საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამის დღის აღსანიშნავად მზიურში გასართობ-ინტელექტუალური თამაში "მამაენა“ გაიმართა
მამის დღის აღსანიშნავად მზიურში გასართობ-ინტელექტუალური თამაში "მამაენა“ გაიმართა

19 ივ­ნისს მა­მის დღე სა­ქარ­თვე­ლო­ში წელს მეშ­ვი­დედ აღ­ნიშ­ნეს. თბი­ლის­ში, მზი­უ­რის პარკში, მა­მე­ბი­სა და შვი­ლე­ბის­თვის გა­სარ­თობ-ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­ში "მა­მა­ე­ნა“ ჩა­ტარ­და.

პრო­ექ­ტში 100-მდე გუნ­დი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. თა­მაშ­ში მო­ნა­წი­ლე მა­მებ­სა და შვი­ლებს ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით მზი­უ­რის პარკში და­მა­ლუ­ლი მი­ნიშ­ნე­ბე­ბი უნდა ეპო­ვათ და მთა­ვა­რი გა­სა­ღე­ბის­თვის მი­ეგ­ნოთ.

ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის (UNFPA) სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია Care Together-ის ინი­ცი­ა­ტი­ვით, კამ­პა­ნი­ის "კა­ცე­ბი ზრუ­ნა­ვენ“ ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თა. წელს პრო­ექ­ტის ერთ-ერთი მხარ­დამ­ჭე­რი "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი“ იყო.

გა­სარ­თობ-ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ თა­მაშ­ში 2 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი წყვი­ლი გა­მოვ­ლინ­და, რო­მელ­თაც სა­ჩუქ­რად "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ ვა­უ­ჩე­რე­ბი გა­და­ე­ცათ.

"გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა "თე­გე­ტას“ კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა და რა თქმა უნდა, სი­ა­მოვ­ნე­ბით გავ­ხდით კამ­პა­ნი­ის "კა­ცე­ბი ზრუ­ნა­ვენ“ პარტნი­ო­რი. გვი­ხა­რია, რომ გუნდში "მა­მა­ე­ნა­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბევ­რი მსურ­ვე­ლი გვყავ­და და "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ თა­ნამ­შრო­მე­ლი მა­მე­ბი შვი­ლებ­თან ერ­თად ჩა­ერ­თნენ ამ სა­ინ­ტე­რე­სო თა­მაშ­ში. ვფიქ­რობთ, რომ გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად მსგავს პრო­ექ­ტებ­ში კერ­ძო სექ­ტო­რის ჩარ­თუ­ლო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“, - ნა­თი­კა ბერ­ძუ­ლი, "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

კამ­პა­ნი­ის "კა­ცე­ბი ზრუ­ნა­ვენ“ ფარ­გლებ­ში მა­მის დღის აღ­ნიშ­ვნა ნა­წი­ლია იმ მას­შტა­ბუ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვი­სა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის მი­საღ­წე­ვად გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონდს (UNFPA) ეკუთ­ვნის. ეს დღე ყო­ველ­წლი­უ­რად ივ­ნი­სის მე­სა­მე კვი­რა დღეს აღი­ნიშ­ნე­ბა.

"მა­მის დღის და­წე­სე­ბა და აღ­ნიშ­ვნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია იმის­თვის, რომ ხაზი გა­ეს­ვას ბავ­შვე­ბის აღ­ზრდის პრო­ცეს­ში მა­მე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას. კამ­პა­ნი­ის "კა­ცე­ბი ზრუ­ნა­ვენ“ მი­ზა­ნია, წა­ა­ხა­ლი­სოს კა­ცე­ბის, რო­გორც არა­მო­ძა­ლა­დე და მზრუნ­ვე­ლი მა­მე­ბი­სა და მე­უღ­ლე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა ოჯა­ხე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბი­სათ­ვის ზრუნ­ვა­ში, რათა მათ მე­ტად და­უ­ჭი­რონ მხა­რი გენ­დერულ თა­ნას­წო­რო­ბას და ამ გზით სო­ცი­ა­ლურ და ეკო­ნო­მი­კურ პრო­ცე­სებ­ში ქა­ლე­ბის აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას“ , – მი­რი­ან ჯუ­ღე­ლი, კამ­პა­ნია "კა­ცე­ბი ზრუ­ნა­ვენ“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.

"მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ მა­მის დღე უკვე ტრა­დი­ცი­ად იქცა და მას მა­მე­ბი და შვი­ლე­ბი, ოჯა­ხე­ბი, ერ­თად აღ­ნიშ­ნა­ვენ. მა­მის დღის ინი­ცი­რე­ბით გვინ­და, კი­დევ ერთხელ გა­ვუს­ვათ ხაზი, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შვი­ლე­ბის აღ­ზრდა­ში, მათ ცხოვ­რე­ბა­ში მა­მე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა, თა­ნას­წო­რი მშობ­ლო­ბა და პარტნი­ო­რო­ბა, რად­გან გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის მიღ­წე­ვა­ში, რა­ზეც ხში­რად ვსა­უბ­რობთ, თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია უნი­კა­ლუ­რი წვლი­ლის შე­ტა­ნა. მინ­და, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლი­ე­რე­ბა გა­მოვ­ხა­ტო ჩვე­ნი პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მი­მართ - წელს კერ­ძო სექ­ტო­რი გა­მორ­ჩე­უ­ლად აქ­ტი­უ­რად გვი­ჭერს მხარს მა­მის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში“, - ლელა ბაქ­რა­ძე, გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

კამ­პა­ნია "კა­ცე­ბი ზრუ­ნა­ვენ“ გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის (UNFPA) სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია Care Together-ის მიერ შვე­დე­თის მთავ­რო­ბი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

მამის დღის აღსანიშნავად მზიურში გასართობ-ინტელექტუალური თამაში "მამაენა“ გაიმართა

მამის დღის აღსანიშნავად მზიურში გასართობ-ინტელექტუალური თამაში "მამაენა“ გაიმართა

19 ივნისს მამის დღე საქართველოში წელს მეშვიდედ აღნიშნეს. თბილისში, მზიურის პარკში, მამებისა და შვილებისთვის გასართობ-ინტელექტუალური თამაში "მამაენა“ ჩატარდა.

პროექტში 100-მდე გუნდი მონაწილეობდა. თამაშში მონაწილე მამებსა და შვილებს ერთობლივი ძალებით მზიურის პარკში დამალული მინიშნებები უნდა ეპოვათ და მთავარი გასაღებისთვის მიეგნოთ.

ღონისძიება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის ინიციატივით, კამპანიის "კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში გაიმართა. წელს პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერი "თეგეტა ჰოლდინგი“ იყო.

გასართობ-ინტელექტუალურ თამაშში 2 გამარჯვებული წყვილი გამოვლინდა, რომელთაც საჩუქრად "თეგეტა ჰოლდინგის“ ვაუჩერები გადაეცათ.

"გენდერული თანასწორობა "თეგეტას“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და რა თქმა უნდა, სიამოვნებით გავხდით კამპანიის "კაცები ზრუნავენ“ პარტნიორი. გვიხარია, რომ გუნდში "მამაენაში“ მონაწილეობის ბევრი მსურველი გვყავდა და "თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომელი მამები შვილებთან ერთად ჩაერთნენ ამ საინტერესო თამაშში. ვფიქრობთ, რომ გენდერული თანასწორობის ცნობიერების ასამაღლებლად მსგავს პროექტებში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - ნათიკა ბერძული, "თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

კამპანიის "კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში მამის დღის აღნიშვნა ნაწილია იმ მასშტაბური ინიციატივისა, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის მისაღწევად გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) ეკუთვნის. ეს დღე ყოველწლიურად ივნისის მესამე კვირა დღეს აღინიშნება.

"მამის დღის დაწესება და აღნიშვნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ ხაზი გაესვას ბავშვების აღზრდის პროცესში მამების ჩართულობის მნიშვნელობას. კამპანიის "კაცები ზრუნავენ“ მიზანია, წაახალისოს კაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამებისა და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის ზრუნვაში, რათა მათ მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებში ქალების აქტიურ მონაწილეობასა და საზოგადოების გაძლიერებას“ , – მირიან ჯუღელი, კამპანია "კაცები ზრუნავენ“ თანადამფუძნებელი.

"მოხარული ვართ, რომ მამის დღე უკვე ტრადიციად იქცა და მას მამები და შვილები, ოჯახები, ერთად აღნიშნავენ. მამის დღის ინიცირებით გვინდა, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რამდენად მნიშვნელოვანია შვილების აღზრდაში, მათ ცხოვრებაში მამების ჩართულობა, თანასწორი მშობლობა და პარტნიორობა, რადგან გენდერული თანასწორობის მიღწევაში, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ, თითოეულ ადამიანს შეუძლია უნიკალური წვლილის შეტანა. მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ჩვენი პარტნიორი კომპანიების მიმართ - წელს კერძო სექტორი გამორჩეულად აქტიურად გვიჭერს მხარს მამის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებაში“, - ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

კამპანია "კაცები ზრუნავენ“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის მიერ შვედეთის მთავრობისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.