"შეიძლება გეგმა თვითონ მიტინგზე დაიბადოს უეცრად, მიტინგი ჩატარდეს და იმ საღამოს ხელისუფლება გადადგეს", - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მურმან დუმბაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "რეზიუმეში“ განაცხადა.
დუმბაძის შეფასებით, პარტია "ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ ხალხი დაიღლება.
"დედამიწის ზურგზე არ არსებობს ადამიანი, რომელიც გაწერილ გეგმას გვეტყვის, შეიძლება ეს გეგმა თვითონ მიტინგზე დაიბადოს უეცრად, ხვალ მიტინგი ჩატარდეს და იმ საღამოს ხელისუფლება გადადგეს. სამეული: მოქალაქეების აქტიურობა, დასავლეთი, უკრაინაში მიმდინარე ვითარება, - სწრაფად მოიგებს უკრაინა, სწრაფად დასრულდება "ქართული ოცნება“. ეს გლობალური პროცესია, მხოლოდ რუსთაველის ქუჩის პროცესი არა.
ჩვენ გაცილებით მეტი ვართ, ვიდრე მივდივართ რუსთაველზე. რადგან ბიძინა ივანიშვილს, გინდა თუ არა, ამ მიტინგით უნდა გაგდება, ეს დღეც გაუთენდება. ძალიან ვწუხვარ, რომ გინდა თუ არ გინდა, [ივანიშვილს] პანღური მოუწიოს. უფრო ძლიერი პრესინგი, მეტი აქციები. არ უნდა დავიღალოთ. ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ მე დამღლის, ვერ დამღლის", - განაცხადა მურმან დუმბაძე.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმითვე, ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანო უნდა დატოვოს:
"სირცხვილიამ“ მიკროფონი რომ მომცეს, ცოტა მეტად წინ წავდგამ ნაბიჯს. საერთოდ, საქართველოს პარლამენტში არცერთი ოპოზიციონერი არ უნდა იყოს, უნდა დატოვოს პარლამენტი. უფრო მეტიც, საკრებულოებსაც დავტოვებდი. არ შეიძლება ამ ხალხთან თანამშრომლობა და თამაში“, - აღნიშნა დუმბაძემ.
30წელია ამ კაცს ვუსმენ, ჯერ ამის გაკეთებული სიკეთე( ქვეყნისათვის, თორემ თავისთვის უამრავი) არ მინახავს, დავიჯერო მიტინგზე დაბადებული იდეით წაიყვანს ქვეყანას წინ, ,,სირცხვილიასთან " ერთად?? ...მომკალი და არ მჯერს, რა ვქნა.
მიკროფონის მაგივრად სხვა რამე არ მოგაწოდონ