ავტორი:

"დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და დეოლიგარქიზაციის შესახებ მოწოდება მას ეხება" - ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგოროვა

"დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და დეოლიგარქიზაციის შესახებ მოწოდება მას ეხება" - ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგოროვა

"ჩვენ უკვე ვახსენეთ ივანიშვილი ერთ-ერთ რეზოლუციაში - დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის არის ოლიგარქი და დეოლიგარქიზაციის შესახებ მოწოდება მას ეხება", - ასე უპასუხა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ "ინტერპრესნიუსის“ მიერ დასმულ კითხვას, ჰყავს თუ არა ევროპელ პარტნიორებს მხედველობაში სწორედ ბიძინა ივანიშვილი, როცა საქართველოს ოლიგარქიზაციის პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს.

ამასთან, ევროპელი პოლიტიკოსის თქმით, დეოლიგარქიზაციისკენ მოწოდება ისეთი სისტემის შექმნასაც გულისხმობს, რომლის შელახვასაც კონკრეტული პირები ვერ შეძლებენ. ასეთ შემთხვევაში, გრეგოროვას განმარტებით, მნიშვნელობას დაკარგავს ის ფაქტი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი იქნება თუ ვინმე სხვა.

"ეს [დეოლიგარქიზაციისკენ მოწოდება] ორგვარად შეგვიძლია გავიგოთ. ევროპარლამენტისგან ეს გასაკვირი არ არის, რადგან ჩვენ უკვე ვახსენეთ ივანიშვილი ერთ-ერთ რეზოლუციაში - დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის არის ოლიგარქი და ეს მას ეხება, თუმცა ჩვენ როგორც ევროკავშირი - კომისია, საბჭო და პარლამენტი ვგულისხმობთ დეოლიგარქიზაციაში სისტემის შექმნას, რომლის შელახვასაც კონკრეტული პირები ვერ შეძლებენ და საკუთარი სარგებლობისთვის ვერ გამოიყენებენ. საბოლოო ჯამში, უკვე მნიშვნელობა არ აქვს ეს ივანიშვილი იქნება თუ ვინმე სხვა, რადგან თუ სისტემა სათანადოდ იქნება შემუშავებული, ისინი ვერ შეძლებენ მის შელახვას და სწორედ ეს არის საკვანძო ნაწილი“,- განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.