პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მგონი, იუმორის დრო აღარაა! ნელ-თბილები ვეღარ ვიქნებით!" - როგორ ეხმიანებიან ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში?
"მგონი, იუმორის დრო აღარაა! ნელ-თბილები ვეღარ ვიქნებით!" - როგორ ეხმიანებიან ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში?

ევ­რო­პულ­მა საბ­ჭომ უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა, ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­ში, ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა აღი­ა­რა. ევ­რო­საბ­ჭო­ში აცხა­დე­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუსს მი­ი­ღებს, რო­გორც კი "პრი­ო­რი­ტე­ტებს შე­ას­რუ­ლებს."

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა და დიდი ნა­წი­ლი აკ­რი­ტი­კებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ისი­ნი თვლი­ან, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ის­ტო­რი­უ­ლი შან­სი გა­უშ­ვა ხე­ლი­დან, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. გთა­ვა­ზობთ გა­მოხ­მა­უ­რე­ბებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან:

გი­ორ­გი კე­პუ­ლა­ძე

რას გვი­ლო­ცავთ, ქო­ცე­ბო?! ხომ ხართ ჯან­მრთე­ლად?! სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე დღეა. სა­კუ­თა­რი ამომ­რჩე­ვე­ლი რო­გო­რი გგო­ნი­ათ, ვი­ცით, მაგ­რამ სხვე­ბიც ვართ ამ ქვე­ყა­ნა­ში და თვა­ლებ­ში ნა­ცარს ვერ შეგ­ვაყ­რით! მარ­თლა წევ­რო­ბას რომ დაგვპირ­დნენ 2008 წელს ნა­ტოს სა­მიტ­ზე, მაპ­ზე მა­გა­რი მოგ­ვცე­სო წლე­ბი ხუმ­რობ­დნენ ამა­ზე და ახლა რო­გორ ბე­დავთ, რომ ეს უმ­ძი­მე­სი ამ­ბა­ვი პო­ზი­ტი­ვად შე­მოგ­ვა­სა­ღოთ?!

ასევე დაგაინტერესებთ
07:39 / 24-06-2022

"საქართველოში მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა, მოუწოდებდა უფრო მეტი ევროპისთვის და ეს იქნება საფუძველი რეფორმებისთვის" - მაკრონი

07:58 / 24-06-2022

"კანდიდატის სტატუსს მიიღებთ მაშინვე, როცა დასახული პრიორიტეტები შესრულდება" - ევროპელი ლიდერების პირველი განცხადებები და შარლ მიშელის პოსტი ქართულ ენაზე

08:33 / 24-06-2022

"გამარჯვება, რომელსაც 30 წელი ველოდით... ამის შემდეგ მტერს დავამარცხებთ და დავისვენებთ" - როგორ ეხმაურება ზელენსკი ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებას?

08:43 / 24-06-2022

დღის ფოტო: "ეს ისეთი მაგარია, ვერაფერს დავამატებ" - უკრაინის ვიცე-პრემიერის ემოციები, როცა გაიგო, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია

ანა დო­ლი­ძე:

4ვ პრინ­ცი­პით მივ­დი­ვართ: - ვგლო­ვობთ-ვუშ­ვებთ ამათ-ვმუ­შა­ობთ-ვი­მარ­ჯვებთ

ინგა გრი­გო­ლია:

ვარ­სკვლა­ვე­ბის მო­წყვე­ტის ნაც­ვლად ჩი­ტე­ბის დევ­ნით ვართ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი და ამის შე­დე­გია დღე­ვან­დე­ლი დღე. პა­სუ­ხის მო­თხოვ­ნის ნაც­ვლად, ვღ­ლი­ცი­ნებთ(მეც!) და ასე, სი­ცილ-სი­ცილ­ში გვი­ტი­რეს დედა. მგო­ნი, იუ­მო­რის დრო აღა­რაა! ნელ-თბი­ლე­ბი ვე­ღარ ვიქ­ნე­ბით!

ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი:

გა­სა­ო­ცა­რი დე­მოკ­რა­ტი­ი­დან - ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მამ­დე და ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან - ქარ­თულ კოშ­მა­რამ­დე.

