სამართალი
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივნისის დასაწყისში კრიტიკულ წონას მივაღწიე - მივხვდი, ამას ჩემით ვერ მოვერეოდი და..." - ნინო მუმლაძე თავის მოვლასა და "დაუფასებელ პროფესიაზე": რაზე წუხს მსახიობი?
"ივნისის დასაწყისში კრიტიკულ წონას მივაღწიე - მივხვდი, ამას ჩემით ვერ მოვერეოდი და..." - ნინო მუმლაძე თავის მოვლასა და "დაუფასებელ პროფესიაზე": რაზე წუხს მსახიობი?

მა­ყუ­რე­ბე­ლი მა­სობ­რი­ვად მა­ინც სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­რი­ა­ლე­ბი­დან და ამა თუ იმ შო­უ­დან იც­ნობს, თე­ატ­რის მოყ­ვა­რუ­ლებ­მა კი მისი რო­ლე­ბი და სპექ­ტაკ­ლე­ბი უკე­თე­სად იცი­ან... მსა­ხი­ობ ნინო მუმ­ლა­ძეს ძა­ლი­ან უყ­ვარს თა­ვი­სი პრო­ფე­სია, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად დიდ დროს, ენერ­გი­ას და ემო­ცი­ას უთ­მობს. წუხს იმა­ზე, რომ მისი საქ­მე და­უ­ფა­სე­ბე­ლია, რომ მსა­ხი­ო­ბი, თა­ვი­სი შრო­მის შე­სა­ბა­მი­სად, ფი­ნან­სუ­რა­დაც წელ­ში გა­მარ­თუ­ლი ვერ არის...

"ჩვე­ნი საქ­მე ძი­რი­თა­დად რო­მან­ტი­ზე­ბუ­ლი ეჩ­ვე­ნე­ბათ, ვიდ­რე რე­ა­ლუ­რად არის...„თე­ატ­რა­ლურ­ში“ რომ ვა­ბა­რებ­დი, ვი­ღა­ცე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - „არ გირ­ჩევ, არ გინ­და" - რაც ძა­ლი­ან მიკ­ვირ­და, მაგ­რამ ახლა, როცა ვი­გებ, ვინ­მე მსა­ხი­ო­ბო­ბას აპი­რებს - უკვე ვურ­ჩევ, სა­ნამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს, კარ­გად და­ფიქ­რდეს,“ - გვე­უბ­ნე­ბა ნინო და წუ­ხი­ლით აღ­ნიშ­ნავს იმას, რომ არა­ვინ ფიქ­რობს იმა­ზე, რა სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა უწევთ მსა­ხი­ო­ბებს იმის­თვის, რომ პრო­ფე­სი­ა­ში იარ­სე­ბონ.

"ეს სირ­თუ­ლე­ე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია იმას­თან, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლო­ვა­ნე­ბი სა­თა­ნა­დოდ არც ფი­ნან­სუ­რად და არც მათ მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით არ ფას­დე­ბი­ან. ადრე სხვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყო...

რაც დრო გა­დის, არა­ვის ადარ­დებს ემო­ცი­უ­რად რო­გორ ვი­წუ­რე­ბით, დღე და ღამე რომ თე­ატ­რში ვართ და ვი­ხარ­ჯე­ბით... და ამ დროს, კი­დევ ვი­ღა­ცებს შე­უძ­ლი­ათ თქვან, რომ - ჩვენ თურ­მე ვერ­თო­ბით და რა­ღა­ცას ვმა­ი­მუ­ნობთ... სი­ნამ­დვი­ლე­ში თი­თო­ე­უ­ლი რო­ლის შე­სას­რუ­ლებ­ლად დიდი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სია სა­ჭი­რო,“ - აღ­ნიშ­ნავს ნინო მუმ­ლა­ძე.

- და მსა­ხი­ო­ბო­ბა შენი მხრი­დან არ იყო სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?

