მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ უწყობენ ხელს თქვენი დაფინანსებული ენჯეოები და ტელევიზიები საქართველოში ეფესბეს ნარატივის გამყარებას" - მიხეილ ყაველაშვილის მწვავე კრიტიკა ამერიკის ელჩს
"რატომ უწყობენ ხელს თქვენი დაფინანსებული ენჯეოები და ტელევიზიები საქართველოში ეფესბეს ნარატივის გამყარებას" - მიხეილ ყაველაშვილის მწვავე კრიტიკა ამერიკის ელჩს

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ გა­სუ­ლი დე­პუ­ტა­ტი მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩს, კელი დეგ­ნანს ღია წე­რი­ლით მი­მარ­თავს და აცხა­დებს, რომ ვე­რა­ვი­თა­რი "რუ­სუ­ლი რბი­ლი ძალა" ვერ შე­არ­ყევს სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის რე­პუ­ტა­ცი­ას ისე, რო­გორც დეგ­ნა­ნის გან­ცხა­დე­ბე­ბი თუ დუ­მი­ლი, „რო­მე­ლიც ხალ­ხმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დაბ­რუ­ნე­ბის მცდე­ლო­ბად შე­იძ­ლე­ბა აღიქ­ვას".

მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ნა­რა­ტი­ვი იმის შე­სა­ხებ, რომ ამე­რი­კას სა­ქარ­თვე­ლოს ომში ჩარ­თვა უნდა, არა ეფეს­ბეს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში, არა­მედ დეგ­ნა­ნის­გან და­ფი­ნან­სე­ბულ თუ მას­თან აფი­ლი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გან­ცხა­დე­ბებ­სა და მათ­გან ელ­ჩის არ­გა­მი­ჯვნა­ში უნდა ვე­ძე­ბოთ.

"ქალ­ბა­ტო­ნო ელჩო! რამ­დე­ნი­მე დღის წინ თქვენ ბრძა­ნეთ, ვინც ამ­ტკი­ცებს, რომ ამე­რი­კას სა­ქარ­თვე­ლო­ში ომი უნდა, ეფეს­ბეს მზაკ­ვრულ ნა­რა­ტივს ახ­მო­ვა­ნებ­სო.

რა თქმა უნდა, სრუ­ლად და­გე­თან­ხმე­ბო­დით, რომ არა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის წარ­სუ­ლი და ახ­ლან­დე­ლი კავ­ში­რე­ბი, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის და­წყე­ბის დღი­დან, სა­ქარ­თვე­ლო­ში ომის იდე­ის გაღ­ვი­ვე­ბა­სა და რე­ა­ლი­ზე­ბას ცდი­ლო­ბენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 24 თე­ბერ­ვლი­დან, ანუ ომის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ჩა­ღე­ბუ­ლი იყო აქ­ტი­უ­რი კამ­პა­ნია უკ­რა­ი­ნის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ. სხვა­დას­ხვა მხრი­დან იყო სა­ქარ­თვე­ლოს ომში ჩარ­თვის აქ­ტი­უ­რი მცდე­ლო­ბა და მე, გუნ­დის ორ წევრთან ერ­თად, პარ­ტი­ი­დან გას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ ქვეყ­ნის­თვის ამ საფრ­თხის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად მი­ვი­ღე.

ამ კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი აქ­ტი­უ­რად ითხოვ­დნენ სან­ქცი­ებ­თან სა­ქარ­თვე­ლოს მი­ერ­თე­ბას, რაც ომში ქვეყ­ნის ჩარ­თვის რის­კებს, ბუ­ნებ­რი­ვია, ერ­თი­ო­რად გაზ­რდი­და. ასე­ვე, ვი­ცით, რომ სხვა­დას­ხვა მხრი­დან აქ­ტი­უ­რად ითხოვ­დნენ უკ­რა­ი­ნა­ში ქარ­თვე­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბით სავ­სე თვითმფრი­ნა­ვე­ბის გაშ­ვე­ბას, რაც სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს პირ­და­პირ ჩარ­თვას ნიშ­ნავ­და.

ქალ­ბა­ტო­ნო ელჩო, ამე­რი­კის იმი­ჯის და­სა­ცა­ვად, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლით სა­ჯა­როდ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ამ პრო­ვო­კა­ცი­ებს თქვენ სა­ჯა­როდ გა­მი­ჯვნო­დით. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ამ თე­მა­ზე არ­ცერ­თი თქვე­ნი გა­მოს­ვლა არ მახ­სენ­დე­ბა. მე­ტიც, სან­ქცი­ებ­ზე მი­ერ­თე­ბის მო­თხოვ­ნას სა­ჯა­რო­დაც კი და­უ­ჭი­რეთ მხა­რი.

გარ­და ამი­სა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, უკ­რა­ი­ნა­ში თქვენ­მა მთა­ვარ­მა საყ­რდენ­მა, ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ სწო­რედ სან­ქცი­ებ­თან არ­მი­ერ­თე­ბი­სა და თვითმფრი­ნა­ვის არ­გაშ­ვე­ბის გამო გა­იწ­ვია უკ­რა­ი­ნის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­დან. გათ­ვლა მარ­ტი­ვი იყო: მა­შინ პო­პუ­ლა­რო­ბის ზე­ნი­ტში მყო­ფი ზე­ლენ­სკის მიერ ელ­ჩის გაწ­ვე­ვას ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მღელ­ვა­რე­ბა და რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მუხ­ტის შექ­მნა უნდა გა­მო­ეწ­ვია. თუმ­ცა, აღ­შფო­თე­ბა მხო­ლოდ 2-3 სა­ათს გაგ­რძელ­და და გეგ­მა ჩა­ვარ­და. სამ­წუ­ხა­როა, რომ თქვენ არც „პრო­ა­მე­რი­კე­ლი“ ზე­ლენ­სკის ამ ყოვ­ლად გა­უ­გე­ბარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­ე­მიჯ­ნეთ, რო­მე­ლიც, ყვე­ლა­ზე რბი­ლად რომ ვთქვათ, ომში სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩარ­თვით გა­მოწ­ვე­უ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იყო.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ამას მოჰ­ყვა სხვა „პრო­ა­მე­რი­კე­ლი“ უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის - პო­დო­ლი­ა­კის, არეს­ტო­ვი­ჩის, გონ­ჩა­რენ­კოს, და­ნი­ლო­ვის, არა­ხა­მი­ას და სხვე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს ომში ჩარ­თვის­კენ და აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვალ­ზე შე­ტე­ვის­კენ ღიად მო­უ­წო­დებ­დნენ. სამ­წუ­ხა­როდ, არც ამ გან­ცხა­დე­ბებ­ზე მოგ­ვის­მე­ნია თქვე­ნი პო­ზი­ცია.

რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თვე­ლი „პრო­ა­მე­რი­კე­ლე­ბის“ რი­ტო­რი­კას, პირ­ველ რიგ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კუ­ლი ენ­ჯე­ო­ე­ბის ლი­დერს, ეკა გი­გა­ურს გა­ვიხ­სე­ნებ, რო­მელ­მაც ღიად თქვა - „რუ­სე­თი ომს აგებს უკ­რა­ი­ნა­ში, იქ არ ყოფ­ნის რე­სურ­სი, ამი­ტომ ვერ და­ი­წყებს ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებს და ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რათა ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფან­ჯა­რა გა­მო­ვი­ყე­ნო­თო“. რო­დე­საც ლა­მის სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­ა­მე­რი­კე­ლად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ეკა გი­გა­უ­რი ომის­კენ ასე­თი ღია ტექ­სტით მოგ­ვი­წო­დებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რა უნდა იფიქ­როს, თა­ვა­დაც შე­გიძ­ლი­ათ გან­სა­ჯოთ.