ბუბა კუ­და­ვა:

იმ ხალ­ხის მიკ­ვირს, ვი­საც ეს შე­დე­გი უკ­ვირს. ბავ­შვო­ბა­ში მა­თე­მა­ტი­კა­ში 3-იანი მა­ინც არ მი­გი­ღი­ათ?ფა­რი­სე­ველ-გულმჯი­ღო­სან-მო­სარ­გებ­ლე­ებს არ ვგუ­ლის­ხმობ. მათ ყვე­ლა­ფე­რი უწყი­ან, კარ­გა ხა­ნია.

ეკა კვე­სი­ტა­ძე:

თუ დღეს ამას მო­ვე­რი­ეთ, ხვალ ჩვენს გან­ვი­თა­რე­ბას ვე­ღა­რა­ფე­რი შე­ა­ჩე­რებს. არ გავ­ჩერ­დეთ. არ­ჩე­ვა­ნი რო­გორც არას­დროს ცხა­დია. ერთ მხა­რეს სიბ­ნე­ლე, ზი­ზღი, ბო­რო­ტე­ბა, სი­ღა­რი­ბე და ადა­მი­ა­ნე­ბის ჩაგ­ვრა პა­რა­ნო­ი­კი ოლი­გარ­ქის სა­ფე­ო­და­ლო­ში - მე­ო­რე მხა­რეს ჩვე­ნი შვი­ლე­ბის ნა­თე­ლი მო­მა­ვა­ლი ბრძო­ლა ბო­ლომ­დე უნდა მი­ვიყ­ვა­ნოთ!!!

ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი:

ვუ­ლო­ცავ უკ­რა­ი­ნელ და მოლ­დო­ველ ხალ­ხს! დრო ჩარ­თუ­ლია, აქ მე­სა­მე ვარ­სკვლა­ვი უნდა აინ­თოს 6 თვე­ში!!!

გიგი უგუ­ლა­ვა:

თით­ქოს პა­ტა­რა დე­ტა­ლი, მაგ­რამ მრავ­ლის მთქმე­ლი. შარლ მი­შე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­ში ქარ­თველ ხალ­ხს ულო­ცავს, - უკ­რა­ი­ნა, მოლ­დო­ვას შემ­თხვე­ვა­ში კი ხალ­ხს და ქვეყ­ნის მმარ­თველ პი­რებს ზე­ლენ­სკი­სა და სან­დუს. ამ ჩვე­ნი ბე­დოვ­ლა­თი ჰა­კი­მის ხსე­ნე­ბაც კი სძაგთ. სა­დამ­დე მი­ვე­დით.

ლადო აფხა­ზა­ვა:

ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, ამ­ბო­ბენ ბრძე­ნი კა­ცი­აო. ჰოდა მე, ამ ქვეყ­ნის რი­გი­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი, გთხოვთ, მი­ი­ღოთ ბრძნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. მე მზად ვარ, ჩემი სი­ცო­ცხლე შევ­წი­რო ჩემი ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას!

იცო­დეთ, ტყვია არ ამა­ცი­ლოთ, პირ­და­პირ გულ­ში უნდა გა­მარ­ტყათ! წინ ევ­რო­პის­კენ! შინ ევ­რო­პის­კენ!

მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ბრავო ამხანაგებო!!
1

ბრავო!!!ჩემი მქუხარე აპლოდისმენტები "სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს"- ნაცებს და ქოცებს,რომლებმაც შეძლეს და ერთმანეთში სკამებისთვის და ძალაუფლებისთვის ბრძოლას გადააყოლეს საქართველოს მომავალი.თითებს გაუფრთხილდით ეხლა,ერთმანეთისკენ შვერის დროს არაფერს წაარტყათ და იტკინოთ.ახლა მაგაზე არ გვანერვიულოთ ქართველი ხალხი

დავით 67
13

ძალიან დამწყდა გული. ისეთი შეგრძნება მაქვს შინ ევროპისკენ კი არა წინ რუსეთისკენ უფრო გამოგვდის. მიუხედავად იმისა რომ ოკუპანტ ქვეყანაში ვცხოვრობდი, მაინც დიდ შეცდომად ვთვლი ბოლო 2 წელს. დაბრუნებას ვგულისხმობ. ავტორიტარიზმი და ბიძინიზმი ერთიდაიგივეა. მთელი საქართველო ერთ დიდ ციხედ გადაიქცა. 

ავტორი:

"მგონი, იუმორის დრო აღარაა! ნელ-თბილები ვეღარ ვიქნებით!" - როგორ ეხმიანებიან ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში?