- მა­ინც ის პრო­ფე­სი­აა, რო­მე­ლიც კარ­გად მე­ხერ­ხე­ბა. დედა, რა ნი­ჭი­ე­რი ვარ-მეთ­ქი, - ამას არ ვამ­ბობ, - სა­კუ­თა­რი თა­ვის ასე შე­ფა­სე­ბა სწო­რი არ იქ­ნე­ბა. ჩემ­ზე ნი­ჭი­ე­რე­ბიც არი­ან, მაგ­რამ იმ საქ­მე­ში, რა­საც ვა­კე­თებ, თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ. მიყ­ვარს ჩემი პრო­ფე­სია და ვი­სურ­ვებ­დი, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ამ შრო­მას მეტი და­ფა­სე­ბა ჰქონ­დეს...

- რო­გო­რი იყო ემო­ცია, ვიდ­რე სცე­ნა­ზე დად­გე­ბო­დი და რო­გო­რია ახლა, როცა ეს გა­მოც­დი­ლე­ბა უკვე საკ­მა­რი­სად გაქვს?

- პირ­ველ კურ­სზე ყვე­ლას ჰგო­ნია, რომ აუ­ცი­ლებ­ლად „ვე­რი­კო“ იქ­ნე­ბა... კი, თა­ვი­დან გა­ცი­ლე­ბით ამ­ბი­ცი­უ­რი ხარ, გგო­ნია, რომ რე­ვო­ლუ­ცია ქარ­თულ თე­ატ­რში შე­ნით და­ი­წყე­ბა. პრაქ­ტი­კა­ში ხვდე­ბი, რომ მთლად ასე არ არის... ალ­ბათ, ეს ამ­ბი­ცია სწო­რიც არის, მო­მა­ვალ მსა­ხი­ობს თუ ეს არ აქვს, თე­ატ­რში არა­ფე­რი ესაქ­მე­ბა. სამ­წუ­ხა­როა, როცა თე­ატ­რა­ლურ სამ­ყა­რო­ში მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი რჩე­ბა... მთლად სა­წუ­წუ­ნო­დაც საქ­მე არ მაქვს - ვერ ვი­ტყვი, რომ მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მო­მე­ცა.

ჩემს რე­პერ­ტუ­არ­ში იყო ცუდი რო­ლე­ბი, მაგ­რამ - კარ­გე­ბიც. იყო ისე­თე­ბი, რომ­ლი­თაც უკ­მა­ყო­ფი­ლო ვარ და ისე­თე­ბიც, კმა­ყო­ფი­ლი რომ დამ­ტო­ვა... მაგ­რამ რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი "თე­ატ­რა­ლურ­ში" მი­დის, მო­მა­ვალს გა­ცი­ლე­ბით სხვა­ნა­ი­რად გეგ­მავს...

- კერ­პი და მი­სა­ბა­ძი მსა­ხი­ო­ბი არ გყო­ლია?

- არც ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში და არ მის მიღ­მა, არას­დროს არა­ვინ ყო­ფი­ლა ჩემ­თვის კერ­პი. არ ვიცი, ეს კარ­გია თუ ცუდი, მაგ­რამ არას­დროს ვცდი­ლობ­დი, ვი­ღა­ცის მსგავ­სი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. უბ­რა­ლოდ, იყ­ვნენ მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მიყ­ვარ­და და დღე­საც არი­ან ასე­თე­ბი, მათ შრო­მას და შე­მოქ­მე­დე­ბას ვა­ფა­სებ, მაგ­რამ კერ­პად არა­ვინ მიქ­ცე­ვია და ვაქ­ცევ...

სულ ვცდი­ლობ­დი, სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე მეს­წავ­ლა. ჩემს თავ­ზე მე­მუ­შა­ვა. თუ რამე როლ­ში არ გა­მომ­დი­ო­და, ვცდი­ლობ­დი, ის შემ­დეგ ნა­მუ­შე­ვარ­ში ამე­ნა­ზღა­უ­რე­ბი­ნა. სხვის გა­მოც­დი­ლე­ბას არას­დროს ვიშ­ვე­ლი­ებ­დი...

- თე­ატ­რში ინ­ტრი­გე­ბი მარ­თლაც არის და თუ გახ­ლარ­თულ­ხარ მას­ში?

- იმ­დე­ნი ინ­ტრი­გა, რაც პო­ლი­ტი­კა­შია, თე­ატ­რში მსგავ­სი შე­უძ­ლე­ბე­ლია იყოს, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, და­ვა­დას­ტუ­რებ, რომ ინ­ტრი­გა თე­ატ­რის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რომ ვარ ისეთ დას­ში, სა­დაც მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბი ნაკ­ლე­ბად ხდე­ბა.

მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში, მარ­თა­ლია, ძა­ლი­ან ბევ­რნი ვართ, დიდი და­სია, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბიც არ­სე­ბობს, მაგ­რამ სხვა თე­ატ­რებ­თან შე­და­რე­ბით, ინ­ტრი­გე­ბის­გან შორს ვართ. შე­იძ­ლე­ბა, ამას ის გა­ნა­პი­რო­ბებს, რომ მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი რე­პერ­ტუ­ა­რი გვაქვს, დროს უმე­ტე­სად მუ­შა­ო­ბა­ში ვხარ­ჯავთ და ჭო­რა­ო­ბის­თვის ნაკ­ლე­ბი დრო გვრჩე­ბა.

ჭო­რე­ბი შე­საძ­ლოა, ჩვენ­თა­ნაც ტრი­ა­ლებ­დეს, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მოა, საქ­მე საქ­მე­ზე რომ მიდ­გე­ბა, ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს ეხ­მა­რე­ბა... კმა­ყო­ფი­ლი ვარ, ინ­ტრი­გებ­ში ჩახ­ლარ­თვა რომ არ მი­წევს და ეს კომ­ფორ­ტი მაქვს.

არც სო­ხუ­მის მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში მაქვს ინ­ტრი­გებ­თან შე­ხე­ბა. იქ კი­დევ სა­ერ­თოდ იდე­ა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა, ერთი ოჯა­ხია. ეს ალ­ბათ თე­ატ­რის მმარ­თვე­ლის, მი­ხე­ილ რა­ტი­ა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა. ისე­თი და­სია, ინ­ტრი­გის გაღ­ვი­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არა­ვის აძ­ლევს. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ამ ოჯახ­ში მი­მი­ღეს.

- "თე­ატ­რის მტვე­რი" მარ­თლაც არ­სე­ბობს?

- (იცი­ნის) „მტვე­რი“ არ­სე­ბობს, რად­გა­ნაც შე­იძ­ლე­ბა, 50 წლის წი­ნან­დე­ლი კოს­ტი­უ­მი გა­მო­გი­ტა­ნონ... ძვე­ლი თე­ატ­რე­ბი გვაქვს, და­ლა­გე­ბის, დაწ­მენ­დის მი­უ­ხე­და­ვად, შე­იძ­ლე­ბა, ძვე­ლი კოს­ტი­უ­მი, ან ფარ­და მა­ინც გამ­ტვე­რი­ლი იყოს... რა თქმა უნდა, „თე­ატ­რის მტვე­რი“ სიმ­ბო­ლუ­რია, მაგ­რამ რა­ღაც „მა­გია“ სცე­ნას რომ აქვს, ფაქ­ტია. ვინც სცე­ნას ჩა­მო­შორ­დე­ბა, ნოს­ტალ­გია ემარ­თე­ბა...

- ტე­ლე­ვი­ზი­ამ, ისე­ვე რო­გორც ბევ­რი მსა­ხი­ო­ბის პო­პუ­ლა­რო­ბა­ში, შენს კა­რი­ე­რა­შიც დიდი როლი ითა­მა­შა...

- დღეს­დღე­ო­ბით პო­პუ­ლა­რო­ბა, წარ­მა­ტე­ბა და ფი­ნან­სე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ას უფრო მო­აქვს, ვიდ­რე თე­ატრს. ჩემი კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის­თვის ტე­ლე­ვი­ზი­ას დიდი როლი აქვს... ის, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბა არის ჩემ მი­მართ, ტე­ლე­ვი­ზი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბა, კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს არა მხო­ლოდ რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, არა­მედ რო­გორც წამ­ყვა­ნიც. ეს ამ­პლუა რო­გორც ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, რა­დიო სივ­რცე­შიც მიყ­ვარს. წამ­ყვა­ნო­ბა არ არის ჩემი ძი­რი­თა­დი პრო­ფე­სია, თუმ­ცა ასე­ვე ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი პრო­ფე­სი­აა. სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­სურ­ვებ­დი, ამ პრო­ფე­სი­ას დავ­ბრუ­ნე­ბო­დი და იმის­თვის შე­მე­თავ­სე­ბი­ნა, რა­საც ვა­კე­თებ.

ტე­ლე­სე­რი­ა­ლებს რაც შე­ე­ხე­ბა, ეს სამ­სა­ხი­ო­ბო სფე­როა, კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბაა და ამ მხრივ, ჩემს სა­ტე­ლე­ვი­ზიო წარ­მა­ტე­ბას „ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტივს“ ვუ­მად­ლი. ყვე­ლა სე­რი­ალ­ში, სა­დაც მი­თა­მა­შია, ძი­რი­თა­დად, მათი პრო­დუქ­ტი ყო­ფი­ლა, თუმ­ცა იყო სხვა კომ­პა­ნი­ე­ბის სე­რი­ა­ლე­ბიც. ამ ყვე­ლა­ფერ­მა პო­პუ­ლა­რო­ბა მო­მი­ტა­ნა და რა თქმა უნდა, მად­ლი­ე­რი ვარ.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ ფო­ტო­ე­ბი ატ­ვირ­თე, ვარ­ჯი­ში და­გი­წყია და წო­ნაც დაკ­ლე­ბუ­ლი გაქვს...

- პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან მო­ვი­მა­ტე. მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა ჭარბ წო­ნას ვებ­რძვი, რად­გა­ნაც წო­ნის მო­მა­ტე­ბის­კენ დი­დად მიდ­რე­კი­ლი ვარ. პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის მერე, მე­გო­ნა, ფორ­მა­ში ჩავ­დგე­ბი, დაკ­ლე­ბას აქ­ტი­უ­რად და­ვი­წყებ­დი, მაგ­რამ ასე არ მოხ­და. რაც 2 წელი და­ვის­ვე­ნე, ერ­თბა­შად ბევ­რი საქ­მის კე­თე­ბამ მო­მი­წია. ჭამა უმე­ტე­სად გა­რეთ მიხ­დე­ბო­და, გა­დარ­ბე­ნა მქონ­და და დაკ­ლე­ბის ნაც­ვლად წო­ნა­ში მო­ვი­მა­ტე. ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში კრი­ტი­კულ წო­ნას მი­ვაღ­წიე. მივ­ხვდი, ამ ამ­ბავს ჩე­მით ვე­ღარ მო­ვე­რე­ო­დი, ვი­ღაც უნდა დამ­ხმა­რე­ბო­და. ამი­ტომ ერთ კარგ ფიტ­ნეს-ინ­სტრუქ­ტორს მივ­მარ­თე. ან­რიმ სას­წა­უ­ლი მო­ახ­დი­ნა.

- რას გუ­ლის­ხმობ?

- ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად სწო­რად მო­მიდ­გა. ვარ­ჯი­შე­ბის და­წყე­ბამ­დე ანა­ლი­ზე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მომ­თხო­ვა, ვი­ტა­მი­ნე­ბი და­მი­ნიშ­ნა და რო­დე­საც ამის ფონ­ზე ოდ­ნავ ჯან­სა­ღად ვიგ­რძე­ნი თავი, დი­ე­ტა მერე და­ვი­წყე.

აგ­რე­სი­ულ ვარ­ჯიშს თა­ვი­დან­ვე არ შევ­დგო­მი­ვარ, ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას ორ­გა­ნიზ­მი ნელ-ნელა, ეტა­პობ­რი­ვად შე­მაჩ­ვე­ვი­ნა. არ მა­კომ­პლექ­სებს, უბ­რა­ლოდ მარ­წმუ­ნებს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სწო­რი მიდ­გო­მა აქვს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც და ჯან­მრთე­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც. მოკ­ლედ, დიდი სტი­მუ­ლი მომ­ცა და ამის გა­რე­შე რაც არ უნდა გინ­დო­დეს, რთუ­ლია პრობ­ლე­მის და­მარ­ცხე­ბა. მოკ­ლედ, ჯან­სა­ღი კვე­ბა, ვარ­ჯი­ში და სწო­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მიდ­გო­მა - ესაა ის, რა­საც ახლა დროს ვუთ­მობ, ამი­ტომ, სა­ვარ­ჯი­შოდ სი­ხა­რუ­ლით გავ­რბი­ვარ. წო­ნის კლე­ბაც მი­დის და ეს პრო­ცე­სი კი­დევ წინ არის.

- სა­კუ­თარ თავ­ზე ზრუნ­ვა, სა­ლო­ნებ­ში სი­ა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი საქ­მეა... შენ­თვის?

- ალ­ბათ, ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ამის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შე­უძ­ლია, ამის­თვის სცა­ლი­ათ და შე­სა­ბა­მი­სი ფი­ნან­სე­ბიც აქვთ. დღეს­დღე­ო­ბით იმის­თვის, რომ კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დე, უამ­რა­ვი რამ არ­სე­ბობს, მაგ­რამ ეს დიდ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ამ სფე­რო­ში მყავს მე­გობ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც რა­ღა­ცებს ძა­ლი­ან ია­ფად, ან უფა­სოდ მთა­ვა­ზო­ბენ, მაგ­რამ მუ­დამ ასე ხომ ვერ იქ­ნე­ბი?!

მსა­ხი­ო­ბი კარ­გად უნდა გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს, სა­თა­ნა­დო ხელ­ფა­სი და სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეს, რომ შე­სა­ბა­მი­სად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს. ჩვენ­თან მსა­ხი­ო­ბე­ბი "მა­თხოვ­რე­ბი" არი­ან და ძი­რი­თა­დად იმა­ზე ფიქ­რო­ბენ, სახ­ლში რომ მივ­ლენ, შვილს რა აჭა­მონ. ეს რომ ასეა, ამი­ტო­მაც ვცხოვ­რობთ ცუდ ქვე­ყა­ნა­ში... ვი­სურ­ვებ­დი, ამ სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მოს­წო­რე­ბას..

ავტორი:

"ივნისის დასაწყისში კრიტიკულ წონას მივაღწიე - მივხვდი, ამას ჩემით ვერ მოვერეოდი და..." - ნინო მუმლაძე თავის მოვლასა და "დაუფასებელ პროფესიაზე": რაზე წუხს მსახიობი?

"ივნისის დასაწყისში კრიტიკულ წონას მივაღწიე - მივხვდი, ამას ჩემით ვერ მოვერეოდი და..." - ნინო მუმლაძე თავის მოვლასა და "დაუფასებელ პროფესიაზე": რაზე წუხს მსახიობი?

მაყურებელი მასობრივად მაინც სატელევიზიო სერიალებიდან და ამა თუ იმ შოუდან იცნობს, თეატრის მოყვარულებმა კი მისი როლები და სპექტაკლები უკეთესად იციან... მსახიობ ნინო მუმლაძეს ძალიან უყვარს თავისი პროფესია, რომელსაც მუდმივად დიდ დროს, ენერგიას და ემოციას უთმობს. წუხს იმაზე, რომ მისი საქმე დაუფასებელია, რომ მსახიობი, თავისი შრომის შესაბამისად, ფინანსურადაც წელში გამართული ვერ არის...