რუს­თა­ველ­ზე გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო პო­ლი­ტი­კურ აქ­ცი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნის­თვის „მეტი დახ­მა­რე­ბის“ გა­სა­წე­ვად იმარ­თე­ბო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რობ­და ნინო ლომ­ჯა­რია, რო­მე­ლიც სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, რომ ომ­ბუდსმე­ნი სა­ელ­ჩოს აქ­ტი­უ­რი მხარ­და­ჭე­რის შე­დე­გად გახ­და. აქ­ცი­ა­ზე ლომ­ჯა­რი­ამ სან­ქცი­ებ­თან არ­მი­ერ­თე­ბის შე­სა­ხებ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტა და თქვა, ამ ყვე­ლა­ფერს „ბომ­ბე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი ცე­ცხლი მირ­ჩევ­ნი­აო“. რო­დე­საც ლომ­ჯა­რია სან­ქცი­ებ­ზე არ­მი­ერ­თე­ბას ბომ­ბე­ბის­გან მი­ღე­ბულ ცე­ცხლს ამ­ჯო­ბი­ნებს, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ლო­გი­კუ­რად ფიქ­რობს, რომ თქვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტიც ზუს­ტად ეს არის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ლომ­ჯა­რი­ას გან­ცხა­დე­ბა­საც გა­მი­ჯვნო­დით, თუმ­ცა, თქვე­ნი პო­ზი­ცია არც ამ შემ­თხვე­ვა­ში მოგ­ვის­მე­ნია. პი­რი­ქით, შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნინო ლომ­ჯა­რია დღე­საც თქვე­ნი აბ­სო­ლუ­ტუ­რი ფა­ვო­რი­ტია, რომ­ლის და­ჯე­რე­ბის­კე­ნაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ყვე­ლა­ზე ხში­რად მო­უ­წო­დებთ.

იგი­ვე ეხე­ბა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს, და­ვით უსუ­ფაშ­ვილს, თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილს, მიშა მშვილ­და­ძეს და სხვებს, რო­მელ­თა ომში ჩარ­თვის­კენ მი­მარ­თუ­ლი რი­ტო­რი­კა ხალ­ხის თვალ­ში თა­ვი­დან ბო­ლომ­დე თქვენ­თან ასო­ცირ­დე­ბა. და ასეთ დროს, თქვენ რომ ამ ადა­მი­ა­ნებს არ ემიჯ­ნე­ბით, ხალ­ხი ლო­გი­კუ­რად ფიქ­რობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს „პრო­ა­მე­რი­კულ“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სწო­რედ თქვენ ალა­პა­რა­კებთ.

ამი­ტომ, ნა­რა­ტი­ვი იმის შე­სა­ხებ, რომ ამე­რი­კას სა­ქარ­თვე­ლოს ომში ჩარ­თვა უნდა, არა ეფეს­ბეს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში, არა­მედ თქვენ­გან და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი თუ თქვენ­თან აფი­ლი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გან­ცხა­დე­ბებ­სა და მათ­გან თქვენ არ­გა­მი­ჯვნა­ში უნდა ვე­ძე­ბოთ. რა­ტომ უწყო­ბენ ხელს თქვე­ნი და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი თუ თქვენს მიერ მო­წო­ნე­ბუ­ლი ენ­ჯე­ო­ე­ბი, პარ­ტი­ე­ბი და ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ეფეს­ბეს ნა­რა­ტი­ვის გამ­ყა­რე­ბას, ჩემ­თვის სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია.

ამ ყვე­ლა­ფერ­თან პირ­და­პირ კავ­შირ­შია დღე­ვან­დე­ლი აქ­ცი­ე­ბიც, რომ­ლებ­საც ზუს­ტად იგი­ვე ხალ­ხი აორ­გა­ნი­ზებს, რომ­ლე­ბიც ომის რი­ტო­რი­კით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ, სან­ქცი­ებ­თან მი­ერ­თე­ბი­სა და თვითმფრი­ნა­ვის ბორ­ტე­ბის გაშ­ვე­ბის­კენ მოგ­ვი­წო­დებ­დნენ და ამ მო­თხოვ­ნე­ბით, თე­ბერ­ვალ-მარ­ტში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­საც აორ­გა­ნი­ზებ­დნენ.

ზუს­ტად ეს ხალ­ხი და­ატ­რე­ნინ­გა ომის და­წყე­ბი­დან მა­ლე­ვე ამე­რი­კი­დან ჩა­მო­სულ­მა პი­ტერ აკერ­მან­მა, რო­მე­ლიც, რო­გორც ცნო­ბი­ლია, ამე­რი­კის ოფი­ცი­ა­ლურ სტრუქ­ტუ­რებ­თა­ნაც მჭიდ­როდ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კაცი იყო.

იგი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ენ­ჯე­ო­ე­ბის ხა­ზით, თქვენ­გან იღე­ბენ სო­ლი­დურ და­ფი­ნან­სე­ბას, ორი­ო­დე დღის წი­ნაც რუს­თა­ველ­ზე იდ­გნენ და ბა­კუ­რი­ა­ნის სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მის პო­ლი­ტი­კურ მო­თხოვ­ნას აყე­ნებ­დნენ. ამ ურ­თუ­ლეს გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ში და უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის ფონ­ზე რა­ტომ უნდა ფიქ­რობ­დეს კაცი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დატ­რი­ა­ლე­ბა­ზე, ალ­ბათ, ბავ­შვის­თვი­საც ად­ვი­ლი გა­მო­საც­ნო­ბია: ყვე­ლა­ფე­რი ისევ იქით­კენ მი­დის, რის­კე­ნაც თე­ბერ­ვალ-მარ­ტში ღიად მოგ­ვი­წო­დებ­დნენ, ანუ ომის­კენ.

ჩემ­თვის სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ არ ემიჯ­ნე­ბით იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მო­თხოვ­ნას მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მი­სა და ტექ­ნი­კუ­რი მთავ­რო­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­საც თქვენ აფი­ნან­სებთ. იმა­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ, რომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ქცე­ვა­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის სრუ­ლი ბერ­კე­ტი გაქვთ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ფულს ვინც იხ­დის, მუ­სი­კა­საც ის უკ­ვე­თავს. რო­დე­საც ე.წ. ტექ­ნი­კუ­რი მთავ­რო­ბის შე­სა­ხებ მო­თხოვ­ნას არ ემიჯ­ნე­ბით, ხალ­ხი ლო­გი­კუ­რად ფიქ­რობს, რომ სულ მცი­რე, ამ მო­თხოვ­ნას მხარს უჭერთ, უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში კი, ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ ეს მო­თხოვ­ნა, სუ­ლაც, თქვე­ნი მო­ფიქ­რე­ბუ­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემი აზ­რით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ტექ­ნი­კუ­რი მთავ­რო­ბის შე­სა­ხებ მო­თხოვ­ნა­საც სა­ჯა­როდ და მკა­ფი­ოდ გა­ე­მიჯ­ნოთ, რომ ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ამე­რი­კა­ზე ცუდი არ იფიქ­როს.

ასე­ვე, სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია კან­დი­და­ტის თე­მის ხე­ლოვ­ნუ­რი ფორ­სი­რე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, კან­დი­და­ტის სტა­ტუს­თან არა­ვი­თა­რი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი არ არის მიბ­მუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, სამ და ექვს თვე­ში ამ სტა­ტუ­სის არ­მი­ღე­ბით სა­ქარ­თვე­ლო არა­ფერს კარ­გავს. ანუ თუ სტა­ტუსს მი­ვი­ღებთ, პრაქ­ტი­კუ­ლად ხელ­ში არა­ფე­რი გვრჩე­ბა, ხოლო თუ სტა­ტუსს ვერ მი­ვი­ღებთ - ქვე­ყა­ნას რე­ვო­ლუ­ცი­ით კი­დევ ერთხელ და­ე­მუქ­რე­ბი­ან. ასეთ დროს, ფორ­სი­რე­ბას მხო­ლოდ ერთი მი­ზა­ნი, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ფო­ნის ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნა შე­იძ­ლე­ბა ქონ­დეს. თუმ­ცა, ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, ფორ­სი­რე­ბის კამ­პა­ნი­ა­ში თქვენც აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თეთ, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­მა­ტე­ბი­თი კი­თხვე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­უ­ჩი­ნოს.

რაც მთა­ვა­რია, და­უშ­ვე­ბე­ლია, ხალ­ხმა იფიქ­როს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იმ ხალ­ხის დაბ­რუ­ნე­ბა გსურთ, რო­მე­ლიც ძა­ლა­უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის­თა­ნა­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ომში თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი ჩარ­თავს.

აქვე გა­ვიხ­სე­ნებ, რომ, სამ­წუ­ხა­როდ, თქვენ დღემ­დე არც თქვე­ნი ერთ-ერთი წი­ნა­მორ­ბე­დის, ამე­რი­კის ყო­ფი­ლი ელ­ჩის, უი­ლი­ამ კორტნის გან­ცხა­დე­ბას გა­ე­მიჯ­ნეთ, რო­მელ­მაც თქვენს მიერ თა­ვის დრო­ზე ფი­ლანტრო­პად წო­დე­ბუ­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ყო­ველ­გვა­რი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე ოლი­გარ­ქად მო­იხ­სე­ნია და დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ა­ზე „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მე­სი­ჯი გა­ი­მე­ო­რა.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, თა­ვის სტილ­ში, თავს არი­დებს ამ კი­თხვე­ბის დას­მას და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამას მო­მა­ვალ­შიც მო­ე­რი­დე­ბა. თუმ­ცა, მე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩე­ულ წევ­რს და ამ ქვეყ­ნის ერთ რი­გით მო­ქა­ლა­ქეს, თავი ვალ­დე­ბუ­ლად მი­მაჩ­ნია, ეს კი­თხვე­ბი და­გის­ვათ.

იმე­დია, ჩემს კი­თხვებ­ზე სა­ჯა­რო და მკა­ფიო პა­სუ­ხებს მი­ვი­ღებ, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის იმიჯს უმ­ძი­მე­სი ზი­ა­ნი არ მი­ად­გეს. ქარ­თველ­მა ხალ­ხმა თუ და­ი­ჯე­რა, რომ ამე­რი­კას მთავ­რო­ბის გა­დატ­რი­ა­ლე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში „ომის პარ­ტი­ის“ მოყ­ვა­ნა სურს, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა ომში და ბევრ სხვა უბე­დუ­რე­ბა­ში ერთხელ უკვე გახ­ვია, მერ­წმუ­ნეთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში „ამე­რი­კულ­მა იდე­ამ“ სრუ­ლი გა­უ­ფა­სუ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­ცა­დოს. ვე­რა­ვი­თა­რი „რუ­სუ­ლი რბი­ლი ძალა“ ვერ შე­არ­ყევს სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის რე­პუ­ტა­ცი­ას ისე, რო­გორც თქვე­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბი თუ დუ­მი­ლი, რო­მე­ლიც ხალ­ხმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დაბ­რუ­ნე­ბის მცდე­ლო­ბად შე­იძ­ლე­ბა აღიქ­ვას“,- ნათ­ქვა­მია მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის წე­რილ­ში.

მკითხველის კომენტარები / 106 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ala
1

ერთი ის კითხვაც დაუსვით დიდ ქალბატონს, დღემდე, რატომ ვიღებთ წერილებს საელჩოდან, რომ პანდემიის გამო საელჩო დაკეტილია. რაღა დროს პანდემიაა? ქვეყანადაც არ გვთვლის?

იოანე
2

ყოᲩაᲦ, მიხეილ ბატონო! იდᲦეგრᲫელე, დიდო ქარᲗველო!!!

ავტორი:

"რატომ უწყობენ ხელს თქვენი დაფინანსებული ენჯეოები და ტელევიზიები საქართველოში ეფესბეს ნარატივის გამყარებას" - მიხეილ ყაველაშვილის მწვავე კრიტიკა ამერიკის ელჩს

"რატომ უწყობენ ხელს თქვენი დაფინანსებული ენჯეოები და ტელევიზიები საქართველოში ეფესბეს ნარატივის გამყარებას" - მიხეილ ყაველაშვილის მწვავე კრიტიკა ამერიკის ელჩს

"ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავს და აცხადებს, რომ ვერავითარი "რუსული რბილი ძალა" ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც დეგნანის განცხადებები თუ დუმილი, „რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას".