"მგონი, იუმორის დრო აღარაა! ნელ-თბილები ვეღარ ვიქნებით!" - როგორ ეხმიანებიან ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში?

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, ქვეყნის ევროპული პერსპექტივა აღიარა. ევროსაბჭოში აცხადებენ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიიღებს, როგორც კი "პრიორიტეტებს შეასრულებს."

გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა და დიდი ნაწილი აკრიტიკებს ხელისუფლებას. ისინი თვლიან, რომ საქართველომ ისტორიული შანსი გაუშვა ხელიდან, რაც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. გთავაზობთ გამოხმაურებებს სოციალური ქსელიდან:

გიორგი კეპულაძე

რას გვილოცავთ, ქოცებო?! ხომ ხართ ჯანმრთელად?! საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა. საკუთარი ამომრჩეველი როგორი გგონიათ, ვიცით, მაგრამ სხვებიც ვართ ამ ქვეყანაში და თვალებში ნაცარს ვერ შეგვაყრით! მართლა წევრობას რომ დაგვპირდნენ 2008 წელს ნატოს სამიტზე, მაპზე მაგარი მოგვცესო წლები ხუმრობდნენ ამაზე და ახლა როგორ ბედავთ, რომ ეს უმძიმესი ამბავი პოზიტივად შემოგვასაღოთ?!

ანა დოლიძე:

4ვ პრინციპით მივდივართ: - ვგლოვობთ-ვუშვებთ ამათ-ვმუშაობთ-ვიმარჯვებთ

ინგა გრიგოლია:

ვარსკვლავების მოწყვეტის ნაცვლად ჩიტების დევნით ვართ დაკავებულები და ამის შედეგია დღევანდელი დღე. პასუხის მოთხოვნის ნაცვლად, ვღლიცინებთ(მეც!) და ასე, სიცილ-სიცილში გვიტირეს დედა. მგონი, იუმორის დრო აღარაა! ნელ-თბილები ვეღარ ვიქნებით!

ნათია მეზვრიშვილი:

გასაოცარი დემოკრატიიდან - ავტორიტარიზმამდე და ქართული ოცნებიდან - ქართულ კოშმარამდე.

ბუბა კუდავა:

იმ ხალხის მიკვირს, ვისაც ეს შედეგი უკვირს. ბავშვობაში მათემატიკაში 3-იანი მაინც არ მიგიღიათ?ფარისეველ-გულმჯიღოსან-მოსარგებლეებს არ ვგულისხმობ. მათ ყველაფერი უწყიან, კარგა ხანია.

ეკა კვესიტაძე:

თუ დღეს ამას მოვერიეთ, ხვალ ჩვენს განვითარებას ვეღარაფერი შეაჩერებს. არ გავჩერდეთ. არჩევანი როგორც არასდროს ცხადია. ერთ მხარეს სიბნელე, ზიზღი, ბოროტება, სიღარიბე და ადამიანების ჩაგვრა პარანოიკი ოლიგარქის საფეოდალოში - მეორე მხარეს ჩვენი შვილების ნათელი მომავალი ბრძოლა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ!!!

ბიძინა კულუმბეგოვი:

ვულოცავ უკრაინელ და მოლდოველ ხალხს! დრო ჩართულია, აქ მესამე ვარსკვლავი უნდა აინთოს 6 თვეში!!!

გიგი უგულავა:

თითქოს პატარა დეტალი, მაგრამ მრავლის მთქმელი. შარლ მიშელი საქართველოს შემთხვევაში ქართველ ხალხს ულოცავს, - უკრაინა, მოლდოვას შემთხვევაში კი ხალხს და ქვეყნის მმართველ პირებს ზელენსკისა და სანდუს. ამ ჩვენი ბედოვლათი ჰაკიმის ხსენებაც კი სძაგთ. სადამდე მივედით.

ლადო აფხაზავა:

ბატონო ბიძინა, ამბობენ ბრძენი კაციაო. ჰოდა მე, ამ ქვეყნის რიგითი მასწავლებელი, გთხოვთ, მიიღოთ ბრძნული გადაწყვეტილება, საქართველოსთვის. მე მზად ვარ, ჩემი სიცოცხლე შევწირო ჩემი ქვეყნის თავისუფლებას!

იცოდეთ, ტყვია არ ამაცილოთ, პირდაპირ გულში უნდა გამარტყათ! წინ ევროპისკენ! შინ ევროპისკენ!

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"