"ჩვენი საქმე ძირითადად რომანტიზებული ეჩვენებათ, ვიდრე რეალურად არის...„თეატრალურში“ რომ ვაბარებდი, ვიღაცები მეუბნებოდნენ, - „არ გირჩევ, არ გინდა" - რაც ძალიან მიკვირდა, მაგრამ ახლა, როცა ვიგებ, ვინმე მსახიობობას აპირებს - უკვე ვურჩევ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს, კარგად დაფიქრდეს,“ - გვეუბნება ნინო და წუხილით აღნიშნავს იმას, რომ არავინ ფიქრობს იმაზე, რა სირთულეების გადალახვა უწევთ მსახიობებს იმისთვის, რომ პროფესიაში იარსებონ.

"ეს სირთულეები დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენს ქვეყანაში ხელოვანები სათანადოდ არც ფინანსურად და არც მათ მიმართ დამოკიდებულებით არ ფასდებიან. ადრე სხვა დამოკიდებულება იყო...

რაც დრო გადის, არავის ადარდებს ემოციურად როგორ ვიწურებით, დღე და ღამე რომ თეატრში ვართ და ვიხარჯებით... და ამ დროს, კიდევ ვიღაცებს შეუძლიათ თქვან, რომ - ჩვენ თურმე ვერთობით და რაღაცას ვმაიმუნობთ... სინამდვილეში თითოეული როლის შესასრულებლად დიდი ადამიანური რესურსია საჭირო,“ - აღნიშნავს ნინო მუმლაძე.

- და მსახიობობა შენი მხრიდან არ იყო სწორი გადაწყვეტილება?

- მაინც ის პროფესიაა, რომელიც კარგად მეხერხება. დედა, რა ნიჭიერი ვარ-მეთქი, - ამას არ ვამბობ, - საკუთარი თავის ასე შეფასება სწორი არ იქნება. ჩემზე ნიჭიერებიც არიან, მაგრამ იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ, თავს კომფორტულად ვგრძნობ. მიყვარს ჩემი პროფესია და ვისურვებდი, ჩვენს ქვეყანაში ამ შრომას მეტი დაფასება ჰქონდეს...

- როგორი იყო ემოცია, ვიდრე სცენაზე დადგებოდი და როგორია ახლა, როცა ეს გამოცდილება უკვე საკმარისად გაქვს?

- პირველ კურსზე ყველას ჰგონია, რომ აუცილებლად „ვერიკო“ იქნება... კი, თავიდან გაცილებით ამბიციური ხარ, გგონია, რომ რევოლუცია ქართულ თეატრში შენით დაიწყება. პრაქტიკაში ხვდები, რომ მთლად ასე არ არის... ალბათ, ეს ამბიცია სწორიც არის, მომავალ მსახიობს თუ ეს არ აქვს, თეატრში არაფერი ესაქმება. სამწუხაროა, როცა თეატრალურ სამყაროში მოსული ადამიანი იმედგაცრუებული რჩება... მთლად საწუწუნოდაც საქმე არ მაქვს - ვერ ვიტყვი, რომ მუშაობის საშუალება არ მომეცა.

ჩემს რეპერტუარში იყო ცუდი როლები, მაგრამ - კარგებიც. იყო ისეთები, რომლითაც უკმაყოფილო ვარ და ისეთებიც, კმაყოფილი რომ დამტოვა... მაგრამ როდესაც ადამიანი "თეატრალურში" მიდის, მომავალს გაცილებით სხვანაირად გეგმავს...

- კერპი და მისაბაძი მსახიობი არ გყოლია?

- არც ჩემს პროფესიაში და არ მის მიღმა, არასდროს არავინ ყოფილა ჩემთვის კერპი. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ არასდროს ვცდილობდი, ვიღაცის მსგავსი გამოვსულიყავი. უბრალოდ, იყვნენ მსახიობები, რომლებიც მიყვარდა და დღესაც არიან ასეთები, მათ შრომას და შემოქმედებას ვაფასებ, მაგრამ კერპად არავინ მიქცევია და ვაქცევ...