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ნარატივი იმის შესახებ, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, არა ეფესბეს სახელმძღვანელოებში, არამედ დეგნანისგან დაფინანსებულ თუ მასთან აფილირებული ადამიანების განცხადებებსა და მათგან ელჩის არგამიჯვნაში უნდა ვეძებოთ.

"ქალბატონო ელჩო! რამდენიმე დღის წინ თქვენ ბრძანეთ, ვინც ამტკიცებს, რომ ამერიკას საქართველოში ომი უნდა, ეფესბეს მზაკვრულ ნარატივს ახმოვანებსო.

რა თქმა უნდა, სრულად დაგეთანხმებოდით, რომ არა იმ ადამიანების წარსული და ახლანდელი კავშირები, რომლებიც უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველოში ომის იდეის გაღვივებასა და რეალიზებას ცდილობენ.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან, ანუ ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოში გაჩაღებული იყო აქტიური კამპანია უკრაინისთვის მაქსიმალური მხარდაჭერის აღმოჩენის შესახებ. სხვადასხვა მხრიდან იყო საქართველოს ომში ჩართვის აქტიური მცდელობა და მე, გუნდის ორ წევრთან ერთად, პარტიიდან გასვლის გადაწყვეტილება, პირველ რიგში, სწორედ ქვეყნისთვის ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მივიღე.

ამ კამპანიის ფარგლებში, კონკრეტული ადამიანები აქტიურად ითხოვდნენ სანქციებთან საქართველოს მიერთებას, რაც ომში ქვეყნის ჩართვის რისკებს, ბუნებრივია, ერთიორად გაზრდიდა. ასევე, ვიცით, რომ სხვადასხვა მხრიდან აქტიურად ითხოვდნენ უკრაინაში ქართველი მოხალისეებით სავსე თვითმფრინავების გაშვებას, რაც სამხედრო კონფლიქტში საქართველოს პირდაპირ ჩართვას ნიშნავდა.

ქალბატონო ელჩო, ამერიკის იმიჯის დასაცავად, კარგი იქნებოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელით საჯაროდ განხორციელებულ ამ პროვოკაციებს თქვენ საჯაროდ გამიჯვნოდით. თუმცა, სამწუხაროდ, ამ თემაზე არცერთი თქვენი გამოსვლა არ მახსენდება. მეტიც, სანქციებზე მიერთების მოთხოვნას საჯაროდაც კი დაუჭირეთ მხარი.

გარდა ამისა, მოგვიანებით, უკრაინაში თქვენმა მთავარმა საყრდენმა, ვლადიმირ ზელენსკიმ სწორედ სანქციებთან არმიერთებისა და თვითმფრინავის არგაშვების გამო გაიწვია უკრაინის ელჩი საქართველოდან. გათვლა მარტივი იყო: მაშინ პოპულარობის ზენიტში მყოფი ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევას ქართულ საზოგადოებაში მღელვარება და რევოლუციური მუხტის შექმნა უნდა გამოეწვია. თუმცა, აღშფოთება მხოლოდ 2-3 საათს გაგრძელდა და გეგმა ჩავარდა. სამწუხაროა, რომ თქვენ არც „პროამერიკელი“ ზელენსკის ამ ყოვლად გაუგებარ გადაწყვეტილებას გაემიჯნეთ, რომელიც, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ომში საქართველოს არჩართვით გამოწვეული უკმაყოფილების გამოხატულება იყო.

მოგვიანებით, ამას მოჰყვა სხვა „პროამერიკელი“ უკრაინელი პოლიტიკოსების - პოდოლიაკის, არესტოვიჩის, გონჩარენკოს, დანილოვის, არახამიას და სხვების განცხადებები, რომლებიც საქართველოს ომში ჩართვისკენ და აფხაზეთსა და ცხინვალზე შეტევისკენ ღიად მოუწოდებდნენ. სამწუხაროდ, არც ამ განცხადებებზე მოგვისმენია თქვენი პოზიცია.

