სამართალი
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუბარის, ხუნდაძისა და ყაველაშვილის ინფორმაციით, "ზელენსკი და არახამია რევოლუციური მიტინგის პერსონაჟები" იყვნენ
სუბარის, ხუნდაძისა და ყაველაშვილის ინფორმაციით, "ზელენსკი და არახამია რევოლუციური მიტინგის პერსონაჟები" იყვნენ

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ წა­სუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის, სო­ზარ სუ­ბა­რის, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძის და მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ზე­ლენ­სკი და არა­ხა­მია რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მი­ტინ­გის პერ­სო­ნა­ჟე­ბი იყ­ვნენ, რაც ასე­ვე პი­ტერ აკერ­მა­ნის სცე­ნა­რის ნა­წი­ლი იყო.

ამას­თან, დე­პუ­ტა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ერთ-ერთი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რის, მი­ხა­ელ გა­ლე­რის ფრა­ზი­დან, რომ თუ ივა­ნიშ­ვი­ლი პატ­რი­ო­ტია, ქვეყ­ნი­დან უნდა წა­ვი­დეს, იკი­თხე­ბა მი­ზა­ნი, რომ „ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ქარ­თვე­ლო უყ­ვართ, ქვე­ყა­ნას უნდა მო­შორ­დნენ და ქვეყ­ნის სა­და­ვე­ე­ბი უსამ­შობ­ლო და უღ­მერ­თო ხალ­ხს დარ­ჩეს“.

"ნაც­მოძ­რა­ო­ბის" რევ­კო­მს ორი ტერ­მი­ნი აკე­რია პირ­ზე: დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცია და დე­პო­ლა­რი­ზა­ცია. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეს ორი ტერ­მი­ნი ჯერ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ჩა­ი­წე­რა, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით ევ­რო­პუ­ლი კო­მი­სი­ის დას­კვნა­შიც გა­და­ი­ტა­ნეს. ეს ტერ­მი­ნე­ბი მათ მიერ მარ­ტი­ვად ითარ­გმნე­ბა: დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცია ნიშ­ნავს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლას, ხოლო დე­პო­ლა­რი­ზა­ცია - სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და გვა­რა­მი­ას ცი­ხი­დან გა­მოშ­ვე­ბას. რე­ვო­ლუ­ცი­ის­თვის ორი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სცე­ნა­რი იყო შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი: ერთი მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი და მე­ო­რე შე­და­რე­ბით გრძელ­ვა­დი­ა­ნი.

მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი სცე­ნა­რი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ზე იყო გათ­ვლი­ლი. ცნო­ბი­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ით და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უმ­ძი­მე­სი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს და ხალ­ხში ემო­ცი­უ­რი ფო­ნის შექ­მნას ამით შე­ე­ცად­ნენ. თუმ­ცა, მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი სცე­ნა­რი ჩა­ვარ­და და პირ­ველ ცდა­ზე რე­ვო­ლუ­ცია არ შედ­გა.

მე­ო­რე სცე­ნა­რი კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე არის გათ­ვლი­ლი. კან­დი­და­ტო­ბა­ზე უა­რის თქმით, შექ­მნეს გარ­კვე­უ­ლი ემო­ცი­უ­რი ფონი, რა­საც, მათი გათ­ვლით, უნდა მოყ­ვეს იმ ე.წ. რე­ფორ­მე­ბის თავს მოხ­ვე­ვა, რო­მელ­თა ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა და ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მი­სა­კუთ­რე­ბაა.

ერთ-ერთ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარს, მი­ხა­ელ გა­ლერს ათ­ქმე­ვი­ნეს კი­დეც, პარ­ტი­ე­ბი ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბის­თვის უნდა მო­ემ­ზა­დო­ნო. ანუ კი­დევ ერთხელ უნდა გაგ­ვიყ­ვა­ნონ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ჩარ­ჩო­დან და ხელი მოგ­ვა­წე­რი­ნონ პო­ლი­ტი­კურ შე­თან­ხმე­ბა­ზე, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ორი დამ­ნა­შა­ვე ცი­ხი­დან უნდა გა­მო­ვი­დეს და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ქვეყ­ნი­დან უნდა წა­ვი­დეს.