სულ ვცდილობდი, საკუთარ შეცდომებზე მესწავლა. ჩემს თავზე მემუშავა. თუ რამე როლში არ გამომდიოდა, ვცდილობდი, ის შემდეგ ნამუშევარში ამენაზღაურებინა. სხვის გამოცდილებას არასდროს ვიშველიებდი...

- თეატრში ინტრიგები მართლაც არის და თუ გახლართულხარ მასში?

- იმდენი ინტრიგა, რაც პოლიტიკაშია, თეატრში მსგავსი შეუძლებელია იყოს, თუმცა, რა თქმა უნდა, დავადასტურებ, რომ ინტრიგა თეატრის განუყოფელი ნაწილია. ძალიან გამიმართლა, რომ ვარ ისეთ დასში, სადაც მსგავსი რაღაცები ნაკლებად ხდება.

მოზარდმაყურებელთა თეატრში, მართალია, ძალიან ბევრნი ვართ, დიდი დასია, განსხვავებული შეხედულებებიც არსებობს, მაგრამ სხვა თეატრებთან შედარებით, ინტრიგებისგან შორს ვართ. შეიძლება, ამას ის განაპირობებს, რომ მრავალრიცხოვანი რეპერტუარი გვაქვს, დროს უმეტესად მუშაობაში ვხარჯავთ და ჭორაობისთვის ნაკლები დრო გვრჩება.

ჭორები შესაძლოა, ჩვენთანაც ტრიალებდეს, მაგრამ ძირითადად მეგობრული გარემოა, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ყველა ერთმანეთს ეხმარება... კმაყოფილი ვარ, ინტრიგებში ჩახლართვა რომ არ მიწევს და ეს კომფორტი მაქვს.

არც სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრში მაქვს ინტრიგებთან შეხება. იქ კიდევ საერთოდ იდეალური სიტუაციაა, ერთი ოჯახია. ეს ალბათ თეატრის მმართველის, მიხეილ რატიანის დამსახურებაცაა. ისეთი დასია, ინტრიგის გაღვივების საშუალებას არავის აძლევს. ბედნიერი ვარ, რომ ამ ოჯახში მიმიღეს.

- "თეატრის მტვერი" მართლაც არსებობს?

- (იცინის) „მტვერი“ არსებობს, რადგანაც შეიძლება, 50 წლის წინანდელი კოსტიუმი გამოგიტანონ... ძველი თეატრები გვაქვს, დალაგების, დაწმენდის მიუხედავად, შეიძლება, ძველი კოსტიუმი, ან ფარდა მაინც გამტვერილი იყოს... რა თქმა უნდა, „თეატრის მტვერი“ სიმბოლურია, მაგრამ რაღაც „მაგია“ სცენას რომ აქვს, ფაქტია. ვინც სცენას ჩამოშორდება, ნოსტალგია ემართება...

- ტელევიზიამ, ისევე როგორც ბევრი მსახიობის პოპულარობაში, შენს კარიერაშიც დიდი როლი ითამაშა...

- დღესდღეობით პოპულარობა, წარმატება და ფინანსები ტელევიზიას უფრო მოაქვს, ვიდრე თეატრს. ჩემი კარიერული ზრდისთვის ტელევიზიას დიდი როლი აქვს... ის, რომ დაინტერესება არის ჩემ მიმართ, ტელევიზიის დამსახურებაა. ძალიან მიყვარს კამერასთან მუშაობა, კომფორტულად ვგრძნობ თავს არა მხოლოდ როგორც მსახიობი, არამედ როგორც წამყვანიც. ეს ამპლუა როგორც ტელევიზიაში, რადიო სივრცეშიც მიყვარს. წამყვანობა არ არის ჩემი ძირითადი პროფესია, თუმცა ასევე ძალიან საყვარელი პროფესიაა. სიამოვნებით ვისურვებდი, ამ პროფესიას დავბრუნებოდი და იმისთვის შემეთავსებინა, რასაც ვაკეთებ.