რაც შეეხება ქართველი „პროამერიკელების“ რიტორიკას, პირველ რიგში, საქართველოში ამერიკული ენჯეოების ლიდერს, ეკა გიგაურს გავიხსენებ, რომელმაც ღიად თქვა - „რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, იქ არ ყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთო“. როდესაც ლამის საქართველოს მთავარ პროამერიკელად გამოცხადებული ეკა გიგაური ომისკენ ასეთი ღია ტექსტით მოგვიწოდებს, საზოგადოებამ რა უნდა იფიქროს, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ.

რუსთაველზე გამართულ საპროტესტო პოლიტიკურ აქციებზე, რომლებიც უკრაინისთვის „მეტი დახმარების“ გასაწევად იმართებოდა, განსაკუთრებით აქტიურობდა ნინო ლომჯარია, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია, რომ ომბუდსმენი საელჩოს აქტიური მხარდაჭერის შედეგად გახდა. აქციაზე ლომჯარიამ სანქციებთან არმიერთების შესახებ ღარიბაშვილის განცხადება გააპროტესტა და თქვა, ამ ყველაფერს „ბომბებისგან მიღებული ცეცხლი მირჩევნიაო“. როდესაც ლომჯარია სანქციებზე არმიერთებას ბომბებისგან მიღებულ ცეცხლს ამჯობინებს, ქართველი ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ თქვენი პრიორიტეტიც ზუსტად ეს არის. აქედან გამომდინარე, კარგი იქნებოდა, ლომჯარიას განცხადებასაც გამიჯვნოდით, თუმცა, თქვენი პოზიცია არც ამ შემთხვევაში მოგვისმენია. პირიქით, შეგახსენებთ, რომ ნინო ლომჯარია დღესაც თქვენი აბსოლუტური ფავორიტია, რომლის დაჯერებისკენაც ხელისუფლებას ყველაზე ხშირად მოუწოდებთ.

იგივე ეხება გიორგი მარგველაშვილს, დავით უსუფაშვილს, თამარ ჩერგოლეიშვილს, მიშა მშვილდაძეს და სხვებს, რომელთა ომში ჩართვისკენ მიმართული რიტორიკა ხალხის თვალში თავიდან ბოლომდე თქვენთან ასოცირდება. და ასეთ დროს, თქვენ რომ ამ ადამიანებს არ ემიჯნებით, ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ საქართველოს „პროამერიკულ“ საზოგადოებას სწორედ თქვენ ალაპარაკებთ.

ამიტომ, ნარატივი იმის შესახებ, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, არა ეფესბეს სახელმძღვანელოებში, არამედ თქვენგან დაფინანსებული თუ თქვენთან აფილირებული ადამიანების განცხადებებსა და მათგან თქვენ არგამიჯვნაში უნდა ვეძებოთ. რატომ უწყობენ ხელს თქვენი დაფინანსებული თუ თქვენს მიერ მოწონებული ენჯეოები, პარტიები და ტელევიზიები საქართველოში ეფესბეს ნარატივის გამყარებას, ჩემთვის სრულიად გაუგებარია.

ამ ყველაფერთან პირდაპირ კავშირშია დღევანდელი აქციებიც, რომლებსაც ზუსტად იგივე ხალხი აორგანიზებს, რომლებიც ომის რიტორიკით გამოირჩეოდნენ, სანქციებთან მიერთებისა და თვითმფრინავის ბორტების გაშვებისკენ მოგვიწოდებდნენ და ამ მოთხოვნებით, თებერვალ-მარტში საპროტესტო აქციებსაც აორგანიზებდნენ.

ზუსტად ეს ხალხი დაატრენინგა ომის დაწყებიდან მალევე ამერიკიდან ჩამოსულმა პიტერ აკერმანმა, რომელიც, როგორც ცნობილია, ამერიკის ოფიციალურ სტრუქტურებთანაც მჭიდროდ დაკავშირებული კაცი იყო.

იგივე ადამიანები, რომლებიც ენჯეოების ხაზით, თქვენგან იღებენ სოლიდურ დაფინანსებას, ორიოდე დღის წინაც რუსთაველზე იდგნენ და ბაკურიანის სცენარის მიხედვით, მთავრობის გადადგომის პოლიტიკურ მოთხოვნას აყენებდნენ. ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რატომ უნდა ფიქრობდეს კაცი ხელისუფლების გადატრიალებაზე, ალბათ, ბავშვისთვისაც ადვილი გამოსაცნობია: ყველაფერი ისევ იქითკენ მიდის, რისკენაც თებერვალ-მარტში ღიად მოგვიწოდებდნენ, ანუ ომისკენ.

ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ არ ემიჯნებით იმ ადამიანების მოთხოვნას მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შესახებ, რომლებსაც თქვენ აფინანსებთ. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ამ ადამიანების ქცევაზე ზემოქმედების სრული ბერკეტი გაქვთ. როგორც ცნობილია, ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. როდესაც ე.წ. ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნას არ ემიჯნებით, ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ სულ მცირე, ამ მოთხოვნას მხარს უჭერთ, უარეს შემთხვევაში კი, ისინი ფიქრობენ, რომ ეს მოთხოვნა, სულაც, თქვენი მოფიქრებულია. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, აუცილებელია, ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნასაც საჯაროდ და მკაფიოდ გაემიჯნოთ, რომ ქართველმა ხალხმა ამერიკაზე ცუდი არ იფიქროს.

ასევე, სრულიად გაუგებარია კანდიდატის თემის ხელოვნური ფორსირება. როგორც ცნობილია, კანდიდატის სტატუსთან არავითარი მატერიალური პრივილეგიები არ არის მიბმული და შესაბამისად, სამ და ექვს თვეში ამ სტატუსის არმიღებით საქართველო არაფერს კარგავს. ანუ თუ სტატუსს მივიღებთ, პრაქტიკულად ხელში არაფერი გვრჩება, ხოლო თუ სტატუსს ვერ მივიღებთ - ქვეყანას რევოლუციით კიდევ ერთხელ დაემუქრებიან. ასეთ დროს, ფორსირებას მხოლოდ ერთი მიზანი, რევოლუციური ფონის ხელოვნურად შექმნა შეიძლება ქონდეს. თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, ფორსირების კამპანიაში თქვენც აქტიურად ჩაერთეთ, რამაც საზოგადოებას დამატებითი კითხვები შეიძლება გაუჩინოს.

რაც მთავარია, დაუშვებელია, ხალხმა იფიქროს, რომ ხელისუფლებაში იმ ხალხის დაბრუნება გსურთ, რომელიც ძალაუფლების მოპოვებისთანავე საქართველოს ომში თვალდახუჭული ჩართავს.

აქვე გავიხსენებ, რომ, სამწუხაროდ, თქვენ დღემდე არც თქვენი ერთ-ერთი წინამორბედის, ამერიკის ყოფილი ელჩის, უილიამ კორტნის განცხადებას გაემიჯნეთ, რომელმაც თქვენს მიერ თავის დროზე ფილანტროპად წოდებული ბიძინა ივანიშვილი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ოლიგარქად მოიხსენია და დეოლიგარქიზაციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯი გაიმეორა.

„ქართული ოცნება“, თავის სტილში, თავს არიდებს ამ კითხვების დასმას და დარწმუნებული ვარ, ამას მომავალშიც მოერიდება. თუმცა, მე, როგორც საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრს და ამ ქვეყნის ერთ რიგით მოქალაქეს, თავი ვალდებულად მიმაჩნია, ეს კითხვები დაგისვათ.

იმედია, ჩემს კითხვებზე საჯარო და მკაფიო პასუხებს მივიღებ, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველოში ამერიკის იმიჯს უმძიმესი ზიანი არ მიადგეს. ქართველმა ხალხმა თუ დაიჯერა, რომ ამერიკას მთავრობის გადატრიალება და ხელისუფლებაში „ომის პარტიის“ მოყვანა სურს, რომელმაც ქვეყანა ომში და ბევრ სხვა უბედურებაში ერთხელ უკვე გახვია, მერწმუნეთ, საქართველოში „ამერიკულმა იდეამ“ სრული გაუფასურება შეიძლება განიცადოს. ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც თქვენი განცხადებები თუ დუმილი, რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“,- ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის წერილში.