ამით უნ­დათ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გი მოგ­ვი­შა­ლონ და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა დაგ­ვა­კარ­გვი­ნონ, რისი დაშ­ვე­ბაც არაფ­რის ფა­სად არ შე­იძ­ლე­ბა. და­უშ­ვე­ბე­ლია იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან დაჯ­დო­მა, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მწი­ფოს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, არ­ცერთ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუტს არ ცნო­ბენ. იმა­ვე გა­ლერს ისიც ათ­ქმე­ვი­ნეს, ივა­ნიშ­ვი­ლი თუ პატ­რი­ო­ტია, ქვეყ­ნი­დან უნდა წა­ვი­დე­სო. გა­ლე­რის ამ ფრა­ზი­დან ნათ­ლად იკი­თხე­ბა მათი სუ­ლის­კვე­თე­ბა და მთა­ვა­რი მი­ზა­ნი: პატ­რი­ო­ტე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ქარ­თვე­ლო უყ­ვართ, ქვე­ყა­ნას უნდა მო­შორ­დნენ და ქვეყ­ნის სა­და­ვე­ე­ბი არა­პატ­რი­ო­ტებს, უსამ­შობ­ლო და უღ­მერ­თო ხალ­ხს უნდა დარ­ჩეს.

უსამ­შობ­ლო და უღ­მერ­თო ადა­მი­ა­ნე­ბი კი იმი­ტომ უნ­დათ, რომ ისი­ნი ნე­ბის­მი­ერ და­ვა­ლე­ბა­ზე მო­ა­წე­რენ ხელს. რაც მთა­ვა­რია, თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი და­ი­წყე­ბენ ომს, რაც მთე­ლი ამ სცე­ნა­რის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია. სწო­რედ ამის გამო იყ­ვნენ ზე­ლენ­სკი და არა­ხა­მია რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მი­ტინ­გის პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რაც, ასე­ვე, აკერ­მა­ნის სცე­ნა­რის ნა­წი­ლი იყო.

ფაქ­ტია, რომ სა­ქარ­თვე­ლო მხო­ლოდ სა­ომ­რად სჭირ­დე­ბათ და ქარ­თველ ხალ­ხს სა­ზარ­ბაზ­ნე ხორ­ცად გა­ნი­ხი­ლა­ვენ. კარ­გად ეს­მით, რომ არც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გა­ი­მე­ტებს ქვე­ყა­ნას და ხალ­ხს სა­ბე­დის­წე­რო ომის­თვის და არც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მოს­თხოვს მას ამის გა­კე­თე­ბას. სწო­რედ ამი­ტომ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სჭირ­დე­ბათ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნას გა­ნად­გუ­რე­ბის­თვის უპ­რობ­ლე­მოდ გა­ი­მე­ტე­ბენ. სწო­რედ ასე­თე­ბი არი­ან „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა“ და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ენ­ჯე­ო­ე­ბის ლი­დე­რე­ბი თუ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სა­ხე­ე­ბი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა ღარიბაშვილი
2

 მომწონს ეს ადამიანები ნამდვილი პატრიოტები და კარგი ადამიანები ბრძანდებიან უყვართ ქვეყანა და პატივს სცემენ ხალხს 

სიმართლე
120

ომი რომ დამთავრდება ზელენსკის საკუთარი ხალხი მიუჩენს ადგილს და არახამიაა თუ ჩაპაევი მასაც მიაყოლებენ...

ავტორი:

სუბარის, ხუნდაძისა და ყაველაშვილის ინფორმაციით, "ზელენსკი და არახამია რევოლუციური მიტინგის პერსონაჟები" იყვნენ

სუბარის, ხუნდაძისა და ყაველაშვილის ინფორმაციით, "ზელენსკი და არახამია რევოლუციური მიტინგის პერსონაჟები" იყვნენ

"ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ზელენსკი და არახამია რევოლუციური მიტინგის პერსონაჟები იყვნენ, რაც ასევე პიტერ აკერმანის სცენარის ნაწილი იყო.

ამასთან, დეპუტატების განცხადებით, ერთ-ერთი ევროპარლამენტარის, მიხაელ გალერის ფრაზიდან, რომ თუ ივანიშვილი პატრიოტია, ქვეყნიდან უნდა წავიდეს, იკითხება მიზანი, რომ „ადამიანები, რომლებსაც საქართველო უყვართ, ქვეყანას უნდა მოშორდნენ და ქვეყნის სადავეები უსამშობლო და უღმერთო ხალხს დარჩეს“.

