პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს მო­სახ­ლე­ო­ბას, და­იც­ვან ტყე­ში უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი და და­ე­მორ­ჩი­ლონ იმ აკ­რძალ­ვებს, რო­მე­ლიც ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­პიკ­ნი­კე ად­გი­ლე­ბის მო­წყო­ბი­სას და კო­ცო­ნის დან­თე­ბი­სას ვრცელ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეროვ­ნუ­ლი სა­ტყეო სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტყე­ში ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი ადა­მი­ან­თა და­უ­დევ­რო­ბაა, რა­მაც შე­საძ­ლოა, სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს. ამ მიზ­ნით ეროვ­ნუ­ლი სა­ტყეო სა­ა­გენ­ტო ყო­ველ­წლი­უ­რად, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, სა­ინ­ფორ­მა­ციო-გა­მაფრ­თხი­ლე­ბელ ნიშ­ნებს ათავ­სებს.

"ზა­ფხუ­ლი, ჰა­ე­რის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო, გან­სა­კუ­რე­ბით ხან­ძარ­სა­ში­ში პე­რი­ო­დია. სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, ტყე­ში ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი ადა­მი­ან­თა და­უ­დევ­რო­ბაა, რა­მაც შე­საძ­ლოა სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს. ხან­ძარ­სა­შიშ უბ­ნებ­სა და იმ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბით დატ­ვირ­თუ­ლია ტუ­რის­ტულ სე­ზონ­ზე, ეროვ­ნუ­ლი სა­ტყეო სა­ა­გენ­ტო ყო­ველ­წლი­უ­რად, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, სა­ინ­ფორ­მა­ციო-გა­მაფრ­თხი­ლე­ბელ ნიშ­ნებს ან­თავ­სებს.

სა­ხელ­მწი­ფო ტყის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცე­ცხლის დან­თე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია ხე­ე­ბის ვარ­ჯის ქვეშ, წიწ­ვი­ან მო­ზარდ ტყე­ში, ძველ ნა­ხან­ძრა­ლებ­ში, ტყის და­ზი­ა­ნე­ბულ უბ­ნებ­ში (ტყის ქარ­ქცე­ულ ან ქარ­ტე­ხილ ად­გი­ლებ­ში), დამ­ზა­დე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბი­დან გა­უ­წ­მენ­დავ ტყე­კა­ფებ­ში, გა­მო­უ­ზი­და­ვად და­ტო­ვე­ბუ­ლი დამ­ზა­დე­ბუ­ლი მერ­ქნის ად­გი­ლებ­ში, ტორ­ფი­ან და გამ­ხმარ­ბა­ლა­ხი­ან ად­გი­ლებ­ში. ტყის ფონ­დის და­ნარ­ჩენ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კო­ცო­ნის დან­თე­ბა და­საშ­ვე­ბია ცე­ცხლის და­სან­თე­ბი ად­გი­ლის (ბა­ქა­ნი) წი­ნას­წა­რი მო­წყო­ბის შემ­თხვე­ვებ­ში. ბაქ­ნის წი­ნას­წა­რი მო­წყო­ბა გუ­ლის­ხმობს ცე­ცხლის კე­რი­დან 1,5 მ რა­დი­უს­ში ად­ვი­ლად აა­ლე­ბა­დი მა­სა­ლე­ბი­სა­გან (თივა, ხმე­ლი ბა­ლა­ხი, ფოთ­ლე­ბი, ფი­ჩხი) გაწ­მენ­დას.

სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის თა­ნახ­მად, ტყე­ებ­ში სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის მო­თხოვ­ნა­თა დარ­ღვე­ვა, რა­საც მოჰ­ყვა ტყე­ში ხან­ძრის გა­ჩე­ნა ან მისი გავ­რცე­ლე­ბა გარ­კვე­ულ ფარ­თობ­ზე, აგ­რეთ­ვე, ტყის მოს­პო­ბა ან და­ზი­ა­ნე­ბა ცე­ცხლის წა­კი­დე­ბის ან ცე­ცხლი­სად­მი და­უ­დევ­რად მო­პყრო­ბის შე­დე­გად - გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 300 - დან 500- ლა­რამ­დე. ტყე­ში და­უ­დევ­რო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ხან­ძრის შემ­თხვე­ვა­ში, კა­ნო­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ოთხი­დან რვა წლამ­დე“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს. ამ მიზნით ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო-გამაფრთხილებელ ნიშნებს ათავსებს.

"ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკურებით ხანძარსაშიში პერიოდია. სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს. ხანძარსაშიშ უბნებსა და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტულ სეზონზე, ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო-გამაფრთხილებელ ნიშნებს ანთავსებს.

სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში. ტყის ფონდის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად - გამოიწვევს დაჯარიმებას 300 - დან 500- ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.