაპზეც, როცა „ალტე უნივერსიტეტის“ სამაგისტრო პროგრამა მუშავდებოდა, გავითვალისწინეთ ჩვენი პარტნიორების მაქსიმალური ჩართულობა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან, რათა კურსდამთავრებული უფრო კვალიფიციური ყოფილიყო და დასაქმების შესაძლებლობა პოტენციურად უფრო გაზრდილიყო. ამასთან, მნიშვნელოვანია ის, რომ სამუშაო ადგილმა არ უნდა ჩაანაცვლოს უნივერსიტეტი, რადგან უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ უკვე პრაქტიკული ცოდნითა და უნარებით მომზადებული სტუდენტი უნდა გაუშვას შრომის ბაზარზე,“ - განმარტა ქეთევან ცხადაძემ.

მისი თქმით, „ალტე უნივერსიტეტის“ პარტნიორები არიან როგორც საჯარო უწყებები, ისე საადვოკატო ბიუროები და არასამთავრობო ორგანიზაციები, სადაც სტუდენტები პრაქტიკას გადიან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი აღნიშნავს, რომ „ალტე უნივერსიტეტის“ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სალექციო პროცესში შეიძინონ მნიშვნელოვანი კონტაქტები და კომუნიკაცია ჰქონდეთ დარგის წამყვან სპეციალისტებთან როგორც აკადემიური, ისე პრაქტიკული მიმართულებით. მისივე თქმით, მათ შორის მნიშვნელოვანია ისიც, რომ „ალტე უნივერსიტეტის“ მაგისტრანტები პროგრამის ფარგლებში იღებენ ისეთ ცოდნას, რაც მათ თუნდაც ადვოკატის გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში ეხმარება.

„ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია სტუდენტმა შეიძინოს კონტაქტები და მეორე მხრივ, შეძლოს პრაქტიკული საქმიანობის წამოწყება ეფექტურად. აღსანიშნავია, რომ „ალტე უნივერსიტეტის“ სტარტაპ-გარაჟი სამართლის სამაგისტრო პროგრამის, ისევე როგორც ბიზნესის მიმართულების სტუდენტს, აძლევს შესაძლებლობას, თუნდაც საკუთარი კომპანია შექმნას, რაშიც მხარდაჭერას აუცილებლად მიიღებს უნივერსიტეტისგან,“ - განმარტა ალექსანდრე იაშვილმა.

თუ შენც ხარ დაინტერესებული სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით, შეავსე წინასწარი რეგისტრაციის ფორმა და მიიღე დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ.

R