"ნაცმოძრაობის" რევკომს ორი ტერმინი აკერია პირზე: დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია. შეგახსენებთ, რომ ეს ორი ტერმინი ჯერ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაიწერა, ხოლო მოგვიანებით ევროპული კომისიის დასკვნაშიც გადაიტანეს. ეს ტერმინები მათ მიერ მარტივად ითარგმნება: დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან წასვლას, ხოლო დეპოლარიზაცია - სააკაშვილისა და გვარამიას ციხიდან გამოშვებას. რევოლუციისთვის ორი ალტერნატიული სცენარი იყო შემუშავებული: ერთი მოკლევადიანი და მეორე შედარებით გრძელვადიანი.

მოკლევადიანი სცენარი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე იყო გათვლილი. ცნობილი რეზოლუციით და ევროპარლამენტარების განცხადებებით საქართველოს ხელისუფლებას უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს და ხალხში ემოციური ფონის შექმნას ამით შეეცადნენ. თუმცა, მოკლევადიანი სცენარი ჩავარდა და პირველ ცდაზე რევოლუცია არ შედგა.

მეორე სცენარი კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე არის გათვლილი. კანდიდატობაზე უარის თქმით, შექმნეს გარკვეული ემოციური ფონი, რასაც, მათი გათვლით, უნდა მოყვეს იმ ე.წ. რეფორმების თავს მოხვევა, რომელთა ერთადერთი მიზანი ხელისუფლების ცვლილება და ქართული სასამართლოს მისაკუთრებაა.

ერთ-ერთ ევროპარლამენტარს, მიხაელ გალერს ათქმევინეს კიდეც, პარტიები ახალი პოლიტიკური შეთანხმებისთვის უნდა მოემზადონო. ანუ კიდევ ერთხელ უნდა გაგვიყვანონ კონსტიტუციური ჩარჩოდან და ხელი მოგვაწერინონ პოლიტიკურ შეთანხმებაზე, რომლის საფუძველზეც ორი დამნაშავე ციხიდან უნდა გამოვიდეს და ბიძინა ივანიშვილი ქვეყნიდან უნდა წავიდეს.

ამით უნდათ კონსტიტუციური წესრიგი მოგვიშალონ და სახელმწიფოებრიობა დაგვაკარგვინონ, რისი დაშვებაც არაფრის ფასად არ შეიძლება. დაუშვებელია იმ ადამიანებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, რომლებიც სახელმწიფოს, ხელისუფლებას, არცერთ სახელმწიფო ინსტიტუტს არ ცნობენ. იმავე გალერს ისიც ათქმევინეს, ივანიშვილი თუ პატრიოტია, ქვეყნიდან უნდა წავიდესო. გალერის ამ ფრაზიდან ნათლად იკითხება მათი სულისკვეთება და მთავარი მიზანი: პატრიოტები, ადამიანები, რომლებსაც საქართველო უყვართ, ქვეყანას უნდა მოშორდნენ და ქვეყნის სადავეები არაპატრიოტებს, უსამშობლო და უღმერთო ხალხს უნდა დარჩეს.

უსამშობლო და უღმერთო ადამიანები კი იმიტომ უნდათ, რომ ისინი ნებისმიერ დავალებაზე მოაწერენ ხელს. რაც მთავარია, თვალდახუჭული დაიწყებენ ომს, რაც მთელი ამ სცენარის მთავარი მიზანია. სწორედ ამის გამო იყვნენ ზელენსკი და არახამია რევოლუციური მიტინგის პერსონაჟები, რაც, ასევე, აკერმანის სცენარის ნაწილი იყო.

ფაქტია, რომ საქართველო მხოლოდ საომრად სჭირდებათ და ქართველ ხალხს საზარბაზნე ხორცად განიხილავენ. კარგად ესმით, რომ არც ირაკლი ღარიბაშვილი გაიმეტებს ქვეყანას და ხალხს საბედისწერო ომისთვის და არც ბიძინა ივანიშვილი მოსთხოვს მას ამის გაკეთებას. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებაში სჭირდებათ ადამიანები, რომლებიც ქვეყანას განადგურებისთვის უპრობლემოდ გაიმეტებენ. სწორედ ასეთები არიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული ენჯეოების ლიდერები თუ სატელევიზიო სახეები“, - აღნიშნულია განცხადებაში.