ოფიციალური პირების ინფორმაციით, უზბეკეთის ყარაყალპაკეთის ავტონომიურ რეგიონში გასულ კვირას დაწყებული საპროტესტო აქციებისას სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
ადგილობრივი პროკურატურის ინფორმაციით, 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
მედიის ცნობით, შეტაკებები უშიშროების ძალებთან მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა რეგიონის უფლების შეზღუდვა, რომ უზბეკეთს გამოეყოს, გააპროტესტეს.
ყარაყალპაკეთის ავტონომიურ რეგიონში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ეროვნული გვარდიის ინფორმაციით, რეგიონის დედაქალაქ ნუქუსში მომხდარი არეულობის შემდეგ, 516 ადამიანი დააკავეს, რის შემდეგაც ბევრი მათგანი გაათავისუფლეს.
პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ ადგილობრივ აეროპორტზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.
ინფორმაციისთვის, რეგიონში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ყარაყალპაკეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის აღწერილობიდან უნდა ამოეღოთ სიტყვა "სუვერენული“ და გაეუქმებინათ მუხლი, რომელიც ავტონომიურ რესპუბლიკას უზბეკეთიდან გასვლის უფლებას რთავს.