სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტრაილერს არ ჰქონდა კონდიციონერი, არც სასმელი წყალი... უკეთესი ცხოვრებისთვის გზებს ეძებდნენ" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი აშშ-ში მანქანაში ნაპოვნ ათობით გარდაცვლილ მიგრანტზე
"ტრაილერს არ ჰქონდა კონდიციონერი, არც სასმელი წყალი... უკეთესი ცხოვრებისთვის გზებს ეძებდნენ" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი აშშ-ში მანქანაში ნაპოვნ ათობით გარდაცვლილ მიგრანტზე

ტე­ხა­სის შტა­ტის ქა­ლაქ სან ან­ტო­ნი­ოს გა­რე­უ­ბან­ში, მი­ტო­ვე­ბულ სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა­ში სულ მცი­რე 46 გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს, ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს. სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ 16 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ოთხი ბავ­შვი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

სან ან­ტო­ნიო, რო­მე­ლიც აშშ-მექ­სი­კის სა­ზღვრი­დან 250 კი­ლო­მეტრშია, მთა­ვა­რი სატ­რან­ზი­ტო გზაა ადა­მი­ა­ნე­ბით კონ­ტრა­ბან­დის­ტე­ბის­თვის.

ადა­მი­ა­ნე­ბით მო­ვაჭ­რე­ე­ბი ხში­რად იყე­ნე­ბენ სატ­ვირ­თო მან­ქა­ნებს უსა­ბუ­თო, არა­ლე­გა­ლი მიგ­რან­ტე­ბის გა­და­საყ­ვა­ნად.

"მათ ჰყავ­დათ ოჯა­ხე­ბი და სა­ვა­რა­უ­დოდ, უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის­თვის გზე­ბის პოვ­ნას ცდი­ლობ­დნენ. ეს სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დი­აა", - ამ­ბობს სან ან­ტო­ნი­ოს მერი.

ტრა­გი­კულ სუ­რათ­ზე ქა­ლა­ქის სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მაც ისა­უბ­რა.

"არ­ცერ­თი ჩვენ­გა­ნი არ მო­დის სამ­სა­ხურ­ში იმის წარ­მოდ­გე­ნით, რომ სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის გა­ღე­ბი­სას, ათო­ბით ცხე­დარს ნა­ხავს", - ამ­ბობს ის.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბილს, რო­მე­ლიც მძღოლ­მა მი­ა­ტო­ვა, არ ჰქონ­და კონ­დი­ცი­ო­ნე­რი და ასე­ვე იქ არც სას­მე­ლი წყა­ლი იყო. სან ან­ტო­ნი­ოს კლი­მა­ტი ზა­ფხუ­ლის თვე­ებ­ში სა­შინ­ლად ცხე­ლია, ორ­შა­ბათს, ტემ­პე­რა­ტუ­რა 40 გრა­დუსს აღ­წევ­და და სა­ვა­რა­უ­დოა, რომ გარ­დაც­ვლი­ლე­ბი სი­ცხე­სა და გა­უ­წყლო­ე­ბას ემსხვერ­პლნენ.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სამი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. მექ­სი­კის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, მარ­სე­ლო ებ­რარ­დმა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნილ­თა შო­რის ორი გვა­ტე­მა­ლე­ლია, და­ნარ­ჩე­ნე­ბის ეროვ­ნე­ბა კი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი, ედუ­არდ რე­ი­ნა ამ­ბობს, რომ ხში­რად ხე­დავს მიგ­რან­ტებს ზუს­ტად იმ ად­გი­ლას, სა­დაც სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა იპო­ვეს: "ვფიქ­რობ­დი, რომ ადრე თუ გვი­ან ვინ­მე და­შავ­დე­ბო­და. კარ­ტე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ისი­ნი შე­მოჰ­ყავთ, სა­ერ­თოდ არ ზრუ­ნა­ვენ მათ­ზე".

დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი, ედუ­არდ რე­ი­ნა

ტე­ხა­სის რეს­პუბ­ლი­კელ­მა გუ­ბერ­ნა­ტორ­მა, გრეგ ებოტ­მა მიგ­რან­ტე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში ჯო ბა­ი­დე­ნი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და თქვა, რომ "ეს მისი ღია სა­ზღვრე­ბის პო­ლი­ტი­კის მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი შე­დე­გია".

