სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს სირცხვილი, ამოსული მუწუკი, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი, უნდა იქნას მოშორებული" - ლევან ბერძენიშვილი
"საქართველოს სირცხვილი, ამოსული მუწუკი, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი, უნდა იქნას მოშორებული" - ლევან ბერძენიშვილი

"სა­ქარ­თვე­ლოს სირ­ცხვი­ლი, ამო­სუ­ლი მუ­წუ­კი, რო­მელ­საც ჰქვია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, უნდა იქ­ნას მო­შო­რე­ბუ­ლი", - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კოს­მა ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, რო­დე­საც შე­ა­ფა­სა 20 ივ­ნისს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თუ­ლი აქ­ცია „შინ ევ­რო­პის­კენ“.

რო­გორც ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, 20 ივ­ნისს, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მხარ­და­სა­ჭერ აქ­ცი­ა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს აჩ­ვე­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ დათ­მობს ევ­რო­პულ პერ­სპექ­ტი­ვას.

„ევ­რო­პუ­ლი შე­ფა­სე­ბით, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის 2-ზე უნდა გა­ამ­რავ­ლო, იყო 60 000 კაცი. დღეს კი, „ალ­ჯა­ზი­რა“, „ფრანს პრე­სი“, „ ლე მონ­დი“, „ბი­ბი­სი“ - სა­ერ­თსო­რი­სო მე­დია იუ­წყე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნება პრო­და­სავ­ლუ­რო­ბი­სა არის უწყვე­ტი და ეს მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას.

ევ­რო­პა გვე­უბ­ნე­ბა, თქვე­ნი ად­გი­ლი ჩვენ­თან არის, თქვენ გაქვთ პერ­სპექ­ტი­ვა, კან­დი­და­ტო­ბის ნამ­დვი­ლი შან­სი ექვს თქვე­ში, ამის­თვის კი, სა­ჭი­როა, რომ მი­ხე­დოთ თქვენს მთავ­რო­ბას. ისი­ნი ჩვენ დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან იმით, თუ გას­ცე­მენ სან­ქცი­ებს არამ­ხო­ლოდ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე, არა­მედ მთელ ჩვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, რო­მელ­მაც და­ან­გრია ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა, მო­ა­ტყუა შარლ მი­შე­ლი, და­ხია მისი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, გა­და­აგ­დო მთე­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, მსოფ­ლიო“, - გა­ნა­ცხა­და ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ქარ­თველ­მა ხალ­ხმა აჩ­ვე­ნა ძა­ლი­ან ურ­ყე­ვი ნება, 20 ივ­ნი­სის აქ­ცი­ას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და.

„ჩვენ ვი­ცით, რომ ეს ვერ იქ­ნე­ბო­და მხო­ლოდ ორ­გა­ნი­ზე­ბის ამ­ბა­ვი, ეს არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ამ­ბა­ვი. რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა სა­გა­რეო მი­მარ­თუ­ლე­ბას, რუ­სე­თი თუ ევ­რო­პა, ევ­რო­კავ­ში­რი თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი - ქარ­თველ ხალ­ხს ყო­ველ­თვის აქვს სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი შე­იძ­ლე­ბა გა­აკ­რი­ტი­კო მა­გა­ლი­თად, იმი­სათ­ვის, რომ არ­ჩევ­ნებ­ზე არ მი­დის ან ერთი იდე­ის გამო მე­ო­რე იდე­ა­ში ვარ­დე­ბი­ან ხოლ­მე, მაგ­რამ იმის გამო, რომ ჩვენ არ ვი­ცით, რუ­სეთ­თან გვინ­და, თუ ევ­რო­პას­თან, ჩვე­ნი გაკ­რი­ტი­კე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. გუ­შინ „ალტ ინ­ფომ“, ან რო­მე­ლი­მე მსგავ­სმა ჯგუფ­მა გა­ჭა­ჭა­ნე­ბაც კი ვერ გა­ბე­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი არის ნი­შა­ნი, რაც უნდა გა­ი­გოს ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. სად იყო ამ დროს, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი? ყა­ტარ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ას, რაც ის­მო­და სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ გა­ცე­მულ რე­კო­მენ­და­ცი­ა­ში, ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ეს არის მო­თხოვ­ნა იმი­სა, რომ „რო­გორ­ღაც ჩა­მო­ა­შო­როთ ივა­ნიშ­ვი­ლიო და რო­გორ გა­ვა­კე­თებთ ამას, ეს გა­მოჩ­ნდე­ბა იმის მი­ხედ­ვით, იქ რო­გორ დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან. ჩვენ ამა­ში გვჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა“.

მკითხველის კომენტარები / 101 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
0

და შენ-ძეგლი სიცოცხლეშივე???

ავთო
0

არარაობა, ძირმაგარა,კგბს აგენტი, ნუ ყველაფერი ხარ ....

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"საქართველოს სირცხვილი, ამოსული მუწუკი, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი, უნდა იქნას მოშორებული" - ლევან ბერძენიშვილი

"საქართველოს სირცხვილი, ამოსული მუწუკი, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი, უნდა იქნას მოშორებული" - ლევან ბერძენიშვილი

"საქართველოს სირცხვილი, ამოსული მუწუკი, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი, უნდა იქნას მოშორებული", - ამის შესახებ პოლიტიკოსმა ლევან ბერძენიშვილმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როდესაც შეაფასა 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია „შინ ევროპისკენ“.

როგორც ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, 20 ივნისს, ევროინტეგრაციის მხარდასაჭერ აქციაზე საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილს აჩვენა, რომ საქართველო არ დათმობს ევროპულ პერსპექტივას.

„ევროპული შეფასებით, რომელიც ყოველთვის 2-ზე უნდა გაამრავლო, იყო 60 000 კაცი. დღეს კი, „ალჯაზირა“, „ფრანს პრესი“, „ ლე მონდი“, „ბიბისი“ - საერთსორისო მედია იუწყება, რომ საქართველოს ნება პროდასავლურობისა არის უწყვეტი და ეს მოახდენს გავლენას.

ევროპა გვეუბნება, თქვენი ადგილი ჩვენთან არის, თქვენ გაქვთ პერსპექტივა, კანდიდატობის ნამდვილი შანსი ექვს თქვეში, ამისთვის კი, საჭიროა, რომ მიხედოთ თქვენს მთავრობას. ისინი ჩვენ დაგვეხმარებიან იმით, თუ გასცემენ სანქციებს არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილზე, არამედ მთელ ჩვენ ხელისუფლებაზე, რომელმაც დაანგრია ჩვენი ევროპული პერსპექტივა, მოატყუა შარლ მიშელი, დახია მისი ხელშეკრულება, გადააგდო მთელი ქართველი ხალხი, მსოფლიო“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალიან ურყევი ნება, 20 ივნისის აქციას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს ვერ იქნებოდა მხოლოდ ორგანიზების ამბავი, ეს არის ქართველი ხალხის ამბავი. როდესაც საქმე ეხება საგარეო მიმართულებას, რუსეთი თუ ევროპა, ევროკავშირი თუ ბიძინა ივანიშვილი - ქართველ ხალხს ყოველთვის აქვს სწორი არჩევანი. ქართველი ხალხი შეიძლება გააკრიტიკო მაგალითად, იმისათვის, რომ არჩევნებზე არ მიდის ან ერთი იდეის გამო მეორე იდეაში ვარდებიან ხოლმე, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ არ ვიცით, რუსეთთან გვინდა, თუ ევროპასთან, ჩვენი გაკრიტიკება არ შეიძლება. გუშინ „ალტ ინფომ“, ან რომელიმე მსგავსმა ჯგუფმა გაჭაჭანებაც კი ვერ გაბედა. ეს ყველაფერი არის ნიშანი, რაც უნდა გაიგოს ჩვენმა საზოგადოებამ. სად იყო ამ დროს, ირაკლი ღარიბაშვილი? ყატარში“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, რაც ისმოდა საქართველოს მიმართ ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციაში, ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, ეს არის მოთხოვნა იმისა, რომ „როგორღაც ჩამოაშოროთ ივანიშვილიო და როგორ გავაკეთებთ ამას, ეს გამოჩნდება იმის მიხედვით, იქ როგორ დაგვეხმარებიან. ჩვენ ამაში გვჭირდება დახმარება“.