ტელესერიალებს რაც შეეხება, ეს სამსახიობო სფეროა, კამერასთან მუშაობაა და ამ მხრივ, ჩემს სატელევიზიო წარმატებას „ფორმულა კრეატივს“ ვუმადლი. ყველა სერიალში, სადაც მითამაშია, ძირითადად, მათი პროდუქტი ყოფილა, თუმცა იყო სხვა კომპანიების სერიალებიც. ამ ყველაფერმა პოპულარობა მომიტანა და რა თქმა უნდა, მადლიერი ვარ.

- სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ ფოტოები ატვირთე, ვარჯიში დაგიწყია და წონაც დაკლებული გაქვს...

- პანდემიის პერიოდში ძალიან მოვიმატე. მთელი ცხოვრებაა ჭარბ წონას ვებრძვი, რადგანაც წონის მომატებისკენ დიდად მიდრეკილი ვარ. პანდემიის დასრულების მერე, მეგონა, ფორმაში ჩავდგები, დაკლებას აქტიურად დავიწყებდი, მაგრამ ასე არ მოხდა. რაც 2 წელი დავისვენე, ერთბაშად ბევრი საქმის კეთებამ მომიწია. ჭამა უმეტესად გარეთ მიხდებოდა, გადარბენა მქონდა და დაკლების ნაცვლად წონაში მოვიმატე. ივნისის დასაწყისში კრიტიკულ წონას მივაღწიე. მივხვდი, ამ ამბავს ჩემით ვეღარ მოვერეოდი, ვიღაც უნდა დამხმარებოდა. ამიტომ ერთ კარგ ფიტნეს-ინსტრუქტორს მივმართე. ანრიმ სასწაული მოახდინა.

- რას გულისხმობ?

- ფსიქოლოგიურად სწორად მომიდგა. ვარჯიშების დაწყებამდე ანალიზების ჩატარება მომთხოვა, ვიტამინები დამინიშნა და როდესაც ამის ფონზე ოდნავ ჯანსაღად ვიგრძენი თავი, დიეტა მერე დავიწყე.

აგრესიულ ვარჯიშს თავიდანვე არ შევდგომივარ, ფიზიკურ აქტივობას ორგანიზმი ნელ-ნელა, ეტაპობრივად შემაჩვევინა. არ მაკომპლექსებს, უბრალოდ მარწმუნებს, რომ ეს ყველაფერი აუცილებელია. სწორი მიდგომა აქვს ფსიქოლოგიურადაც და ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც. მოკლედ, დიდი სტიმული მომცა და ამის გარეშე რაც არ უნდა გინდოდეს, რთულია პრობლემის დამარცხება. მოკლედ, ჯანსაღი კვება, ვარჯიში და სწორი ფსიქოლოგიური მიდგომა - ესაა ის, რასაც ახლა დროს ვუთმობ, ამიტომ, სავარჯიშოდ სიხარულით გავრბივარ. წონის კლებაც მიდის და ეს პროცესი კიდევ წინ არის.

- საკუთარ თავზე ზრუნვა, სალონებში სიარული ადამიანების გარკვეული ნაწილისთვის უმნიშვნელოვანესი საქმეა... შენთვის?

- ალბათ, ბედნიერები არიან ადამიანები, ვისაც ამის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, ამისთვის სცალიათ და შესაბამისი ფინანსებიც აქვთ. დღესდღეობით იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდე, უამრავი რამ არსებობს, მაგრამ ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მადლობა ღმერთს, რომ ამ სფეროში მყავს მეგობრები, ახლობლები, რომლებიც რაღაცებს ძალიან იაფად, ან უფასოდ მთავაზობენ, მაგრამ მუდამ ასე ხომ ვერ იქნები?!

მსახიობი კარგად უნდა გამოიყურებოდეს, სათანადო ხელფასი და საშუალება ჰქონდეს, რომ შესაბამისად გამოიყურებოდეს. ჩვენთან მსახიობები "მათხოვრები" არიან და ძირითადად იმაზე ფიქრობენ, სახლში რომ მივლენ, შვილს რა აჭამონ. ეს რომ ასეა, ამიტომაც ვცხოვრობთ ცუდ ქვეყანაში... ვისურვებდი, ამ სიტუაციის გამოსწორებას..