აშშ-ში მიგ­რა­ცია სა­და­ვო პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხია. მხო­ლოდ მა­ის­ში, 239 000 უსა­ბუ­თო მიგ­რან­ტი შე­ვი­და მექ­სი­კი­დან. ბევ­რი მათ­გა­ნი უკი­დუ­რე­სად სა­რის­კო და სა­ხი­ფა­თო მარ­შრუ­ტით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

ცენ­ტრა­ლურ ამე­რი­კა­ში სი­ღა­რი­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის­გან გაქ­ცე­ვის მიზ­ნით, ბევ­რი არა­ლე­გა­ლი მიგ­რან­ტი კონ­ტრა­ბან­დის­ტებს დიდ თან­ხას უხ­დის აშშ-ის სა­ზღვარ­ზე გა­და­საყ­ვა­ნად.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მახო
3

ხომ შეიძლება ემიგრანტების ქვეყანა ცივილიზებულ საემიგრაციო კანონებს აწესებდეს რომ ხალხი ღობეებზე არ ძვრებოდნენ,მაგრამ მაგისთვის ვის სცალია თბილისში სამი ცალი უკანალის მოყვარული ღირსეული არსებაა დასაცავი.

Pijama
50

ტრაილერში ხალხს რა უნდა? ეს არის იდიოტიზმი, ავტობუსში რომ მსხდარიყვნენ ხომ გადატჩებოდნენ.

ავტორი:

"ტრაილერს არ ჰქონდა კონდიციონერი, არც სასმელი წყალი... უკეთესი ცხოვრებისთვის გზებს ეძებდნენ" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი აშშ-ში მანქანაში ნაპოვნ ათობით გარდაცვლილ მიგრანტზე

"ტრაილერს არ ჰქონდა კონდიციონერი, არც სასმელი წყალი... უკეთესი ცხოვრებისთვის გზებს ეძებდნენ" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი აშშ-ში მანქანაში ნაპოვნ ათობით გარდაცვლილ მიგრანტზე

ტეხასის შტატის ქალაქ სან ანტონიოს გარეუბანში, მიტოვებულ სატვირთო მანქანაში სულ მცირე 46 გარდაცვლილი იპოვეს, ინფორმაციას BBC ავრცელებს. სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 16 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სან ანტონიო, რომელიც აშშ-მექსიკის საზღვრიდან 250 კილომეტრშია, მთავარი სატრანზიტო გზაა ადამიანებით კონტრაბანდისტებისთვის.

ადამიანებით მოვაჭრეები ხშირად იყენებენ სატვირთო მანქანებს უსაბუთო, არალეგალი მიგრანტების გადასაყვანად.

"მათ ჰყავდათ ოჯახები და სავარაუდოდ, უკეთესი ცხოვრებისთვის გზების პოვნას ცდილობდნენ. ეს საშინელი ტრაგედიაა", - ამბობს სან ანტონიოს მერი.

ტრაგიკულ სურათზე ქალაქის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმაც ისაუბრა.

"არცერთი ჩვენგანი არ მოდის სამსახურში იმის წარმოდგენით, რომ სატვირთო მანქანის გაღებისას, ათობით ცხედარს ნახავს", - ამბობს ის.

მისი ინფორმაციით, ავტომობილს, რომელიც მძღოლმა მიატოვა, არ ჰქონდა კონდიციონერი და ასევე იქ არც სასმელი წყალი იყო. სან ანტონიოს კლიმატი ზაფხულის თვეებში საშინლად ცხელია, ორშაბათს, ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევდა და სავარაუდოა, რომ გარდაცვლილები სიცხესა და გაუწყლოებას ემსხვერპლნენ.

სამართალდამცავებმა სამი ადამიანი დააკავეს. მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარსელო ებრარდმა განაცხადა, რომ საავადმყოფოში გადაყვანილთა შორის ორი გვატემალელია, დანარჩენების ეროვნება კი ჯერჯერობით უცნობია.

ერთ-ერთი ადგილობრივი, ედუარდ რეინა ამბობს, რომ ხშირად ხედავს მიგრანტებს ზუსტად იმ ადგილას, სადაც სატვირთო მანქანა იპოვეს: "ვფიქრობდი, რომ ადრე თუ გვიან ვინმე დაშავდებოდა. კარტელები, რომლებსაც ისინი შემოჰყავთ, საერთოდ არ ზრუნავენ მათზე".

დაცვის თანამშრომელი, ედუარდ რეინა

ტეხასის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა მიგრანტების გარდაცვალებაში ჯო ბაიდენი დაადანაშაულა და თქვა, რომ "ეს მისი ღია საზღვრების პოლიტიკის მომაკვდინებელი შედეგია".

აშშ-ში მიგრაცია სადავო პოლიტიკური საკითხია. მხოლოდ მაისში, 239 000 უსაბუთო მიგრანტი შევიდა მექსიკიდან. ბევრი მათგანი უკიდურესად სარისკო და სახიფათო მარშრუტით გადაადგილდებოდა.

ცენტრალურ ამერიკაში სიღარიბისა და ძალადობისგან გაქცევის მიზნით, ბევრი არალეგალი მიგრანტი კონტრაბანდისტებს დიდ თანხას უხდის აშშ-ის საზღვარზე გადასაყვანად.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა