სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაოგნებული ვარ! მინდა, ბრიუსელში სხვა გზავნილი გავაგზავნო: ეს არ არის საქართველო, ეს არ არის მოსახლეობის ნება" - პრეზიდენტი პარლამენტის პლენარულ სხდომას მწვავედ აკრიტიკებს
"გაოგნებული ვარ! მინდა,  ბრიუსელში სხვა გზავნილი გავაგზავნო: ეს არ არის საქართველო, ეს არ არის მოსახლეობის ნება" - პრეზიდენტი პარლამენტის პლენარულ სხდომას მწვავედ აკრიტიკებს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე პარ­ლა­მენ­ტის დღე­ვან­დე­ლი პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კა და აღ­ნიშ­ნა, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ბრი­უს­ლე­ში ნე­გა­ტი­უ­რი გზავ­ნი­ლე­ბი გა­აგ­ზავ­ნა.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, დღე­ვან­დე­ლი დღით გა­ოგ­ნე­ბუ­ლია და სურს, ბრი­უ­სელ­ში "სხვა გზავ­ნი­ლე­ბი გა­აგ­ზავ­ნოს".

"მე მგო­ნი, მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა, ვინც მო­ის­მი­ნა, გა­ოგ­ნე­ბუ­ლია დღე­ვან­დე­ლი დღით და მეც ვარ გა­ოგ­ნე­ბუ­ლი და მე მინ­და, აქე­დან გა­ვაგ­ზავ­ნო ბრი­უ­სელ­ში სხვა გზავ­ნი­ლი, რომ ეს არ არის სა­ქარ­თვე­ლო, ეს არ არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ნება, ეს არ ვიცი რას წარ­მო­ად­გენს, ნებ­სით ხდე­ბა თუ უნებ­ლი­ედ, ეს სა­გან­გე­ბოდ არის გა­კე­თე­ბუ­ლი, უკვე მე ამა­ზე პა­სუ­ხი აღარ მაქვს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

პრე­ზი­დენ­ტის შე­ფა­სე­ბით, პარ­ლა­მენ­ტმა დღეს აჩ­ვე­ნა და­პი­რის­პი­რე­ბა და ერ­თმა­ნე­თის გა­უ­ტან­ლო­ბა.

"სრუ­ლი­ად შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვარ იმის გამო, რაც მო­ვის­მი­ნე პარ­ლა­მენ­ტში. რაც პარ­ლა­მენ­ტში და­ვი­ნა­ხე, არის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო იმი­სა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ აჩ­ვე­ნა. თავ­შე­კა­ვე­ბა, ზრდი­ლო­ბა, ერ­თმა­ნე­თის პა­ტი­ვის­ცე­მა. პარ­ლა­მენ­ტმა სა­პი­რის­პი­რო აჩ­ვე­ნა - და­პი­რის­პი­რე­ბა, ლან­ძღვა, ერ­თმა­ნე­თის გა­უ­ტან­ლო­ბა, არ­მოს­მე­ნა. ყვე­ლა­ფე­რი, რაც შე­იძ­ლე­ბო­და გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ჩვე­ნი უარ­ყო­ფი­თი სა­ხის შე­სა­ხებ, დღეს ვაჩ­ვე­ნეთ. ამას და­ე­მა­ტა პრე­მი­ე­რის გა­მოს­ვლა, რო­მე­ლიც იყო ისე­თი, თუ რა­ი­მე გა­მოს­ვლა შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო, რაც ბრი­უ­სე­ლის­კენ გა­აგ­ზავ­ნი­და ნე­გა­ტი­ურ სუ­რათს და ნე­გა­ტი­ურ გზავ­ნილს - თურ­მე ყვე­ლა­ზე კარ­გე­ბი ვართ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­ვა­კე­თეთ, არა­ფე­რი არ გვი­ჭირს, ვართ ბევ­რად უკე­თე­სე­ბი, ვიდ­რე თქვე­ნი უკ­რა­ი­ნა და თქვე­ნი მოლ­დო­ვა, ვერ გა­ვი­გეთ რა­ტომ არი­ან ისი­ნი ჩვენ­ზე წინ, ეს ალ­ბათ იმი­ტომ, რომ თქვენ ომი არ გინ­დო­დათ და ჩვენ ომი გვინ­და - ეს არის აბ­სურ­დი და თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით ძა­ლი­ან შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ყვე­ლამ ერ­თად წლის ბო­ლომ­დე ყვე­ლა გზავ­ნი­ლი, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თაა, უნდა შე­ას­რუ­ლოს.

"რო­დე­საც ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის­გან ესო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ელო­დე­ბი, რო­გორც მი­ნი­მუმ, ორი რამ მო­გე­თხო­ვე­ბა: ერთი, რომ შენი ხალ­ხის ხმა გა­ი­გო­ნო (რაც ნე­ბის­მი­ერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­ე­თხო­ვე­ბა); მე­ო­რე - გა­ი­გო, რას ელო­დე­ბა შენ­გან პარტნი­ო­რე­ბის თავ­შეყ­რა, რო­მე­ლიც ზეგ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს. პარტნი­ო­რე­ბი ელო­დე­ბოდ­ნენ ერთ მარ­ტივ რა­მეს, რომ გა­მოთ­ქმუ­ლი­ყო პო­ლი­ტი­კუ­რი ნება, რომ კი ჩვენ წა­ვი­კი­თხეთ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ამას გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ფერს ასე თა­ვის­თა­ვად მი­ვი­ღებთ, მაგ­რამ ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენ და ყვე­ლა ერ­თად არა პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლად და არა და­პი­რის­პი­რე­ბით ყვე­ლამ ერ­თად ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ წლის ბო­ლოს შე­ვას­რუ­ლოთ ის, რაც არის ჩვენს მი­მართ გზავ­ნი­ლი, რომ თქვენ თუ გა­დად­გამთ რამ­დე­ნი­მე ნა­ბიჯს მა­ინც და პო­ლი­ტი­კუ­რი ნება გა­მოჩ­ნდე­ბა, თქვენც მი­ი­ღებთ კან­დი­და­ტის სტა­ტუსს.

მე მგო­ნი მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა, ვინც მო­ის­მი­ნა, გა­ოგ­ნე­ბუ­ლია დღე­ვან­დე­ლი დღით, და მეც ვარ გა­ოგ­ნე­ბუ­ლი და მე მინ­და, რომ აქე­დან გა­ვაგ­ზავ­ნო ბრი­უ­სელ­ში სხვა გზავ­ნი­ლი, რომ ეს არ არის სა­ქარ­თვე­ლო, ეს არ არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ნება, ეს არ ვიცი რას წარ­მო­ად­გენს ნებ­სით ხდე­ბა თუ უნებ­ლი­ედ, ეს სა­გან­გე­ბოდ არის გა­კე­თე­ბუ­ლი, უკვე მე ამა­ზე პა­სუ­ხი აღარ მაქვს.

შე­მიძ­ლია ერ­თა­დერ­თი რამ ვთქვა, რომ მე დღეს შევ­ხვდი აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის პლატ­ფორ­მას, რო­მე­ლიც არის ევ­რო­კავ­შირ­ში მი­ღე­ბუ­ლი პლატ­ფორ­მა და მათ­თან ერ­თად შევ­თან­ხმდით, რომ ახლა დავ­სა­ხავთ რო­გო­რი უნდა იყოს პრო­ცე­სი და ამ პრო­ცეს­ში რო­გო­რი უნდა იყოს მათი ჩარ­თუ­ლო­ბა, ჩემი ჩარ­თუ­ლო­ბა, რომ ჩვენ ამ პრო­ცე­სის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი, მო­ნი­ტო­რე­ბი ვი­ყოთ, რომ არ და­ვუშ­ვათ, რომ კი­დევ ერთხელ ამ 6 თვე­ში ხე­ლი­დან გაგ­ვაშ­ვე­ბი­ნონ, ის, რაც არის უზარ­მა­ზა­რი შან­სი სა­ქარ­თვე­ლო­სი“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
1

დაოკდით რა, ცოტა! ნატოს წევრი თურქეთი მგონი 30 წელია კანდიდატია,... ბოლოს მონტენეგრო ანუ ჩერნიგორია მიიღეს კანდიდატად, 2010 წლის მაისში და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2012 წელს დაიწყო. ალბათ 2025 წელს მიგიღებთო, ჰპირდებოდნენ...ჯერ არ მიუღიათ :) სერბეთმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 2009 წელს გააკეთა და 2012 წელს კანდიდატი სტატუსი მიიღო. წევრი ჯერ არაა, ასე რომ დაოკდით ცოტა

კახა
0

უნებურადგალაქტიონი გამახსენდა მისი ლექსიდან ნაწყვეტით: ....,, იყოს ავტო, მოტო ველო, მიდოდე და ფიქრობდე ეს არ არის საქართველო" :)

ავტორი:

"გაოგნებული ვარ! მინდა, ბრიუსელში სხვა გზავნილი გავაგზავნო: ეს არ არის საქართველო, ეს არ არის მოსახლეობის ნება" - პრეზიდენტი პარლამენტის პლენარულ სხდომას მწვავედ აკრიტიკებს

"გაოგნებული ვარ! მინდა,  ბრიუსელში სხვა გზავნილი გავაგზავნო: ეს არ არის საქართველო, ეს არ არის მოსახლეობის ნება" - პრეზიდენტი პარლამენტის პლენარულ სხდომას მწვავედ აკრიტიკებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსლეში ნეგატიური გზავნილები გააგზავნა.

პრეზიდენტის თქმით, დღევანდელი დღით გაოგნებულია და სურს, ბრიუსელში "სხვა გზავნილები გააგზავნოს".

"მე მგონი, მთელი მოსახლეობა, ვინც მოისმინა, გაოგნებულია დღევანდელი დღით და მეც ვარ გაოგნებული და მე მინდა, აქედან გავაგზავნო ბრიუსელში სხვა გზავნილი, რომ ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ნება, ეს არ ვიცი რას წარმოადგენს, ნებსით ხდება თუ უნებლიედ, ეს საგანგებოდ არის გაკეთებული, უკვე მე ამაზე პასუხი აღარ მაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის შეფასებით, პარლამენტმა დღეს აჩვენა დაპირისპირება და ერთმანეთის გაუტანლობა.

"სრულიად შეშფოთებული ვარ იმის გამო, რაც მოვისმინე პარლამენტში. რაც პარლამენტში დავინახე, არის საწინააღმდეგო იმისა, რაც საზოგადოებამ აჩვენა. თავშეკავება, ზრდილობა, ერთმანეთის პატივისცემა. პარლამენტმა საპირისპირო აჩვენა - დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა, არმოსმენა. ყველაფერი, რაც შეიძლებოდა გვეჩვენებინა ჩვენი უარყოფითი სახის შესახებ, დღეს ვაჩვენეთ. ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა, რომელიც იყო ისეთი, თუ რაიმე გამოსვლა შეიძლება ყოფილიყო, რაც ბრიუსელისკენ გააგზავნიდა ნეგატიურ სურათს და ნეგატიურ გზავნილს - თურმე ყველაზე კარგები ვართ, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი არ გვიჭირს, ვართ ბევრად უკეთესები, ვიდრე თქვენი უკრაინა და თქვენი მოლდოვა, ვერ გავიგეთ რატომ არიან ისინი ჩვენზე წინ, ეს ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ომი არ გინდოდათ და ჩვენ ომი გვინდა - ეს არის აბსურდი და თავისი შინაარსით ძალიან შეურაცხმყოფელი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ყველამ ერთად წლის ბოლომდე ყველა გზავნილი, რაც საქართველოს მიმართაა, უნდა შეასრულოს.

"როდესაც ჩვენი პარტნიორებისგან ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ელოდები, როგორც მინიმუმ, ორი რამ მოგეთხოვება: ერთი, რომ შენი ხალხის ხმა გაიგონო (რაც ნებისმიერ ხელისუფლებას მოეთხოვება); მეორე - გაიგო, რას ელოდება შენგან პარტნიორების თავშეყრა, რომელიც ზეგ გადაწყვეტილებას მიიღებს. პარტნიორები ელოდებოდნენ ერთ მარტივ რამეს, რომ გამოთქმულიყო პოლიტიკური ნება, რომ კი ჩვენ წავიკითხეთ რეკომენდაციები ამას გავაანალიზებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს ასე თავისთავად მივიღებთ, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენ და ყველა ერთად არა პოლარიზებულად და არა დაპირისპირებით ყველამ ერთად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ წლის ბოლოს შევასრულოთ ის, რაც არის ჩვენს მიმართ გზავნილი, რომ თქვენ თუ გადადგამთ რამდენიმე ნაბიჯს მაინც და პოლიტიკური ნება გამოჩნდება, თქვენც მიიღებთ კანდიდატის სტატუსს.

მე მგონი მთელი მოსახლეობა, ვინც მოისმინა, გაოგნებულია დღევანდელი დღით, და მეც ვარ გაოგნებული და მე მინდა, რომ აქედან გავაგზავნო ბრიუსელში სხვა გზავნილი, რომ ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ნება, ეს არ ვიცი რას წარმოადგენს ნებსით ხდება თუ უნებლიედ, ეს საგანგებოდ არის გაკეთებული, უკვე მე ამაზე პასუხი აღარ მაქვს.

შემიძლია ერთადერთი რამ ვთქვა, რომ მე დღეს შევხვდი აღმოსავლეთ პარტნიორობის არასამთავრობო სექტორის პლატფორმას, რომელიც არის ევროკავშირში მიღებული პლატფორმა და მათთან ერთად შევთანხმდით, რომ ახლა დავსახავთ როგორი უნდა იყოს პროცესი და ამ პროცესში როგორი უნდა იყოს მათი ჩართულობა, ჩემი ჩართულობა, რომ ჩვენ ამ პროცესის ხელმძღვანელები, მონიტორები ვიყოთ, რომ არ დავუშვათ, რომ კიდევ ერთხელ ამ 6 თვეში ხელიდან გაგვაშვებინონ, ის, რაც არის უზარმაზარი შანსი საქართველოსი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ: